როგორც იტყვიან
კაცია და გუნება... ყველა ადამიანი სუბიექტურია და დანარჩენებისგან
განსხვავებულად რეაგირებს ყველაფერზე. მე მინახავს მუსულმანებიც,
ქრისტიანებიც, ლიბერალებიც, სოციალისტებიც და ა.შ. და იცით რა? დავრწმუნდი
რომ იდეოლოგია რელიგიური ან პოლიტიკური თითქმის არაფერ შუაშია... მთავარია
ინდივიდუალური გენეტიკური, კარმული და ფსიქოსოციალური ბუნება ადამიანის.
იყვნენ მუსულმანები რომლებმაც როცა გაიგეს რომ ოკულტისტი კომუნისტი ვარ
კუბოში ჩამდეს და დღემდე ჩემი თავის წაჭრაზე ოცნებობენ, მაგრამ მე მინახავს
ისეთი მუსულმანებიც რომლებსაც სავსებით ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ! არც
გინება! არც წყევლა! არც მუქარა! ისეთი ტკბილი სიტყვები და სულიერი სითბო
მახსოვს ასეთებისგან რომ დღემდე სიყვარულით ვიგონებ ამ მუსლიმ
ადამიანებს... ასევე დამემართა ქრისტიანებთან, ლიბერალებთან და
სოციალისტებთანაც... ზოგიერთნი დამცინოდნენ და მემუქრებოდნენ, მიღრენდნენ!
ზოგიერთები კი ისეთი ტკბილი სიტყვებით მესაუბრებოდნენ რომ ვიტირე! ვიტირე
ბედნიერებისგან! არის ერთი მღვდელი, მამა მიქაელ ბუკია რომელმაც არაერთხელ
გადაგვარჩინა მე და დედა შიმშილით სიკვდილს და ფანატიკოსების წინაშეც
აქტიურად დამიცვა! და როცა მის წინაშე ბიბლია მეცნიერულად გავაკრიტიკე,
თქვენი აზრით რა ქნა? გულში ჩამიკრა და შუბლზე მეამბორა! და დამლოცა!!!
როცა იგივე გავაძრე სხვებთან, მათ ისე მაგინეს და მწყევლეს რომ გულის
შეტევა კინაღამ დამემართა!!! ხვდებით? მართლაც სხვადასხვაგვარი გენეტიკური
და ფსიქოლოგიური ტიპაჟის ადამიანები არსებობენ და როგორც ბიოლოგებმა
დაადგინეს, არსებობს ე.წ. "კრიმინალური აგრესიის გენი" რომელიც ადამიანს
უბიძგებს კრიმინალური აგრესიისკენ და სისასტიკისკენ! თუ მართლაც არსებობ
ესეთი გენი, რა მოხდება თუ მას ამოვაძრობთ ადამიანის გენუმიდან? :)))))
Комментариев нет:
Отправить комментарий