ფანატიკოსი
მორწმუნეები ხშირად განრისხებულები მეუბნებიან: შე აღვირახსნილო ათეისტო რატომ არ გიყვარს
და არ გწამს მართლმადიდებლური დედაეკლესია? რატომ არ გიყვარს და არ გწამს ქრისტიანული
მამაღმერთი?
პირადად
მე ძალიან მაინტერესებს, რას გულისხმობენ ისინი? რომელი ეკლესია უნდა მიყვარდეს და მწამდეს? ის ეკლესია,
რომელიც საუკუნეების მანძილზე ხოცავდა და ფიზიკურად ანადგურებდა განსხვავებულად მოაზროვნე
თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც მის დოგმატებს არ ემორჩილებოდნენ და არ სურდათ ყოფილიყვნენ
მართლმადიდებელი ქრისტიანები? რომელი „ღმერთი“ უნდა მიყვარდეს და მწამდეს? „ღმერთი“
რომელიც უკანასკნელი 4000 წელი ხოცავდა და ფიზიკურად ანადგურებდა უდანაშაულო, განსხვავებული
მრწამსის მქონე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც უარს აცხადებდნენ მის ერთადერთ
ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებაზე და არ ეთაყვანებოდნენ?
მე
მგონი პასუხი ცხადია...
თუ
ჩემი არ გჯერათ წაიკითხეთ ბიბლია!
Комментариев нет:
Отправить комментарий