თომა აკვინელი (დ. დაახლ. 1225, როკასეკა — გ. 7 მარტი, 1274, ფოსანოვა, იტალია) — მაღალი შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. დომინიკელთა ორდენის წევრი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, თომიზმის ფუძემდებელი, რომელიც დღემდე კათოლიციზმის ცენტრალურ ფილოსოფიურ მოძღვრებად ითვლება. თომა აკვინელის მთავარ დამსახურებად ითვლება მკაცრი მეცნიერული - არისტოტელესეული - მეთოდის ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა დამტკიცების სამსახურში ჩაყენება. აქვინელის მოძღვრების ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს რწმენისა და გონების ჰარმონიული თანხვედრა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „თეოლოგიის ჯამი“ (Summa theologiae), „ჯამი წარმართთა წინააღმდეგ“ (Summa contra gentiles) და „ჭეშმარიტების შესახებ“ (Questiones disputatae de veritate).
თომიზმი — ფილოსოფიის მიმართულება. ტერმინი აღნიშნავს ამ მოძღვრების განმარტებასა და განგრძობას სკოლებში. თომიზმისთვის დამახასიათებელია არისტოტელეს ფილოსოფიის შეგუება ქრისტიანული სარწმუნოების მოთხოვნებთან. თომიზმის ფუძემდებელია თეოლოგი და ფილოსოფოსი თომა აკვინელი (1225-1274 წწ.)
XV-XVI საუკუნეებში და შემდგომ თომიზმი დავიწყებას მიეცა, მაგრამ მოძღვრება კვლავ გახდა აქტუალური XIX საუკუნეში და დასაბამი მისცა ნეოთომიზმს.
Комментариев нет:
Отправить комментарий