ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
вторник, 31 марта 2020 г.
ვინ არის იუდეველთა ღვთაება იაჰვე და რა სურს მას
(კრიტიკული ანალიზი ანტიკური და დჰარმული რელიგიების პოზიციიდან)
მოდით გადავავლოთ თვალი ბიბლიას (ძველ აღთქმას) და გავარკვიოთ ვინაა იაჰვე და რა უნდა ადამიანებისგან მას.
ციტატები ბიბლიიდან:
"3. მე მარტო ვწურავდი ღვინოს და ხალხთაგან არავინ იყო ჩემთან. ვწურავდი ჩემი რისხვისას და ვწნეხავდი ჩემი მძვინვარებისას, და მისი სისხლი მოესხურა ჩემს სამოსელს და შევბღალე ჩემი ტალავარი.
4. რადგან შურისგების დღე ჩემს გულშია და ჩემ გამოსყიდულთა წელიწადი დამდგარია.
5. მიმოვიხედე და არ იყო შემწე, დავიქანცე და არ იყო მშველელი: ჩემმა მკლავმა მიხსნა მე და ჩემმა რისხვამ მიშველა მე.
6. დავთრგუნე ხალხები მძვინვარებით და დავათვრე ჩემი რისხვით, მიწაზე დავღვარე მათი სისხლი."
(ესაია 63).
"11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!
12. მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ.
13. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?
14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
15. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე.
21. ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის.
22. შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ, ისრაელ!"
(ესაია 43).
კომენტარი: ანტიკური ელინისტური (წარმართული) კულტურისათვის დამახასიათებელი იყო წარმოდგენა, რომ არის მრავალი ღმერთი, მათ შექმნეს სამყარო და სხვადასხვა ხალხები. მათ დაინაწილეს ქვეყნიერება და მისი სამეფოები. თვით ქრისტიანი გნოსტიკოსი ფილოსოფოსი, თეოსოფი ბასილიდე სირიელიც ასე ფიქრობდა. ციტატებიდან ცხადი ხდება, რომ იაჰვე იყო მარტო, მას არ ჰყავდა ერი, ხალხი, რომელიც მას განადიდებდა და ისიც ამის გამო შურით სკდებოდა და ბრაზს და ბოღმას ანთხევდა, ებრძოდა სხვა ღმერთებს და ხალხებს. ერთხელაც მან შექმნა საკუთარი ერი, საკუთარი ხალხი - ისრაელი. ისრაელის ერს მან კატეგორიულად განუცხადა, რომ მხოლოდ თვითონ არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთაება, უნივერსალური დემიურგი, ხოლო სხვა ხალხები და ღმერთები არაფერს წარმოადგენენ. საბოლოოდ იუდაიზმიდან გამოიზარდა ქრისტიანული კულტი და შემდეგ ისლამი, რის შედეგადაც დედამიწაზე გავრცელდა იაჰვეს (საბაოთის, ალლაჰის) ლუნარული კულტი (იაჰვეს კულტი დაკავშირებულია მთვარესთან, რაც აღწერილია ძველ აღთქმაში). იაჰვეს სძულს სხვა რელიგიები და ებრძვის მათ, ის აქტიურად ებრძვის სხვა ღვთაებებს. მეცნიერული ფაქტია, რომ იაჰვე იყო ძველი ქანაანური ღვთაება, საკმაოდ დაბალი რანგის წვრილი ღვთაება დაკავშირებული მთვარესთან და ჰყავდა ცოლი - აშერა. აშერას კულტი საბოლოოდ მოისპო ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში. იერემია აქტიურად ებრძოდა აშერას კულტს. ადრეული ქრისტიანობის ანტიკური კრიტიკოსი ავლუს კორნელიუს ცელსუსი (რომელმაც დაწერა წიგნი - "მართალი სიტყვა") თვლიდა, რომ თითოეულ ერს თავისი ღვთაება ჰყავს და მსოფლიოს თითოეულ კუთხე-კუნჭულში არის საკუთარი ლოკალური ღვთაება. როგორც სჩანს ძველ აღთქმაში გამოვლინდა და აისახა წინარემონოთეისტური წარმართული წარმოდგენა, რომ არის მრავალი ხალხი და მრავალი ღვთაება. მეცნიერულად დასტურდება, რომ იუდეველები თავდაპირველად იყვნენ პოლითეისტები (ამას ადასტურებს რუსი ისტორიკოსი და რელიგიათმცოდნე - კლიმ ჟუკოვი). საბოლოოდ იუდეური პოლითეიზმიდან განვითარდა იაჰვეს აგრესიული მონოთეისტური კულტი.
ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий