воскресенье, 17 марта 2019 г.

ბრაჰმას დღე და ღამე


ვედური მოძღვრება გვეუბნება, რომ ყოფიერება იყოფა დიდ და მცირე კოსმიურ ციკლებად; უფალი ბრაჰმა ცოცხლობს 100 ღვთაებრივი წელიწადი (1 მაჰა-კალპა), რომელიც უდრის 315 360 000 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 წელიწადი უდრის 3 153 600 000 000 მიწიერ წელიწადს. თითო წელიწადში შედის 365 კალპა და 365 პრალაია. ბრაჰმას 1 თვე უდრის 262 800 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 კვირა უდრის 65 700 000 000 მიწიერ წელიწადს, ესაა ერთი კონკრეტული მეტაგალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგალითად ჩვენის. გასულია 13 700 000 მიწიერი წელი, დარჩა 52 000 000 000 წელიწადი, რის შემდეგაც მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და შემდეგ ისევ გაფართოვდება და ასე იქამდე სანამ არ გავა ბრაჰმას 100 ღვთიური წელი ე.ი. მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და გაფართოვდება სულ 4 800-ჯერ. უფალი ბრაჰმას 1 კვირა შედგება 7 ღვთაებრივი დღისგან, ესაა 7 კალპა. თითო კალპა გრძელდება 4 320 000 000 მიწიერი წელიწადი. კალპა ესაა ჩვენი მზის სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენი პლანეტური სისტემა - ბჰურ-ლოკა, ექვსჯერ ინგრევა და ხელახლა იქმნება ბრაჰმას 1 კვირის მანძილზე და როცა ინგრევა მეშვიდედ ეს უკვე საბოლოო დანგრევაა და ემთხვევა მეტაგალაქტიკის ნგრევას. თითო კალპა შეიცავს 1000 მაჰა-იუგას, 14 მანვანტარას (მანუ ეპოქას) და 9 სანდჰიას (სანდჰია ესაა ინტერვალი). თითო მაჰა-იუგაში არის 4 იუგა.

Комментариев нет:

Отправить комментарий