მატერიალურ სამყაროში არაფერია მარადიული, მარადიულია მხოლოდ დჰარმა (ვედა - ცოდნა). მატერიალურ სამყაროებში მუდმივად იქმნებიან სხვადასხვა ფსევდო-კულტურები თავიანთი ფსევდო-კანონებით, ადათ-წესებით და ა.შ. თავიანთი ტაბუებით და "უფლებებით". ეს კულტურები იქმნებიან და ნადგურდებიან მაჰა-კალას (დიადი დროის - უფლის ერთ-ერთი იპოსტასის) გავლენით. ამას ვერ ხვდებიან მხოლოდ უმეცრები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არიან "თავისუფლები" და აქვთ "ფასეულობები". ნებისმიერი კანონი მატერიალურ სამყაროში, მოგონილი ადამიანის მიერ, არის ეფემერული და ილუზორული სიბრიყვე, შექმნილი მაჰა-მაიას (დიადი ილუზიის - უფლის ერთ-ერთი ფორმის) გავლენით. უფალს ჩვენ ვთხოვეთ "დამოუკიდებლობა" და მანაც მოგვცა "ტკბობის" შესაძლებლობა მისგან "დამოუკიდებლად" მატერიალურ სამყაროში, რომელსაც ეწოდება ტამისრა (ჯოჯოხეთი) და რომელიც თვითონ ავირჩიეთ, როცა უფალს სულიერი სამყაროდან გამოვექეცით ეგოიზმის გამო. მატერიალური კანონები, წესები, სტერეოტიპები, შაბლონები და ა.შ. ესენია - 100% უმეცრება და ჩვენივე ხელით შექმნილი ათეისტური ჯოჯოხეთი.
ყველა რელიგიაში და პოლიტიკურ საზოგადოებაში არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: კორექტული ინტელექტუალები (მაღალი განვითარების კულტურული ზრდილობიანი ხალხი) და არაკორექტული გოიმები (დაბალი განვითარების უხეში და ცინიკური უზრდელი სასტიკი პრიმიტივები). ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არ ვიყოთ არაკორექტული უხეში დესპოტები და ცინიკოსები და განვავითაროთ სულიერი სათნოებები ჩვენს სულში.
Комментариев нет:
Отправить комментарий