(თეისტური რელიგიების პოზიციიდან)
ინდოელი ბუდისტი ბერის და მთარგმნელის, კუმარაჯივას თქმით (რომელიც ცხოვრობდა IV-V-ე საუკუნეებში), ნაგარჯუნა დაიბადა ბრაჰმანის (მღვდლის) ოჯახში სამხრეთ ინდოეთში და გაიარა სრული კურსი ბრაჰმანული განათლებისა და შემდეგ მიიღო ბუდიზმი თავად და მოაქცია ბუდიზმზე ადგილობრივი მეფეც; ჩინელი ბუდისტი ბერის და ფილოსოფოსის სიუანცზანის თქმით (ცხოვრობდა VII-ე საუკუნეში), ნაგარჯუნას საქმიანობის სფერო ძირითადად იყო ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი.
ბუდოლოგი ევგენი ტორჩინოვი, ეყრდნობოდა რა ტიბეტურ და ჩინურ ბუდისტურ წყაროებს, გვაწვდის შემდეგ ბიოგრაფიულ მონაცემებს:
ახალგაზრდობაში ის (ნაგარჯუნა) იყო ინდუისტი იოგის მოწაფე, რომელმაც ასწავლა ნაგარჯუნას და მის მეგობრებს, როგორ გამხდარიყვნენ უხილავები. ახალგაზრდა ბიჭებმა გამოიყენეს ეს უნარი ძალიან ბრიყვულად: მათ დაიწყეს შესვლა სამეფო ჰარამხანაში და ქალებთან ერთად გართობა. თუმცა, მეფე მალე მიხვდა, თუ რა ხდებოდა და დაიჭირეს ყველა უხილავი, ნაგარჯუნას გარდა. მათი გართობა ჰარამხანაში დასრულდა სახრჩობელაზე და ნაგარჯუნა იმდენად შოკირებული იყო იმით, რომ მისმა მეგობრებმა ხორციელი სიამოვნებების გამო ასეთ საფრთხეში ჩაიგდეს თავი, რომ მაშინვე გახდა ბუდისტი ბერი, წავიდა ცნობილ ნალანდას მონასტერში. მისი ინტენსიური აზროვნების შედეგი იყო ხედვა, რომელიც ნაგარჯუნის ფილოსოფიური სწავლების ბუნებას განსაზღვრავს. მან დაინახა ობელისკი გარშემორტყმული ბუდებით და ბოდჰისატვებით. ნაგარჯუნამ გახსნა ობელისკი და დაინახა კიდევ ერთი, ისევე, როგორც ეს შიგნით. შემდეგ მან გადაწყვიტა ეპოვა პირველი, ორიგინალური, თავდაპირველი. მან გახსნა მეორე და დაინახა მესამე შიგნით, მეოთხე მასში, და ასე შემდეგ უსასრულოდ და მაშინ ნაგარჯუნა მიხვდა, რომ არ არსებობს პირველი ობელისკი, სხვა სიტყვებით, არ არსებობს პირველი ნივთიერება, არ შეიძლება არსებობდეს პირველი საფუძველი ყოფიერებისა, პირველდასაბამი. ამის გაგებამ ის გახადა იმის ღირსად რომ შეეძინა პრაჯნია-პარამიტა-სუტრა, ტრანსცენდენტული სიბრძნე რომელიც დამალა ხუთასი წლით ადრე ბუდა შაკიამუნიმ გველებთან (ნაგებთან). ნაგარჯუნა ჩავიდა წყალქვეშა სასახლეში ნაგა მეფესთან და იქ იპოვა სუტრა, მედიტაციის დახმარებით მან განავითარა ფილოსოფიური სისტემა (ან შესაძლოა "ანტი-სისტემა"). ნაგარჯუნა იყო წინამძღვარი ნალანდას მონასტრისა და აკადემიისა მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ მისი სიბერის ჟამს იგი დაბრუნდა თავის მშობლიურ ადგილას, სადაც იგი მიიწვია შემდეგ იმჟამინდელმა მეფემ, რომელიც იმედოვნებდა, რომ ნაგარჯუნა გახდებოდა მისი გურუ, სულიერი მენტორი. ნაგარჯუნა დათანხმდა და მეფემ ააშენა ახალი მონასტერი მისთვის, რომელსაც მოგვიანებით უწოდა ნაგარჯუნაკონდა (მისი ნანგრევები შემორჩენილია ჩვენს დროში).
გამოყენება უარყოფითი დიალექტიკისა არსებულისა მადჰიამაკას ფილოსოფიაში ასოცირდება იდეებთან, რომლებიც არიან გადმოცემულნი ნაგარჯუნას ცნობილ ათეისტურ ტრაქტატში ("იმის შესახებ, რომ ვიშნუ ვერ შექმნიდა სამყაროს..."), რომელიც თარგმნილია რუსულ ენაზე ფ. შერბატსკის მიერ. ამ ტრაქტატში ნაგარჯუნა წარმოადგენს კრეაციონიზმის საწინააღმდეგო შემდეგ არგუმენტებს. უპირველეს ყოვლისა, თეისტები ამბობენ, რომ რადგანაც სამყაროში ყველაფერს აქვს მიზეზი, სამყაროსაც როგორც მთელს უნდა ჰქონდეს მიზეზი და ეს მიზეზი არის ღმერთი. თუმცა, ამ შემთხვევაში, ღმერთსაც უნდა ჰქონდეს პირველმიზეზი, მას უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი და ასე უსასრულოდ. არ არის ნათელი, თუ რატომ უნდა სრულდებოდეს ჯაჭვი მიზეზ-შედეგობრიობისა ღმერთთან. მეორეც, ყველა ქმედება გულისხმობს გარკვეულ მიზანი და არსებობა ასეთი მიზნისა -არასრულყოფილებას იმისა, ვინც მოქმედებს. თუ ღმერთი ქმნის სამყაროს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება რაიმე მიზეზით, მას აკლია რაღაც და შესაბამისად, ის არ არის სრულყოფილი და თვითკმარი, რაც ეწინააღმდეგება ღვთის იდეას. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ღმერთი არ ქმნის მსოფლიოს, ან ის არ არის სრულყოფილი, ანუ ის არ არის ღმერთი თეისტური თვალსაზრისით. თუ ღმერთი ქმნის სამყაროს მოტივის ან მიზნის გარეშე, მაშინ ის არის პატარა, უმწეო და გულუბრყვილო ბავშვი, რომელსაც არ ესმის, რას აკეთებს და ეს ასევე შეუთავსებელია ღვთის კონცეფციასთან. და ბოლოს, შექმნის იდეა თავისთავად იძულებით წინააღმდეგობრივია: თუ არ არსებობს სამყარო, მაშინ ის ვერც გაჩნდებოდა, რადგან არ-არსებობიდან არ ჩნდება არსებობა, ხოლო არაფრიდან რაღაცა.
კომენტარი: #01 ნაგარჯუნა როგორც ჩანს ცნობილი ათეისტების; მარქსის და ნიცშეს მსგავსად იყო მღვდლის (ღვთისმსახურის) შვილი და სხვა ათეისტების მსგავსად უარყო შემოქმედი უფალი, სულის არსებობის რწმენა და დაიწყო ნირიშვარავადას (ანტი-თეიზმის) და ანატმავადას (ნიჰილიზმის) ქადაგება. როგორც გაჩვენა სიტუაციამ, ბრაჰმანული განათლების სრული კურსი არ აღმოჩნდა საკმარისი, ნაგარჯუნა ძალიან იოლად გადავიდა არაორთოდოქსულ (ერეტიკულ) რელიგიურ-ფილოსოფიურ (ათეისტურ) სისტემაში, სადაც ქადაგებენ, რომ შემოქმედი უფალი (დემიურგი) და სული (ატმანი, პნევმა) არ არსებობს. გახდა მეტაფიზიკური ათეისტური ნიჰილიზმის ადეპტი, ის (ნაგარჯუნა) აღიარეს ერთ-ერთი უდიდეს ბუდისტ "ბრძენად" და "წმინდანად", რაც არცაა გასაკვირი. ნაგარჯუნა გახდა დიდი გურუ იმ ხალხისთვის, რომლებსაც დემონური ფსიქოლოგიის გამო არ შეეძლოთ უფლის (იშვარას) მიღება გულში, მათთვის შეიქმნა ალტერნატიული ფსევდო-რელიგიური მეტაფიზიკური ათეისტური სისტემა. ნაგარჯუნა უაღრესად საინტერესო პერსონაჟია თეისტური რელიგიების პოზიციიდან. #02 ნაგარჯუნას უფლის (იშვარას) უარყოფისკენ, როგორც ჩანს უბიძგა ერთი შეხედვით პრიმიტიულმა წვრილმანმა, რაც საერთოდ არაფერს ნიშნავს ღრმად მორწმუნე თეისტისთვის, ბევრს გაუკვირდება ნაგარჯუნას რეაქცია, მისი ზედაპირული რწმენა თვალის დახამხამებაში დაინგრა. ნაგარჯუნას მეგობრები, რომლებიც იოგის მოწაფეები იყვნენ სიკვდილით დასაჯა ადგილობრივმა რაჯამ (მეფემ) რადგანაც ისინი იოგისგან ნასწავლ უხილავობის ტექნიკას, მაგიას, იყენებდნენ იმისათვის რათა მეფის ჰარემის (ჰარამჰანის) ქალებთან სექსით ესიამოვნათ. ცხადია რაჯამ ყველაფერი შეიტყო და დასაჯა ბრიყვი ახალგაზრდები. ნაგარჯუნა შეძრა მეგობრების სიბრიყვემ და "ლოგიკურად" დაასკვნა, რომ შემოქმედი უფალი (იშვარა) და სული (ატმა) არ არსებობენ. #03 ნალანდას ბუდისტურ მონასტერ-აკადემიაში მედიტაციის ხანგრძლივი პრაქტიკის შემდეგ მას ჰქონდა ხილვა (ვისგან?) და შედეგად საბოლოოდ "დარწმუნდა", რომ შემოქმედი არ არსებობს, ისევე როგორც მარადიული ცოცხალი სული ადამიანის სხეულში. #04 ნაგარჯუნა ჩავიდა ნაგა-ლოკაში (ქვესკნელში, სადაც ცხოვრობენ დემონური გველეშაპები, დრაკონები!), შეხვდა იქაურ გველ მეფეს, რომელიც ინახავდა "პრაჯნია-პარამიტა-სუტრას" ანუ "ტრანსცენდენტური სიბრძნის სუტრას", რომელიც მას (მეფეს) დაუტოვა თავის დროზე ბუდა შაკიამუნიმ. ნაგარჯუნა ბრუნდება დედამიწაზე და სუტრას დახმარებით საბოლოოდ "აცნობიერებს", რომ თეისტები, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს სამყაროს მბრძანებელი უფალი შემოქმედი და სული ცოცხალი, ცდებიან და უნდა გაავრცელოს "ცოდნა" უფლის და სულის "არარსებობის" შესახებ. საინტერესო პარალელები შეგვიძლია გავავლოთ, ეს იმსახურებს ღრმა ანალიზს გლობალურ მითოლოგიურ და თეოლოგიურ დონეზე. #05 მსოფლიოს მრავალ თეისტურ რელიგიაში უფალს (შემოქმედს) ებრძვის ბოროტი გველი (დემონი), რომელიც ცდილობს ტყუილებით აცდუნოს ადამიანი და დააშოროს უფალს, რათა დაღუპოს მისი სული. მაზდეანურ თეიზმში ასეთი ანტაგონისტია - ზოჰაკი (გველეშაპი აჟი-დაჰაკი), რომელიც იყო საზარელი ტირანი, ჭამდა ახალგაზრდების ტვინებს და კრძალავდა შემოქმედის თაყვანისცემას, როგორ მოგვითხრობს მაზდეანური ირანული მითოლოგია. ძველეგვიპტურ მითოლოგიაში ასეთი ანტი-ღმერთია - სეტი, რომელმაც მოკლა თავისი ძმა - ოსირისი და ხელში ჩაიგდო ეგვიპტის სამეფო ტახტი, ის დაამარცხა და ქვესკნელში ჩააგდო ოსირისის და ისიდას ძემ - ჰორუსმა. პლუტარქეს დროინდელი ელინისტები სეტს აიგივებდნენ ძველბერძნულ დემონ გველეშაპთან - ტიფონთან, რომელიც შემუსრა ოლიმპოს მეფემ, ელვის და ცის ღმერთმა - ზევსმა (იუპიტერმა). ტიფონი ცდილობდა მოეკლა ღმერთები და მათი ერთგული მორწმუნეები, მაგრამ ვერ შეძლო. სლავურ მითოსში უფალი პერუნი ელვით კლავს და ქვესკნელში აგდებს დიდ შავ გველს, რომელიც ცდილობდა ადამიანთა ცდუნებას. გერმანულ-სკანდინავიურ მითოსში ღმერთი თორი ებრძვის გველეშაპ ნიდჰიოგს, რომელიც ჭამს ცხრა სამყაროს დამაკავშირებელი ხის - იგდრასილის ფესვებს და აგდებს ქვესკნელში. ქრისტიანულ, ისლამურ და იუდაურ რელიგიაში, ედემის ბაღში, რომელიც შექმნა უფალმა (დემიურგმა, შემოქმედმა), შეიპარა გველი, რომელიც არის იგივე სატანა (მტერი ღვთისა). სატანამ, გველეშაპმა, დემონურ ძალთა მთავარმა აცდუნა ადამი და ევა და ისინი სულიერად დაეცნენ, უფალმა გააძევა ისინი ედემიდან და დაიწყო ცოდვილი კაცობრიობის ისტორია. ვედურ (ინდუისტურ) პურანებში (ისტორიულ ქრონიკებში) წერია ასე; ედემის ბაღში ცხოვრობდა ორი იოგი, რომელიც გააძევეს მლეჩხებმა (ბარბაროსებმა, რომლებიც არ ცნობენ ვედებს), დემონი გველი სახელად კალი შევიდა ბაღში, მისცა იოგებს მოწამლული ვაშლი და მათ (იოგებმა) დაკარგეს სულიერი სისუფთავე, ვიკამბარას (ჰიმნოსოფისტი იოგის) მდგომარეობიდან ჩამოვარდნენ მატერიალისტური ცნობიერების დონეზე და "მიხვდნენ", რომ იყვნენ შიშვლები. ეს იყო დაახლოებით 7000 წლის წინ. ადამმა და ევამ (ადჰამამ და ავევატიმ) დაუდეს სათავე კალი-იუგას ბარბაროსულ ცივილიზაციებს. #06 ნაგარჯუნას არ ესმოდა რა არის მარადიული პარაბრაჰმანი (მსოფლიო სული). ბრაჰმანი უსაწყისოა და უსასრულოა, ისაა ჩვენი ჭეშმარიტი სულიერი მე. ბრაჰმანის წიაღიდან ჩნდება ტრიადა (ტრიმურტი), ტრიადა წარმოშობს სხვადასხვა სამყაროებს და დევებს (უმცროს ღვთაებებს). მულტისამყარო უსასრულოა და თითოეულ ლოკალურ სამყაროს ჰყავს საკუთარი ბრაჰმა, რომელიც ქმნის მატერიალურ ფორმებს ცოცხალი სულებისთვის. ვიშნუიზმის მიხედვით მაჰავიშნუ (დიადი ვიშნუ, რომელიც "წევს" ეკარნავას კოსმიურ ოკეანეში) წარმოშობს გარბჰოდაკაშაი ვიშნუს, რომელიც შობს ლოკალურ ბრაჰმას, ის კი ქმნის ფორმებს მატერიალურ კოსმოსში შემოქმედებითი ენერგიის (შაკტის) დახმარებით. ყველა სამყაროს (ბრაჰმანდას) ჰყავს საკუთარი გარბჰოდაკაშაი ვიშნუ და ლოკალური ბრაჰმადევა. ქაშმირული შივაიზმის მიხედვით არსებობს ყოფიერების 36 ტატვა (ტატვა ნიშნავს ყოფიერების ელემენტს), უმაღლესია პარამაშივა, ის შობს შივა-ტატვას, შემდეგ შაკტი-ტატვას, შემდეგ იშვარა-ტატვას, შემდეგ სადაშივა-ტატვას და ბოლოს სადვიდია-ტატვას, ესენია სუფთა (უზენაესი) ტატვები, შემდეგ იბადებიან ნახევრად არასუფთა ტატვები (შუდჰა-აშუდჰა), ბოლოს კი ფიზიკური კოსმოსის 25 ტატვა. თითოეულ ტატვას შეესაბამება ცოცხალ არსებათა კონკრეტული კლასი. ყველაზე დაბალი რანგის სულებია "საკალა", უფრო მაღლა დგანან - პრალაია-კალა, ვიგიანა-კალა, ვიდეშვარა, მაჰეშვარა, მანტრეშვარა, მანტრა-მაჰეშვარა და ყველაზე მაღლა დგანან დროისა და სივრცის მიღმა მყოფი აბსოლუტურად ტრანსცენდენტური, ბრაჰმანირვანაში მყოფი ა-კალა. "ა-კალა" ესენია ზოგადად სამყაროთა მიღმა პარამაშივას (უმაღლესი აბსოლუტის, ბრაჰმანის და ნირგუნა შაკტის) წიაღში ასული ზესულები (გასხივოსნებული ბრძენები, განღმრთობილნი). #07 თუ უფალს აქვს მიზანი შექმნას სამყარო და ცოცხალი სულები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის "არასრულყოფილია", ეს მხოლოდ ნაგარჯუნასეული უსაფუძვლო სპეკულაციებია ბჰაქტის გარეშე (დემონებს არ გააჩნიათ ბჰაქტი საერთოდ). #08 ნაგარჯუნა ვერ იგებს მარტივ იდეას, რომ "არაფრიდან" არ ჩნდება სამყარო (და სული), ინდუიზმი (ვედური რელიგია) ამას არ ქადაგებს, ისევე როგორც ამას არ ქადაგებს ელინიზმი (მაგალითად - ნეოპლატონიზმი). ნაგარჯუნა წარმოადგენს ტიპიური დემაგოგიის და ფილოსოფიური სპეკულირების თვალნათლივ მაგალითს, როგორც სჩანს მან ბევრის "დარწმუნება" შეძლო თავის სისწორეში. ამასთან, ბუდისტებს ან საერთოდ არ ესმოდათ ვედებში მოცემული ცოდნა ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებდნენ, სპეციალურად, მათ რომ სიღრმისეულად შეესწავლათ ინდუიზმი და საერთოდ დედამიწის ყველა რელიგია, მიხვდებოდნენ, რომ შემოქმედი არსებობს და სულიც არის და ეს არ არის აბსურდული და უსაფუძვლო იდეა. ინფორმაციის ნაკლებობა და ნებაყოფლობითი თვითდაბრმავება წარმოშობს მრუდე და ალოგიკურ დემაგოგიურ-სოფისტურ-სპეკულაციურ იდეებს. ამიტომაც უარყო ინდოეთის ხალხმა ბუდისტების ცივი და უგულო "ლოგიკა" და აღადგინა თითქმის დაკარგული ბჰაქტი-იოგა (პიროვნული უფლის, შემოქმედის მიმართ სიყვარულის სულიერი მისტიური პრაქტიკა). #09 ის, რომ ნაგარჯუნას და შაკიამუნის კონტაქტი ჰქონდათ დემონ გველებთან, თვითონ მეტყველებს საკუთარ თავზე. წარმოიდგინეთ, ხართ ქრისტიანი, მუსლიმი ან მაზდეანი, მოდის თქვენთან გველეშაპი და ადამიანური ენით "გამცნობთ", რომ თურმე "არ არსებობს" არავითარი შემოქმედი და არანაერი ცოცხალი სული... რას იფიქრებთ, რა აზრი გაგიელვებთ თავში პირველად? ყველა მორწმუნე თეისტმა ისედაც შესანიშნავად იცის პასუხი ამ კითხვაზე, ბევრი ფიქრი და მსჯელობაც კი არაა საჭირო, ეს "ნირიშვარავადა" (ანტი-თეიზმი) და ანატმავადა (ანტი-სული) მოდის კონკრეტული "ინტელექტუალურად განვითარებული", მაგრამ სრულიად უგულო და ბრიყვი დემონური არსებებისგან (სერპენტოიდებისგან). წერია ბიბლიაში, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ანტიქრისტეს სული. რა არის ანტი-ქრისტე? ანტი - წინააღმდეგ, ქრისტე - კეთილი უფალი. იმედია ახლა ყველაფერი გასაგებია. #10 ედემის ბაღში მოლაპარაკე გველი, რომელმაც აცდუნა ადამი და ევა, ვინ იყო თქვენი აზრით? ლოგიკურია დავასკვნად, რომ დემონი (სატანა), რომელიც ფიგურირებს პრაქტიკულად ყველა რელიგიაში. ჩინეთში და იაპონიაში ამ ნაგებს აღმერთებენ კიდეც (!). სახალისოა ჩემთვის, როცა ვკითხულობ, რომ ჩინური მითების მიხედვით ჩინელი ერი შექმნა გველეშაპმა ქალმა - ნიუი-ვამ (!). საკმაოდ საინტერესო მომენტია ჩინური მითოლოგიიდან. კოლუმბამდელი ამერიკის ინდიელებიც ეთაყვანებოდნენ გველეშაპებს და... სწირავდნენ მათ მსხვერპლად ცოცხალ ადამიანებს (...).
#11 ჩემთვის უბრალოდ ისაა გასაკვირი, სხვები რატომ ვერ ხვდებიან ამას... თუ გველი გეუბნება, რომ სული არ არის და არ არის არც უფალი, რას უნდა ეუბნებოდე ამ მომენტში საკუთარ თავს თუ ხარ გონიერი მორწმუნე? იმას, რომ ამ საქმეს ძალიან, ძალიან ცუდი სუნი ასდის, უკიდურესად ცუდი სუნი. განა სატანა (უფლის მარადიული მტერი) არ ქადაგებს, რომ ღმერთი და სული არ არის?...
სატანა, ეშმა (აეშმა), ლუციფერი, ბელზებელი, შაითანი — ღმერთისა და ყველა მისი ერთგული, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი, ქრისტიანული, იუდაიზმისა და ისლამის რელიგიურ-მითოლოგიური წარმოდგენებით. სატანა — არსი სიბნელისა და ქაოსის გამოვლინებისა, რელიგიურ-მითოლოგიური, აგრეთვე სატანისტების ფილოსოფიური წარმოდგენებით. ის უმაღლესია ქაოსსა და სიბნელეში, სატანა თავადვეა სიბნელე, ქაოსი და ნგრევა.
სატანის ("ძველი გველის") და დემონური (სერპენტოიდული) ძალების შესახებ ბიბლიაში:
დაბადება
თავი მესამე
1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?
2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,
3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.
4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.
5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
7. აეხილათ თვალი ორივეს* და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
პირველი იოანესი
თავი მეოთხე
1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.
2. ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.
3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.
4. თქვენ ღვთისაგან ხართ, შვილებო, და სძლიეთ მათ, რადგანაც ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც არის ქვეყნად.
5. ისინი ქვეყნისანი არიან, ამიტომ ქვეყნისას იტყვიან და ქვეყანაც უსმენს მათ.
მეორე იოანესი
7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.
იუდასი
4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.
6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.
13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.
14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,
15. რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი.
16. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.
17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული.
18. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი.
19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.
რომაელთა მიმართ
თავი მეთოთხმეტე
1. შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ.
2. რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს.
3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი.
4. შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.
5. ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული.
6. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.
7. ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება.
8. არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
9. რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც.
10. შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე.
11. ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.
12. ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს.
13. მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური.
14. ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას.
15. ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
16. ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე.
17. რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.
18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.
19. მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთიაღშენებას ემსახურება.
20. საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.
21. გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.
ეფესელთა მიმართ
თავი მეორე
1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,
2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;
ეფესელთა მიმართ
თავი მეექვსე
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
იოანეს გამოცხადება
თავი მეთორმეტე
1. და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.
2. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.
3. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.
4. კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი.
5. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე.
6. ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე.
7. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.
8. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.
9. და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.
10. მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით.
11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.
12. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი.
13. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი.
14. მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე.
15. მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს.
16. მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან.
17. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
თავი მეცამეტე
1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.
2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.
3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.
4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?
5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.
6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი.
7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.
8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა.
9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
10. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა.
11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.
12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.
13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.
16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
P.S.მხოლოდ დაცემული ანგელოზები ქადაგებენ, რომ "არ არსებობს" არც შემოქმედი და არც სული, იცოდეთ ეს.
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
Комментариев нет:
Отправить комментарий