вторник, 31 марта 2020 г.

დანტე - ღვთაებრივი კომედია


ეს არის შუა საუკუნეების თეოლოგიური თვალთახედვით აღქმული სულის სამი მდგომარეობა: ყოფნა, განწმენდა, და განახლება, რომელთაც შეესატყვისება სამი სამყარო: ჯოჯოხეთი, სალხინებელი, და სამოთხე. საინტერესოა, თავად დანტე როგორ განმარტავს კომედიას: „კომედია ერთგვარი სახეობაა პოეტური თხრობისა, რომელიც სხვა დანარჩენთაგან განსხვავებულია. ტრაგედიისგან იგი განხვავდება მასალითაც, სადაც ტრაგედია დასაწყისში გაოცების მომგვრელია და წყნარი, ხოლო დასასრულში მწუხარების მომგვრელი და საშინელი; ხოლო კომედია ძრწოლის მომგვრელი ამბით იწყება და სვებედნიერად თავდება. ტრაგედიას პათეტიკური ტონი აქვს, ხოლო კომედიას — დაბალი და უპრეტენზიო. აქედან ნათელია, თუ რად ეწოდება ამ ქმნილებას კომედია, რადგან თუ ჩვენ თვით მასალას დავაკვირდებით, დასაწყისში იგი საშინელია და ძრწოლის მომგვრელი, სახელდობრ ჯოჯოხეთში, დასასრულში კი საამური, ლხენის მომგვრელი, სახელდობრ სამოთხეში. თუ ტონს, მეტყველებისას დავაკვირდებით, იგი მოკრძალებულია და დაბალი. აქ ნახმარია ენა ხალხური, როგორითაც დედაკაცები ბაზარზე ესიტყვებიან ხოლმე ერთმანეთს“.

“ღვთაებრივი კომედია” მეტისმეტად სიმეტრიულად არის აგებული.იგი იყოფა 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი 33 სიმღერისგან (ლექსისაგან) შედგება და თითოეული მთავრდება სიტყვით Stelle, იგივე ვარსკვლავები. ამრიგად ვიღებთ 99 ლექსს, რომელნიც შესავალ ლექსთან ერთად ჯამურ 100 ლექსს ქმნის. პოემა დაწერილია სამხაზოვანი ტერცინებით (იგივე სტროფები). რიცხვებისადმი ამდაგვარი მიდრეკილება შესაძლოა დანტეს მიერ მათთვის მისტიკურობის მინიჭებით აიხსნას: რიცხვი 3 ქრისტიანული იდეის – სამების გამოხატულება, 33 იესო ქრისტეს მიწაზე ყოფნის წელთა რაოდენობა და ა.შ.

Комментариев нет:

Отправить комментарий