среда, 18 декабря 2019 г.

სამსარა


"იოგა" ნიშნავს - კავშირს ღმერთთან. დედამიწაზე არის მრავალი რელიგია. ნებისმიერი ურთიერთობა ღმერთთან არის - იოგა. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ რელიგიას უფრო მჭიდრო და ძლიერი კავშირი აქვს ღმერთთან, ზოგიერთს კი უფრო სუსტი. უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთ რეგიონებზე სატურნის (შანის - დამსჯელი პლანეტის) ასტროლოგიური გავლენა უფრო ძლიერია, ხოლო ზოგან უფრო სუსტი. რუსეთში, უკრაინაში, მოლდავეთში და კავკასიაში, ასევე შუა აზიაში ძლიერია სატურნის გავლენა და ამიტომაც მატერიალისტებს უჭირთ არსებობა. დჰარმულ რელიგიებს ყველაზე ძლიერი კავშირი აქვთ ბრაჰმანთან (ღმერთთან). რაც შეეხებათ მლეჩხებს (არაარიულ რელიგიებს), მათ აქვთ უფალთან კავშირი, პრინციპში ყველა რელიგია მოდის უფლიდან, მაგრამ... რელიგიები ყველანი თანასწორნი ვერ იქნებიან. ზრდილობა და მოწიწება კარგია, მაგრამ მლეჩხებს ვერ ექნებათ ღმერთთან ისეთი კავშირი, როგორც არიებს. მოკლედ; ყველას თავისი როლი აქვს სამსარაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий