воскресенье, 17 марта 2019 г.

სამუელი, საული და გემრიელი გენოციდი


ძველი აღთქმა პირველი მეფეთა თავი მეთხუთმეტე 1. უთხრა სამუელმა საულს: უფალმა გამომგზავნა, რომ მეცხე ისრაელის, ჩემი ერის, მეფედ. ახლა ისმინე უფლის სიტყვები. 2. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე მახსოვს, როგორ ექცეოდა ისრაელს ყამალეკი, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს. 3. ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი. 4. შეჰყარა საულმა ხალხი და დათვალა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდაელი. 5. მოადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა. 6. უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენ არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა. განუდგნენ კენიელები ყამალეკს. 7. შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის. 8. ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურა.

Комментариев нет:

Отправить комментарий