ვედური ტრადიცია მოგვითხრობს, რომ შორეულ წარსულში მთელი დედამიწა იყო არია-ვარტა ანუ კეთილშობილთა სავანე. არია - ესაა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეთაყვანება ვედებს და იცავს ვედურ ტრადიციებს. მლეჩხა - ესაა ადამიანი, რომელიც უარყოფს ვედების ავტორიტეტს და არ იცავს ვედურ წესებს. ვედების მიხედვით დედამიწაზე მუდმივად მეორდება ოთხი იუგა (ეპოქა): სატია-იუგა (4 მზის ეპოქა), ტრეტა-იუგა (სამი მზის ეპოქა), დვაპარა-იუგა (ორი მზის ეპოქა) და კალი-იუგა (ერთი მზის ეპოქა). პირველ იუგაში ადამიანები ცოცხლობენ 100 000 წელი, მეორეში - 10 000, მესამეში - 1000, ხოლო მეოთხეში - 100. ამასთან, თანდათანობით, კალი-იუგას მოახლოებასთან ერთად, ადამიანები დედამიწაზე (დჰარმა-კშეტრაზე), განიცდიან დეგრადაციას. კალი-იუგაში დეგრადაცია იზრდება. თუ სატია-იუგაში ბოროტება 0% არის, ტრეტა-იუგაში ბოროტება არის 25%, დვაპარა-იუგაში 50%, ხოლო კალი-იუგაში, როცა გველი-დემონი კალი იპყრობს დჰარმა-კშეტრას, ადამიანთა 75%-ის სხეულებში იბადებიან დემონები და ფანტომები. რეალური ადამიანები არიან მხოლოდ 25%, ამიტომაც არაა მშვიდობა პლანეტაზე კალი-იუგაში. კალი-იუგაში დომინირებენ დემონური და ფანტომური ფსევდო-ადამიანები. მათ უყვართ რეპრესიული მორალიზმი, ცენზურა, ფაშიზმი, ნაციზმი და ფანატიზმი. დვაპარა-იუგას ბოლოს დაიწყო ადამიანთა განდგომა ვედებისგან და დახლეჩა ნაციებად.
დედამიწაზე მუდამ მეორდება 4 ეპოქა: ოქროს საუკუნე (სატია-იუგა), ვერცხლის საუკუნე (ტრეტა-იუგა), ბრინჯაოს საუკუნე (დვაპარა-იუგა) და რკინის საუკუნე (კალი-იუგა). ოქროს საუკუნეში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობაა - 100 000 წელი, ვერცხლის საუკუნეში - 10 000. ბრინჯაოს საუკუნეში - 1000, ხოლო რკინის საუკუნეში - 100. ყოველ მესამე ეპოქაში ანუ დვაპარა-იუგაში ასურები (დემონები) ცდილობენ დედამიწაზე შემოსვლას, კალი-იუგაში ანუ რკინის საუკუნეში ისინი იჭრებიან დედამიწაზე და იბადებიან ადამიანურ სხეულებში. ყოველ მეოთხე ეპოქაში კატასტროფულად მცირდება ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და იზრდება პლანეტაზე დემონური არსებების რაოდენობა. ყოველ კალი-იუგაში ადამიანურ არსებათა 75% არის ასურა (დემონი) და ცოცხალი გვამი (აჩრდილი - პრეტა).
ეზოთერული თვალსაზრისით არსებობს მრავალი სამყარო. არსებობენ სხვადასხვა ჰუმანოიდური, ნუმოიდური და სხვა მრავალი ტიპის გონიერი რასები. სავარაუდოდ ფიზიკური, ასტრალური და სულიერი სამყაროების ყველა პლანეტაზე და პლანეტათაშორის სივრცეში არსებობენ გონიერი სიცოცხლის ფორმები (ფიზიკური, ეთერული, სულიერი...). სხვადასხვა რასების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთნაირი არაა. ამას ადასტურებენ ინდუისტური და ბუდისტური შასტრები, ტანტრები და სუტრები. მარადიული დჰარმის მიხედვით ყოფიერება შედგება დიდი და მცირე ციკლებისგან. ყველაზე მცირე ციკლებია "იუგები". არის 4 იუგა: 1) სატია იუგა – აბსოლუტური სიკეთის 2) ტრეტა იუგა – როცა სიკეთე განიცდის მცირეოდენ დაკნინებას 3) დვაპარა იუგა – როცა სიკეთე და ბოროტება თანაბარი დოზით თანაარსებობენ ანუ 50/50–ზე და ბოლოს 4) კალი იუგა – როცა ბოროტება არის მინიმუმ 76% ხოლო სიკეთე დაკნინებულია და ადამიანური რასა დეგრადირებულია. ეპიქების ცვლასთან ერთად ადამიანის ჯივატმანი და სამი სხეული განიცდიან დეგრადაციას, დეგრადირებს გენეტიკა. ადამიანს დაცემისკენ უბიძგებენ მარები ანუ არქონტები. ღმერთების და დემონების ზოგიერთი რასები ცოცხლობენ მინიმუმ 7 000 000 მიწიერი წელი, ზოგიერთები კი 1 000 000 000 ან საერთოდაც 100 000 000 000 წელი! ზოგიერთს აქვს ფიზიკური სხეული და ზოგიერთს კი არა. სატია იუგას დროს ადამიანის ჯივატმანი და სამივე სხეულის გენეტიკა იმდენად კარგი და სუფთაა რომ ადამიანის სიცოცხლე 100 000 წელიწადს აჭარბებს! შემდგომ ადამიანი განიცდის დეგრადაციას და სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება. ტრეტა იუგაში მცირდება 80 000 ან 60 000 წლამდე, დვაპარა იუგაში ვარდება ჯერ 50 000 წელიწადზე ხოლო ეპოქის ბოლოს საერთოდაც 1000 წელიწადზე, საბოლოოდ კი კალი იუგას დასაწყისში ადამიანთა 99% 200 წელიწადიც კი ვერ ცოცხლობს. კალი იუგას ბოლოს (როცა დგება ბოროტების 432 000 წლიანი ციკლის ბოლო ეტაპი) ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7-8 წელიწადი! და ისიც სავსეა ძალადობით და სხვადასხვაგვარი ფსიქონევროლოგიური და ფიზიკური სნეულებებით! შემდეგ ბრუნდებიან ტრიმურტის და ტრიდევის უფალნი და ბოდჰისატვები, დგება ახალი სატია იუგა და ადამიანთა სულები და სხეულები განიცდიან რევოლუციურ პროგრესს. ყველა ხდება ბედნიერი და დგება ახალი ოქროს საუკუნე რომელიც როგორც ყოვეთვის გრძელდება 1 728 000 წელიწადი. მერე ყველაფერი მეორდება და ასე უსასრულოდ.
სატია-იუგა: ბოროტება არ არსებობს. ყველა თანასწორია. არ არსებობს მთავრობა. ღმერთები და ადამიანები ერთად ცხოვრობენ. ადამიანები ცხოვრობენ 100 000 წელი. ადამიანების სიმაღლე აღწევს 2000 მეტრს. სულიერი ხსნის პრაქტიკაა – მედიტაცია, რასაც ადამიანები იოლად და დიდხანს აკეთებენ.
ტრეტა-იუგა: ჩნდება ბოროტება, მაგრამ ის ჯერ კიდევ სუსტია. იწყება საზოგადოების დიფერენცირება. სიცოცხლის ხანგრძლივობაა 10 000 წელი. სიმაღლე 200 მეტრი. სულიერი ხსნის გზაა – ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვების შესრულება.
დვაპარა-იუგა: ბოროტება ძლიერდება და უთანაბრდება სიკეთეს, ადამიანის ღვთაებრივი ბუნება კიდევ უფრო იჩრდილება. სიცოცხლე გრძელდება 1000 წელი. სიმაღლე 20 მეტრი. სულიერი ხსნის გზაა – ტაძრის ღვთაებათა თაყვანისცემა.
კალი-იუგა: დომინირებს ბოროტება. ყველა იტანჯება. მსოფლიოს მართავენ უვიცი ტირანები და ასურები. საკვები რთულად იშოვება. სიცოცხლის ხანგრძლივობაა 100 წელი. ადამიანის მაქსიმალური სიმაღლეა 2 მეტრი. სულიერი ხსნის გზაა – უფლის სახელების სიმღერა.
ვედები და ტანტრები გვეუბნებიან, რომ მილიონობით წლის წინ დედამიწაზე (დჰარმა-კშეტრაზე) იდგა სატია-იუგა (ოქროს საუკუნე), დედამიწაზე ცხოვრობდნენ ღმერთები და თვით ადამიანებიც იყვნენ ტიტანები, ცოცხლობდნენ ისინი 100 000 წელი და ფლობდნენ მაგიურ ძალებსა და კვანტურ ტექნოლოგიებს. იყო მხოლოდ ერთი მოდგმა - სატია-იუგას ვედური ცივილიზაცია და ერთი ენა - სანსკრიტი. ტრეტა-იუგაში გაჩნდა ბოროტება დემონური, დვაპარა-იუგაში გაძლიერდა, ხოლო დვაპარა-იუგას ბოლოს და კალი-იუგას დასაწყისში დემონებმა (ასურებმა) თითქმის გაანადგურეს ვედები და ტანტრები, რაჯა-იოგას პრინციპით დაყვეს ერებად ერთიანი ადამიანური ცივილიზაცია და შექმნეს მლეჩხა-დჰარმა (ბარბაროსული ცრუ-რელიგიები). 10 000 წლის წინ როცა პლანეტას მართავდა მაჰარაჯა ბჰარატა, შრი რამას ძმა, არ იყო არც რუსი, არც თურქი, არც ქართველი, არც ჩინელი და არც სხვა რომელიმე "ერი". ბჰარატას შვილიშვილები გახდნენ პირველი მლეჩხები (ბარბაროსები) და სათავე დაუდეს ვედური ცივილიზაციის დაცემას და დეგრადაციას. ეს ყველაფერი წერია ვედურ პურანებში და იტიჰასებში.
გველი კალი, დემონი კალი იწვევს გენეტიკურ დეფექტებს, გენეტიკა განაპირობებს ფსიქოლოგიას, ხოლო ფსიქოლოგია დაკავშირებულია ჯივატმანთან. ადამიანთა უმეტესობა გველი კალის ეპოქაში არის სასტიკი, გაუნათლებელი და აგრესიული. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანთა სამოცდათხუთმეტ პროცენტს არ გააჩნია ადამიანური სულიერი მე ანუ ჯივატმანი. მათ ჰგონიათ რომ არიან ადამიანები, მაგრამ სინამდვილეში მათი ბრაზი, უვიცობა და სისასტიკე, დაკავშირებულია იმასთან, რომ სინამდვილეში არიან პრეტალოკადან, ბჰუტალოკადან, პიშაჩალოკადან, რაკშასალოკადან და ასურალოკადან მოსული და ადამიანურ სხეულებში დაბადებული ბოროტი დემონური სულები. ისინი არიან არქიდემონები, მაქციები, ვამპირები, დემონური სტიქიალები და ბნელი აჩრდილები, მოჩვენებები. მათი ნეგატიური ფსიქოლოგია სათავეს იღებს სწორედ აქედან. მათი ნეგატიური ფსიქიკა, სიჩლუნგე, შიზოფრენია, ფსიქოპათია და ცოფი, მოდის მათი არაადამიანური ბუნებიდან. მათ ეზარებათ და ეზიზღებათ სწავლა-განათლება და სასაცილოდ მიაჩნიათ თანაგრძნობა [ბოდჰიჩიტა]. დაზიანებული გენეტიკა, მრუდე ფსიქიკა, ცოფი და მრუდე დემონური "სული", აი რა გააჩნიათ მათ, სხვა არაფერი.
კალი იუგაში ნამდვილი ადამიანი ცოტაა, სულ რაღაც ერთი მეოთხედი კაცობრიობისა. ბჰარატა-ვარშაზე, ჩვენ მსოფლიოში მუდამ ასე ხდება. პრეტებს, ბჰუტებს და ა.შ. რომლებიც ადამიანურ სხეულებში არიან, სძულთ და არ უყვართ აზროვნება და ცნობიერების განვითარება. ასე გვეუბნებიან ვედური შასტრები.
დემონებს ეზიზღებათ ღმერთი და ბუდა.
დემონურ ეგოისტ ადამიანებს სძულთ ბუდა და ღმერთი.
დემონურ ფსევდოადამიანებს ჰგონიათ, რომ არიან ბრძენები, მაგრამ სინამდვილეში არიან ბრიყვები.
დემონ-ადამიანებს არ აქვთ ღმერთის სიყვარული, არ აქვთ ბუდას სიყვარული. ისინი არ სცემენ პატივს არც ბუდას და არც ღმერთს. არიან ქედმაღლები და თავხედები. ამის შესახებ გამცნობენ ვედური წმინდა ტექსტები - შასტრები.
დემონური ადამიანები დასცინიან ღმერთს და ბუდას. არიან უმეცრები, მაგრამ ჰგონიათ რომ არიან განათლებულები. მათ არ ესმით დჰარმა. ისინი ამახინჯებენ და ამრუდებენ სულიერ ცოდნას. დემონურ ადამიანებს ამოძრავებთ ცრუ ეგო.
Комментариев нет:
Отправить комментарий