воскресенье, 17 марта 2019 г.

ორიოდე სიტყვა ნეოპლატონიზმის შესახებ


პროკლეს გაგებით კოსმიური სივრცე ანუ ეთერი დედამიწიდან მთვარემდე ეკუთვნით ღმერთებს ანუ პლანეტარულ სულებს, სხვადასხვა იერარქიებს და კლასებს. მათგან უმაღლესები არიან თორმეტი ჰიპერ-ურანიდები ანუ ტრანსცენდენტური ღმერთები, რომლებსაც ემორჩილებიან დაიმონების მთელი ლეგიონები. მათზე მაღლა კი დგანან ეგკოსმიოი ანუ კოსმიური ღმერთები, რომელთაგან თითოეულს ჰყავს დაიმონების უზარმაზარი ლეგიონი, რომლებსაც ის აძლევს თავის ძალას და ცვლის მათ გარეგნობას თავისი ნების მიხედვით. პორფირიუსის მიხედვით არსებობენ აგატოდაიმონები - კეთილი სულები და კაკოდაიმონები - ბოროტი სულები. მისი თქმით კაკოდაიმონები ადამიანებში იწვევენ ბოროტებას, უმდაბლეს ვნებებს და აჩაღებენ ომებს, ქმნიან ფაშისტურ და აგრესიულ მოძღვრებებს. ატყუებენ აბდალ ადამიანებს და მუდამ ფანტომური ფორმით ეცხადებიან ადამიანებს, განსხვავებით კეთილი დაიმონებისგან, რომლებიც რეალური მკაფიო ფორმით ევლინებიან ადამიანებს. სოკრატე და პლატონი ამტკიცებდნენ, რომ ადამიანს აქვს შვიდი საწყისი: აგაფონი - ღვთაებრივი სული, ფსიქე - კრებითი საფშვინველი, ნუსი - გონება, ფრენი - ფიზიკური გონი, ტუმოსი - ცხოველური საფშვინველი და ფიზიკონ სომა - ხორციელი სხეული. პლატონი და პითაგორა ამბობდნენ რომ არის ორი სახის საფშვინველი: ნუსი - გონიერი უკვდავი საფშვინველი და აგნოია - უგუნური მოკვდავი საფშვინველი. სიტყვა აგნოსტიციზმიც აქედან მოდის. ტომას ჰექსლიმ სწორედ ბერძნული ფილოსოფიიდან აიღო ეს ტერმინი, რაც ნიშნავს უმეცარ მოკვდავ ცხოველურ საფშვინველს. პლუტარქეს მიხედვით ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან: სხეული ხორციელი, რომელიც მიწიდანაა და მიწადვე იქცევა, ასტრალური ჩრდილი, რომელიც მთვარიდანაა აღებული, იმყოფება მის გავლენის ქვეშ და "სულიერი სუნთქვა", რომელიც მზიდანაა ემანირებული და მზეშივე ბრუნდება. სხეულის სიკვდილთან დაკავშირებული იყო დემეტრას მისტერიები, ხოლო ასტრალური ჩრდილის სიკვდილთან პერსეფონას მისტერიები ანუ მეორე სიკვდილი. პლუტარქეს თქმით სივრცე ანუ ეთერი დედამიწიდან იყო "ჰადესის ველები", სადაც ადამიანი გადიოდა გასუფთავების პროცესს და შემდეგ ღმერთების სამეფოში გადადიოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий