воскресенье, 17 марта 2019 г.

დეივა და ასურა [აჰურა]


ქართულში დამკვიდრებული სიტყვა „დევი“ ინდოევროპული წარმოშობისა უნდა იყოს. ავესტურში გვხვდება daēuua და და მას ბოროტი ღვთაების მნიშვნელობა აქვს. ამავე სიტყვას ვხვდებით სანსკრიტში „დევა“ (სანსკრ. देव). აქ ეს სიტყვა ღვთაებრივის შინაარსისაა და გამოიყენება ინდუიზმის კეთილი ღვთაებების აღსანიშნავად. ინდურ მითოლოგიაში დევებს ასურები უპირისპირდებიან. შებრუნებული ვითარებაა ზოროასტრიზმში, აქ კეთილი ღვთაებანი არიან აჰურები (შდრ. სანსკრიტის „ასურა“), ხოლო ბოროტი - დევები. ამასთან, ქართული „დევი“ სახელობითი ბრუნვის ნიშნის გამო ემსგავსება სანსკრიტის „დევი“-ს (სანსკრ. देवी), რაც სანსკრიტში მდედრობითი სქესის სიტყვაა და ქალღმერთთა აღსანიშნავად გამოიყენება (მაგალითად, პარვატი, ლაკშმი, კალი და სხვა).

Комментариев нет:

Отправить комментарий