ეიჯიზმი — უარყოფითი ან დამამცირებელი დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ მისი ასაკის გამო. ასეთი ტიპის დისკრიმინაცია მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, თუმცა ყველაზე ხშირად ხანშიშესულ ადამიანებთან დამოკიდებულებას ეხება.
რ. ბატლერი იყო პირველი, რომელმაც ეს ტერმინი იხმარა. მან ეიჯიზმი განსაზღვრა, როგორც ზოგიერთ ახალგაზრდისა და ზრდასრული ადამიანების ღრმად დამალული შფოთვის გამოვლინება, მოხუცი ადამიანებისადმი, დაავადებებისადმი, ინვალიდებისადმი მათი პიროვნული ზიზღი, დაუცველობის, უსარგებლობის და სიკვდილის შიში. მოგვიანებით, ეიჯიზმი მან აღწერა, როგორც პროცესი, რომელიც ეფუძნება მუდმივ სტერეოტიპიზაციასა და დისკრიმინაციას დაბერების, ასაკის მატების გამო, ისევე, როგორც რასიზმი და სექსიზმი ეფუძნება კანის ფერსა და სქესს. ზოგიერთი ავტორს მიაჩნია, რომ საზოგადოების ახალგაზრდებზე ფოკუსირებაც ეიჯიზმის გამოხატულებაა.
ინსტიტუციონალისტური ეიჯიზმი - როდესაც იურიდიულად არის გამყარებული ადამიანთა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის დისკრიმინაციის უფლება.
შინაგანი ეიჯიზმი - მოიცავს დამამცირებელ ინტერპერსონალურ მოქმედებებს, ნეგატიურ აზრებსა და ქცევებს (მაგ.: იგნორირება, ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა და ა.შ.)
რ. ბატლერი იყო პირველი, რომელმაც ეს ტერმინი იხმარა. მან ეიჯიზმი განსაზღვრა, როგორც ზოგიერთ ახალგაზრდისა და ზრდასრული ადამიანების ღრმად დამალული შფოთვის გამოვლინება, მოხუცი ადამიანებისადმი, დაავადებებისადმი, ინვალიდებისადმი მათი პიროვნული ზიზღი, დაუცველობის, უსარგებლობის და სიკვდილის შიში. მოგვიანებით, ეიჯიზმი მან აღწერა, როგორც პროცესი, რომელიც ეფუძნება მუდმივ სტერეოტიპიზაციასა და დისკრიმინაციას დაბერების, ასაკის მატების გამო, ისევე, როგორც რასიზმი და სექსიზმი ეფუძნება კანის ფერსა და სქესს. ზოგიერთი ავტორს მიაჩნია, რომ საზოგადოების ახალგაზრდებზე ფოკუსირებაც ეიჯიზმის გამოხატულებაა.
სექციების სია
სახეები
თავის მხრივ, ეიჯიზმი მოიცავს ორ სახეს:ინსტიტუციონალისტური ეიჯიზმი - როდესაც იურიდიულად არის გამყარებული ადამიანთა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის დისკრიმინაციის უფლება.
შინაგანი ეიჯიზმი - მოიცავს დამამცირებელ ინტერპერსონალურ მოქმედებებს, ნეგატიურ აზრებსა და ქცევებს (მაგ.: იგნორირება, ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა და ა.შ.)
მიდგომები
ეიჯიზმის მიმართ არსებობს განსხვავებული მიდგომები:- პირველი მიდგომის თანახმად, ეიჯიზმი ვლინდება მხოლოდ ხანშიშესული ადამიანების მიმართ. საზოგადოებაში ამ ადამიანთა ჯგუფი გარკვეულწილად უმცირესობაშია და ისინი სახელმწიფოსთვის ზედმეტ ტვირთად იქცევიან. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ამ ადამიანთა პატივისცემის დონე, შესაბამისად, გარშემომყოფები ასაკოვან ადამიანებს აღარ განიხილავენ როგორც თანასწორს და დამამცირებლად ექცევიან.
- მეორე მიდგომის თანახმად, ეიჯიზმი ვრცელდება არამხოლოდ ხანშიშესულ ადამიანთა ჯგუფზე, არამედ ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის დისკრიმინირება ხდება ასაკობრივი ნიშნის მიხედვით. ცხოვრების ყოველ ეტაპზე ადამიანი ეჯახება ასაკთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. გამოდის, რომ ეიჯიზმი ეხება პიროვნების ცხოვრების ყოველ ეტაპს და არამხოლოდ გვიან პერიოდს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Краснова О.В., Лидере А.Г. - Социальная психология старения
რესურსები ინტერნეტში
- ეიჯიზმი - სტერეოტიპები და პრეჯუდისები ასაკის შესახებ
- ეიჯიზმი - დისკრიმინაცია ასაკის მიხედვით
ეიჯიზმი
Ageismაღნიშნავს იდეოლოგიას და პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს ადამიანებისა და ჯგუფების ასაკის მიხედვით დისკრიმინაციას, სტერეოტიპიზებას და მარგინალიზაციას. ეს ტერმინი, როგორც წესი, აღნიშნავს ასაკოვანი და ხანში შესული ადამიანების მარგინალიზებასა და სტერეოტიპიზებას, თუმცა ზოგჯერ ის უფრო ფართო მნიშვნელობითაც გამოიყენება, რომელიც მოიცავს მოზარდებისა და ბავშვების მათი ასაკის საფუძველზე დისკრიმინაციისა და მარგინალიზების პრაქტიკებსაც. განასხვავებენ ეიჯიზმის ცალკეულ ფორმებსაც: მაგალითად, „ედალტიზმს“ (adultism) უწოდებენ ზრდასრულთათვის პრივილეგიების მინიჭებას, რაც გულისხმობს ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ ნეგატიურ განწყობებს; „ჟონიზმით“ (jeunism) აღნიშნავენ ასაკოვანთა დისკრიმინაციას და ახალგაზრდობის სასარგებლოდ მიკერძოებას და ა.შ.
იხილეთ, აგრეთვე: ასაკი და გენდერი, გერონტოფობია
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code L. (2000). Encyclopedia of Feminist Theories, Routlegeკატეგორია:
Комментариев нет:
Отправить комментарий