სოფონია წინასწარმეტყველი
„ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, ამბობს უფალი.“ (სოფონია 1-2)
„ავხვეტავ
კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი.“ (სოფონია 1-3)
15. რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე,“
(სოფონია 1-15)
17. ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს; მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით - მათი ხორცი.“
(სოფონია 1-17)
18. ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი
შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.“
(სოფონია 1-18)
5. ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები.“ (სოფონია 2-5)
6. გადაიქცევა ზღვისპირეთი საძოვრებად, მწყემსთა ბინებად და ცხვრის სადგომებად.“ (სოფონია 2-6)
7. იუდას სახლის ნატამალს ერგება ეს მხარე. იქ დაიწყებენ ძოვას, აშკელონის სახლებში წამოწვებიან საღამოჟამს, რადგან მოხედავს მათ უფალი და ტყვეობიდან დააბრუნებს.“ (სოფონია
2-7)
8. მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან.“
(სოფონია 2-8)
9. ამიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები - გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს
უკუნისამდე. ჩემი ერის ნატამალი გაძარცვავს მათ და ჩემი ხალხის დანაშთენი დაიმკვიდრებს მათ.“
(სოფონია 2-9)
10. ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს.“ (სოფონია 2-10)
11. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.“ (სოფონია 2-11)
12. თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით.“
(სოფონია 2-12)
13. გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით.“
(სოფონია 2-13)
6. გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარავინა მცხოვრები.“ (სოფონია 3-6)
7. ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე შეგონება-მეთქი; და არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითდ
რყვნიდნენ თავიანთ ზნეს.“ (სოფონია 3-7)
8. ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა.“
(სოფონია 3-8)
მალაქია წინასწარმეტყველი
2. თუ არ გაიგონებთ და გულში არ ჩაიდებთ მას, რომ პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოვავლენ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდევთ გულში.“
(მალაქია 2-2)
3. აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზე დაგაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას.“ (მალაქია 2-3)
ესაია წინასწარმეტყველი
4. ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა,
ზურგი შეუქცევიათ!“
(ესაია 1-4)
5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.“ (ესაია 1-5)
6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული,
დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.“ (ესაია
1-6)
7. მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ.“
(ესაია 1-7)
8. დარჩა სიონის ასული, როგორც ქოხი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.“
(ესაია 1-8)
19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;“ (ესაია 1-19)
20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.“ (ესაია
1-20)
17. დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს.“
(ესაია 2-17)
18. და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება.“ (ესაია 2-18)
19. შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს
და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.“
(ესაია 2-19)
20. იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა.“
(ესაია 2-20)
21. რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.“
(ესაია 2-21)
22. ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?“ (ესაია 2-22)
7. ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.“
(ესაია 45-7)
3. მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას
და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი.“
(ესაია 63-3)
4. რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია.“ (ესაია 63-4)
5. მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე.“
(ესაია 63-5)
6. დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი.“
(ესაია 63-6)
ნაუმ წინასწარმეტყველი
2. ეჭვიანი
და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.“ (ნაუმი 1-2)
პირველი მეფეთა
თავი მეთხუთმეტე
1. უთხრა სამუელმა საულს: უფალმა გამომგზავნა, რომ მეცხე ისრაელის, ჩემი ერის, მეფედ. ახლა ისმინე უფლის სიტყვები.“ (პირველი
მეფეთა
15-1)
2. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მე მახსოვს, როგორ ექცეოდა ისრაელს ყამალეკი, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს.“ (პირველი
მეფეთა
15-2)
3. ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.“ (პირველი მეფეთა
15-3)
4. შეჰყარა საულმა ხალხი და დათვალა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდაელი.“ (პირველი
მეფეთა
15-4)
5. მოადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.“
(პირველი მეფეთა 15-5)
6. უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენ არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა. განუდგნენ კენიელები ყამალეკს.“ (პირველი მეფეთა
15-6)
7. შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის.“
(პირველი მეფეთა 15-7)
8. ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურა.“ (პირველი მეფეთა
15-8)
გამოსვლა
26. ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან
ლევიანები.“ (გამოსვლა 32-26)
27. უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.“ (გამოსვლა 32-27)
28. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.“ (გამოსვლა 32-28)
Комментариев нет:
Отправить комментарий