ახ.წ. 325 წელს რომის იმპერიაში ქრისტიანული რელიგიის ტრიუმფის შემდეგ, საუკუნეთა მანძილზე ევროპელებს სჯეროდათ, რომ "ღმერთმა" სამყარო შექმნა სულ რაღაც რამოდენიმე ათასი წლის წინ და დღესაც სჯერათ ფანატიკურად განწყობილ მორწმუნეებს, რომ სამყაროს ასაკი 7807 წელია. ამას ეწოდება "ქრისტიანული ქორონიკონი". არსებობდა ქორონიკონის რამდენიმე ვერსია მცირედი განსხვავებებით, ესენია: ქართული ქორონიკონი, ანტიოქიური ქორონიკონი, ბიზანტიური ქორონიკონი და ალექსანდრიული ქორონიკონი.
XV-ე საუკუნეში ინდოეთის ტერიტორიაზე კოლონიების დაარსება იწყეს პორტუგალიელმა და ესპანელმა მისიონერებმა, შემდგომში იგივეს გაკეთება სცადეს, დანიელებმა, ავსტრიელებმა, შვედებმა, ჰოლანდიელებმა და ბრიტანელებმა. მათ სცადეს ოსტ-ინდური სამხედრო კომპანიების შექმნა. ყველაზე მეტად გაუმართლათ ბრიტანელ ანგლიკანებს, რომლებმაც მოგოლებს წაართვეს მთელი ინდოეთი და ბოლოს უშუალოდ დედოფლის გვირგვინს დაუქვემდებარეს მთელი ჰინდოსტანი. ცხადია ბრიტანელები ცდილობდნენ ინდური რელიგიების დისკრედიტაციას და "ბარბაროსობად" შერაცხვას. ანგლიკანებს თავიანთი მისიონერული ინტერესები ჰქონდათ და ასეთ პირობებში XVIII-ე საუკუნეში შეიქმნა "აკადემიური მეცნიერება" - ინდოლოგია. პიონერები იყვნენ: ჰენრი ტომას კოლბრუკი, უილიამ ჯონსი, ავგუსტ ვილჰელმ შლეგელი, მაქს მიულერი და სხვები.
ევროპელები (ბრიტანელები) ინდურ რელიგიებს აანალიზებდნენ ანგლიკანური ქრისტიანული თეოლოგიის პოზიციიდან და მუდმივად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ყველაფერი რაც მოსეს ხუთწიგნეულში წერია აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხოლო ინდურ მითებს თავისმხრივ აცხადებდნენ "ველურ ზღაპრებად" და "ერესად". განსაკუთრებით ზარავდათ მისიონერებს ტანტრული კულტები. შემდგომში ინდუიზმის "შესწავლა" იწყეს დარვინისტებმაც, რათა დაედასტურებინათ დარვინის თეორიების სისწორე. დღესაც ინდოლოგია ძირითადად ეყრდნობა ქრისტიანი და დარვინისტი "მკვლევარების" შეთხზულ თეორიებს. ცხადია ეს მისიონერები უარყოფდნენ ინდუისტურ დოქტრინებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий