ვარ
ფუღურო დედამიწის და ზეცივილიზაციის ჰიპოთეზის მომხრე. მიმაჩნია რომ ჩვენი
მზის სისტემა ხელოვნურადაა შექმნილი შორი კოსმოსიდან მოსული ზეადამიანების
მიერ.
ბუდისტურ
კოსმოლოგიაში არსებობს შემდეგი სისტემა: არსებობს სამი სამყარო, ესენია:
1) კამალოკა (ვნებების სამყარო) 2) რუპა ლოკა (ფორმების სამყარო) და 3)
არუპა ლოკა (უფორმო ზეცნობიერების და უსასრულობის სამყარო). ინდუისტურ
კოსმოლოგიაში არის 14 სამყარო, მათ შორის ბილა სვარგა 7 უფსკრულით სადაც
ცხოვრობენ დემონები, პიტრილოკა ანუ განსაწმენდელი, პრეტალოკა ანუ აგრესიულ
ფანტომთა სამყარო, ბჰურ ლოკა ანუ ადამიანთა სამყარო და სვარგა ლოკა ანუ
ინდრას და 32 ნახევარღმერთის სამეფო სუმერუს მთის მწვერვალზე მდებარე...
საქმე იმაშია რომ ბუდისტებს და ინდუსებს ბრალს სდებენ იმაში რომ ისინი
ქადაგებდნენ ბრტყელი დედამიწის იდეას, მაგრამ ეს რეალურად სულ სხვა რამეს
ნიშნავს: ბრტყელი დისკო მდებარეობს გეოიდის ანუ დედამიწის სფეროს ეკვატორულ
ცენტრში, მის თავზე განლაგებულია სვეტებით ქვედა ეკვატორულ დისკზე
დაბჯენილი ზედა ჩრდილო პოლარული დისკო (პოლარული წრის გასწვრივ), რომლის
ცენტრში არის "ღმერთების მთა" მერუ იგივე ასგარდი! ისევე როგორც ეკვატორული
დისკოს ცენტრშია მთა რომლის თავზე ლივლივებს ხელოვნური "მზე". რუპა ლოკას
სისტემა ესაა სამყარო დედამიწის სფეროს მიღმა ხოლო არუპა ლოკა ესაა
ინტრაკოსმოსი ანუ ჰიპერსივრცე (მეხუთე განზომილება). ასეთია ჩემი
მოსაზრება. როგორც გინდათ ისე გამიგეთ. ჩვენი სისტემის პლანეტები და მზეები
(არის მეორე მზეც), არ არ არიან ბუნებრივი გზით წარმოშობილნი! სწორედ
ამაზე საუბრობდნენ გნოსტიკოსებიც როცა საუბრობდნენ რომ შვიდმა არქონტმა ანუ
მატერიის ბოროტმა ანგელოზმა შექმნეს ჩვენი "სამყარო". დაახლოებით ამას
გულისხმობდნენ ინდუსებიც როცა ამბობდნენ რომ დაახლოებით 4320 000 000 წლის
წინ ბრაჰმამ შექმნა "სამყარო".
Комментариев нет:
Отправить комментарий