пятница, 3 января 2020 г.

კამი


კამი (იაპონ. 神) — იაპონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს სულებს, ბუნების ძალებს ან რაიმე შინტოისტურ არსებას. კამი ხშირად ღმერთად ან ღვთაებადაც ითარგმნება, მაგრამ იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტერმინის ასეთმა თარგმნამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. რაღაც მხრივ, მაგალითად კამები იძანაგი-ნო-მიკოტო და იძანამი-ნო-მიკოტო, არიან ბერძნულ-რომაული ღმერთების მსგავსები. კამი შეიძლება უბრალოდ სულსაც ნიშნავდეს; იწერება კანჯი 神-ით. ეს სიტყვა არ აღნიშნავს იმქვეყნიურ სულიერ არსებებს, კამები არიან ჩვენს სამყაროში და არა ზემოთ. ზოგი ადამიანიც, მაგ. იმპერატორი ჯიმმუც შეიძლება იყოს კამი. რადგანაც იაპონური არ განარჩევს მხოლობით და მრავლობით რიცხვს, ზოგჯერ გაუგებარია კამი აღნიშნავს ერთ თუ რამდენიმე არსებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий