ინდუიზმი იგივე ვარნა-აშრამა-დჰარმა (სანსკრ. सनातन, वैदिक, वर्णाश्रम धर्म sanātana, vaidika, varṇāśrama dharma ”მარადიული, ვედური, ვარნების და აშრამების კანონი”, ჰინდი: हिन्दू धर्म hindū dharma, იხ. დჰარმა) — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) აღიარებს.
ვარნა (სანსკ. वर्ण varṇa „ფერი“) — ცნება ინდუიზმში, საზოგადოებრივი ფენა ანუ კასტა. უძველესი დროიდან მოყოლებული, დღესაც ინდოეთის ინდუისტური მოსახლეობა ოთხ მთავარ ფენად ანუ ვარნად იყოფა:
#1 ბრაჰმანები — მღვდლები, ქურუმები და სწავლულები (მათი ფერი ანუ ვარნა თეთრია, გუნა — სატტვა)
#2 კშატრიები — მეომრები, სამხედროები, ჯარისკაცები, მეფეები (ფერი: წითელი, გუნა: რაჯასი)
#3 ვაიშიები — ვაჭრები, ბიზნესმენები (ფერი: ყვითელი, გუნა: რაჯასი)
#4 შუდრები — მუშები, მსახურები (ფერი: შავი, გუნა: ტამასი).
მთავარი ოთხი ვარნა შედგება ურიცხვი ქვე-ვარნისგან, რომელთა ზუსტი რიცხვი უცნობია: პრინციპში ყოველ დასახლებულ პუნქტში შესაძლოა რეგიონალური რომელიმე ახალი ქვე-ვარნის პოვნა.
ვედური კულტურის განუყოფელი ნაწილია პოლიგამია, ისევე როგორც ვარნები და აშრამები. მაგრამ არის განსხვავება ვარნების მიხედვით.
#1 ბრაჰმანს - მღვდელს შეუძლია ჰყავდეს 4 ცოლი.
#2 კშატრიას - სამხედროს შეუძლია მოიყვანოს სამი ცოლი.
#3 ვაიშიას - ბიზნესმენს შეუძლია ჰყავდეს ორი ცოლი.
#4 შუდრას - მსახურს აქვს უფლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი. მას ეკრძალება პოლიგამია. ისაა უმდაბლესი ვარნა.
თავდაპირველად ვარნა ადამიანს არ ეძლეოდა დაბადების მიხედვით. ვარნას იღებდნენ პოტენციალის და მიდრეკილებების მიხედვით, ხდებოდა შერჩევა ღირსეულთა. ახლა ასე აღარაა.
აშრამა, აშრამი (სანსკ. आश्रम āśrama ”შრომა”) - ცნება ინდუიზმში, ადამიანის განვითარების სტადია. არსებობს ოთხი აშრამა: ყმაწვილობის და მოსწავლეობის პერიოდი 25 წლამდე (ბრაჰმაჩარი), დაოჯახება (გრიჰასთა) 50 წლამდე, განდეგილად წასვლა (ვანაპრასთა) 75 წლამდე და გასხივოსნების ძიება სიკვდილის ბოლომდე (სანიასა).
ოთხი ვარნა (კასტა) და ოთხი აშრამა ქმნის ინდუიზმის საზოგადოებრივი წყობილების სისტემას - ვარნაშრამა დჰარმას.
აშრამას უწოდებენ ასევე რომელიმე წმინდანის მიერ დაარსებულ მონასტერს.
ვედურ ძველ ინდოეთში ბრაჰმანები სწავლობდნენ ვედებს 8 წლის ასაკში და ხდებოდნენ სრულწლოვნები 16 წლის ასაკში.
ქშატრიები სწავლობდნენ ვედებს 11 წლის ასაკიდან და ხდებოდნენ სრულწლოვნები 22 წლის ასაკში.
ვაიშიები სწავლობდნენ ვედებს 12 წლის ასაკიდან, სრულწლოვნები ხდებოდნენ 24 წლის ასაკში.
შუდრები კი ყველას ფეხებზე ეკიდა. შუდრებს ყველაზე პრიმიტიული კანონები ჰქონდათ.
ასე იყო მანუს კანონების მიხედვით.
Ма́ну или ману́ (санскр. मनु) — титул, которым в текстах индуизма называют прародителя человеческого рода. Ману — это также первый царь, правивший землёй и единственный человек, спасённый Вишну от всемирного потопа (см. Матсья). Ману обладают великим благочестием и мудростью.
Комментариев нет:
Отправить комментарий