понедельник, 16 декабря 2019 г.

ღვთაებრივი და დემონური სულის ადამიანები


ბჰაგავად-გიტა. სიმღერა მეთექვსმეტე. 16.4. ფარისევლობა, ამპარტავნება, სიამაყე, ნარცისიზმი, მრისხანება, უხეშობა - ეს ახასიათებს იმათ, ვინც დაბადებულნი არიან დემონური ბუნებით, ო პრიტჰვის ძეო. 16.17. თვითკმაყოფილნი, თავის მომაბეზრებელნი, სიამაყით აღვსილნი და სიმდიდრით დათრობილნი, ისინი დემონსტრაციულად, პომპეზურად ასრულებენ მსხვერპლშეწირვებს, არ მისდევენ არანაირ წესებს. 16.18. ეგოიზმში, ძალადობაში, სიამაყეში, ავხორცობაში და მრისხანებაში ჩაფლულნი, ეს შურიანი ადამიანები ზიზღით მიყურებენ მე, რომელიც ვარ მათ სხეულებში და სხვა სხეულებში. 16.19. მათ, შურიან და სასტიკ ბოროტმოქმედებს, ადამიანთა შორის ყველაზე უბადრუკებს, მე მუდმივად მხოლოდ დემონურ საშვილოსნოებში ვაგდებ დაბადებისა და სიკვდილის ამ სამყაროში. კომენტარი: აქ უფალი კრიშნა პირდაპირ გვეუბნება, რომ არსებობენ ღვთაებრივი ბუნების ადამიანები და არსებობენ დემონური ბუნების "ადამიანები". ვედური ტექსტების, კონკრეტულად კი ბჰაგავად-გიტას მიხედვით არის ორი ტიპი ადამიანთა, ვისაც აქვს ღვთიური სული და ფლობს შესაბამის თვისებებს და არის ასევე დემონური ადამიანი, დემონური სულით და გენეტიკით, რომელიც ქმნის დემონურ სოციუმს, აქვს დემონური ფსიქოლოგია და ჩაგრავს თავისი ტირანიული მენტალობით სხვებს. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს "მშობლიურ" კალი-იუგას, რაზეც აშკარად საუბრობენ ვედური პურანები და იტიჰასები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას არ აქვს ნორმალური სული და სწორი ცხოვრება არის არა ლიბერალისტების ან აბრაამისტი ფაშისტების ფანტაზიები, არამედ ის დადგენილებანი, რაც მოცემულია ვედებში და დჰარმა-შასტრებში, რომელსაც ასე დაჟინებით უარყოფს თანამედროვე დემონური "ცივილიზაცია".

Комментариев нет:

Отправить комментарий