пятница, 27 марта 2020 г.

გურჯიევის წინააღმდეგ



(კრიტიკული ანალიზი დჰარმული რელიგიების და ანტიკური ელინიზმის პოზიციიდან)

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა მრავალი ეზოთერიკი და ფილოსოფოსი, რომლებიც ქმნიდნენ ახალ ოკულტურ იდეოლოგიებს და ქადაგებდნენ ახალ იდეებს. ზოგიერთებს მეტნაკლებად ვეთანხმები, ზოგიერთებს კი არა. ამ ნეო-ოკულტურ სისტემებს სექტოლოგიაში ეწოდებათ - "ნეო-რელიგიები", სხვაგვარად "ახალი რელიგიური მოძრაობები" (არმ). თეოსოფიის, ანთროპოსოფიის და გურჯიევის მეოთხე გზის მსგავსი სწავლებები მოუწოდებდნენ ხალხს ახლებურად და სხვა რაკურსით შეეხედათ ტრადიციული რელიგიებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო ამ ნეო-რელიგიებს დღემდე არ აქვთ დიდი პოპულარობა მასებში, შესაბამისად დარჩნენ პატარა ოკულტურ სექტებად.

ამ ნეო-რელიგიური სექტებიდან ერთ-ერთი იყო "მეოთხე გზა" შექმნილი გურჯიევის და უსპენსკის მიერ. ახლა შევეცდები მაქსიმალურად კორექტულად დავასაბუთო მათი აბსურდულობა და სიმცდარე, რამაც განაპირობა კიდეც მათი არაპოპულარობა გლობალურ დონეზე.

მოდით გადავავლოთ თვალი გურჯიევის და უსპენსკის იდეებს:

გიორგი ივანის ძე გურჯიევი (დ. 31 მარტი 1866/14 იანვარი, 1872/28 ნოემბერი, 1877 — გ. 29 ოქტომბერი, 1949) — მისტიკოსი, ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. XX საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს პარიზში, ფონტენბლოს სასახლეში, დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი", რომლის საქართველოში შექმნის თაობაზეც ასევე მიიღო დასტური სტალინისაგან. გარდაიცვალა პარიზში. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები.

გურჯიევი ამბობდა, რომ დედამიწაზე არსებულმა დღევანდელმა რელიგიებმა და სულიერმა ტრადიციებმა დაკარგეს თავიანთი თავდაპირველი დანიშნულება და მნიშვნელობა, ამიტომ ისინი ვეღარ ემსახურებიან კაცობრიობას იმ სახით, როგორითაც ისინი იყვნენ ჩაფიქრებულნი. ამიტომ, ადამიანებს აღარ შეუძლიათ გააანალიზონ უძველესი სწავლებები, რის შედეგადაც ისინი უფრო და უფრო მექანიკურები ხდებიან. გურჯიევის მიხედვით, როგორც წესი, ადამიანის სამი ცენტრიდან: ემოცია, ფიზიკური სხეული, გონება — მხოლოდ ერთს ავითარებს თანამედროვე რელიგიები და სექტები, ისიც ამ ერთ ცენტრს ავითარებს, სხვა ცენტრების ხარჯზე. შედეგად, ჩვენ ვერ ვიღებთ სრულყოფილ ადამიანს. უფრო მეტიც, მათ ვისაც სურს, რომ გაყვეს სპირიტუალური ცოდნის ტრადიციულ გზებს (გურჯიევი გამოყოფს სამ გზას: ფაკირის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ფიზიკურ განვითარებაზე; ბერის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის ემოციურ განვითარებაზე და იოგის გზა, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის გონებრივ განვითარებაზე), ისინი აუცილებლად თმობენ ამქვეყნიურ ცხოვრებას. გურჯიევმა განავითარა „მეოთხე გზა“, რომელიც შეესაბამებოდა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნილებებსა და ცხოვრების წესს, ევროპასა და ამერიკაში. ცალ-ცალკე გონების, ემოციებისა და სხეულის განვითარების მაგივრად, მან განავითარა სწავლება, რომელიც სამივე ცენტრის ჰარმონიულ, დაბალანსებულ განვითარებას უზრუნველყოფდა.

ანალიტიკურ-კრიტიკული კომენტარი: #1 რელიგიურ ტრადიციებს არაფერიც არ დაუკარგავთ. ცხადია კალი-იუგას (რკინის საუკუნის) გავლენით რელიგიებმა განიცადეს დეგრადაცია, მაგრამ ეზოთერული ცოდნა დღემდე ხელმისაწვდომია, ჭკვიანი ადამიანი მაინც შეძლებს იმის გაგებას, რაა სწორი და რა მცდარი. #2 გურჯიევი აბსოლუტურად მართალია, როცა ამტკიცებს, რომ ადამიანები უგუნურ მექანიკურ ბიორობოტებად გადაიქცნენ. ჭეშმარიტად, ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა დაკარგა აზროვნების და შემეცნების უნარი, შედეგად ტრადიციული რელიგიური ფასეულობების და ეზოთერული დოქტრინების გაუფასურება და სრული პროფანაცია ხდება (რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ქრისტიანებმა, როცა დაანგრიეს ანტიკური წარმართული კულტურა). აბრაამიტებს (სამღვდელოებას) დიდი "ღვაწლი" მიუძღვით ხალხის დადებილებაში, მასების ტვინების გამორეცხვაში და დაშინებით დარობოტებაში. #3 გურჯიევის მტკიცება, რომ ადამიანს აქვს "სამი ცენტრი"; სხეული, ემოცია და გონი, ვედანტას, ნეოპლატონიზმის და ზოგადად, ანტიკური და დჰარმული რელიგიური ტრადიციების პოზიციიდან არის მცდარი, აზრს მოკლებული აბსურდული და არაავტორიტეტული მტკიცება. ადამიანს (ვედების მიხედვით) გააჩნია სამი სხეული (ფიზიკური, ასტრალური და სულიერი), ხუთი კარმული გარსი (ანამაიაკოშა, პრანამაიაკოშა, მანუმაიაკოშა, ვიჯნანამაიაკოშა და ანანდამაიაკოშა), ასევე - ცრუ-ეგო (აჰამკარა), გონება (მანასი), ინტელექტი (ბუდჰი) და ცოცხალი სული (ჯივა-ატმანი). ეგოს მთავარი ფუნქციაა სულის დაჩრდილვა და გონებაში მატერიალური ეგოიზმის პრინციპის და უმეცრების დათესვა, რასაც მივყავართ ტანჯვისკენ. ატმანი, ინტელექტი და გონება გადადიან ერთი ფიზიკური სხეულიდან მეორეში. ეგო (აჰამკარა, ასმიტა-შაკტი) იშლება ხორციელი სხეულის სიკვდილის შემდეგ. ატმანი (სული) იმახსოვრებს გონების, ეგოს და ინტელექტის გამოცდილებას და საბოლოოდ ბრუნდება უზენაეს უფალთან (სულიერ სამყაროში). სულის განთავისუფლებას ეგოსგან ეწოდება - ბრაჰმა-ნირვანა. ყველა პრობლემის (ტანჯვის) მიზეზია - ცრუ-ეგო (რომელიც თრგუნავს გონებას, ინტელექტს და ჩრდილავს სულს). თავისუფლდები ეგოსგან, თავისუფლდები ტანჯვისგან, ყოველგარი იოგას მიზანიც სწორედ ეგ არის. განთავისუფლება ესაა როცა შენ ბატონობ ეგოზე და არა ეგო შენზე და აცნობიერებ, რომ ხარ ნეტარი მარადიული სული (ჯივატმა). იოგა ესაა კავშირი უფალთან (ღვთაებრივი კავშირი ადამიანურ სულსა და უფლის სულს შორის), ეს შეუძლია მხოლოდ ბჰაქტს (უფლის ერთგულს, რომელიც მუდმივად მედიტირებს უფალზე!).

განთავისუფლებულ სულებს და ღმერთებს (მაღალი იერარქიის დევებს) აქვთ მხოლოდ სატვური (პოზიტიური) ემოციები, რომლებსაც ისინი მუდმივად აკონტროლებენ. რაც შეეხება რისხვას, ღმერთის რისხვა ესაა - რუდრა (უზენაესი სამართალი).

რუდრა არ ითვლება პოზიტიური აზროვნებიდან გადახვევად. ამის გარდა როგორც ადრე მრავალჯერ ვახსენე, ღმერთებს შორის არის იერარქია და ყველა არ არის აბსოლუტურად იდეალური. რაც უფრო მაღალია რანგი, მით უფრო მეტია სიყვარული და პოზიტივი ღვთაების სულში. ამიტომაც ვაიშნავები არ ურჩევენ მორწმუნეებს დაბალი რანგის დევებთან (ღმერთებთან) დაკავშირებას.

საიდან დაასკვნა გურჯიევმა, რომ ბერები ორიენტირებულნი არიან "ემოციურ განვითარებაზე", ხოლო იოგები "გონებრივ განვითარებაზე"? გურჯიევი გულისხმობდა, რომ იოგი ზრუნავს მხოლოდ ინტელექტუალურ განვითარებაზე? უკაცრავად, მაგრამ გურჯიევს საერთოდ არ ესმოდა თუ რა არის იოგა, მაგის გარდა, არსებობს იოგას ასეულობით ნაირსახეობა და შეუძლებელია ყველა მათგანი ავითარებდეს მხოლოდ ინტელექტს. ბჰაქტი-იოგა ორიენტირებულია სწორედ სიყვარულის გრძნობის განვითარებაზე უფლის მიმართ. ბერებს რაც შეეხებათ, ემოციები მანდ არაფერ შუაშია, ზოგიერთი პრაქტიკა აქცენტს აკეთებს სიყვარულზე, ზოგიერთი კი ემოციების სრულ კონტროლზე და ლოგიკის განვითარებაზე. ბერობა არსებობს არა მხოლოდ ქრისტიანობაში, არამედ დჰარმულ რელიგიებშიც. დჰარმულ რელიგიებში ბერი შეიძლება იყოს იოგი და იოგი - ბერი. ბუდისტი მონაზვნები არიან კიდეც იოგით დაკავებულნი. რაც შეეხება "სხეულის განვითარებას", მაგისთვის არსებობს - ჰათჰა-იოგა და აშტანგა-იოგას მესამე საფეხური - "ასანა" (პოზები). იოგაში ფიზიკური პრაქტიკები და ლოცვა დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან და ამას ემატება უფლის სიყვარულის კულტივაციაც გულში. ვედანტა ესაა ფილოსოფია და თეოლოგია, ხოლო იოგა ფილოსოფიური გააზრება დაკავშირებული მისტიკურ სულიერ პრაქტიკასთან. ფაკირებს რაც შეეხებათ, ფაკირები დაკავებული არიან იაფფასიანი ფოკუსებით, სულ ესაა.

ომ შანტი

Комментариев нет:

Отправить комментарий