ქრისტიანული რეპრესიები
ელინების (და სხვა „წარმართების“) წინააღმდეგ (ქრისტიანული ინკვიზიცია მეოთხე
საუკუნიდან დღემდე):
ახ. წ. 150-250 წლებში წარმართმა იმპერატორებმა და მათთან
დაკავშირებულმა რეაქციონერებმა განიზრახეს ახალი რელიგიის შექმნა, რომელიც დასაღუპად
განწირულ რომის იმპერიას დაღუპვისგან იხსნიდა. მათ აიღეს იუდაიზმი, საშინლად დაამახინჯეს
იგი როგორც აწყობდათ, აიღეს აგრეთვე ეგვიპტური, ბაბილონური, ბერძნული, სპარსული, ქანაანური,
ფინიკიური, შუმერული, ასურული და აქადური მითოლოგიიდან ცალკეული ელემენტები, ეს ყველაფერი
ერთმანეთში კარგად აურიეს და საბოლოოდ რაც მიიღეს, ის იყო – ორთოდოქსული ანუ მართლმადიდებლური
იუდეო-ქრისტიანობა.
ახ. წ. – ით 314 წელს
ქრისტიანობის სრული ლეგალიზაციის შემდეგ მყისიერად, ქრისტიანული მართლმადიდებლური
ეკლესია თავს ესხმის წარმართებს: ანკირის საბჭო კრძალავს და ერესად აცხადებს
ქალღმერთი არტემიდას თაყვანისცემას. არტემიდას თაყვანისმცემლებს მთელ იმპერიაში დევნიან
და ხოცავენ. ეს იყო მართლმადიდებლური ფუნდამენტალისტური პლუტოკრატიის დასაწყისი.
ახ. წ – ით 325 წელს რომის ფანატიკოსმა იმპერატორმა
კონსტანტინემ პოლიტიკანურ-მარგინალური განზრახვით ქალაქ ნიკეაში მოიწვია და შეკრიბა
დოგმატიკოს-ბუკვალისტი ანუ მართლმადიდებელი ორთოდოქსი ფანატიკოსები, ორთოდოქსი რელიგიური
იერარქები, რეაქციონერები, თეოკრატები. კონსტანტინემ „ორთოდოქსებთან“ დადო სისხლიანი
ხელშეკრულება, იმპერატორმა მათ პოლიტიკური, ფულადი და სამხედრო დახმარება და მხარდაჭერა
აღუთქვა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა გნოსტიკოსთა
განადგურებაში, ხოლო „ორთოდოქსებმა“ ქედი მოიხარეს იმპერატორის წინაშე და ის ჭეშმარიტ
მეუფედ და ლეგიტიმურ ლიდერად აღიარეს. გნოსტიკური ქრისტიანობა გამოცხადდა „ერესად და
მწვალებლობად“, ხოლო გნოსტიკოსები „ერეტიკოსებად და მწვალებლობად“. დაკანონდა გნოსტიკოსთა
სიკვდილით დასჯა. რომაელმა ჯარისკაცებმა იმპერიის მასთაბით დაიწყეს გნოსტიკოსთა დევნა
და ხოცვა-ჟლეტა. დაიღუპა ათასობით გნოსტიკოსი.
ახ. წ. – ით 326 წელს
იმპერატორი კონსტანტინე რომის იმპერიის ერთადერთ ოფიციალურ რელიგიად აცხადებს
ქრისტიანობას. ის აუქმებს აპოლონის ქურუმთა საძმოს და სიკვდილამდე აწამებს
აპოლონის ქურუმებს. ის აგრეთვე ასახლებს წარმართებს ატოსიდან და ანადგურებს
ადგილობრივ წარმართულ ტაძრებს.
ახ. წ. – ით 326 წელს
მიჰყვება რა საკუთარი დედის ელენას ინსტრუქციებს, ანადგურებს მედიცინის ღმერთის
ასკლეპიოსის ტაძარს კილიკიაში და ქალღმერთი აფროდიტას ტაძრებს იერუსალიმში და ა.შ.
ახ. წ. – ით 330 წელს კონსტანტინე იპარავს ქანდაკებებს და
საგანძურს საბერძნეთის წარმართული ტაძრებიდან, რათა შეამკოს ახალი რომი
(კონსტანტინოპოლი), თავისი იმპერიის ახალი დედაქალაქი.
ახ. წ. – ით 335 წელს
კონსტანტინე ანადგურებს წარმართულ ტაძრებს მცირე აზიასა და პალესტინაში და
ბრძანებს ჯვარს აცვან „წარმართი მაგები და წინასწარმეტყველები“. ნეოპლატონიკოსი
ფილოსოფოსი სოპატროსი წამებით კვდება მართლმადიდებელთა ხელით.
ახ. წ. – ით 337 წელს
საქართველოში შემოდის მართლმადიდებელი ფანატიკოსი პროზელიტი გოგონა – ნინო.
ფანატიკოსი ნინო მარგინალური ხრიკებით აცურებს საქართველოს მეფეს, საქართველოს
მეფე მირიანი ტყუვდება და ხდება ახალი რელიგიის პირველი ქართველი მონა. მეფე
ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად აცხადებს მართლმადიდებლურ ქრისტიანობას. ფანატიკოსი
ნინო მეფის ჯარის აქტიური მხარდაჭერით საჯაროდ ქადაგებს ახალ რელიგიას. ყველა
„წარმართ“ ქართველს ვინც უარს აცხადებს ახალი რელიგიის მიღებაზე, აწამებენ და
ხოცავენ. საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, რომელიც უარს ამბობს ქრისტიანობის მიღებაზე
მასობრივად იჟლიტება და იხოცება მეფის ჯარის მიერ. ნადგურდება „წარმართული“
ტაძრები და კულტურის ძეგლები. ძველი ქართული (იბერიული) „წარმართული“ რელიგიური
ხელნაწერების 99%-ი ნადგურდება ფანატიკოსების მიერ. ქრისტიანი ფანატიკოსები
კრძალავენ ძველ „წარმართულ“ ქართულ (იბერიულ) კალენდარს და მას ანაცვლებენ
ქრისტიანული კალენდრით. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ძველი „წარმართი“
მეფეები (მათ შორის კოლხეთის მითიური მეფე აიეტი, მზის ტიტან ჰელიოსის ძე)
ერეტიკოსებად გამოაცხადა და ანათემას გადასცა. ქრისტიანები აცხადებენ, რომ
ქართველები როგორც ერი შექმნა ფანატიკოსმა ნინომ და რომ მანამდე მთელი საქართველო
ეშმაკებს ეთაყვანებოდა და სულიერ სიბნელეში ცხოვრობდა. ანათემას გადაეცა ყველა
„წარმართული“ ღვთაება, მათ შორის კოლხეთის მითიური მეფე აიეტის მამა და გრძნეული
პრინცესა მედეას ბაბუა – მზის ტიტანი ჰელიოსი. კოლხ მედეას აცხადებენ ეშმაკეულ
ჯადოქრად და ბნელეთის მოციქულად.
ახ. წ. – ით 341 წელს
იმპერატორი კონსტასიუსი, კონსტანტინეს ძე, დევნის „ყველა წინასწარმეტყველსა და
ელინისტს“. ელინებიდან მრავალი ან ციხეშია ან წამებით მოკლული.
ახ. წ. – ით 346 წელს
იწყება წარმართების ახალი მასშტაბური დევნა კონსტანტინოპოლში. ქალაქიდან აგდებენ
ცნობილ ორატორ ლიბანიუსს, რომელსაც ბრალი ედება „მაგიაში“.
ახ. წ. – ით 353 წელს
იმპერატორი კონსტანციუსი ბრძანებს სიკვდილით დაისაჯოს ყველა ადამიანი ვინც
თაყვანსც სცემს წარმართულ ღმერთებს, სწირავს მსხვერპლს და ეთაყვანება „კერპებს“.
ახ. წ. – ით 354 წელს
იმპერატორი კონსტანციუსი გამოსცემს ედიქტს, რომლის მიხედვითაც იხურება ყველა
წარმართული ტაძარი. ზოგიერთი მათგანი შებილწულია და გადაქცეულია ბორდელებად ან
კაზინოებად. წარმართ ქურუმებს ისრებით კლავენ. იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში
პირველად წვავენ ბიბლიოთეკებს. ნადგურდება წარმართული ლიტერატურა.
ახ. წ. – ით 356 წელს
კონსტანციუსის ახალი ედიქტით კანონდება წარმართული ტაძრების მოსპობა და ქურუმების
და „კერპთაყვანისმცემლების“ ცოცხლად გამოფატრვა.
ახ. წ. – ით 357 წელს
ყოველგვარი მკითხაობა და მათ შორის ასტროლოგიაც კანონგარეშედ ცხადდება და მათი
პრაქტიკა სიკვდილით ისჯება.
ახ. წ. – ით 359 წელს სკიტოპოლისში
მართლმადიდებელი ქრისტიანები აშენებენ პირველ სიკვდილის ბანაკებს მთელი იმპერიის
მასშტაბით დაპატიმრებული წარმართების საწამებლად და სიკვდილით დასასჯელად.
ახ. წ. – ით 361 წლიდან
363 წლამდე ხდება რელიგიური ტოლერანტობისა და წარმართული კულტების აღდგენა,
წარმართი იმპერატორის ფლავიუს კლავდიუს იულიანეს მიერ.
ახ. წ. – ით 363 წელს
მართლმადიდებლები კლავენ იულიანე იმპერატორს (26 ივნისს).
ახ. წ. – ით 364 წელს
იმპერატორი ფლავიუს იოანიუსი ბრძანებს ანტიოქიის ბიბლიოთეკის დაწვას. 11
სექტემბერს საიმპერატორი ბრძანებულების თანახმად სიკვდილით სჯიან ყველა წარმართს,
რომლებიც მკითხაობენ და ეთაყვანებიან წინაპართა ღმერთებს. 4 თებერვალს, 9
სექტემბერს და 23 დეკემბერს, ცხადდება სამი ბრძანება, რომელთა თანახმად ხდება
წარმართული ტაძრების ქონების კონფისკაცია და წარმართულ ცერემონიებში მონაწილე
ადამიანების წამება და სიკვდილით დასჯა.
ახ. წ. – ით 365 წელს
საიმპერატორო ბრძანებულება (17 ნოემბერს) უკრძალავს არმიის წარმართ ოფიცრებს
ქრისტიანი ჯარისკაცების მეთაურობას.
ახ. წ. – ით 370 წელს
ქრისტიანი იმპერატორი ვალენტი უკვეთავს მთელ აღმოსავლეთ იმპერიაში წარმართების
მასობრივ დევნას. ანტიოქიაში მრავალ წარმართთა შორის, არიან ექს-გუბერნატორი
ფიდუსტიუსი და მღვდლები ჰილარიუსი და პატრიკიუსი, რომლებიც სიკვდილით ისჯებიან.
აღმოსავლეთ იმპერიის ქალაქთა მოედნებზე დემონსტრაციულად წვავენ წარმართულ წიგნებს.
იულიანე იმპერატორის მეგობრებს დევნიან (ორიბასიუსი, სალიუსტიუსი, პეგასიუსი და
ა.შ.), ფილოსოფოს სიმონიდს ქრისტიანები ცოცხლად მარხავენ, ხოლო ფილოსოფოს მაქსიმეს
თავს კვეთენ.
ახ. წ. – ით 372 წელს ქრისტიანმა
იმპერატორმა ვალენტიმ მცირე აზიის გუბერნატორს უბრძანა გაენადგურებინა ელინები და
მათი სიბრძნის დოკუმენტები.
ახ. წ. – ით 373 წელს
გამოდის მკითხაობის ყველა ფორმის ახალი აკრძალვა. ტერმინი „წარმართი“ (პაგანი,
სოფლის მოსახლეობა) შემოიღეს ქრისტიანებმა, რათა დაემცირებინათ წარმართები.
ახ. წ. – ით 375 წელს
საბერძნეთში, ეპიდავრეში მედიცინის ღმერთის ასკლეპიოსის ტაძარს ხურავენ.
ახ. წ. – ით 380 წელს
ქრისტიანები თავიანთ რელიგიას რომის ექსკლუზიურ რელიგიად აცხადებენ, ფლავიუს
თეოდოსიუსის, ქრისტიანი იმპერატორის ბრძანებით, რომელიც ითხოვს რომ: „ყველა
სხვადასხვა ხალხები, რომლებიც დამოკიდებული არიან ჩვენ მოწყალებაზე და
შებრალებაზე, უნდა გახდნენ ქრისტიანული რელიგიის მიმდევრები, რომელიც რომაელებს
ღვთაებრივმა მოციქულმა პეტრემ მოუტანა“. არაქრისტიანებს ეწოდებათ „გულისამრევები,
ერეტიკოსები, ბრიყვები და ბრმები“. სხვა ბრძანებულებაში თეოდოსიუსი „გიჟებს“
უწოდებს იმათ ვისაც არ სწამს ქრისტიანული ღმერთის და კრძალავს საეკლესიო დოგმებში
ყოველგვარ აზრთა სხვადასხვაობას. ამბროსიუსი, მედიოლანის ეპისკოპოსი იწყებს თავის
მხარეში წარმართული ტაძრების ნგრევას. ქრისტიანი მღვდლები მიუძღვებიან ბრბოს
ელევსინში დემეტრას ტაძრის წინააღმდეგ და ცდილობენ ლინჩის წესით გაასამართლონ
ნესტორიუსის და პრიკუსის იეროფანტები. მთავრდება ელევსინური მისტერიები,
ნესტორიუსის 95 წლის იეროფანტი აცხადებს რომ ფსიქიკური (მშვინვიერი) სიბნელე
დომინირებს ადამიანურ რასაზე.
ახ. წ. – ით 381 წელს 2
მაისს ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუსი სამოქალაქო უფლებებს ართმევს იმ
ქრისტიანებს, რომლებიც უბრუნდებიან წარმართულ რელიგიას. აღმოსავლეთ რომის
იმპერიაში წარმართული ტაძრები და ბიბლიოთეკები ნადგურდება და იძარცვება. 21
დეკემბერს, თეოდოსიუსი კრძალავს ელინების ტაძრების უბრალო მონახულებასაც კი. კონსტანტინოპოლში
ქალღმერთი აფროდიტას ტაძარი გადაქცეულია ბორდელად, ხოლო მზისა და არტემიდას
ტაძრები საჯინიბოებად. თეოდოსიუს პირველის ბრძანებით მანიქევლებს ერთმევათ
სამოქალაქო უფლებები და ქონება. კანონდება მანიქეველი ქრისტიანები საჯაროდ
სიკვდილით დასჯა. ათასობით მანიქეველს მართლმადიდებელი ფანატიკოსები საჯაროდ
აწამებენ და სიკვდილით სჯიან.
ახ. წ. – ით 384 წელს
ქრისტიანი (მართლმადიდებელი) იმპერატორი თეოდოსიუსი პრეტორიის პრეფექტს, მატერნუს
სინეგიუსს, ქრისტიანს, უბრძანებს
ითანამშრომლოს ადგილობრივ ეპისკოპოსებთან და გაანადგუროს წარმართთა ტაძრები
ჩრდილოეთ საბერძნეთში და მცირე აზიაში.
ახ. წ. – ით 385-388
წლებში მატერნუს სინეგიუსს მისი ფანატიკოსი მართლმადიდებელი ცოლი ცოცხლად ატყავებს. ეპისკოპოსი „წმინდა“
მარცელიუსი და მისი ბანდა ანადგურებენ ათასობით წარმართულ ტაძრებს, სალოცავებსა და
საკურთხევლებს. ისინი ანადგურებენ წარმართულ ტაძრებს ედესაში, ზევსის ტაძარს
არამეაში (სირიაში), აპოლონის ტაძარს დიდიმაში. ათასობით უდანაშაულო წარმართი
წამებით კვდება მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიერ მოწყობილ სკიტოპოლისის სიკვდილის
ბანაკებში.
ახ. წ. – ით 386 წელს
ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუსი ანადგურებს წარმართულ ტაძრებს.
ახ. წ. – ით 388 წელს
ქრისტიანი იმპერატორის თეოდოსიუსის მიერ იკრძალება საჯარო საუბრები რელიგიურ
თემატიკაზე. მოხუცი ორატორი ლიბანიუსი თავის ცნობილ ეპისტოლეს „პრო ტემპლის“-ს
უგზავნის თეოდოსიუსს, იმედით რომ ის შეიბრალებს ბერძნულ ტაძრებში დარჩენილ
მცირეოდენ წარმართებს.
ახ. წ. – ით 389-390
წლებში ყველა არაქრისტიანული კალენდარი კანონგარეშედ ცხადდება. ფანატიკოსი
განდეგილების ბრბოებმა უდაბნოებიდან წალეკეს ახლო აღმოსავლეთი და ეგვიპტე, ისინი
ანგრევდნენ ქანდაკებებს, საკურთხევლებს, ბიბლიოთეკებს და წარმართულ ტაძრებს, იმ
დროს წარმართებს ლინჩის წესით ასამართლებდნენ. თეოფილე, ალქესანდრიის პატრიარქი
იწყებს წარმართი ელინების უმძიმეს დევნას, მან დიონისეს ტაძარი გადააკეთა
მართლმადიდებლურ ეკლესიად, ის ანგრევს ზევსის ტაძარს და მის ქურუმებს ბრბოსთან
ერთად ხოცავს ქვებით ჩაქოლვით. ქრისტიანი ბრბო ბილწავს წარმართულ გამოსახულებებს.
ახ. წ. – ით 391 წელს 24 თებერვალს
ქრისტიანი იმპერატორის თეოდოსიუსის ედიქტი კრძალავს არამარტო ვიზიტებს წარმართულ
ტაძრებში, არამედ ქანდაკებების ვანდალიზმზე ყურებასაც. იწყება ახალი უმძიმესი
დევნა იმპერიის მასშტაბით. ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, წარმართები ფილოსოფოს
ოლიმპიუსთან ერთად აწყობენ აჯანყებას და ქუჩური გარჩევების შემდეგ, საბოლოოდ
იკეტებიან ღმერთი სერაპისის (Serapeion) გამაგრებულ ტაძარში.
ძლიერი და აგრესიული შტურმის შემდეგ ქრისტიანები იკავებენ შენობას, ანგრევენ მას,
წვავენ სახელგანთქმულ ბიბლიოთეკას და ბილწავენ საკულტო გამოსახულებებს.
ახ. წ. – ით 392 წელს 8
ნოემბერს ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუსი კრძალავს ყველა არაქრისტიანულ
ცერემონიას და მათ უწოდებს „წარმართთა ცრურწმენებს“ ("gentilicia
superstitio"). წარმართთა ახალი მასშტაბური დევნა. თრაკიის მისტერიები სრულდება და ქურუმები
კვდებიან წამებით. კვიპროსში ადგილობრივი ეპისკოპოსები, „წმინდა“ ეპიფანე და
ტიხონი ანადგურებენ თითქმის ყველა წარმართულ ტაძარს და ხოცავენ ათასობით
წარმართს. ქალღმერთი აფროდიტას
ადგილობრივი მისტერიები მთავრდებიან. თეოდოსიუსი ბრძანებულებაში აცხადებს: „ისინი
ვინც არ დაემორჩილებიან მამა ეპიფანეს, არ აქვთ უფლება გააგრძელონ ცხოვრება
კუნძულზე“. წარმართები აწყობენ აჯანყებას იმპერატორის წინააღმდეგ პეტრაში,
აეროპოლისში, რაფიაში, ღაზაში, ბაალბეკში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში.
ახ. წ. – ით 393 წელს
პითიური, აკტიური და ოლიმპიური თამაშები ცხადდება კანონგარეშედ.
ახ. წ. – ით 395 წელს ორი
ახალი ედიქტი 22 ივლისსა და 7 აგვისტოს იწვევს წარმართთა წინააღმდეგ ახალ
რეპრესიებს. რუფინი, იმპერატორ ფლავიუს არკადიუსის საჭურისი პრემიერ-მინისტრი
მონათლული გოთების ურდოებს (ალარიხის თაოსნობით) აგზავნის ელინების ქვეყანაში.
ქრისტიანი ფანატიკოსები (მრევლი და ბერები) წვავენ მრავალ ქალაქს: დიონს, დელფოს,
მეგარას, კორინთოს, ფენეოსს, არგოსს, ნემეას, ლოკოსოურას, სპარტას, მესენას,
ფიგელეიას, ოლიმპიას და ა.შ. ქრისტიანი ბრბო წვავს წარმართულ ტაძრებს და ხოცავს
ელინებს. ქრისტიანი ფანატიკოსები წვავენ ელევსინურ ტაძარს, შიგ მყოფ ქურუმებთან
ერთად (მათ შორის მითრას იეროფანტ ჰილარიუს).
ახ. წ. – ით 396 წელს 7 დეკემბერს ქრისტიანი იმპერატორის
არკადიუსის ედიქტით წარმართობა განიხილება როგორც სახელმწიფოს ღალატი. ცოცხლად
გადარჩენილ წარმართ ქურუმებს სამუდამო პატიმრობას უსჯიან.
ახ. წ. – ით 397 წელს ქრისტიანი
იმპერატორი ფლავიუს არკადიუსი ბრძანებს დაანგრიონ ჯერ კიდევ დარჩენილი წარმართული
ტაძრები.
ახ. წ. – ით 398 წელს
კართაგენის მეოთხე „საეკლესიო“ კრება უკრძალავს ყველას, მათ შორის თავის
ეპისკოპოსებსაც წარმართული წიგნების კითხვას. პორფირიუსი, ღაზას ეპისკოპოსი
ანგრევს თითქმის ყველა წარმართულ ტაძრებს თავის ქალაქში (ცხრა მათგანის
გამოკლებით).
ახ. წ. – ით 399 წელს ახალი ბრძანებით
13 ივლისს იმპერატორი ფლავიუს არკადიუსის ბრძანებით ანადგურებენ სოფლებში მდებარე
წარმართულ ტაძრებს.
ახ. წ. – ით 400 წელს
ეპისკოპოსი ნიკიტა ანადგურებს ღმერთ დიონისეს ტაძრებს ვესაიში და ძალდატანებით
ნათლავს თავისი მხარის ყველა წარმართს.
ახ. წ. – ით 401 წელს
კართაგენის ქრისტიანი ბრბო ლინჩის წესით ასამართლებს წარმართებს და ანგრევს
ტაძრებს და „კერპებს“. ღაზაში აგრეთვე ადგილობრივი ეპისკოპოსი „წმინდა“ პორფირიუსი
აგზავნის თავის მომხრეებს ლინჩის წესით გაასამართლონ წარმართები და
გაანადგურონ ელინური ტაძრები. ქალკედონის
მეთხუთმეტე საბჭო იმ ქრისტიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა აქვთ
წარმართებთან, უცხადებს, რომ თვით სიკვდილის შემდეგაც კი ეკლესიიდან განიკვეთებიან
და ანათემას გადაეცემიან.
ახ. წ. – ით 405 წელს
იოანე ოქროპირი ნაცრისფერებში მოსილ თავის ბერებს კომბლებით და რკინის წკეპლებით
შეიარაღებულებს უბრძანებს გაანადგურონ „კერპები“ მთელი პალესტინის მასშტაბით.
ახ. წ. – ით 406 იოანე
ოქროპირი მდიდარი ქრისტიანი ქალებისგან აგროვებს ფინანსებს რათა ფინასურად
უზრუნველყოს ელინური ტაძრების მასობრივი ნგრევა. ეფესოში ის ბრძანებს ქალღმერთი
არტემიდას ცნობილი ტაძრის განადგურებას. სალამინში, კვიპროსში „წმინდა“ ეპიფანე და
ევტიხი აგრძელებენ წარმართების დევნას და მათი ტაძრებისა და სალოცავების სრულ
ნგრევას.
ახ. წ. – ით 407 წელს
ახალი ედიქტი კიდევ ერთხელ კრძალავს არაქრისტიანული თაყვანისცემის ყველა ფორმას.
ახ. წ. – ით 408 წელს
დასავლეთი რომის იმპერატორი ჰონორიუსი და აღმოსავლეთი რომის იმპერატორი არკადიუსი
ბრძანებენ, რომ წარმართული ტაძრების სკულპტურები ან უნდა განადგურდნენ ან უნდა
მოხდეს მათი კონფისკაცია. წარმართული სკულპტურების კერძო საკუთრებაში ფლობა
კანონგარეშედ ცხადდება. ადგილობრივი ეპისკოპოსები დევნიან წარმართებს.
მოსამართლეებს, რომლებიც ავლენენ სიბრალულს წარმართების მიმართ აგრეთვე დევნიან.
ახ. წ. – ით 409 წელს კიდევ ერთი
ედიქტით, ხელახლა, ასტროლოგია და მკითხაობის ყველა სხვა ფორმა კანონგარეშედ
ცხადდება და სიკვდილით ისჯება.
ახ. წ. – ით 415 წელს
ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, ქრისტიანთა ბრბო ეპისკოპოს კირილესთან ერთად თავს
ესხმის იუდეველებს, ხოცავს მათ და წამებით კლავს ფილოსოფოს და ასტრონომ ქალ
ჰეპათიას. მისი სხეულის ნაწილებს საჯაროდ აჩვენებენ ბრბოს ალექსანდრიის ქუჩებში და
საბოლოოდ წვავენ მის წიგნებთან ერთად ადგილას, რომელსაც ერქვა სუნარონი. 30
აგვისტოს იწყება ახალი რეპრესიები ჩრდილოეთი აფრიკის ყველა წარმართი ქურუმის
წინააღმდეგ, რომლებსაც ან ჯვარს აცვამენ ან ცოცხლად წვავენ.
ახ. წ. – ით 416 წელს
ინკვიზიტორი იპათიუსი, იგივე „ღვთის მახვილი“, ხოცავს უკანასკნელ წარმართებს.
კონსტანტინოპოლში 7 დეკემბერს არაქრისტიანი ოფიცრები, სახელმწიფო მსახურები და
მოსამართლეები ქრისტიანთა ხელით კვდებიან.
ახ. წ. – ით 423 წელს იმპერატორი
თეოდოსიუს მეორე 8 ივნისს აცხადებს, რომ წარმართების რელიგია სხვა არაფერია თუ არა
„დემონთა თაყვანისცემა“ და ბრძანებს ყველა წარმართი, ვინც ეთაყვანება ელინურ და
სხვა ღმერთებს იყოს დაპატიმრებული და წამებული.
ახ. წ. – ით 429 წელს
ქალღმერთი ათენას ტაძარი აკროპოლში უქმდება, ათენის წარმართებს დევნიან.
ახ. წ. – ით 435 წელს 14
ნოემბერს თეოდოსიუს მეორის ბრძანებით სიკვდილით სჯიან „წარმართებს“ და
„ერეტიკოსებს“.
ახ. წ. – ით 438 წელს თეოდოსიუს მეორე გამოსცემს ახალ
ედიქტს, სადაც იგი, ცოტა ხნის წინ მომხდარი ჭირის ეპიდემიის მიზეზად აცხადებს
წარმართების „კერპთაყვანისმცემლობას“.
ახ. წ. – ით 440 წლიდან 450
წლამდე პერიოდში ქრისტიანთა ბრბო ანადგურებს წარმართულ ტაძრებს, ობელისკებს,
საკურთხევლებს და სამსხვერპლოებს ათენში, ოლიმპოში და სხვა ბერძნულ ქალაქებში.
ახ. წ. – ით 448 წელს თეოდოსიუს მეორე
ბრძანებს რომ ყველა არაქრისტიანული წიგნი კოცონზე დაიწვას.
ახ. წ. – ით 450 წელს
აფროდისიასის (ქალღმერთ აფროდიტას ქალაქის) ყველა ტაძარი ნადგურდება ქრისტიანთა
ბრბოს მიერ, მის ბიბლიოთეკას წვავენ. ქალაქს გადაარქვეს სახელი და დაარქვეს
სტაუროპოლისი (ჯვრის ქალაქი).
ახ. წ. – ით 451 წელს
ქრისტიანი იმპერატორი თეოდოსიუს მეორე 4 ნოემბერს ახალი ედიქტით ხაზს უსვამს, რომ
„კერპთაყვანისმცემლობა“ სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
ახ. წ. – ით 457 წლიდან
491 წლამდე ხდება წარმართების სპორადიკული დევნა აღმოსავლეთ იმპერიაში. ამასთან
ექიმი იაკობი და ფილოსოფოსი ჰესიუსი წამებით კვდებიან ქრისტიანთა ხელით. სევერიანუსი,
ჰერესტიოსი, ზოსიმა, ისიდორე და სხვები წამებით კვდებიან. პროზელიტი კონონი და
მისი მიმდევრები ანადგურებენ უკანასკნელ
წარმართებს კუნძულ იმბროსზე. ზევსის უკანასკნელ თაყვანისმცემლებს კვიპროსზე
ანადგურებენ.
ახ. წ. – ით 482-488
წლებში მცირე აზიის წარმართთა უმეტესობას ქრისტიანები ხოცავენ, იმპერატორისა და
ეკლესიის წინააღმდეგ თავგანწირული აჯანყების შემდეგ.
ახ. წ. – ით 486 წლებში
ეგვიპტეში ქრისტიანები პოულობენ „იატაკქვეშა“ წარმართ ქურუმებს და წამებით
ხოცავენ.
ახ. წ. – ით 515 წელს
ნათლობა ხდება სავალდებულო, თვით იმათთვისაც კი, ვინც ამბობს რომ უკვე ქრისტიანია.
იმპერატორი ანასტასიუსი ბრძანებს წარმართების სიკვდილით დასჯას არაბეთის ქალაქ
ზოარაში და ადგილობრივი ღმერთის თეანდრიტესის ტაძრის განადგურებას.
ახ. წ. – ით 528 წელს
ქრისტიანი იმპერატორი იუსტინიანე კრძალავს ანტიოქიაში „ალტერნატიულ“ ოლიმპიურ
თამაშებს. ის აგრეთვე ბრძანებს ცეცხლით, ჯვარცმით, ველური მხეცების მიერ ცოცხლად
გაგლეჯით და რკინის ლურმნებით დაჭრით სიკვდილით დასჯას, იმ ადამიანებისა, რომლებიც
პრაქტიკაში ახორციელებენ „ჯადოქრობას, მკითხაობას, მაგიას და კერპთაყვანისმცემლობას“
და კრძალავს წარმართულ ფილოსოფიას.
ახ. წ. – ით 529 წელს
ქრისტიანი იმპერატორი იუსტინიანე აუქმებს ათენის ფილოსოფიის აკადემიას, ხოლო მის
ქონებას უკეთებს კონფისკაციას და მთელ საგანძურს გადასცემს მართლმადიდებლურ
ეკლესიას.
ახ. წ. – ით 532 წელს მართლმადიდებელი
ინკვიზიტორი იოანის აზიაკუსი, ფანატიკოსი ბერი, უძღვება ჯვაროსნულ ლაშქრობას მცირე
აზიის წარმართების წინააღმდეგ.
ახ. წ. –ით 542 წელს ქრისტიანი იმპერატორი იუსტინიანე აძლევს უფლებას
ინკვიზიტორ იოანისს „მონათლოს“ და „გარდაქმნას“ ფრიგიის, კარიის და ლიდიის
წარმართები. ამ 35 წლიანი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს 99 ქრისტიანული ეკლესია და 12 მონასტერი შენდება დანგრეული
წარმართული ტაძრების და სამსხვერპლოების ადგილას.
ახ. წ. – ით 546 წელს
ასობით წარმართს ხოცავენ, ინკვიზიტორი იოანისის ინიციატივით.
ახ. წ. – ით 556 წელს
ქრისტიანი იმპერატორი იუსტინიანე აგზავნის ინკვიზიტორ ამანტიუსს წავიდეს
ანტიოქიაში, რათა იპოვოს, დააპატიმროს და წამებით დახოცოს უკანასკნელი წარმართები
და ცეცხლში გაანადგუროს ყველა კერძო წარმართული ბიბლიოთეკა.
ახ. წ. – ით 562 წელს
ხდება წარმართების მასობრივი დაპატიმრებები და წამებით ხოცვა ათენში, ანტიოქიაში,
პალმირაში და კონსტანტინოპოლში.
ახ. წ. – ით 578-582
წლებში აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ხდება წარმართების მასობრივი ჯვარცმა და
ჰელიოპოლისის უკანასკნელი წარმართების განადგურება.
ახ. წ. – ით 580 წელს
ქრისტიანი ინკვიზიტორები ანადგურებენ ზევსის საიდუმლო ტაძარს ანტიოქიაში. ქურუმი
ახორციელებს თვითმკვლელობას, ხოლო სხვა წარმართები დაპატიმრებული არიან.
დაპატიმრებულებს, მათ შორის ვიცე-გუბერნატორ ანატოლიუსს აწამებენ და აგზავნიან კონსტანტინოპოლში რათა
წარდგენ სასამართლოს წინაშე. მათ სიკვდილს უსჯიან და ლომებს უგდებენ, მაგრამ
ველური მხეცები მათ არ ეკარებიან და საბოლოოდ მათ ჯვარს აცვამენ. მათ გვამებს
საჯაროდ დემონსტრაციულად აჩვენებენ ქრისტიან ბრბოს, ხოლო შემდეგ დამარხვის გარეშე
ქალაქის სანაგვეში აგდებენ.
ახ. წ. – ით 583 წელს
ქრისტიანი იმპერატორი მავრიკიუსი იწყებს ელინების დევნის ახალ ტალღას.
ახ. წ. – ით 590 წელს
აღმოსავლეთ რომში ქრისტიანები „ხსნიან“ წარმართულ შეთქმულებებს. წარმართებს თავს
ატყდებათ წამებისა და სიკვდილით დასჯის ახალი ტალღა.
ახ. წ. – ით 591 წელს მართლმადიდებელმა ფანატიკოსებმა
და შოვინისტებმა შეთხზეს დოგმატი, რომლის თანახმადაც თითქოსდა მარიამ მაგდალინელი
(იესო ქრისტეს ცოლი) იყო მეძავი, მაგრამ ეს სიცრუეა.
ახ. წ. – ით 804 წელს
ლაკონიის წარმართები აწყობენ აჯანყებას კონსტანტინოლის პატრიარქის ტარასიუსის და
მისი მიმდევრების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ მათი ძალდატანებით „გაქრისტიანება“.
ახ. წ. – ით 950-988
წლებში სომეხი „წმინდანი“ ნიკონი ძალით, სიკვდილის მუქარით „აქრისტიანებს“
ლაკონიის წარმართებს.
ახ. წ. – ით 979 წელს
კიევის რუსეთში იჭრებიან ბიზანტიელი მართლმადიდებელი მისიონერები ანუ პროზელიტები.
კიევის რუსეთის მთავარი ვლადიმირი პოლიტიკანურ-მარგინალური მიზნებით იღებს
მართლმადიდებლურ ქრისტიანობას. გაქრისტიანებული მთავარი ვლადიმირის ბრძანებით,
ჯარისკაცები წარმართ სლავებს იარაღის მუქარით, ყინულოვან ცივ მდინარეებში
ერეკებიან, სადაც მათ ბიზანტიელი მისიონერები ძალდატანებით ნათლავენ. ვლადიმირის
ჯარისკაცები ანადგურებენ წარმართულ ტაძრებს და ობელისკებს. ბიზანტიელმა
პროზელიტებმა ძველი სლავური რუნიკული დამწერლობა ჩაანაცვლეს თავიანთ მიერ შეთხზული
ახლებური „კირილიცას“ ანბანით. წარმართ სლავებს, რომლებიც უარს აცხადებენ ახალი
რელიგიის მიღებაზე, ვლადიმირის ჯარისკაცები და ბიზანტიელი ინკვიზიტორები აწამებენ
და ხოცავენ. ნადგურდება რუსეთის
მოსახლეობის ერთი მესამედი.
ახ. წ. – ით 1722 წელს
წარმართი სლავები და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ.
„სტაროობრიადცები“ აწყობენ აჯანყებას, მაგრამ მარცხდებიან. მართლმადიდებელი ინკვიზიტორები აჯანყებულებს
ტაძრებში ამწყვდევენ, კარებს უხერგავენ და ცოცხლად წვავენ.
ახ. წ. – ით 2013 წლის 17
მაისს საქართველოში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე არასამთავრობო
ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები აწყობენ აქციას ჰომოფობიის
წინააღმდეგ. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მრევლს შთააგონებს
ტერორისტულ-ექსტრემისტულ იდეებს და მორწმუნე ფანატიკოსთა 40 000-იანი გაავებული ბრბო თავს ესხმის აქციის 40 მონაწილეს.
p.s. ქრისტიანული მეზოფობია,
ქსენოფობია, ჰომოფობია და რასიზმი 1864 წლისაა. თანამედროვე ეპოქა არის
ქრისტიანული კაკაფონიის, დეზინფორმაციის და ბრმა რწმენის აპოთეოზის ეპოქა.
Комментариев нет:
Отправить комментарий