воскресенье, 17 марта 2019 г.

სისავსე ანუ პლერომა სახარებაში და ეპისტოლეებში - გნოსტიკოსები იყვნენ მართლები


რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ქვემოთ მოყვანილი ციტატებიდან: #1 არის მრავალი ღმერთი და უფალი ცაში და მიწაზე. #2 ადამიდან მოსემდე მეფობდა ბოროტი არქონტი იეჰოვა-იალდაბაოთი. #3 იეჰოვასგან განსხვავებით ეონი ქრისტე და მისი მამა არის - სინათლე. #4 ეონი არქონტი იეჰოვას რჯული ბოროტებაა და თესავს ბოროტებას. #5 ეონმა ქრისტემ გააუქმა იეჰოვას რჯული ჯვარცმით. #6 ახალ ცაზე და მიწაზე იქნება სიმართლე, შესაბამისად იეჰოვას ძველ ცაზე და მიწაზე ის არაა. #7 მადლი [ჰარის] და ჭეშმარიტება [ალატეია] მოგვცა მხოლოდ ეონმა ქრისტემ. #8 მანი ხაი იყო ეონი ქრისტეს მიერ მოვლენილი პარაკლეტი ანუ ნუგეშისმცემელი. #9 კოსმოსის მთავარი მსჯავრდებულია ანუ არქონტი იეჰოვა გასამართლებული კრიმინალია. #10 სახარებებში და ეპისტოლეებში დაწერილი სიტყვა „სისავსე“ ან „სავსება“ ესაა - პლერომა, ღვთიურ ეონთა სამეფო, ხოლო სიტყვები - „უკუნისი“ და „საუკუნენი“ და სხვა მსგავსი ორიგინალში ნიშნავს და იწერება როგორც - „ეონი“ ან „ეონები“ და ა.შ. ეონი ესაა დროის ერთეული, ერა ან სულიერი არსება. არსებობენ ღვთაებრივი ეონები და არსებობენ ბოროტი ეონები. პავლეს ეპისტოლენი ებრაელთა მიმართ თავი მეთერთმეტე 3. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი [ეონები], და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს. თავი მეექვსე 5. შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის [ეონის] ძალნი, თავი პირველი 2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი [ეონები], პირველი ტიმოთეს მიმართ თავი მეექვსე 16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო [ეონის] ძალმოსილება. ამინ. თავი პირველი 17. ხოლო საუკუნეთა [ეონთა] მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე [ეონიდან ეონამდე]. ამინ. კოლასელთა მიმართ თავი პირველი 9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით, 10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით, 11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ, 12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში; 13. რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში, 14. ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები; 15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი, 16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი [არქონტები] თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. 17. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. 18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს, 19. რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება [პლერომა], 20. რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც. 26. საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან [ეონიდან] და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის, თავი მეორე 9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება [პლერომა]. 10. და თქვენც სავსენი [პლერომა] ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. ეფესელთა მიმართ თავი მეექვსე 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა [არქონტთა] და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. თავი მესამე 9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან [ეონიდან] დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით, 19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით [პლერომით]. თავი მეოთხე 6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა [პროტოპატორ], ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული. თავი მეორე 2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის [არქონტის] - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; 7. რათა მომავალ საუკუნეთა [ეონთა]თვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში. 15. რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, 16. და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა. პირველი კორინთელთა მიმართ თავი მეათე 26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება [პლერომა] მისი. 28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება [პლერომა] მისი. თავი მერვე 5. რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი), 6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც. თავი მეორე 6. სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს, 8. სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა [არქონტმა] ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს. 10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც. რომაელთა მიმართ თავი მეოთხე 15. ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა. თავი მეხუთე 14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი. თავი მერვე 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. თავი მეთხუთმეტე 32. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ. ეპისტოლე იუდასი 25. ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე [ეონიდან ეონამდე], ამინ. პირველი იოანესი თავი პირველი 5. ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი. მეორე პეტრესი თავი მესამე 13. ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე. იოანეს სახარება თავი 1 15. იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. 16. მისი სისავსიდან [პლერომადან] მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. 17. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა“. თავი 14 2. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. 26. ხოლო ნუგეშისმცემელი [ეონი პარაკლეტი] კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს. თავი 15 26. როცა მოვა ნუგეშისმცემელი [ეონი პარაკლეტი], რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე. თავი 16 11. განკითხვის გამო, რომ მთავარი [არქონტი] ამ სოფლისა განკითხულია.

Комментариев нет:

Отправить комментарий