среда, 8 января 2020 г.

ვედური (ინდუისტური) ლიტერატურა


ვედური (ინდუისტური) ლიტერატურა იყოფა ორ კატეგორიად: #1 შრუტი ("მოსმენილი") - ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი ღვთიური ტექსტები, ჩაწერილი გამოცხადების საფუძველზე. #2 სმრიტი ("დამახსოვრებული") - დამატებითი ტექსტები, რომლებიც მიჰყვებიან შრუტის ავტორიტეტს. ვედები (4 ვედა) სამჰიტებთან, ბრაჰმანებთან, არანიაკებთან და უპანიშადებთან ერთად ეს არის - შრუტი. სხვა ტექსტები, უპირველესყოვლისა კი პურანები, ესენია - სმრიტი. უპანიშადები ესენია რელიგიურ-ფილოსოფიური ტექსტები, ისინი ვედებს ავსებენ და წარმოადგენენ დანამატს. მათში განიხილებიან ფილოსოფიური საკითხები. ვედანგა - ესაა სარიტუალო და სამეცნიერო ლიტერატურა. უკავშირდებიან ვედებს და მათში განხილულია დოგმატიკის და კანონიკის საკითხები ანუ როგორ უნდა იქნეს განმარტებული ვედები. ესაა ასევე ეგზეგეტური ტექსტები. იტიჰასები - ინდუისტური ეპოსები ღმერთების, გმირების, წმინდანების და დემონების შესახებ. სავსენი არიან მითოლოგიური სიუჟეტებით. აგამები - ინდუისტური (ვაიშნავური, შივაიტური და შაკტისტური) ფილოსოფიური დიალოგები ღმერთებსა და ბრძენებს შორის. ვაიშნავურ აგამებში უზენაეს ღმერთად განიხილება ვიშნუ, შივაიტურში - შივა, ხოლო შაკტისტურში - შაკტი (მაჰადევი). სამჰიტები - ჰიმნები, ლოცვები და შელოცვები, დაფუძნებული ვედებზე. ბრაჰმანები - კომენტარები ვედებზე, რომლებიც განმარტავენ ვედურ რიტუალებს. არანიაკები - ტექსტები ტყეში მცხოვრები ასკეტების და პრაქტიკოსების შესახებ. მათში განიხილება სხვადასხვა მისტიკური პრაქტიკები, რომლებიც საჭიროებენ ტყეში განმარტოებას. შიკშა - ფონეტიკა და ფილოლოგია. ჩჰანდას - ტექსტები პოეზიის შესახებ. ვიაკარანა - გრამატიკის შესახებ ტექსტები. ნირუკტა - ვედური სანსკრიტის სწორი ინტერპრეტაციის შესახებ. ჯიოტიშა - წიგნები ვედური ასტროლოგიის შესახებ. კალპა - ტექსტები რიტუალისტიკის შესახებ. კავაჩა - წიგნები თავდაცვითი ჯადოების შესახებ. სუტრები - მოკლე იგავები და აფორიზმები. შასტრა - განმარტებითი ტექსტები, სუტრების კომენტარები. სტოტრა - ჰიმნები. დჰარმა-შასტრები - ეთიკური კოდექსი. ყველა ეს ტექსტი (ლიტერატურა) განიხილება როგორც ერთი მთლიანი და ვედების წაკითხვა და ინტერპრეტაცია სხვა ტექსტების გარეშე - აბსურდია.

Комментариев нет:

Отправить комментарий