воскресенье, 17 марта 2019 г.

დჰარმები და შუნია


ყველა და ყველაფერი ბუნებაში შედგება დჰარმებისგან (ელემენტარული ნაწილაკებისგან). ყველა დჰარმა საფუძველში ცარიელია ანუ ყველაფრის საფუძველია - შუნია (სიცარიელე). ერები, სისხლი და ა.შ. არის ილუზია (მაია), რადგანაც ყველაფერი საფუძველში არის შუნია (ტიბეტურად - "ტონგპანი"). მატერიალური და მეტაფიზიკური დჰარმები არიან ცარიელნი და იბადებიან კარმული ენერგიის ქარიშხლებით. დჰარმებს წარმოშობს ცოცხალ არსებათა კოლექტიური კარმული ენერგია და პროექციის ენერგია. შუნიას აქვს პოტენციური ენერგია (ნირგუნა-შაკტი). შუნია არის სიცარიელე, რომელშიც არის აბსოლუტური უპიროვნო შაკტი, სუფთა შაკტი. ქალი არის პრაჯნია (ღვთაებრივი სიბრძნე), შუნიას ენერგიის მატერიალური გამოვლინება. ბუდას ბუნება ესაა სიცარიელის და ნეტარების ერთობა. ქალი არის ნეტარება. ყველა არსება, რომელიც არსებობს სანსარაში, საფუძველში არის - შუნია. ჩვენ ყველანი ვართ შ უ ნ ი ა. ერი არის შუნია, გვარი არის შუნია, სისხლი არის შუნია, ადამიანი არის შუნია, ბუდა არის შუნია, ყველა და ყველაფერი არის შუნია. შუნია უდრის ატმანს, ხოლო ატმანი უდრის ბრაჰმანს. მაშ ასე, ყოველივე არსებული არის უთვისებო და უატრიბუტო ცარიელი ბრაჰმანი. პარამატმა ესაა შუნია. ჯივატმა არის შუნია. სხეული არის შუნია. სამყაროში არსებული ყველა დჰარმა (სუბ-ატომი) ცარიელია. ყველა ფენომენი საფუძველში ცარიელია. ადვაიტა-ვადა და შუნია-ვადა გვეუბნება, რომ ბუნება ღმერთშია და ღმერთი ბუნებაში. ღმერთი ყველასა და ყველაფერშია, მაგრამ რა არის ღმერთი? პასუხი: ღმერთი არის აბსოლუტური სიცარიელე (შუნია) იგივე ბრაჰმანი (ღვთაებრივი ზესული). მატერიალურ სამყაროში ყველაფერი შედგება ე.წ. დჰარმებისგან. დჰარმები ესენია - სუბატომები. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით ერთ რამეს: ყველა დჰარმა საფუძველში არის ცარიელი. ასე გვეუბნება ბუდა. ასე გვეუბნება მაჰაიანა. ასე გვეუბნება შუნია-ვადა და ადვაიტა-ვადა. შუნია (ტიბეტურად - ტონგპანი) ესაა იგივე რიგპა (ინდურად - ვიდია) - სუფთა არადუალისტური ცოდნა. ატომის 99,9% არის სიცარიელე (შუნია). ბუდა ასწავლიდა, რომ არსებობს სიცარიელის 16 სახეობა; შინაგანის სიცარიელე, გარეგანის სიცარიელე, გრძნობითი ორგანოების სიცარიელე და ა.შ. ყველაფერი არის სიცარიელე - შუნია. შუნია იგივეა რაც ბრაჰმანი - აბსოლუტური სულიერი ცნობიერება. ბრაჰმანი უპიროვნოა. სინამდვილეში ყველა და ყველაფერი არის შუნია (სიცარიელე) და სწორედ ესაა ღმერთი. მატერია ესაა ღმერთის სხეული, ილუზორული სხეული. ჩვენ ყველანი ვართ - ღმერთი. ღმერთი ჩვენშია და ჩვენ - ღმერთში. ატმანი, ბრაჰმანი, შუნია, რიგპა და დაო, ეს ყველაფერი არის - ღმერთი. ეს ნიშნავს რომ ღვთაებრივი ბუნება ყველასა და ყველაფერშია. ღმერთის ბუნება ყველაფერშია. ყველაფერი რაც კი არსებობს არის - ღმერთი. დრო-სივრცე, მატერია და ენერგია + სიცარიელე-ვაკუუმი ესაა - ღმერთი. თუმცა სინამდვილეში ერთადერთი რეალობა არის - შუნია (სიცარიელე). უბრალოდ მთავარია როგორ აღვიქვამთ სამყაროს. მთავარია ჩვენი ხედვა. სიცარიელე ყველაფერშია და არის ყოველივე არსებულის საფუძველი. ყველა დჰარმა ცარიელია. ერთადერთი რეალობა ესაა - შუნია (სიცარიელე). სწორედ ეს სიცარიელე არის ბუდას ბუნება. ჩვენ ვართ ჩვენი აზრების რეზულტატი. ყველაფერი არის გონება, შობილი სიცარიელიდან. ყველაფერი არსებობს ჩვენ გონებაში. კოლექტიური ზეცნობიერი - ალაია-ვიჯნანა = შუნია (სიცარიელე). ანუ კოლექტიური ცნობიერება არსებობს და მისი ბუნებაა სიცარიელე. ყველაფერი იბადება სიცარიელიდან. დღესდღეობით აღმოჩენილია უმცირესი სუბატომებია - პრეონები, მაგრამ რეალურად მატერიის დაყოფა უსასრულოდ შეიძლება. მოლეკულების, ატომების, კვარკების, ადრონების და პრეონების საფუძველი არის - შუნია (სიცარიელე) ანუ მატერიალური რეალობა ესაა გონების პროექცია. წყარო: ბუდისტური ტრიპიტაკა და შანკარაჩარიას - ვივეკა-ჩუდამანი. ასევე; რობერტ ლანზოს ბიოცენტრიზმი. "Все миры лишь плод ума." Сутра вопросов Упали. "Знайте, сыновья Победоносного, эти три мира – только ум." Дашабхумика сутра. "ყველა სამყარო მხოლოდ გონების ნაყოფია" - უპალის შეკითხვების სუტრა. "იცოდეთ ტრიუმფატორის ძეებო, რომ სამი სამყარო - ესაა მხოლოდ გონება" - დაშაბჰუმიკა სუტრა. ბუდა გვეუბნება, რომ მატერიალური სამყარო შედგება დჰარმებისგან (სუბატომებისგან). დჰარმების დაყოფა უსასრულოდ შეიძლება. დასკვნა: ყოფიერების საფუძველია - შუნია (უსასრულო სიცარიელე და ვაკუუმი). თუ დჰარმები შეიძლება დავყოთ უსასრულოდ, მაშინ ნათელი ხდება, რომ მატერიალური რეალობა არ არსებობს, რადგანაც ყველაფერი იქცევა სიცარიელედ. უსასრულოდ დაყოფადი მატერიალური დჰარმები = აბსოლუტური სიცარიელე (შუნია). ასე რომ მატერიალური სამყარო არის ვირტუალური რეალობა ანუ ჰოლოგრამა. ღმერთები (დევები), დემონები (ასურები), ადამიანები, ცხოველები, ციური სხეულები და ა.შ. არიან ილუზორული მატრიცის ვირტუალური პროგრამები. ყველა არსება ესაა - პროგრამა, ენერგეტიკული პროგრამა (მაია). სამყარო = მატრიცა. ყოველივე არსებული = მატრიცული ალგორითმები და პროგრამები. ერთადერთი რაც რეალურად არსებობს და იმყოფება ამ მატრიცის გარეთ, ესაა - შუნია (სიცარიელე). შუნიას აქვს პოტენციური ენერგია (შაკტი). თუმცა შუნიას ენერგია არაა დისკრეტული და საერთოდ არ ჰგავს ფიზიკურ ენერგიებს. რეალურად ვერავინ ვერასოდეს შეიცნობს შუნიას ენერგიის ბუნებას. ბუდამ ისიც კი თქვა, რომ სინამდვილეში არ არის არც ბუდა, არც სანსარა და არც ნირვანა. არის მხოლოდ შუნია + შაკტი. ჰოლოგრამული მატერიალური კოსმოსი ესაა მოჩვენებითი რეალობა. აბსოლუტური ვიჯნანა (კოლექტიური ინტეგრალური ზეცნობიერი) = შუნია. ჭეშმარიტი ცნობიერება ესაა სუფთა ენერგია. ბუდას მოძღვრება შედგება სამი ნაწილისგან: ჰინაიანა, მაჰაიანა და ვაჯრაიანა. ვაჯრაიანა ესაა ტანტრიზმი, სექსუალური იოგა. ლეგენდის მიხედვით დჰარმის ბორბალის პირველი შემობრუნებისას, როცა ბუდამ იქადაგა ჰინაიანა, ის ამბობდა, რომ ყველა დჰარმა ე.ი. მატერიალური სუბატომი რეალურად ე.ი. ჭეშმარიტად არსებობს. დჰარმის ბორბალის მეორე შემობრუნებისას ბუდა შაკიამუნი ამბობდა: ყველა დჰარმა ცარიელია ე.ი. დჰარმები ჭეშმარიტად არ არსებობენ. მესამე შემობრუნებისას ბუდამ თქვა: ზოგიერთი დჰარმები ჭეშმარიტად არ არსებობენ, ხოლო ზოგიერთები ჭეშმარიტად არსებობენ. ეს სამი სწავლება ბუდამ იქადაგა სამი სხვადასხვა მენტალობის და ტემპერამენტის ხალხისთვის. ბუდიზმში სრული და უზენაესი, საბოლოო სწავლებაა - ვაჯრაიანა იგივე ტანტრაიანა. ტანტრაიანას უმაღლესი ფორმაა - ძოგჩენი. ძოგჩენი ესაა უზენაესი სწავლება სექსუალური ენერგიის და აბსოლუტური სიცარიელის შესახებ. ძოგჩენი ესაა იგივე ადვაიტა. ვაჯრაიანას გაგება ყველას არ შეუძლია. ამიტომაც გააკეთა ბუდამ ასე, ზოგიერთებს მისცა ნახევარი ცოდნა, ხოლო ზოგებს სიმართლის მცირე ნაწილი, ვისაც შეეძლო ვაჯრაიანას გაგება, იმათ მისცა ტანტრა. სინამდვილეში ერთადერთი ჭეშმარიტი რეალობაა უპიროვნო ატმანი (პარამატმა) იგივე სიცარიელე (შუნია). მთელი მატერიალური დჰარმები (სუბატომები) დაფუძნებულია სიცარიელეზე. მატერიალური კონცეფციები არის ილუზიები და მატერიაზე მიჯაჭვულობა. ბუდიზმიც და ვედიზმიც იმას ამბობს, რომ სანსარაში ანუ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი დროებითია, ნგრევას ექვემდებარება და რომ მატერიაზე მიჯაჭვულობა კრეტინიზმია, მაგრამ რეალურ კრეტინებს ეს სულ ფეხებზე ჰკიდიათ. მატერიაში რაც არის ყველაფერს მართავს კ ა რ მ ა! და კარმული ენერგია ულმობელია. მან არ იცის დანდობა და თავზე ხელის გადასმა. ნაციონალიზმი, გვაროვნულობა და სისხლი ესაა მატერიაზე მიჯაჭვულობა. ესაა ილუზიაზე მიჯაჭვულობა. რატომ? რას ჰქვია რატომ? იმიტომ რომ რეინკარნაციის დოგმა საფუძველშივე ანგრევს და ამსხვრევს ქათმისტვინა გოიმების შეთითხნულ იდეებს, როგორებიცაა: "ტრადიციული ოჯახი", "გვარის გაგრძელება", "სისხლის სისუფთავე", "ეროვნული იდენტობა" და ა.შ. ადამიანს აქვს ორი სული: ჯივატმანი - ინდივიდუალური პიროვნული ცოცხალი სული და პარამატმანი - უპიროვნო ზესული (იგივე ბრაჰმანი). ბრაჰმანი ანუ პარამატმანი ადვაიტას მიხედვით ესაა იგივე შუნია (სიცარიელე) და სწორედ ესაა ცოცხალ არსებათა ჭეშმარიტი მე. ახლა კითხვა: აქვს კი ჯივატმანს ან პარამატმანს "გვარი" ან "ეროვნება"? პასუხი ასეთია: ჩემი ფეხები აქვს! ისემც თქვენ არ მომიკვდეთ! არავითარი გვაროვნულობა და ეროვნულობა არც პიროვნულ სულს და არც უპიროვნოს არც აქვს და არც არასოდეს ჰქონია! მაშ რაღა ჩემს ფეხებს ვადიდებთ და ვაქებთ მიწიერი ადამიანები? რას და მატერიალისტურ ილუზიებს! აი რას! ეროვნულობა და გვაროვნულობა არის ქათმისტვინა ქაჯების მიერ გამოგონილი, რათა კიდევ უფრო დაედებილებინათ ისედაც დადებილებული მსოფლიო მასები. მთელი მსოფლიოს პატრიოტები იპუტავენ თმას ყველგან სადაც კი შეიძლება და ღრიალებენ "ერებზე" და "გვარებზე", მაგრამ როცა ადამიანის სხეული კვდება და ჯივატმანი ტოვებს სხეულს, სად ჩემს ფეხებში მიდის ეს ჯივატმანი და "ეროვნულობას" და "გვაროვნულობას" ინარჩუნებს რო? ჩემს ფეხებს ინარჩუნებს!! როგორც კი ჯივატმანი შორდება დაძველებულ სხეულს, ის გადადის ახალ სხეულში!! შეუძლია დაიბადოს ჩინელად, კორეელად, აფრიკელად, დემონად, ღმერთად ან საერთოდაც ცხოველად! ვედების მიხედვით არსებობს სანსარული ტრანსფორმაციის 8 400 000 ვარიანტი და სანამ ჯივატმანი არ გაივლის ყველას ან ბოლობოლო არ მიხვდება რომ სანსარა ილუზიაა, ვერ განთავისუფლდება კარმისგან და ვერ გადავა ნირვანაში! დებილთათვის ცოტა დეტალურად და მარტივად ავხსნი: დღეს პატრიოტი ქართველი ხარ და ტრიბუნაზე ღრიალებ ერის დაცვაზე, ხვალ ცხოველი ხარ, ზეგ ზეციური ნახევარღმერთი და მაზეგ კიდევ დემონი! აი ასეთია ეს ულმობელი კარმა და სანსარა! დღეს ეფროსინეს ქმარი ხარ, ხვალ - სილიბისტროს ცოლი და ზეგ კიდევ - პაპა კარლოს პინოკიო. ასე რომ მუდმივი არაფერია სანსარაში. ეროვნულობა და გვაროვნულობა არსებობს მხოლოდ სანსარაში და ნირვანაში მას არაფერი ესაქმება, სანსარაში კი ყველაფერი დროებითი, წარმავალი და ილუზორულია, აღსავსე ტანჯვით ანუ ნეგატიური ემოციური აფექტებით. ახლა გასაგებია? რა აზრი აქვს შენ პატრიოტობას თუ ხვალ ფეხებს გაჭიმავ (მოკვდები) და ხელახლა დაიბადები ვიღაცა "გადამთიელის" ოჯახში, სადღაც წყნარი ოკეანის კუნძულზე და შიშველი ირბენ ტრაკში ბუმბულით? :) ყველაფერი შედგება დჰარმებისგან ანუ სუბატომებისგან, დჰარმები მუდმივად იშლებიან და ერთიანდებიან, ადგენენ სხვადასხვა ნაირფერ კომბინაციებს, ესაა ბუდას სიბრძნე... და სად ხედავთ აქ ამ თქვენ გამოქლიავებულ ნაციონალიზმს და ოჯახს? რა ოჯახი?! რა ნაცია?! ყველაფერი შედგება მუდმივად ცვალებადი დჰარმებისგან! ასე რომ არაფერია მარადიული! მათ შორის შენი პატრიოტული პათოსიც! მოკლედ; იაზროვნეთ... ტვინით და არა უკანალით... წაიკითხეთ ბუდისტური და ვედური წმინდა წიგნები და ეგებ ოდესმე თქვენს გამოქლიავებულ მატერიაზე მიჯაჭვულ პატრიოტულ "ტვინებს" რაიმე ეშველოთ. :) ყვალაფერი არის - შ უ ნ ი ა.

Комментариев нет:

Отправить комментарий