вторник, 31 марта 2020 г.

გეოლოგია


პანგეა (ბერძ. Πανγαία — „მთელი დედამიწა“; ბერძ. παν პან — მთელი, მთლიანი; ბერძ. γαία გეა — დედამიწა) — სუპერკონტინენტი, რომელიც არსებობდა დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ პალეოზოურ და მეზოზოურ ეპოქაში, სანამ ის გაიყოფოდა დღეს არსებულ კონტინეტებად.

სახელი პირველად ახსენა, კონტინენტური დრიფტის თეორიის შემქმნელმა, გერმანელმა მეცნიერმა, ალფრედ ვეგენერმა თავის წიგნში „კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა“ (გერმ. Die Entstehung der Kontinente und Ozeane).

გონდვანა, გონდვანისი (გონდები — ტომის სახელი, ვანა — რაიონი ცენტრალურ ინდოეთში) — ჰიპოთეზური კონტინენტი, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში არსებობდა, ზოგი გეოლოგის აზრით, პალეოზოური ერის დასაწყისიდან და ნაწილობრივ მეზოზოურ ერაში, ზოგის აზრით კი — ლაპეოზოური ერის მეორე ნახევარში.

გონდვანა შედგებოდა თანამედროვე აფრიკის, სამხრეთი ამერიკის, ანტარქტიდის, ავსტრალიისა და კუნძულ ინდოსტანისაგან, რომელიც ლაურაზიასთან შეჯახების შემდეგ ჩამოყალიბდა ნახევარკუნძულად.

გონდვანა დაახლოებით 530-750 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა და დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთ პოლუსის გარშემო იყო. 360 მლნ წლის წინ, ქვა-ნახშირის პერიოდში მკვეთრი მოძრაობით დაიძრა ჩრდილოეთით და ჩრდილოამერიკულ-სკანდინავიურ მიწებთან შეჯახებით გიგანტურ პროტოკონტინენტ პანგეას შეუერთდა. ამის მიუხედავად, 180 მლნ წლის წინ, იურულ პერიოდში პანგეა კვლავ გაიხლიჩა და ისევ გონდვანად და ჩრდილოეთის კონტინენტ ლაურაზიად იქცა. 30 მლნ წლის შემდეგ თავად გონდვანა დაიშალა ზემო ხსენებულ კონტინენტებად.

აფრიკის ევროპაზე გავლენის შედეგად ალპები წარმოიშვა, ინდოეთის აზიასთან შეჯახებით კი ჰიმალაი.

ლავრაზია — ორი კონტინენტიდან ჩრდილოეთით მდებარე (სამხრეთით იყო გონდვანა). ამ ორ კონტინენტად დაიშალა პანგეა მეზოზოურ ერაში. ლავრაზიის შემადგენელი ნაწილები იყო ამჟამინდელი ევრაზია და ჩრდილოეთი ამერიკა, რომლებიც თავის მხრივ დაახლოებით 135-200 მლნ წლის წინათ განცალკევდნენ ერთმანეთისგან.

ლავრაზია ზეკონტინენტი იყო, რომელიც პანგეას გახლეჩით წარმოიშვა და ჩრდილოეთის ნახევარსფეროს დიდ ნაწილს მოიცავდა, ძირითადად კი, ლავრენტიას (კონტინენტი, რომელიც პალეოზოურ ერაში არსებობდა ცენტრალური კანადის ადგილას და კანადის კონტინენტურ ფარს მისცა სახელი), ბალტიკას, ციმბირს, ყაზახეთსა და ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კონტინენტურ ფარებს.

ლავრაზია ლავრენტიასა და ევრაზიას აერთიანებს.

პანთალასა (ბერძ. παν პან — მთელი, მთლიანი; ბერძ. Θάλασσα თალასსა — ზღვა) — მთლიანი მსოფლიო ოკეანე, რომელიც გარშემოერტყა სუპერკონტინენტ პანგეას, პალეოზოურსა და მეზოზოურ ეპოქაში.

პანგეა ულტიმა (აგრეთვე პანგეა პროქსიმა და ნეოპანგეა) არის მომავალი სუპერკონტინენტის შესაძლო კონფიგურაცია. ზოგი მეცნიერის პროგნოზით, ყველა კონტინენტი შეერთდება დაახლოებით 250 მილიონ წელში. პანგეა ულტიმა წარმოადგენს ამაზიის ალტერნატიულ ვერსიას.

Комментариев нет:

Отправить комментарий