воскресенье, 17 марта 2019 г.

ბილა სვარგა ლოკა [დემონთა სამეფო]


Patala - პატალა-ლოკა (sanskr. Pātāla IAST) - ინდუიზმის კოსმოლოგიაში, ერთ-ერთი ქვედა სამყაროს "მიწისქვეშა ცის" (ბილა-სვარგას) შვიდი პლანეტიდან, რომელიც დასახლებული არის ნაგებით, დაიტიებით, დანავებით, იაკშასებით და სხვა ღვთაებებით, რომლებიც დაპირისპირებული არიან ღმერთებთან, რომლებიც ცხოვრობენ ზეცაში; ზოგჯერ გამოიყენება, როგორც საერთო სახელი ყველა შვიდი ქვედა სამყაროსთვის. პატალა ინდუისტურ კოსმოლოგიაში ინდუისტურ კოსმოლოგიაში, მათ შორის პატალას შესახებ, ინფორმაციის წყაროა, ისეთი ტექსტები, როგორებიცაა პურანები და მაჰაბჰარატა, რომელიც ინდუიზმში მეხუთე ვედას სტატუსს ატარებს. ინფორმაცია პატალას და მისი მოსახლეობის შესახებ, არის ამ ტექსტებში და ეს მრავალი მეცნიერის ყურადღებას იქცევს დღემდე. ბჰაგავატა-პურანაში შუკადევა ამ სამყაროთა შესახებ თხრობას იწყებს ასე: "ო მეფეო, დედამიწის ქვეშ არსებობს კიდევ შვიდი პლანეტარული სისტემა: ატალა, ვიტალა, სუტალა, ტალატალა, მაჰატალა, რასატალა და პატალა. მე უკვე საშუალო პლანეტური სისტემების მდებარეობის და ზომების შესახებ, ხოლო შვიდი ქვედა პლანეტა იგივე ზომისაა, რა ზომისაცაა დედამიწა. ამ შვიდ პლანეტარულ სისტემას უწოდებენ „ბილა-სვარგას“ ანუ „მიწისქვეშა ზეციურ სამეფოს“. შივა-პურანას მიხედვით ბილა-სვარგა შედგება შემდეგი პლანეტებისგან: პატალა, ტალა, ატალა, ვიტალა, ტალა, ვიდჰი-პატალა, შაკრა-ბჰუმი და ვიჯაია. "ვიშნუ-პურანაში" ამ შვიდ პლანეტას აქვთ შემდეგი სახელები: ატალა, ვიტალა, ნიტალა, გაბჰასტიმატ, მაჰატალა, სუტალა და პატალა. "პადმა-პურანა" ამ პლანეტებს აძლევს იგივე სახელებს, რასაც ბჰაგავატა-პურანა, პლიუს ასახელებს მათ მმართველებს: ატალა - მართავს ასურა ბალა (სხვა ვერსიით ასურა მაჰამაია). ვიტალა - მართავს ხატაკეშვარა, უფალი შივას ერთ-ერთი ფორმა. სუტალა - მართავს ასურა ბალი. ტალატალა - მართავს ასურა მაია. მაჰატალა - მართავენ ნაგები. რასატალა - მართავენ დაიტიები და დანავები. პატალა ანუ ნაგა-ლოკა ამ შვიდ პლანეტაზე სხვადასხვაა ნიადაგის ფერიც (თეთრი, წითელი, ყვითელი და ა.შ.). პატალას ადგილმდებარეობა და მისი მოკლე აღწერა: პადმა-პურანას და ბჰაგავატა-პურანას თქმით, პატალა არის ერთი იმ შვიდი მსოფლიოდან, რომლებიც მდებარეობენ სამყაროს უმდაბლეს დონეზე და მას ასევე ეწოდება ბილა-სვარგა (sanskr. "მიწისქვეშა ცა") - მიწისქვეშა სამყარო. ბჰაგავატა-პურანა ფლობს ვრცელ კოსმოლოგიურ ცოდნას და აღწერს ამ უმდაბლეს პლანეტურ სისტემებს და მათ ადგილმდებრეობას. ეს დემონური სისტემა მდებარეობს დედამიწის ქვემოთ 70,000 იოჯანის (910 000 კმ.) მანძილზე. ისინი განლაგებულნი არიან ერთი-მეორის ქვემოთ, შემდეგი თანმიმდევრობით: Atala, Vitala, Sutala, talātala, Mahātala, rasātala და Pātāla (Nagaloka). შუალედი ამ პლანეტათა შორის არის 10,000 იოჯანი (130,000 კმ). ატალა არის პირველი ქვედა პლანეტებიდან. მას მართავს დემონი ბალა, დანავა მაიას ძე, რომელმაც შექმნა ექვსი სახის მისტიკური ძალა. სურვილის ძალით შექმნა სამი ტიპის ქალები: სვაირინი (დამოუკიდებელი), კამინი (ვნებიანი) და პუმშჩალი (ის ვისი მოხიბლვაც ადვილად შეიძლება). როდესაც ადამიანური მამაკაცი ხვდება ატალაში, ეს ქალები მათრობელა სასმელს ასმევენ მას და მასთან კავდებიან სექსით, ამის შემდეგ გათამამებული ადამიანი ფიქრობს რომ არის უაღრესად მომხიბლავი და ღმერთი. სვაირინი ასევე განიმარტება როგორც - ლესბოსელი, კამინი როგორც - ბისექსუალი, ხოლო პუმშჩალი როგორც - სვინგერი. პუმშჩალი მუდმივად იცვლიან პარტნიორებს, კამინი კავდებიან სექსით ნებისმიერი კლანის კაცებთან, ხოლო სვაირინი, ზოგიერთი ცნობით თხოვდებიან მხოლოდ საკუთარი კლანის წევრებზე. 10 000 იოჯანის ქვემოთ მდებარეობს ვიტალა - სადაც ცხოვრობს დიდი და ძლიერი მაჰადევა შივა - Mahadeva Shiva. შივა-ხატაკეშვარა არის დიდი ოსტატი. ის ცხოვრობს ვიტალაში თავის ცოლთან ბჰავანისთან ერთად. მათ სექსის დროს ჩნდება ჯადოსნური ოქროს მდინარე „ხატაკა“. ვიტალას ქვეშ მდებარეობს - სუტალა. აქ მმართველია, მაჰარაჯა ბალი, ცნობილი როგორც არაჩვეულებრივად ერთგული და ყველაზე ბედნიერი მეფე. პურანები მოგვითხრობენ, რომ ბალის ბაბუა - პრახლადა, იყო უფალი ვიშნუს ერთგული, ისევე როგორც მისი შვილი ვიროჩანა და მისი შვილი ბალი, მაგრამ ერთხელაც გაბრაზებულმა ინდრამ მოკლა ვიროჩანა. ბალიმ შური იძია და დაიპყრო სამი სამყარო; ქვე-სკნელი, დედამიწა და ზეცა. ვიშნუმ მიიღო ჯუჯას ფორმა და მოატყუა ბალი, დევებს უკან დაუბრუნა ზეცა, ხოლო ბალი დაბრუნდა სუტალაში და მართავდა მას როგორც კეთილი მეფე და ეყოლა მას 100 შვილი. სუტალას ქვეშ 10,000 იოჯანას მანძილზე მდებარეობს - ტალატალა, რომელსაც მართავს მეფე ასურა მაია. ის ასევე ცნობილია, როგორც მასწავლებელი ყველა ჯადოქრისა და ნიჭიერი არქიტექტორი, რომელმაც შექმნა ბევრი ლამაზი ქალაქი და შენობები ბილა-სვარგაში. ტალატალას ქვემოთ არის - Mahatala (მაჰატალა), დასახლებული უზარმაზარი მრავალთავა გველებით და დრაკონებით - ნაგებით, ისინი მუდმივად ერთობიან და ტკბებიან სექსით, მაგრამ ისინი ასევე ცხოვრობენ მუდმივ შიშში, რადგანაც გარუდა, ვიშნუს ერთგული, დროდადრო ჩამოდის მაჰატალში და ანადგურებს მათ. მაჰატალას ქვემოთ ძევს - რასატალა, რომელიც დასახლებულია დემონებით, დიტის და დანუს შთამომავლებით. ესაა ტენიანი ქვესკნელი, აქაური დაიტიები და დანავები იყოფიან 4 ტიპად: 1. პანი 2. ნივატა-კავაჩი 3. კალეია და 4. ჰირანია პურავასი. დროდადრო აქ ჩამოიფრენს უფალი ვიშნუს სუდარშანა-ჩაკრა და სპობს აგრესიულ და ამპარტავან დემონებს. რასატალას ქვეშ არის კიდევ ერთი მსოფლიო — Pātāla (პატალა-ლოკა) იგივე Nagaloka (ნაგა-ლოკა). პატალა ესაა ბილა-სვარგას პლანეტებიდან ყველაზე უმდაბლესი. პატალას ბინადარი დემონი გველები არიან საშინლად ბრაზიანები და მატერიალისტები. ყველაზე ძლიერი გველებია: ვასუკი, შანკჰა, კულიკა, შვეტა, კალბალა, აშტვატარა, ნარმადა, დევატატტა და სხვები. პატალაში არის საოცრად მშვენიერი ბაღები, ხეივნები და ბუჩქები. დედაქალაქი ბჰოგავატი მორთულია სუფთა ოქროთი. ცენტრში აშენებულია ძვირფასი ქვებით მორთული სამეფო სასახლე, რომელიც ეკუთვნის - ნაგა ვასუკის. ვასუკი ესაა ნაგების ერთ-ერთი ლორდი. მაგრამ ერთ დღეს დემონმა ხირანიაკაშიპუმ მოიპარა მათი სამკაულები და მოიტაცა მათი ლამაზი ცოლები. ნაგებს დაუდგათ მწუხარების და გოდების ჟამი. მას მერე რაც ვიშნუს ავატარა - ნარასიმჰამ მოკლა ხირანიაკაშიპუ, ნაგებმა უკან დაიბრუნეს სამკაულებიც და ცოლებიც. და მათ მადლობა უთხრეს ნარასიმჰას. რიში ნარადას სიტყვებით, რომელმაც მოინახულა ბილა-სვარგა, პატალა მშვენიერებით აღემატება ინდრას ზეცას. პატალას ბინადრები: პურანების მიხედვით ბილა-სვარგას პლანეტებს აქვთ იგივე ზომა, რაც დედამიწას. მათი ბინადრები არიან დაიტიები, დანავები და ნაგები, ასევე რაკშასები. ეს ხელოვნური სამოთხე აღემატება ინდრას სამოთხეს. დემონებს ჰყავთ შვილები და ტკბებიან სექსუალური სიამოვნებებით ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. პატალას ბუნება და არქიტექტურა: ამ პლანეტას მართავს ნიჭიერი არქიტექტორი და მხატვარი მაიასურა, რომელიც ტრაბახობს, რომ შეუძლია შესანიშნავი ქალაქების და ხომალდების აშენება. მაია ადრე ცხოვრობდა კჰანდავას ტყეში, როცა კრიშნამ და არჯუნამ დაიწყეს ტყეში მცხოვრები დემონების ხოცვა, მაიამ არჯუნას თხოვა დაცვა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე. ეს გაიგო კრიშნამ და მაიას საქციელით მოხიბლულმა ის შეიწყალა. მაიამ კრიშნას და არჯუნას აუშენა შესანიშნავი სასახლე. მან პატივი მიაგო მეფე იუდჰიშტჰირას. დანავა მაია ქმნის საოცარ არქიტექტურულ შედევრებს და ფლობს დიდ ძალას. ბილა-სვარგას ამ სამეფოში არის უამრავი შესანიშნავი შენობა და სასახლე. ამ სამყაროს მმართველთა სასახლეები მორთულია ძვირფასი ქვებით. იქ არის მრავალი მშვენიერი ფრინველი. ესაა ძალიან ელეგანტური სამეფო. მაია არის შივას ერთგული და ამიტომაც თავი ჰგონია ხელშეუხებელი. აქ არის უჩვეულოდ ლამაზი ყვავილები, ტბები და ხეები. წყალში დაცურავენ ულამაზესი თევზები და ლოტოსის ყვავილები. პატალას დედაქალაქი არის Bhogavati (ბჰოგავატი). პატალას ბინადართა ცხოვრება: ბილა-სვარგაში მზის შუქი არ აღწევს, ამიტომაც იქ არაა დღე-ღამის მონაცვლეობა. ამ პლანეტებზე მცხოვრებმა დემონებმა არ იციან დროის და სიბერის შიში. თუმცა ამ ხელოვნურ სამოთხეში ცა არასოდეს არაა ბნელი, მას ანათებენ ნაგების კაპიშონებში ჩამონტაჟებული მბრწყინვალე და მბზინავი ძვირფასი ქვები. ასურების სამყაროს აქვს სამი მინუსი: #1 ზღვარგადასული უზომო ჰედონიზმი და დჰარმის არქონა. #2 მუდმივი ომები, ასურების აგრესიული ბუნების გამო. #3 ვიშნუ დევას სუდარშანა-ჩაკრა რომელიც პერიოდულად სპობს ქვესკნელის ბინადრებს. ასურები მუდმივად რაჯასის გავლენის ქვეშ არიან, მაგრამ ხანდახან ეგოისტური მიზნის მისაღწევად ასკეტიზმითაც კავდებიან და ასეთ დროს იწყებენ სხეულის საშინელ გვემას, ვარდებიან ტამასში, იქამდე სანამ მაგიურ ძალაუფლებას არ მოიპოვებენ ცრუ-ასკეზით, მანამდე არ გაჩერდებიან. მათ აქვთ ორი უკიდურესობა: #1 რადიკალური ტკბობა ან #2 რადიკალური სხეულის გვემა (ცრუ-ასკეზა). სწორედ ასე იქცეოდნენ ხირანიაკაშიპუ, ხირანიაკშა და სხვები. ასურებს სძულთ ვედები და ტანტრები და მუდმივად მათ განადგურებას ცდილობენ. არიან საშინელი ეგოისტები და არ აქვთ სულიერის შეცნობის უნარი. ბილა-სვარგას პლანეტების ქვემოთ მდებარეობს - ნარაკა-ლოკა (ჯოჯოხეთის 28 პლანეტა). ასურები ფლობენ ნეგატიურ, ტამასიკურ და რაჯასიკურ თვისებებს და ამ დემონურ თვისებებს გენეტიკურად გადასცემენ თავიანთ შთამომავლებს. საბოლოო ჯამში ისინი იღებენ უსაზიზღრეს ფორმებს და ვარდებიან ნარაკა-ლოკაში (ჯოჯოხეთის პლანეტურ სისტემებში). ნარაკას სისტემა მდებარეობს ბილა-სვარგასა და გარბჰოდაკას ოკეანეს შორის. ნარაკას ქვემოთ უკვე იწყება გარბჰოდაკას ოკეანე, სადაც სუფევს გარბჰოდაკაშაი ვიშნუ, უზენაესი უფლის მეორე ექსპანსია და პურუშა-ავატარა. ბილა-სვარგასა და ნარაკას შორის მანძილი უდრის - 30 000 იოჯანს (390 000 კილომეტრი). არსებობს მრავალი მეტაგალაქტიკა. მეტაგალაქტიკები ლივლივებენ ეკარნავას ერთიან კოსმიურ ოკეანეში, სადაც სუფევს კარანოდაკაშაი ვიშნუ, უზენაესი უფლის პირველი პურუშა-ავატარა, რომელიც ქმნის სამყაროებს (მეტაგალაქტიკებს).

Комментариев нет:

Отправить комментарий