დაბადება [ბერეშიტ]
თავი პირველი
1. თავდაპირველად ღმერთებმა შექმნეს ცანი [ჰაშამაიმ] და მიწა [ჰაარეც].
2. მიწა იყო უსახო [ტოჰუ] და უდაბური [ბოჰუ], ბნელი [ჰოშეკ] იდო უფსკრულზე და ღვთაებრივი სული [რუაჰ ელოჰ-იმ] იძვროდა ქაოსის წყლებს ზემოთ.
3. თქვეს ღმერთებმა: იყოს ნათელი [ორ/აურ]! და იქმნა ნათელი.
4. და ნახეს ღმერთებმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარეს ღმერთებმა ნათელი და ბნელი.
5. ნათელს [აურ] ღმერთებმა უწოდეს დღე და ბნელს [ჰოშეკ] უწოდეს ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
6. თქვეს ღმერთებმა: იყოს წყალთა შორის მყარი [სტერეომა] და გაჰყაროს წყლები.
7. გააჩინეს ღმერთებმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
8. მყარს ღმერთებმა უწოდეს ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.
9. თქვეს ღმერთებმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.
10. ხმელეთს ღმერთებმა უწოდეს მიწა და შეგროვილ წყალს უწოდეს ზღვა. დაინახეს ღმერთებმა, რომ კარგი იყო.
11. თქვეს ღმერთებმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.
14. თქვეს ღმერთებმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.
16. გააჩინეს ღმერთებმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.
17. დასხეს ისინი ღმერთებმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,
18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახეს ღმერთებმა, რომ კარგი იყო.
19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.
20. თქვეს ღმერთებმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.
21 . შექმნეს ღმერთებმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახეს ღმერთებმა, რომ კარგი იყო.
22. აკურთხეს ღმერთებმა ისინი და თქვეს: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.
23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.
24. თქვეს ღმერთებმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
25. გააჩინეს ღმერთებმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახეს ღმერთებმა, რომ კარგი იყო.
26. თქვეს ღმერთებმა: გავაჩინოთ ადამაჰ ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27. შექმნეს ღმერთებმა ადამაჰ, თავიანთ ხატად შექმნეს იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნეს ისინი.
28. აკურთხეს ღმერთებმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
29 . თქვეს ღმერთებმა: აჰა, მოგვიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი ცოცხალი საფშვინველი უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
31. დაინახეს ღმერთებმა ყოველივე, რაც გააჩინეს, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.
დაბადება
თავი მესამე
22. თქვეს ღმერთებმა: აჰა, გახდა ადამაჰ როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის [სეფიროტ] ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.
23. გაუშვეს ისინი ღმერთებმა ეიდენის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.
24. განდევნეს ადამაჰ, ეიდენს კი აღმოსავლეთით კერუბ-იმები [ხარისთავიანი სულები] და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენეს, რათა სიცოცხლის ხესთან [სეფიროტ] მისასვლელი დაეცვათ.
Книга Бытие, глава 1
1. В начале сотворили Боги небеса [хашамаим] и землю [хаарец].
2. Земля же была безвидна [Тоху] и пуста [Боху], и тьма [Хошех/Хошек] над бездною, и Божественный Дух [Руах элох-им] носился над водами хаоса.
3. И сказали Боги: да будет свет [Ор]. И стал свет.
4. И увидели Боги свет, что он хорош, и отделили Боги свет от тьмы.
5. И назвали Боги свет днем, а тьму ночью. И был вечер, и было утро: день один.
6. И сказали Боги: да будет твердь посреди воды, и да отделяет она воду от воды.
7. И создали Боги твердь, и отделили воду, которая под твердью, от воды, которая над твердью. И стало так.
8. И назвали Боги твердь небом. И был вечер, и было утро: день второй.
9. И сказали Боги: да соберется вода, которая под небом, в одно место, и да явится суша. И стало так.
10. И назвали Боги сушу землею, а собрание вод назвал морями. И увидели Боги, что это хорошо.
11. И сказали Боги: да произрастит земля зелень, траву, сеющую семя, дерево плодовитое, приносящее по роду своему плод, в котором семя его на земле. И стало так.
12. И произвела земля зелень, траву, сеющую семя по роду ее, и дерево, приносящее плод, в котором семя его по роду его. И увидели Боги, что это хорошо.
13. И был вечер, и было утро: день третий.
14. И сказали Боги: да будут светила на тверди небесной для отделения дня от ночи, и для знамений, и времен, и дней, и годов;
15. и да будут они светильниками на тверди небесной, чтобы светить на землю. И стало так.
16. И создали Боги два светила великие: светило большее, для управления днем, и светило меньшее, для управления ночью, и звезды;
17. и поставили их Боги на тверди небесной, чтобы светить на землю,
18. и управлять днем и ночью, и отделять свет от тьмы. И увидели Боги, что это хорошо.
19. И был вечер, и было утро: день четвертый.
20. И сказали Боги: да произведет вода пресмыкающихся, душу живую; и птицы да полетят над землею, по тверди небесной.
21. И сотворили Боги рыб больших и всякую душу животных пресмыкающихся, которых произвела вода, по роду их, и всякую птицу пернатую по роду ее. И увидели Боги, что это хорошо.
22. И благословили их Боги, говоря: плодитесь и размножайтесь, и наполняйте воды в морях, и птицы да размножаются на земле.
23. И был вечер, и было утро: день пятый.
24. И сказали Боги: да произведет земля душу живую по роду ее, скотов, и гадов, и зверей земных по роду их. И стало так.
25. И создали Боги зверей земных по роду их, и скот по роду его, и всех гадов земных по роду их. И увидели Боги, что это хорошо.
26. И сказали Боги: сотворим человека по образу Нашему и по подобию Нашему, и да владычествуют они над рыбами морскими, и над птицами небесными, и над скотом, и над всею землею, и над всеми гадами, пресмыкающимися по земле.
27. И сотворили Боги человека по образу Своему, по образу Богов сотворили его; мужчину и женщину сотворили их.
28. И благословили их Боги, и сказали им Боги: плодитесь и размножайтесь, и наполняйте землю, и обладайте ею, и владычествуйте над рыбами морскими, и над птицами небесными, и над всяким животным, пресмыкающимся по земле.
29. И сказали Боги: вот, мы дали вам всякую траву, сеющую семя, какая есть на всей земле, и всякое дерево, у которого плод древесный, сеющий семя, — вам сие будет в пищу;
30. а всем зверям земным, и всем птицам небесным, и всякому пресмыкающемуся по земле, в котором душа живая (нефеш), дали мы всю зелень травную в пищу. И стало так.
31. И увидели Боги все, что Они создали, и вот, хорошо весьма. И был вечер, и было утро: день шестой.
Книга Бытие, глава 2
1. Так совершены небеса и земля и все воинство их.
2. И совершили Боги к седьмому дню дела Свои, которые Они делали, и почили в день седьмой от всех дел Своих, которые делали.
3. И благословили Боги седьмой день, и освятили его, ибо в оный почили от всех дел Своих, которые Боги творили и созидали.
4. Вот происхождение небес и земли, при сотворении их, в то время, когда Боги создали землю и небеса,
"მაზდეანობის დუალისტურმა ფილოსოფიამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო აქამენიდთა ბატონობის ხანაში, როდესაც იგი სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული. თუმცა ამ პროცესს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია, რადგან აქამენიდებამდე ირანში ე.წ. მიდიელთა ეპოქაში, მოგვების ქურუმთა კასტას ეპყრა ხელთ რელიგიის სათავეები, რომლებიც დევებს ეთაყვანებოდნენ, აქამენიდებმა უმაღლეს ღვთაებად აჰურა-მაზდა (ასურა-მაზდა) გამოაცხადეს, რასაც წინ უძღოდა წინასწარმეტყვე ზარათუსტრას რეფორმატორული მოღვაწეობა. აქამენიანი ირანის მეფეები თავგამეტებით ეთაყვანებოდნენ აჰურა-მაზდას კულტს და თავიანთ მფარველ ღვთაებად მიიჩნევდნენ. ქსერქსეს ერთ წარწერაში აჰურა-მაზდას შესახებ წერია: "დიადია ღმერთი აჰურა-მაზდა, რომელმაც ეს მიწა შექმნა, რომელმაც ეს ცა შექმნა, რომელმაც ადამიანი შექმნა, რომელმაც ქსერქსე შექმნა მეფედ, ყველა მეფეზე აღმატებული, ყველა მბრძანებელზე აღმატებული (შემდეგ ჩამოთვლილია ქვეყნები, რომელიც ქსერქსემ დაპიყრო)... და ამ ქვეყნებს შორის იყვნენ ისეთებიც, სადაც ადრე დევებს სცემდნენ თაყვანს. შემდეგ აჰურა-მაზდას ნებით ავაზაკთა ეს ბუდე მე ავღგავე მიწისაგან პირისა და დავდე მცნებად: "თაყვანი არ სცე დევებს". იქ სადაც ადრე დევებს ეთაყვანებოდნენ, აჰურა-მაზდას თაყვანისცემა გავამრავლე"."
წიგნი - მსოფლიოს რელიგიები. ავტორი - ელდარ ნადირაძე. გვერდი 214.
"ვედისტური ღმერთები იყოფიან ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ მტრულ ბანაკად: ასურებად (აჰურებად) და დევებად. ასურებს წარმოადგენენ; დიაუსი, ვარუნა, მიტრა, სავიტარი, ადიტი, ხოლო დევებს დანარჩენი ღვთაებანი. ადრეულ პერიოსდში ასურები ბოროტ ღვთაებებად იქნენ შერაცხულები, ხოლო დევები კეთილად (ზოროასტრიზმში კი დევები იყვნენ მიჩნეული ბოროტ სულებად).
წიგნი - მსოფლიოს რელიგიები. ავტორი - ელდარ ნადირაძე. გვერდი 53.
P.S. მაზდეანობამ (ზოროასტრიზმმა) ერთობ დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთ აზიის ხალხების რელიგიურ აზროვნებაზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ არა მხოლოდ ირანულ მაზდეანობაში, არამედ ძველ ქართულ (იბერიულ) და სომხურ მითოლოგიაშიც "დევები" ითვლებიან "ავ და ბოროტ სულებად" და არა ღმერთებად, როგორც ეს ინდუიზმში, ჯაინიზმში და ბუდიზმშია. იბერიული ღვთაება მორიგე-მთვარე ("ღვთისშვილებთან" ერთად) ითვლებოდა დევებთან მებრძოლ სულად.
ზარატუსტრა სპიტამამ მოახდინა რევოლუციური გადატრიალება ირანში და გაანადგურა მოგვების და დევების რელიგია, რომელიც ახლოს იყო ინდურ ვედიზმთან. პრაქტიკულად; ზარატუსტრამ დევები დემონებად გამოაცხადა, ხოლო ასურები - კეთილ ღვთაებებად, რასაც ადრე ირანში არ ჰქონია ადგილი არასდროს. ვედიზმში ნათქვამია, რომ ასურები არიან ზეციდან გაგდებული დაცემული ღმერთები. ისინი თავად უფალმა ინდრა დევამ ჩააგდო ტარტაროზში.
მაზდეანობისთვის (ისევე როგორც ორთოდოქსული ბრაჰმანიზმისათვის) დამახასიათებელია ნულოვანი ლიბერალიზმი და საკმაოდ მკაცრი კანონები (განსაკუთრებით სექსუალურ და გენდერულ საკითხებში).
ირანელთა და ჰინდოელთა საერთო წინაპრები არიან ინდო-ირანელები, რომლებიც თანამედროვე ავღანეთის ტეროტორიაზე მოვიდნენ ჩრდილოეთიდან ძვ.წ. 1700-1500 წლებში. შემდეგ მათ შორის მოხდა განხეთქილება, ჰინდუები წავიდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო ირანელები - დასავლეთით. ძვ.წ. 628-551 წლებში მცხოვრები წინასწარმეტყველი ზარატუსტრა სპიტამას რელიგიური რევოლუციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა უფსკრული ირანელ და ჰინდუ ხალხებს შორის. სიტყვა "არია" ირანულადაც და ჰინდურადაც ნიშნავს - "კეთილშობილს" ან "ღირსეულს". ვედურ რელიგიაში არიები ეწოდებათ ვედური დჰარმის მიმდევარ ხალხებს, ხოლო მაზდეანობაში - ზოროასტრიელ ირანელებს. ძვ.წ. 550 წლამდე ირანელებსა და ჰინდუელებს ჰქონდათ საერთო რელიგიური იდეოლოგია და მჭიდრო კავშირები, რადგანაც ძველი ირანელი მოგვები ეთაყვანებოდნენ დევებს, ისევე როგორც ჰინდუელი ვედისტები.
მთელი რიგი მკვლევარები ებრაულ იაჰვეს აიგივებენ ზოგიერთი სემიტი ხალხების წარმართულ ღვთაება იევოსთან ან იავუსთან. ითვლება რომ ეს სახელები იაჰვეს ენათესავებიან. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ძველ ებრაელებში მონოთეიზმში გადასვლის პერიოდში იევო ითვლებოდა ერთადერთ ღმერთად, მაგრამ ჰყავდა მეუღლე, ცოლი. ზოგი წყაროს, მაგალითად ელეფანტინური პაპირუსების მიხედვით მისი ცოლი იყო ანატი, სხვა ვერსიით კი აშერა. ძველ აღთქმაში ნახსენებია ცის ქალღმერთის თაყვანისცემა ძველი ებრაელების მიერ, რის წინააღმდეგაც იბრძოდა წინასწარმეტყველი იერემია. არქეოლოგიური ცნობები [აშერას ქანდაკებების ხშირი აღმოჩენა] ასევე გვეუბნება, რომ მისი კულტი იყო პალესტინაში, ყოველ შემთხვევაში ძვ.წ. VI-ე საუკუნემდე. თუმცა მკვლევარებს შორის შეინიშნება გაურკვევლობა და არევა ქალღმერთი აშერას [ელის ცოლსა] და აშთორეთის [იშტარ-ასტარტეს] სახეებს შორის, რომლებიც შეინიშნებიან უგარითის მითოლოგიაში - ისევე როგორც იაჰვე ძვე დროს გაიგივებული იყო ელთან ან ელის შვილთან.
შედარება სხვა ღვთაებებთან:
• ფინიკიელებში ის ცნობილი იყო როგორც იევო და ბიბლოსში სახელით იეჰი [იიჰავი]. ბატონობდა ზღვაზე და ითვლებოდა ქალაქ ბეირუთის მფარველად, სადაც აღმოაჩინეს ტექსტები, რომლებიც მიუძღვნეს იევოს, ეს ტექსტები უდავოდ შეიქმნა ბაალ-ჰადადის, ელვის ღმერთის, უგარითული ილუს ძესთან დაკავშირებული მითების გავლენით. უკანასკნელი სახელი ივრითში გადავიდა როგორც „ღმერთი“, ხოლო ელის [ილუს] ფუნქციები შეითვისა იაჰვემ. პალესტინაში ითვლებოდა ძველებრაული ტომების ალიანსის მფარველად, ედომის მფარველადაც სავარაუდოდ. ბაალი ებრძოდა იამმუს [ზღვას] და ლევიათანს და დაამარცხა კიდეც ისინი.
• უგარითში და ქანაანში იევუს უწოდებდნენ იამმუს - ზღვის ღმერთს, რომელიც ბაალთან ბრძოლაში დამარცხდა. ამის გარდა უგარითუ რიტუალებში იავუ გაიგივებული იყო ელთან ან იწოდება ელის ძედ:
• sm . bny . yw . ilt
• ღმერთის ძის იავუს სახელი
• — KTU 1.1 IV 14
• ითვლება, რომ საერთოდასავლურ სემიტურ პანთეონში იევო იყო წყლის მეუფე, სავარაუდოდ შეესაბამებოდა შუმერო-აქადურ ღმერთ ეას [თუმცა ეს საეჭვოა, რადგანაც ეა იყო ბრაზიანი ენლილის მოწინააღმდეგე, რომელმაც მოავლინა წარღვნა და გაანადგურა ცოცხალ არსებათა უდიდესი ნაწილი.
Ряд исследователей соотносит Яхве с языческим божеством некоторых семитских народов по имени Йево или Йаву. Предполагается, что эти имена родственны имени Яхве.
По мнению некоторых исследователей, в период перехода к монотеизму у древних евреев Йево считался единственным богом, однако, имеющим супругу. По одним источникам (например, элефантинским папирусам) ею являлась Анат, по другим — Ашера. В Ветхом Завете упоминается поклонение древних евреев «богине неба», против чего боролся пророк Иеремия. Археологические данные (частая находка статуэток Ашеры) также говорят о широком распространении её культа в Палестине, по крайней мере, до VI века до н. э. Однако среди исследователей наблюдается путаница между именами богинь Ашеры (жены бога Эла) и Ашторет (Иштар-Астарты), которые различаются в угаритской мифологии — так же как Яхве в древности мог отождествляться с Элом или сыном Эла.
Соответствия с другими божествами
• У финикийцев он был известен под именем Йево и в Библе под именем Йехи (Йихави). Отвечал за морскую стихию и считался покровителем г. Бейрута, где были обнаружены тексты, посвящённые Йево, безусловно созданные под влиянием мифов о Баал-Хаддаде, боге грозы, сыне угаритского Илу. Имя последнего перешло в иврит в нарицательной форме, в значении «бог», а функции Илу (Эла) вобрал Яхве. В Палестине считался покровителем древнеизраильского союза племён и, вероятно, покровителем Эдома. Борется с Йамму (морем) и левиафаном и одерживает победу.
•
• В Угарите и Ханаане (Йаву) называли Йамму — бога моря, побеждённого в борьбе с Баалом. Кроме того, в угаритских ритуальных молитвах Йаву отождествляется с Элом или он называется сыном Эла:
sm . bny . yw . ilt
Имя сына бога, Йаву
— KTU 1.1 IV 14
• Предполагают, что в общезападносемитском пантеоне Йево был владыкой водной стихии, возможно, соответствующим в шумеро-аккадской мифологии богу Эа (что, однако, сомнительно, ибо Эа был противником грозного Энлиля, наславшего Всемирный Потоп.
საიდან წარმოიშვა ბიბლიური იაჰვეს კულტი? ჯერ ერთი ვთქვათ, რომ იაჰვე ესაა იუდეველთა მონოთეისტური ღვთაება. იუდეველთა წმინდა წიგნებია - თანახი (ძველი აღთქმა) და თალმუდი. თანახს იყენებენ მონოთეისტი ქრისტიანებიც, მაგრამ რეალურად ეს არის იუდეველთა წიგნი. ეს მათი საკუთრებაა. ძველი იუდეველები იყვნენ პოლითეისტები და ეთაყვანებოდნენ მრავალ ღმერთს. ძვ.წ. 516 წელს ეზდრამ და ნეემიამ - იუდეველმა ქურუმებმა, შექმნეს იუდაისტური მონოთეიზმი. მათ ჩაატარეს რეფორმა და მოსპეს პოლითეიზმი. მეცნიერულად დადგენილია, რომ ებრაული (ბიბლიური) მამაღმერთი (იაჰვე) ძველ ქანაანურ და ფინიკიურ მითოლოგიაში იყო წყლის და მთვარის ღმერთი და ერქვა - იავუ იგივე იამმუ. იაჰვეს ჰყავდა ცოლი - ასტარტე, რომლის კულტიც მონოთეისტებმა მოსპეს. არსებობს მითი, რომლის თანახმადაც ერთხელ იამმუმ მოისურვა სხვა ღმერთების წინააღმდეგ აჯანყება, მაგრამ ბაალმა და მისმა ცოლმა ანატმა შემუსრეს და მოკლეს. ფინიკიურ-ქანაანური იამმუს ანალოგიური იყო შუმერული ენ-ლილი (ჰაერის ბატონი). შუმერული მითოლოგიის მიხედვით წარღვნა მოავლინა ადამიანებზე გაბრაზებულმა ენ-ლილმა, მაგრამ მისმა ძმამ - ენ-ქიმ იხსნა რჩეული ზიუსუდრა და დაეხმარა კიდობნის აგებაში. მეცნიერულად დადგენილია, რომ ქრისტიანული "ძველი აღთქმის" ანუ იუდეური თანახის მითების და ლეგენდების 99%-ი აღებულია შუმერული მითოლოგიიდან და გადაკეთებულია. ნაწილი მითებისა აღებულია ფინიკიელთა და ქანაანელთა პოლითეისტური რელიგიური მითოლოგიიდან. ეს მეცნიერული ფაქტებია. მოკლედ: აბრაამის და მოსეს ღვთაება - იაჰვე (იეჰოვა), არის ფინიკიელთა და ქანაანელთა წყლის და მთვარის ღმერთი. რაღაც გაგებით ის ჰგავს შუმერულ ენ-ლილს. მისი ანალოგიურია არაბული წარმართული ალ-ილაჰი (ალლაჰი). ალ-ილაჰი ესაა არაბული წარმართული მთვარის ღვთაება. იერუ-სალიმის ქურუმი იყო მელქისედეკი, რომელიც ნახსენებია ბიბლიაში და მიდრაშებში, ნათქვამია, რომ აბრაამმა მიიღო კურთხევა მელქისედეკისგან, ისიც ნათქვამია, რომ აბრაამმა მელქისედეკის შესახებ გაიგო თავისი უფლისგან. იერუ-სალიმი ნიშნავს სალიმის მიერ დაარსებულს. სალიმი იგივე შალიმუ ეს იყო ჩამავალი მზის ღმერთი, ელის და აშერას შვილი, ფინიკიურ რელიგიაში. სხვათაშორის ორთოდოქსი იუდაისტები დღემდე ამტკიცებენ, რომ ქრისტიანები არიან ერეტიკოსები, რომლებმაც გაამრუდეს მათი რელიგია. დასკვნები თვითონ გააკეთეთ.
ფინიკიელთა პოლითეისტური პანთეონი:
დასავლეთის სემიტებს არ ჰქონდათ ერთიანი მითოლოგიური სისტემა, თითოეულ ადგილს, ქალაქს და ა.შ. ჰყავდა საკუთარი ღმერთი-დამცველი, თან ხშირად იღებდა იდეებს თავისი მეზობლებისგან.
უგარიტის ღმერთები:
• ილუ [ელი] - უზენაესი ღმერთი
• ასირატუ [აშერა] - ილუს ცოლი
• დაგონი - წყლის უფალი
• რაჰმაიუ - ილუს მეორე ცოლი
• შაჰარუ და შალიმუ - ილუს შვილები
• ბალუ [ბაალი] - უგარიტის მთავარი დამცველი
• დაგანი - ბალუს მამა
• ანატუ - ბალუს და, თანამებრძოლი და შეყვარებული
• ამურრუ - ანატუს ძე, ამორეველთა პირველწინაპარი
• პიდრაი, ტალაი და არცაი - ანატუს და ბალუს ქალიშვილები
• იამმუ [იამი] - ზღვის ღმერთი
• იავუ [იევო] - წყლის სტიქიის ღმერთი, ზოგჯერ იგივდება იამმუსთან
ღმერთების ბრძოლა
იამმუმ, ზღვის ღმერთმა, რომელმაც უკვე მიიღო სასახლე [ძალაუფლების სიმბოლო დასავლეთსემიტურ მითოლოგიაში], აშენებული კოტარ-ვა-ჰასისის მიერ, მოაწყო ამბოხი ღმერთების წინააღმდეგ და მოითხოვა თაყვანისცემა და ძღვენი, ასევე ისიც, რომ ბალუ გამხდარიყო მისი მონა. მებრძოლი დის ანატის და ბრძენი კოტარ-ვა-ჰასისის დახმარებით, რომელმაც გამოუჭედა მას იარაღი, ბალუმ შემუსრა და დაამარცხა იამმუ. განდევნის მახვილით მან განგმირა ზღვის ღმერთის გული, ხოლო განშორების მახვილით - თავი. სხვა მითებში, ბალუმ შემუსარა იამმუს მთავარი დამქაში - საზარელი შვიდთავა გველი ლევიათანი, რომელზეც ბიბლიაში საუბარია, რომ „როცა ის დგება, ძლიერი ღმერთები შიშისაგან და საშინელებისგან საერთოდ გონებას კარგავენ“ [იობის წიგნი]. მაგრამ იამმუს დაღუპვის შემდეგ ბალუს გამოუჩნდა ახალი მტერი - ქვესკნელის [შეოლის] მეფე - მუტუ, მისი ძმა [ერთმა დედამ შვა ორივე], რომელსაც ემსახურებიან თვით განთიადის ქალღმერთი შაპაში და ღვთაებრივი მჭედელი კოტა-ვა-ჰასისი. ის იმდენად ძლიერია, რომ ბალუ ბრძოლის გარეშე ნებდება მას, მიდის შეოლში და იღებს სიკვდილს მისი ხელიდან. მხოლოდ საკუთარი დის და შეყვარებულის ანატუს დახმარებით შეძლო მკვდრეთით აღდგომა, გაცოცხლება, მაგრამ ბრძოლა მუტუსთან ამჯერად სრულდება ფრედ - ნათქვამი იყო, რომ „ბალუ ძლევამოსილია, მაგრამ მუტუც ძლევამოსილია“. საბოლოოდ ბალუ რჩება დედამიწის მეფედ, ხოლო მუტუ - შეოლის მბრძანებლად; შაპაში და კოტარ-ვა-ჰასისი განაგრძობენ მის მსახურებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბალუმ შეძლო ზღვის სამეფოს მეფის განადგურება [თუმცა ქანაანში ეთაყვანებოდნენ იამმუს], მაგრამ ქვესკნელის მეფე ცოცხალი დარჩა. ასევე ბალუს უხდებოდა ბრძოლაში გამოეწვია თვით უზენაესი ზეციური ღმერთებიც კი - ილუ და აშერა - რადგანაც ნახსენებია, რომ ბალუ კლავდა აშერას შვილებს. ასევე ზეციური ღმერთი ელი არ ჩქარობდა ბალუსთვის სასახლის აშენებას. მაშინ ერთგული ანატუ სიკვდილით დაემუქრა ელს [ილუს] სიკვდილით და აიძულა საბოლოოდ აეშენებინა თავისი საყვარელი ძმისთვის და შეყვარებულისთვის სასახლე.
ნათესაობრივი კავშირები:
ღმერთების მშობლები იყვნენ ელი და აშერა, დანარჩენი ცუდადაა ცნობიი. ერთი ვერსიით ბალუ ელის შვილიშვილია, მეორე ვერსიით - ძმისშვილი, თუმცა სწორედ მან მიიღო მთელი დედამიწა, ცხადია, რომ ის უნდა ყოფილიყო ელის ნათესავი. ასევე ბალუს ძე დაგანუ, რომელიც ერთი ვერსიით ძმაა, ხოლო სხვა ვერსიით ელის შვილი. ბალუს ძმა და სიკვდილის უფალი მუტუ. იავუ [იგივე იაჰვე] ასევე ითვლება ელის შვილად.
სიტყვა "ქრესტოს" არსებობდა ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე. მის შესახებ წერდნენ ჰეროდოტე, ესქილე და სხვა ბერძენი კლასიკოსები. ესქილე ახსენებდა თავის მისტიკურ ტექსტებში "პითო-ქრესტოს"-ს ანუ პითიურ ღმერთს, რომელზეც საუბრობდნენ პითიელი ორაკულები. არსებობდა ასევე სიტყვა "ქრესტერიონ" ანუ "მსხვერპლი ორაკულისთვის" ან "ორაკულის ადგილი". "ქრისტირიოს" ესაა ადამიანი, რომელიც ორაკულის სამსახურზეა. ფილონ ალექსანდრიელი საუბრობს "ღმერთად გამოცხადებულზე" ანუ "ფეოქრისტოს". გრამატიკული ფესვი "ხრივ" ან "ქრივ" ნიშნავს "ცხებას". "ქრესტოს" ნიშნავს კეთილ ადამიანს და ამას ადასტურებს პლატონი. "ქრიზო" ნიშნავს "მირონ ცხებულს". ტეილორი აცხადებს, რომ ძველ ბერძნებში "ქრისტოს" ნიშნავდა უბრალოდ კეთილ ადამიანს. ძველ საბერძნეთში არსებობდა კიდეც ქალაქი "ქრიზა" (ხრიზა) რომელიც დაარსდა აპოლონისა და დედოფალი იონას ქალიშვილის - კრეუსას მოსაგონებლად. როცა უფალი იანუსი დედამ მიაგდო გამოქვაბულში, შემდეგ ის გახდა "ქრესტერიონ" ანუ წმინდა მსხვერპლი". იანუსი იყო აპოლონის ძე. აქედან მოდის სიტყვა იასონ და იასის რაც ნიშნავს წამალს. იასის-იდან წარმოიშვა სახელი იესო (იეშუა). არქაულ ფორმაში იესო ესაა იაზო ან იეზო. ელინურ ეზოტერიზმში იყო ასეთი ფრაზა: "იაზოს ძე, ქრესტოს (მსახური), ღმერთის ძისა, ჯვრისგან მხსნელი." პარნასის ძირში აგებულ ქალაქში იყო მისტიკური ქრესტოს... ქრესტოს ერქვა ნეოფიტს რომელიც ნეოფიტობის მეთვრამეტე წელს მოკვდა, მაგრამ გადალახა მრავალი საშინელება ტეურგიის გზაზე და გახდა გმირი. ამასთან დაკავშირებით დოქტორი კლარკის მიერ ნაპოვნ ელინურ დოკუმენტში ეწერა: ХРHСTOС ПРWTOY ФEССAЛOС ЛAРIССAIOС ПEЛAСГIOTHС ETWN IH რუსულად - "Хрестос, первый, фессалоникиец из Лариссы, пеласгийский восемнадцатилетний герой"
ქრესტოს ეწოდებოდათ იანუსს და მისტიკურ იეროფანტებს. ქრისტოს ნიშნავდა არა მხოლოდ კეთილ ადამიანს, არამედ ეს იყო დელფოს სამისნოს ღმერთი აპოლონის სახელი-ეპითეტიც. მოკლედ; ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. ბევრმა ეს ყველაფერი არც კი იცის. ელინი ნეოფიტები იმეორებდნენ იანუსის მისტიკურ გზას ტეურგიულად.
ოფიტების გნოსტიკური მოძღვრების თანახმად, ყველაფრის დასაბამში არსებობს თავდაპირველი პირველმამა, კურთხეული, გაუნადგურებადი, უსაზღვრო. ის არის – „ყველაფრის მამა“ და „პირველი ზეადამიანი“ ანუ პირველი ანთროპოსი. პირველ ანთროპოსს ჰყავს ღვთაებრივი ძე – მეორე ანთროპოსი, მისი თანაარსი ღვთიური აზრი (ენოია). ძეზე დაბლა იმყოფება – სულიწმინდა ანუ მესამე ანთროპოსი, რომელიც არის მდედრობითი ღვთაებრივი ეონი, ხოლო ამ სამებაზე დაბლა არიან ელემენტები ანუ წყალი, წყვდიადი, უფსკრული და ქაოსი, რომეთა ერთობლიობა არის „პირველი ქალი“. პირველი ანთროპოსი და მეორე ანთროპოსი აღფრთოვანდნენ სულიწმინდის მშვენიერებით და შეწყვილდნენ მასთან და მისი წიაღიდან გამოვლენილი მარჯვენა ენერგეტიკული გამოდინებისგან წარმოშვეს ქრისტე, პირველი სინათლე და მამრობითი სქესის მესამე ეონი, რომელმაც პირველ სამ თავდაპირველ საწყისთან ერთად შეადგინა ჭეშმარიტი და წმინდა ეკლესია. ეონმა ქრისტემ სულიწმინდის მარჯვნივ წარმოშვა გაუნადგურებადი ეონი. სულიწმინდამ გადავსებულმა პირველი და მეორე ანთროპოსებისგან მიღებული სინათლით, ღვთაებრივი სულიერი ენერგიის ზედმეტი მასა გადმოღვარა მარცხნივ და ამ გამონადენისგან იშვა მდედრობითი ეონი – სოფია ანუ პრუნიკოსი (სიბრძნე), ზოგიერთი ვერსიით ღვთაებრივი ანდროგინი. სოფიამ დაამყარა კავშირი მატერიალურ ელემენტებთან, მაგრამ მას ახსოვდა რომ უმაღლესი ძალის მიერ იყო წარმოშობილი. ელემენტებისგან მიიღო სხეული, მან შექმნა სხეული თავისთვის. როდესაც პრუნიკოსმა მიიღო უზენაესი სულიერი სინათლე, მან განაგდო და დატოვა ელემენტებისგან შექმნილი სხეული, განთავისუფლდა და მისგან შექმნა ხილული ცა. პრუნიკოსი არის შემოქმედების დასაბამი. პრუნიკოსის მატერიაში დაცემის შედეგად იშვა მისი ბოროტი და არასრულფასოვანი, მშვინვიერი ანუ ფსიქიკური დემონური ეონი, სასტიკი ეგომანიაკი და სადისტი – ილდაბაოთი, რომელმაც თავისმხრივ შვა კიდევ ერთი ბოროტი ეონი – იაო ანუ იეჰოვა, იეჰოვამ შვა ბოროტი ეონი საბაოთი, საბაოთმა შვა ბოროტი ეონი ადონეუსი, ადონეუსმა შვა ბოროტი ეონი ელოეუსი ანუ ელოსუსი, ელოსუსმა შვა ბოროტი ეონი ორეუსი, ხოლო ორეუსმა შვა ბოროტი ეონი ასტანფეუსი. ილდაბაოთსა და მის ძეებს შორის დროთა განმავლობაში გაჩაღდა და აღიძრა შუღლი და განხეთქილება მატერიის სამეფოზე მეუფებისათვის. ილდაბაოთმა სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში ჩაიხედა მატერიის სიღრმეში, ქაოსის უფსკრულში და ქაოსის კონტინიუმზე მისი ფსიქომენტალური ენერგიის ანარეკლისაგან იშვა ძე, ვითარცა გველეშაპი. ილდაბაოთმა, რომელსაც ეზიზღებოდა და ეჯავრებოდა თავისი დედა, სიხარულისაგან და პატივმოყვარეობისაგან წარმოთქვა: „მე ვარ მამა და ღმერთი და არაა სხვა ჩემს გარდა... მოდით და შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და სახიერებად“. ილდაბაოთს იმედი ჰქონდა, რომ მისი ხელქვეითი არსებანი დაუძლურდებოდნენ თუ ადამიანში თავის ძალას ჩადებდნენ. თუმცაღა სიბრძნის ჩარევით საქმე სხვაგვარად განვითარდა. ექვსმა ძემ შექმნეს არასრულყოფილი და მახინჯი, სულისა და ინტელექტის არმქონე ცხოველისმაგვარი ადამიანი და მიუყვანეს ილდაბაოთს. ილდაბაოთმა მას შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა ანუ ეთერული ენერგია და მატერია, ამასთან დაკარგა თავისი ძალის დიდი ნაწილი. პრუნიკოსმა გადმოიხედა სინათლის სავანიდან და არასრულფასოვან პირველ ადამიანს შთაბერა სულიერი სინათლე და ინტელექტი, მიიღო რა ღვთიური ძალა პირველმა ადამიანმა პრუნიკოსისგან, შეაქო პირველი ანთროპოსი და შეიცნო იგი. როდესაც ილდაბაოთმა დაინახა რომ ადამიანს (ადამს) გააჩნდა სინათლის ძალების მიერ შთაბერილი სულიერი სინათლე და ინტელექტი შეშურდა მისი და მრისხანებითა და ჯავრით აღივსო. ბოროტმა ეონმა ილდაბათმა დააძინა ადამიანი, შეიყვანა იგი ლეთარგიულ ძილში, წაართვა სულიერი სინათლის დიდი ნაწილი, დარჩენილი ნათელი დაუბლოკა და სხეულის ნაწილისგან (გენეტიკური ნიმუშისგან) შექმნა ქალი – ევა და მიუყვანა ადამს. მაგრამ პრუნიკოსმა გამოიცნო ბოროტი ილდაბაოთის მზაკვრული ჩანაფიქრი, ევას წაართვა ძალა, შემდეგ კი გველის, ილდაბაოთის ძის დახმარებით შთააგონა ადამსა და ევას დაერღვიათ ილდაბაოთის შურიანი და ბოროტი მცნება და ეგემათ შემეცნების ხის ნაყოფი. ილდაბაოთმა დასაჯა ადამი და ევა და გააგდო ედემის ბაღიდან. გველიც აგრეთვე გაგდებული იქნა შორეულ სივრცეში. განდევნილმა გველმა, ილდაბაოთის ძემ მამის მსგავსად შვა ექვსი ძე. ასე წარმოიშვა შვიდი სამყაროული დემონი, რომლებიც ადამიანთა მტრები არიან, რადგან მათ გამო დაიტანჯა მათი მამა. თავდაპირველად ადამი და ევა ფლობდნენ სულიერ სხეულებს, ხოლო შემდეგ მიიღეს უხეში ხორციელი სხეულები. ისინი აღივსნენ მატერიალური ვნებებით. მაგრამ პრუნიკოსმა დაუბრუნა მათ ღვთაებრივი სინათლის სურნელი და პირველმა ადამიანებმა შეიცნეს, რომ მატერია, მატერიალური სხეული, არის მათი დროებითი სამყოფელი. სოფიას წინამძღოლობით მათ იპოვეს საკვები, დაამყარეს სექსუალური კავშირი და შვეს შვილები. გველის მიერ ცდუნებულმა პირველმა ძემ – კაენმა მოკლა თავისი უმცროსი ძმა – აბელი. მათ შემდეგ პრუნიკოსის ნებით იშვნენ ძე – სეითი და ქალიშვილი – ნორეია. რომელთაგან წარმოიშვა მთელი კაცობრიობა. მაგრამ მატერიის დემონი, ილდაბაოთის ძე, გველეშაპი, რომლის სახელებია – მიქაელი და სამაელი ებრძოდა ადამიანებს. ილდაბაოთმა ადამიანებს წარღვნა მოუვლინა, რადგანაც ადამიანები განუდგენ მას, შეიცნეს რა სულიერი სინათლე და გახდნენ თავისუფლები, ილდაბაოთს არ მოეწონა და თვალში არ მოუვიდა ადამიანების თავისუფლება, მათი თავისუფალი აზროვნება და ის, რომ ისინი მას არ ეთაყვანებოდნენ და არ ემონებოდნენ, რადგან ილდაბაოთს სწყუროდა ადამიანებზე ბატონობა და მათი უსიტყვო მონური მორჩილება. სიბრძნემ გადაარჩინა ნოე და მისი ოჯახი. ნოეს შთამომავლებსში ილდაბაოთმა აბრაამი აირჩია მსახურად და მონად და დაუდო აღთქმა, თუ ის მისი ერთგული მონა იქნებოდა, მას მატერიალურ დიდებას და სიმდიდრეს უბოძებდა, რაც გააკეთა კიდეც. აბრაამის შთამომავლებისგან ილდაბაოთმა თავის ახალ მსახურად და მონად აირჩია მოსე და მისი დახმარებით ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა, ილდაბაოთმა მოსეს მშვინვიერი რჯული მისცა და ებრაელებს უცხო ხალხების განადგურებაში ეხმარებოდა. ებრაელებმა დაადგინეს შვიდი დღე კვირაში, რომლებიც შეესაბამებიან შვიდ არქონტს, რომელთაგან თითოეულს ყავდა თავისი წინასწარმეტყველები განდიდებისა და ქადაგებისათვის. ეს წინასწარმეტყველები მიეკუთვნებოდნენ სასტიკი ილდაბაოთის სამეფოს. ხოლო უმაღლეს სიბრძნეს ჰყავდა თავისი წინასწარმეტყველები, რომლებიც ქადაგებდნენ პირველი ანთროპოსის და ზეციური ქრისტეს შესახებ, რომელიც უნდა მოვლენილიყო. ილდაბაოთის სამეფოს არქონტები ცნობამ იმის შესახებ, რომ მალე დედამიწაზე კეთილი ეონი ქრისტე მოვიდოდა საშინლად დაამწუხრა და განარისხა. ამასთან პრუნიკოსმა წარმოშვა ორი დიდი ადამიანი, იოანე და იესო. პრუნიკოსს არ შეეძლო უშუალოდ ეთხოვა ქრისტესთვის დედამიწაზე ჩამოსვლა, ამიტომაც შეევედრა სულიწმინდას დახმარებოდა. სულიწმინდამ დაარწმუნა ქრისტე ჩამოსულიყო დედამიწაზე. სიბრძნემ შეატყობინა იოანეს, რომ ქრისტე უნდა მოსულიყო. ქრისტე ჩამოვიდა შვიდი ცის გავლით. თავდაპირველად ის შევიდა თავის დაში, უმცროს სიბრძნეში, ხოლო შემდეგ მასთან ერთად, მასთან გაერთიანებული შევიდა სუფთა, ბრძენი და უმწიკვლო ადამიანის – იესო ნაზარეველის სხეულში და ამგვარად წარმოიშვა იესო ქრისტე. იესო ქრისტე ქადაგებდა უცნობი პირველი ანთროპოსის შესახებ და აღასრულებდა სასწაულებს. ილდაბაოთი და მისი არქონტები განურისხდნენ ქრისტეს და გაწირეს იგი სიკვდილით დასჯისთვის. თუმცა ქრისტე და სიბრძნე არ ტანჯულან ჯვარზე, არამედ ამაღლდნენ ზეცაში და წავიდნენ უხრწნად ეონში, ხოლო შემდეგ აღადგინეს იესო უკვე მშვინვიერ (ასტრალურ) და სულიერ (კაუზიურ) სხეულებში. ქრისტეს მოწაფეები ვერ მიხვდნენ, რომ იესოს შეუერთდა ზეციური ქრისტე, ამიტომაც როცა დაინახეს მკვდრეთით აღმდგარი, მისი სულიერი სხეული ხორციელი ეგონათ. აღმდგარი ქრისტე დედამიწაზე 18 თვე დარჩა, ის ასწავლიდა მოწაფეებს საიდუმლო ცოდნას, რომელიც სინათლის სავანეში მიიღო. (გნოსტიკური ტექსტების სანახავად იხილეთ საიტები: http://www.gnosis.org/naghamm/valex.html და http://wwwuser.gwdg.de/~rzellwe/nhs/node545.html).
ძვ.წ. 550 წელს ზოროასტრმა შექმნა მონოთეისტური რელიგია - ზოროასტრიზმი ე.ი. მაზდეანობა. მაზდეანობა არის ინდუიზმის და ბუდიზმის საპირისპირო იდეოლოგია. მაზდეანობა აბსოლუტურად უპირისპირდება და ეწინააღმდეგება ინდურ დჰარმულ რელიგიებს და მასში არაა პარაბრაჰმანის ადვაიტური კონცეფცია. მაზდეანობაში ნირგუნა ბრაჰმანი - უპიროვნო ღვთაება ატრიბუტების გარეშე, არ არსებობს. ინდუისტური დევები გამოცხადდნენ ბოროტ სულებად, ხოლო მათი მტრები - "ასურები" ე.ი. "აჰურები", გამოცხადდნენ კეთილ სულებად, რომელთა ლიდერიცაა - ასურა-მაზდა. ძვ.წ. 550 წლამდე ირანში დომინირებდა ინდუისტური სიდჰანტა ანუ მოგვების რელიგია, რომლის ქურუმებიც ეთაყვანებოდნენ დევებს, რომელთაგან მთავარი იყო - არიმანი. ანხრა-მაი-ნი ანუ აჰრიმანი ითვლებოდა ღვთაებად, ხოლო მისი ძმა - ასურა-მაზდა, მიჩნეული იყო ბოროტ სულად, ისევე როგორც მისი მსახურები. ზარატუსტრას რეფორმის შემდეგ ყველაფერი უკუღმა გადაბრუნდა და აიკრძალა მაგია. ყველაფერი უკუღმა დადგა და აჰრიმანი გამოცხადდა ბოროტ სულად. მაზდეანმა ქურუმებმა სათავე დაუდეს იუდაიზმს, ხოლო იუდაისტებმა გადააკეთეს ქანაანური, შუმერულ-აქადური და ფინიკიური რელიგიები და შექმნეს აბრაამული მონოთეიზმი. ეს გააკეთეს ეზდრამ და ნეემიამ. სხვათაშორის, აბრაამის რეალურობა მეცნიერულად არ დასტურდება. ერთადერთი წყარო, რომელიც გვამცნობს "ბიბლიურ პატრიარქებზე" ესაა ბიბლია, ხოლო ბიბლია სანდო არაა, რადგან ის დაფუძნებულია იუდაისტურ დოგმატებზე, რომელთა შემოქმედებმა დაამახინჯეს სემიტური პოლითეიზმი და სალიმის და იაჰვე-იამმუს გარდა ყველა სხვა ელოჰი [ღვთაება] უარჰყვეს. ეს იყო მაზდეანური ზეგავლენა. უეჭველად ეზდრა და ნეემია კავშირში იყვნენ ზარატუსტრასთან. ხუმრობა ხომ არაა? ზოროასტრმა ასურა ანუ ბოროტი სული შერაცხა "ერთადერთ ჭეშმარიტ შემოქმედ ღმერთად" და უარჰყო მაგიზმი და ადვაიტა-სიდჰანტა!
ასმოდეუსი (იგივე აშმა-დევა) არაა "ბოროტი სული". ასმოდეუსის დემონიზაცია მოხდა ჯერ კიდევ ძველ ირანში, როცა ძვ.წ. 550 წელს დაემხო მიდიელთა დინასტია და ზარატუსტრას მიერ მოისპო მოგვების რელიგია - სიდჰანტა, რომლის მიმდევრებიც ეთაყვანებოდნენ ინდუისტურ დევებს ანუ დეივებს. აშმა-დევა იგივე ეშმა-დეივა იყო ღვთაება მოგვების რელიგიაში, ხოლო ზოროასტრიზმში გახდა ბოროტი სული ("დემონი"). ზოროასტრიზმიდან იუდაიზმში ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში გადავიდა დემონიზებული აშმა-დევა. იუდეველებიც ბოროტ სულად თვლიდნენ ასმოდეუსს ანუ ეშმა-დეივას. ზოგიერთი ეზოთერიკები ვარაუდობენ რომ არსებობს ქალი ასმოდეუსი და არის კაცი ასმოდეუსი. ზოგები ვარაუდობენ რომ ასმოდეუსს შეუძლია სქესის ცვლა. ზოგიერთნი თვლიან რომ ასმოდეუსი ესაა დემონური კლანის სახელი და რომ არიან ასმოდეუსებად წოდებული პრინცესები. "დეუს" ლათინურში და "ზეუს" ბერძნულში ნიშნავს ღმერთს. ეს კავშირშია სიტყვა ზევსთან. დეუსიდან მოდის სიტყვა "დიოს", რაც ნიშნავს "ღვთაებრივ უფალს". ირანული სიტყვა "ეშმა" ქართულში გადმოვიდა, როგორც ბოროტი და უწმინდური სულის ეპითეტი. "ეშმა-კი" ქართულში ესაა ბნელი სული. რეალურად ეშმა იყო ირანული ღვთაების სახელი. ხოლო სიტყვა "დემონი" ესაა იგივე "დაიმონი", რაც ელინიზმში ნიშნავს ღვთაებას. საუბარია ზევსსა და ადამიანებს შორის მდგარ შუალედურ არსებაზე.
ასე რომ არც სიტყვა "დაიმონი", არც "ეშმა" და არც "დეივა" არ ნიშნავს "ბოროტ სულს". უბრალოდ ეზდრამ, ნეემიამ და ზარატუსტრამ ძვ.წ. მეექვსე და და მეხუთე საუკუნეებში, დეივები და დაიმონები გამოაცხადეს "ცრუ ღმერთებად" და "ბოროტ ძალებად". სულ ესაა. შუასაუკუნეების "დემონოლოგიაში" აბრაამულმა მარაზმმა თავის აბსურდულ აპოთეოზს მიაღწია. დღეისათვის აბრაამულ რელიგიებში ასმოდეუსის და სხვა "დემონების" ჭეშმარიტი არსი საერთოდ დაკარგულია. სხვათაშორის, დეივებს შორის არსებობს რთული იერარქია.
დავიწყოთ იმით, რომ ბიბლია არაა მეცნიერული წიგნი. ბიბლია არაა სანდო ისტორიული ტექსტი. ბიბლია არაერთხელ იქნა გადაკეთებული და შეცვლილი და ის მოვლენები რაც ბიბლიაში არის აღწერილი, არის სხვა არაფერი თუ არა ძველი სემიტური (უმეტესად შუმერული) მითოლოგიის დამახინჯებული ვერსია. ძველი სემიტები გაჩნდნენ 8200 წლის წინ გლობალური გამყინვარების დროს. 6000 წლის წინ მოხდა ერთიანი სემიტების დახლეჩა დასავლეთის და აღმოსავლეთის ტომებად. ებრაული ეთნოსის დამფუძნებელი აბრამი წარმოშობით იყო შუმერული ქალაქიდან – ური. ური დაარსდა 7000 წლის წინ. ესაა ფაქტები. რაც შეეხება აბრაამის გამოსვლას ურიდან, ბიბლიის მიხედვით ეს მოხდა 3200 წლის წინ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ აბრაამული ბიბლია ესაა სემიტური პოლითეიზმის და მითოსის დამახინჯება? ასე რომ ამ ვერსიას უარვყოფთ. არის ვერსია, რომ აბრაამის გამოსვლა ეგვიპტიდან მოხდა ძვ.წ. მე-VI-ე საუკუნეში. შემდეგ აბრაამის შთამომავლები მოხვდნენ ეგვიპტეში, სადაც როგორც ფერმერები ისე ცხოვრობდნენ. შემდეგ ისინი აჯანყდნენ, დახოცეს მრავალი ეგვიპტელი და გაძარცვეს ეგვიპტე, შეესივნენ ქანაანს, დახოცეს ქანაანელები და შექმნეს საკუთარი სამეფო. თუმცა ზოგიერთები სვამენ ასეთ კითხვას: თუ ბიბლიაში გაყალბებულია ისტორია და ის დაფუძნებულია ძველ სემიტურ მითოლოგიაზე... ებრაელები საერთოდ არსებობდნენ? იქნებ აბრაამი, მოსე და ა.შ. არასოდეს არსებულან? იქნებ ისინი წარმოადგენენ ძველი შუმერების და აქადელების მითოსიდან აღებულ შეცვლილ პერსონაჟებს? ფაქტი ერთია: ბიბლიას არ უნდა ვენდოთ. ბიბლიური ისტორიები არაა რეალური ისტორია.
3200 წის წინ მესოპოტამიაში ადგილი ჰქონდა ხაბირუებისა და ჰიქსოსების მიგრაციას და ეს დამახინჯებულადაა აღწერილი ბიბლიაში. როგორ უნდა ენდო რელიგიურ წიგნს, რომელიც ამბობს, რომ სამყაროს ასაკი 7807 წელია?! "ებრაელებმა" ანუ ბიბლიის შემქმნელებმა კარგა გემრიელად გააყალბეს ქანაანის და შუმერის ისტორია.
ბიბლიის მიხედვით ძვ.წ. XIII-ე საუკუნეში მოსემ გამოიყვანა ებრაელები ეგვიპტიდან და... მას მერე რაც ისინი 40 წელი იცდიდნენ უდაბნოში, რათა გაზრდილიყო მათი არმიის რაოდენობა, ებრაელები შეესივნენ ქანაანის და ძველი იორდანიის ხალხებს, დახოცეს ისინი და დაისაკუთრეს მათი მიწა. მოგწონთ? ეგ იგივეა რუსეთის არმია რომ შემოვიდეს საქართველოში, დახოცოს ყველა ქართველი და დაიკავოს ქართული მიწა. თქვენი აზრით ქანაანელებს და იორდანიელებს რა ემოციები ექნებოდათ? ბიბლია გვეუბნება რომ ებრაელებმა 99% დახოცეს, ხოლო პატარა გოგონები მონებად დაიტოვეს... :( სხვათაშორის, ბიბლიის მიხედვით ძვ.წ. მეათე საუკუნეში ისრაელს მართავდა სოლომონ მეფე... მაგრამ ბიბლიის გარდა სოლომონის შესახებ სხვაგან არსად არაა ინფორმაცია! არ არსებობს არანაირი ისტორიული წყარო სადაც წერია რომ სოლომონი რეალურად იყო! სოლომონის შემდეგ თურმე ისრაელი დაიშალა 12 ტომად. ათი ტომი წავიდა ჩრდილოეთში და მათ დაერქვათ სამარიელები. არსებობს ვერსია, რომ სამარიელები არიან ბაბილონიის ქალაქ კუტაიდან ჩრდილო ქანაანში გადასახლებული მიდიური ტომები. მაშინ ვინღა არიან ებრაელები? ვინ არიან იუდას და ბენიამინის ტომები? ეზდრა და ნეემია ამბობდნენ, რომ ებრაელები ბაბილონელებმა დაატყვევეს მეექვსე საუკუნეში... ხოლო შემდეგ (516 წელს) კიროს მეორემ ისინი ისრაელში დააბრუნა. ბოდიში მაგრამ ეს რეალურად როდის მოხდა? ზოგიერთები იმასაც ვარაუდობენ, რომ იაპონელები ისრაელის სამარიული ტომების შთამომავლები არიან... :) მაგალითად ამ აზრზეა იაპონელი იკურო ტეშიმა - ახალი იაპონური ქრისტიანული მოძრაობის "მაკუიას" ლიდერი და დამფუძნებელი. ამ იდეას იზიარებს ებრაელი მეცნიერი იოსებ აიდელბერგი. ვამბობ მთავარს: ბიბლიური აბრაამის და მოსეს შესახებ არავითარი ისტორიული მეცნიერული მტკიცებულება და რეალისტური ცნობა არ არსებობს! მეტიც! მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აბრაამის და ე.წ. პატრიარქების შესახებ მითების და ლეგენდების ჩაწერა მოხდა ძვ.წ. IX-ე საუკუნის შემდგომ პერიოდში!!! ბიბლიური კრიტიკის და ბიბლიური მინიმალიზმის მიხედვით ძვ.წ. მეხუთე საუკუნემდე პერიოდის შესახებ რაც წერია ბიბლიაში, ყველაფერი გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება. მართლაც მეცნიერებმა დაადგინეს მხოლოდ ერთი რამ, რომ რა ხდებოდა ძვ.წ. მეხუთე საუკუნემდე რეალურად არ ვიცით და შესაბამისად არც ის ვიცით თუ საიდან გამოიჩეკა ებრაელი ეთნოსი!