вторник, 13 января 2015 г.

юри гомонов (იური გომონოვი)


ალექსანდრე ნევზოროვი – ჭეშმარიტებისთვის მებრძოლი ათეისტი!


ქრისტიანული ჯოჯოხეთი – მსოფლიო შეთქმულება!


World Conspiracy!

Binladeni criminal connections Osama brother Salim binladenis were related to someone with Jimmy Bata, who was a friend of George W. Bush!

September 11, 2001 '' before the terrorist attacks '' shortly before Osama binladeni put the American Hospital in Dubai, where he was treated for an American doctor and visited by the American CIA agents!

In 1998 and 2000, George W. Bush visits the family of Osama binladenis' order »Carlyle Group '', '' the Carlyle Group '' was and is the largest company in the arms manufacturer, who after September 11 because of threat of terrorism has gained a huge amount of money!

Before a jumbo jet and twin skyscrapers conflict in which several large explosions were heard throughout the construction of the basement to the top floor!

Conspiración Mundial!

Binladeni conexiones criminales Osama hermano binladenis Salim estaban relacionados con alguien con Jimmy Bata, que era amigo de George W. Bush!

11 de septiembre 2001 '' antes de los ataques terroristas '' poco antes de Osama binladeni poner el Hospital Americano de Dubai, donde fue atendido por un médico estadounidense y visitado por los agentes de la CIA americana!

En 1998 y 2000, George W. Bush visita a la familia de 'orden »Carlyle Group' Osama binladenis '' ', el Grupo Carlyle' 'fue y es la mayor empresa del fabricante de armas, que el 11 de septiembre a causa de amenaza del terrorismo ha ganado una enorme cantidad de dinero!

Παγκόσμια Συνωμοσία!

Binladeni ποινικές συνδέσεις Οσάμα αδελφός Salim binladenis είχαν σχέση με κάποιον με τον Jimmy Bata, ο οποίος ήταν φίλος του Τζορτζ Μπους!

11 Σεπτέμβρη 2001 '' πριν από τις τρομοκρατικές επιθέσεις '' λίγο πριν Οσάμα binladeni θέσει το αμερικανικό νοσοκομείο στο Ντουμπάι, όπου ήταν σε θεραπεία για έναν Αμερικανό γιατρό και επισκέφθηκε από τους πράκτορες της CIA Αμερικής!

Το 1998 και το 2000, ο Τζορτζ Μπους επισκέπτεται την οικογένεια του Οσάμα binladenis της «τάξης» Carlyle Group '', '' η Carlyle Group '' ήταν και είναι η μεγαλύτερη εταιρεία στον κατασκευαστή όπλων, ο οποίος μετά το Σεπτέμβριο του 11 λόγω της απειλής της τρομοκρατίας έχει κερδίσει ένα τεράστιο ποσό των χρημάτων!

Πριν από ένα τζάμπο τζετ και τα δίδυμα ουρανοξύστες σύγκρουση κατά την οποία αρκετές μεγάλες εκρήξεις ακούστηκαν όλη τη διάρκεια κατασκευής του υπογείου στον τελευταίο όροφο!

உலக கான்ஸ்பிரசியைப்!

உலக கான்ஸ்பிரசியைப்!
ஒசாமா சகோதரர் சலீம் binladenis binladeni குற்றவியல் இணைப்புகளை ஜார்ஜ் புஷ் ஒரு நண்பர், ஜிம்மி சிறுவர், ஒருவருக்கு தொடர்பான!

'சற்று முன் ஒசாமா' பயங்கரவாத தாக்குதல்கள் முன் 'செப்டம்பர் 11, 2001' அவர் அமெரிக்க CIA ஏஜெண்டுகள் ஒரு அமெரிக்க மருத்துவர் சிகிச்சை விஜயம் அங்கு துபாயில் அமெரிக்க மருத்துவமனையில் போட binladeni!

1998 மற்றும் 2000 ல், ஜோர்ஜ் டபுள்யூ புஷ் மற்றும் காரணமாக பயங்கரவாத அச்சுறுத்தலுக்கு செப்டம்பர் 11 க்குப் பின்னர் பணம் ஒரு பெரிய அளவு அடைந்தவருக்கு ஆயுத உற்பத்தியாளரான மிகப்பெரிய நிறுவனமாக உள்ளது 'ஒசாமா binladenis' 'கார்லைல் குழு' 'ஒழுங்கு குடும்பம்,' 'கார்லைல் குழு' வருகை!

பல பெரிய வெடிப்புகள் கடந்த தரையில் அடித்தள கட்டுமான முழுவதும் கேட்டது இது போது ஒரு ஜம்போ ஜெட் விமானங்கள் மற்றும் இரட்டை வானளாவிய மோதல் முன்!

World Conspiracy!


Osama's brother Salim binladenis binladeni criminal connections were related to someone with Jimmy Bata, who was a friend of George Bush!

September 11, 2001 '' Before the terrorist attacks '' shortly before Osama binladeni lay the American Hospital in Dubai, where he was treated for an American doctor and visited by the American CIA agents!

In 1998 and 2000, George W. Bush was visiting the family of Osama binladenis '' Carlyle Group '' order, '' Carlyle Group '' was and is the largest company in the arms manufacturer, who after September 11 due to the threat of terrorism has gained a huge amount of money!

Before a jumbo jets and twin skyscrapers collision during which several large explosions were heard throughout the construction of the basement to the last floor!

მსოფლიო შეთქმულება!

უსამა ბინლადენის ძმა სალიმ ბინლადენი კრიმინალური კავშირებით იყო დაკავშირებული ვინმე ჯიმი ბატასთან, რომელიც ჯორჯ ბუშის ახლობელი იყო!

2001 წლის 11 სექტემბრის ''ტერაქტამდე'' ცოტა ხნით ადრე უსამა ბინლადენი დუბაიში იწვა ამერიკულ საავადმყოფოში, სადაც მას მკურნალობდა ამერიკელი დოქტორი და სტუმრობდნენ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტები!

1998 და 2000 წლებში ჯორჯ ბუში სტუმრად იყო უსამა ბინლადენის ოჯახში ''კარლაილ გრუპის'' დავალებით, ''კარლაილ გრუპი'' იყო და არის იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც 11 სექტემბრის შემდეგ უზარმაზარი ფული მოიპოვა ტერორიზმის საფრთხის გამო!

სანამ თვითმფრინავები შეეჯახებოდნენ ტყუპ ცათამბჯენებს და შეჯახების დროსაც გაისმა რამოდენიმე მსხვილი აფეთქება მთელ კონსტრუქციაში სარდაფიდან ბოლო სართულამდე!








დევიდ აიკი – ''დიდი ძმა''


დევიდ აიკი – სენსაციური სიმართლე კაცობრიობის შესახებ!


"ლეო ტაქსილის" საზოგადოება: ,,ლეო ტაქსილისსაზოგადოების’’გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ...

"ლეო ტაქსილის" საზოგადოება:
,,ლეო ტაქსილისსაზოგადოების’’გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 ...
: ,,ლეო ტაქსილის საზოგადოების’’ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა     2007 წელს ქ. წყალტუბოში დაფუძნდა ,,ლეო ტაქსილის საზოგადოება’’. ეს არის არ...

ღვთისმეტყველის კოშმარი



ღვთისმეტყველის კოშმარი

ბერტრან რასელი
ცნობილ ღვთისმეტყველს, დოქტორ ტადეუსს ერთხელ როგორღაც დაესიზმრა, რომ გარდაიცვალა და ზეცაში გაემართა. მთელი გზა მან ყოველგვარი სიძნელის გარეშე დაძლია, იმიტომ რომ ღვთისმეტყველებამ მას ცაში ორიენტაციის უნარი განუვითარა. როცა ის, ბოლოსდაბოლოს დანიშნულების ადგილზე მივიდა და ზეცის კარიბჭეზე დააკაკუნა, გაოცებული დარჩა იმით, თუ როგორ ეჭვიანი დახვედრა მოუწყვეს.
  • გთხოვთ, შემომიშვათ, - მიმართა მან კარიბჭის მცველს. - მე კეთილშობილი ადამიანი ვარ და მთელი ცხოვრება უფლის სამსახურში მაქვს გატარებული.
  • ადამიანი? - გაკვირვებით ჩაეკითხა მცველი. - ეს რაღაა? ან კიდევ როგორ შეუძლია ასეთ უცნაურ, მე ვიტყოდი, სასაცილო არსებას, როგორიც თქვენა ხართ, უფალს ემსახუროს ან მისი სახელი ადიდოს?
დოქტორ ტადეუსი გახევებული იდგა.
  • არ შეიძლება არ იცოდეთ ადამიანთა შესახებ, - თავისაზე იდგა ის - თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ადამიანი უფლის ყველაზე დიადი ქმნილებაა!
  • ძალიან არ მინდა გაწყენინოთ, - უპასუხა მცველმა, - მაგრამ ის, რასაც თქვენ ამბობთ, ჩემთვის სიახლეა. და სარეთოდაც მეეჭვება, რომ ასეთი არსების შესახებ ჩვენთან ვინმეს სმენოდეს. თუმცა, რადგან თქვენ ასე დაჟინებით ითხოვთ, ჩვენს ბიბლიოთეკარს დავუძახებ, იქნებ მან იცოდეს რამე.
ბიბლიოთეკარი მალე მოვიდა - ის სფეროსმაგვარი არსება აღმოჩნდა, რომელსაც ათასამდე თვალი და მხოლოდ ერთი პირი ჰქონდა. რამოდენიმე ათეული თვალი მან ტადეუსს მიაპყრო.
  • ეს რა არის? - ჰკითხა მან მცველს.
  • აი, მოვიდა და აცხადებს, - განუმარტა მცველმა, - რომ ის იმ სახეობიდანაა, რომელსაც ადამიანი ეწოდება, და ცხოვრობს იმ ადგილას, რასაც დედამიწას ეძახიან. ამასთან მას რაღაც უცნაური წარმოდგენები აქვს. ამტკიცებს, თითქოს შემქმნელმა მათი სახეობის და ადგილის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა. ვიფიქრე, იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ რაიმე ამის შესახებ?
  • შეგიძლიათ განგვიმარტოთ, სად არის ის ადგილი, რომელსაც თქვენ დედამიწას უწოდებთ? - ძალიან თავაზიანად მიმართა ბიბლიოთეკარმა ღვთისმეტყველს.
  • ეს ხომ მზის სისტემის ნაწილია! - წამოიძახა ტადეუსმა.
  • მზის სისტემა რაღაა? - კვლავ დაეკითხა ბიბლიოთეკარი.
  • ოჰ! - თქვა ცოტა არ იყოს შემცბარმა ტადეუსმა, - ჩემი საქმე წმინდა წერილია. ის კი, რასაც თქვენ მეკითხებით, მიწიერ დისციპლინებს მიეკუთვნება. თუმცა, ჩემი მეგობრებისგან, ვინც ასტრონომიაში იყო გათვითცნობიერებული, მსმენია, რომ მზის სისტემა «ირმის ნახტომი»- ნაწილია.
  • და «ირმის ნახტომი» რა არის? - არ დააყოვნა შემდეგი შეკითხვა ბიბლიოთეკარმა.
  • «ირმის ნახტომი» - ეს ერთ-ერთი გალაქტიკაა, რომლის მსგავსიც, როგორც მე მითხრეს, კიდევ ასი მილიონი არსებობს.
  • რადგან მათი რაოდენობა ასე დიდია, - თქვა ბიბლიოთეკარმა, - უცნაურად მეჩვენება თქვენი ვარაუდი, რომ მე ერთ-ერთი მათგანი მეხსომებოდა. თუმცა, მე მახსენდება, რომ თვითონ სიტყვა «გალაქტიკა» სადღაც მსმენია. მგონი ბიბლიოთეკარების თანაშემწეებს შორის უნდა იყოს ერთი, რომელიც სპეციალურად გალაქტიკებითაა დაკავებული. უნდა მოვიყვანოთ და ვნახოთ, იქნებ დაგეხმაროთ კიდეც.
მცირეოდენი ლოდინის შემდეგ გამოჩნდა ბიბლიოთეკარის თანაშემწე გალაქტიკების სფეროში. ეს იყო არსება, რომელსაც თორმეტკუთხედის ფორმა ჰქონდა. ოდესღაც ის ნათელი და მბრწყინვალე იქნებოდა, მაგრამ წიგნების თაროების მტვერს, რომელიც მასზე გამუდმებით ზედ ეყრებოდა, იგი ჩაჟამებულ და მბჟუტავ არსებად ექცია. ბიბლიოთეკარმა მას დაწვრილებით მოუყვა, თუ როგორ ახსენა დოქტორმა ტადეუსმა გალაქტიკები, როდესაც საკუთარი წარმოშობის ახსნას ცდილობდა და გამოთქვა იმედი, რომ შესაბამისი ინფორმაცია აღმოჩნდებოდა ბიბლიოთეკის იმ სექციაში, რომელიც ამ საკითხით იყო დაკავებული.
  • ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, - უპასუხა თანაშემწემ. თუმცა, მინდა მხედველობაში მიიღოთ, რომ არსებობს ასი მილიონი გალაქტიკა და თითოულის შესახებ თაროზე თითო ტომი დევს. ამიტომ საჭირო ცნობის მოპოვებას გარკვეული დრო დაჭირდება. და კონკრეტულად რომელ გალაქტიკას ეძებთ?
  • იგი «ირმის ნახტომის» ნაწილია, - უხალისოდ უპასუხა ტადეუსმა.
  • კარგი, - თქვა ბიბლიოთეკარის თანაშემწემ, - ვეცდები ვიპოვო.
სამი კვირის შემდეგ იგი დაბრუნდა და შეატყობინა, რომ იმის გამო, რომ მათ სექციაში განსაკუთრებით სრულად და კარგადაა კართოტეკა შედგენილი, მათ შეძლეს, ბოლოს და ბოლოს საჭირო გალაქტიკის მოძებნა. მისი ნომერია XO 321762
  • სექციის ყველა, ხუთი ათასივე კლერკი ამ საკითხით იყო დაკავებული, - დაამატა მან და გააგრძელა. ხომ არ გნებავთ იმ კლერკთან გასაუბრება, რომელმაც იგი იპოვა და გამოიკვლია?
წავიდნენ კლერკის მოსაყვანად და სულ მალე მათთან მოვიდა რვაკუთხედი, რომელსაც თითოეულ გვერდზე ერთი თვალი ჰქონდა და მხოლოდ ერთი პატარა პირი. მას შემცბარი სახე ჰქონდა და თვალებს ჭუტავდა შეუჩვეველ სინათლეზე, რადგან მისი ჩვეული ადგილსამყოფელი ძირითადად წიგნის თაროების ნახევრად ჩაბნელებულ ატსმოფერო იყო. როცა თავს დაეუფლა, დოქტორ ტადეუსს მიმართა.
  • რა გნებავთ იცოდეთ ამ გალაქტიკის შესახებ? - საკმაოდ მორიდებულად იკითხა მან.
  • მინდა ვიცოდე, რა იცით მზის სისტემის შესახებ, - ხმამაღლა და თავდაჯერებულად ალაპარაკდა ტადეუსი. - ის ზუსტად იმ გალაქტიკაში იმყოფება, რომელიც თქვენ იპოვნეთ, და მასში ციური სხეულები ბრუნავენ ერთი ვარსკვლავის ირგვლივ, რომელსაც მზე ეწოდება.
  • ჰმ! - ჩაიბურტყუნა კლერკმა. - საკმაოდ ძნელი იყო ას მილიონ გალაქტიკაში ერთის მოძებნა, მაგრამ გაცილებით უფრო რთულია ამ გალაქტიკაში რომელიმე ერთი ვარსკვლავის მოძებნა. მე ვიცი, რომ მასში სამას მილიარდამდე ვარსკვლავია, მაგრამ როგორ უნდა განვასხვავო ერთმანეთისაგან, არ ვიცი. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ადმინისტრაციის მითითებით შედგენილ იქნა ამ სამასი მილიარდი ვარსკვლავის სია და ეს სია სარდაფში ინახება. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ღირს დავიწყოთ იმ ვარსკვლავის ძიება, რომელსაც «მზე» ჰქვია, მაშინ ამისათვის დაგვჭირდება საკმაოდ ბევრი თანამშრომლის მოზიდვა სხვა განყოფილებებიდანაც.
ბოლოს და ბოლოს, გადაწყდა, რომ ვინაიდან საკითხი უკვე წამოჭრილი იყო, ხოლო დოქტორ ტადეუსი ნერვიულობდა და ძალიან იტანჯებოდა, დაეწყოთ «მზე»- წოდებული ვარსკვლავის ძიება.
რამოდენიმე წლის შემდეგ ძლიერ დაღლილი, მოწყენილი შესახედაობის ოთხკუთხედი მივიდა ბიბლიოთეკარის თანაშემწესთან, რომელიც გალაქტიკების სექციას განაგებდა.
  • მე შევძელი იმ ვარსკვლავის პოვნა, - თქვა მან. მაგრამ მე ვერაფრით ვერ გავიგე, რითი არის გამოწვეული მისდამი ასეთი განსაკუთრებული ინტერესი. იგი ისეთივეა, როგორც ამ გალაქტიკის ვარსკვლავების უმეტესობა - საშუალო ზომის, საშუალო ტემპერატურის, საშუალო სიდიდის სხეულებით გარშემორტყმული, რომლებსაც «პლანეტები» ეწოდებათ. გამოკვლევის შედეგად მე აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ პლანეტებზე არსებობენ მიკროორგანიზმები და ვფიქრობ, რომ ჩვენთან მოსული არსება, რომელმაც ეს ძიება დაგვაწყებინა, ერთ-ერთი მათგანია.
ამ ადგილზე დოქტორმა ტადეუსმა ვეღარ მოითმინა და მწარე საყვედურები გადმოაფრქვია.
  • რატომ, ოჰ რატომ, - გაიძახდა იგი, - დაგვიმალა უფალმა ჩვენ, დედამიწის საწყალ მცხოვრებლებს, რომ ჩვენს გარდა კიდევ ამდენი სამყარო შექმნა? მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე გულმოდგინედ ვემსახურე მას და მწამდა, რომ იგი შეამჩნევდა ჩემს სამსახურს და მარადიულ სასუფეველს მიბოძებდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ არც კი სცოდნია ჩემი არსებობის შესახებ. თქვენ კი ამასთან ერთად მიცხადებთ, რომ მე უსასრულოდ მცირე მიკროსკოპული არსება ვარ, რომელიც ერთი ციცქნა პლანეტის მკვიდრია, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, რომლის მსგავსიც მარტო ჩვენს გალაქტიკაში სამასი მილიარდია. მე არ შემიძლია ამის ატანა და აღარც იმის ძალა შემწევს, ამის შემდეგ კვლავ ვადიდო უფალი.
  • ძალიან კარგი, - თქვა კარიბჭის მცველმა. - ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა წახვიდეთ სხვა ადგილზე...
და აქ ცნობილ ღვთისმეტყველს გამოეღვიძა.
  • ჭეშმარიტად დიდია და საშინელი ეშმას ძალაუფლება ჩვენს სიზმრებზე, - ჩაიბურტყუნა მან და შეიშმუშნა.
 
თარგმანი: სკეპტიკოსი