понедельник, 22 февраля 2016 г.

ანარქიზმის ანატომია ნაწ. 1



მონეტარული სისტემა და მოდიფიკაციები
        
სილვიო გეზელი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ანარქისტი თეორიტიკოსებიდან ვინც განიხილა ეკონომიკური საკითხები. დღეს, ფინანსური კრიზისის ფონზე, ბევრი ადამიანი ეთანხმება და აღიარებს მისი იდეების სისწორეს, ეს საკმაო მიზეზია იმისათვის რომ შემოგთავაზოთ  ეკონომიკის სილვიო გეზელისეული კრიტიკული განხილვა.
უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ რას წარმოადგენს მონეტარული სისტემა.
Amelie Lanier

  1. გაცვლის თეორია
ბაზარიარის ის ადგილი სადაც იცვლებასაქონელი“, თუ გინდათ რომ იყიდოთ რაღაც ბაზარზეიქნება ეს მცირე, ადგილობრივი, დიდი მსოფლიო ბაზარი თუ e-bay – შეძენის პროცესში მყისიერად უნდა გასცეთ სანაცვლოდ რაიმე. თუ თქვენ არაფერი არ გაქვთ, არც შეგიძლიათ რაიმე მიიღოთ, არ შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ის მოთხოვნილებები, რაც გაქვთ.
ამავე დროს, ჩვენ გვაქვს კერძო საკუთრების სისტემა რომელიც ადამიანების უმეტესობას უსპობს შესაძლებლობას რომ აწარმოონ რაიმე. ადამიანების უმეტესობას არ აქვს მიწა რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. მათ არ აქვთ სახელოსნოები, სადაც შეუძლიათ შექმნან რაიმე. მათ არ აქვთ სამუშაო იარაღები და ინსტრუმენტები, არ აქვთ ტექნიკა. მათ არ აქვთ სახლი, მათ ქოხის აშემებოს იფლებაც კი არ აქვთ ტყეში რომ იცხოვრონ. იმისათვის რომ მიიღონ საკვები, თავშესაფარი თუ სამომხმარებლო პროდუქტი, მათ უნდა გასცენ სანაცვლოდ რაღაცამ სისტემაში ეს არის ფული. თუმცა, არაფრით იქნება უკეთესი რომ ყველა სახის გასაცვლელი ობიექტები იქნეს ნებადართული ან მოთხოვნილი ბაზრისთვის, იმიტომ რომ ისინი ასევე არ აქვთ ადამიანების უმეტესობას. ადამიანების უმეტესობას უბრალოდ წართმეული აქვს შესაძლებლობა შექმნას რაიმე ღირებული.
არსებობს მრავალი თეორია მსოფლიოს მოსახლეობის შიმშილის გასამართლებლად, ისინი განმარტავენ თუ რატომ  არის რომ, მსოფლიოს მოსახლეობის 12.5%(დაახლოებით 842 მილიონი ადამიანი) იმყოფება შიმშილის ქვედა ზღვარზე, ან რატომ კვდება ყოველწლიურად დაახლოებით 3.1 მილიონი ბავშვი შიმშილის გამო. ყველა ეს თეორია თუ ახსნა არის სიცრუე. ადამიანები იმიტომ შიმშილობენ ან იხოცებიან შიმშილის გამო რომ სხვა მოთხოვნებთან ერთად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ კაპიტალიზმის მთავარ მოთხოვნას: „იმისათვის რომ მიიღო რაღაც, შენ უნდა გქონდეს რაღაც რომ გასცე სანაცვლოდ.“ ამ თეორიებში აქცენტს აკეთბენ ლოჯისტიკურ და დისტრიბუციულ პრობლემებზე, ბუნებაზე და მის თავისებურებებზე, ადამიანის ბუნებაზე, მის სიხარბეზე და .. რეალურად კი ესაა სახელმწიფოს ბრალი, რომელსაც ყოველთვის ახასიათებს კორუფცია და მიდრეკილია მისკენ, ასევე კაპიტალიზმის, რომელიც თვის მხრივ დაცულია სახელმწიფოს მიერ, და მისი პირდაპირი დამსახურებაა(ასევე სახელმწიფოსი) რომ არსებული საზოგადოება არის კონტრასტულად დაყოფილი, 85 უმდიდრესი ადამიანი ფლობს იმდენივე სიმდიდრეს რამდენსაც მსოფლიო მოსახლეობის უღარიბესი ნახევარი ერთად აღებული(დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი). ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთი მხარე ფუფუნებაში ცხოვრობს და მეორე კი სიღატაკეში ღაფავს სულს.
როგორც წესი კაპიტალიზმის განვითარებულობას და პროგრესულობას მიაწერენ ხოლმე ევროპული კულტურის განვითარების დონეს, სიმდიდრეს და .. უფრო კონკრეტულად კი მონეტარული სისტემის ევოლუციას და ღირებულების თეორიას, რეალურად კი ეს ევროპული კოლონიალიზმის და მესამე მსოფლიოს ქვეყნების ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსების ექსპლუატაციის და მიტაცების შედეგია. მე_15 საუკუნიდან, როცა დაიწყო დიდი აღმოჩენების ეპოქა, ევროპულმა კოლონიალიზმმა უფრო ფართოდ გაიდგა ფესვები და დაიპყრო სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა, თითქმის მთელი აფრიკა, ავსტრალია და ასევე აღმოსავლეთ აზია. ამ დროიდან იწყება მესამე მსოფლიოს ქვეყნების ფართომასშტაბიანი ექსპლუატაცია, მათი ბუნებრივი რესურსების, წიაღისეულის თუ მოსახლეობის კატასტროფული და მტაცებლური განადგურება. ამის პარალელურად არ აძლევდა მათ განვითარების საშუალებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თუ რატომ არის უღატაკესი მაგალითდ აფრიკის მოსახლეობა, რატომ კვდება ყოველდღიურად 2 500 ბავშვი სხვადასხვა დაავადებებისგან რომელიც გამოწვეულია სუფთა სასმელი წყლის არარსებობის და შიმშილის გამო. ან რატომ შემცირდა კატასტროფულად ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ ადამიანამდე იყო სანამ არ ეზიარა ევროპული ცივილიზაციისსიკეთეებს“, მათი 90-95 % შეეწირა მასშტაბურ გენოციდებს, ასევე ხელოვნურად გავრცელებულ დაავადებებს და ეპიდემიებს, რაც გამიზნულად ხდებოდა დამპყრობლების მიერ(ასეთივე სტრატეგიას იყენებდნენ ევროპელი კოლონისტები აფრიკაში, ავსტრალიაში და ..) ასევე წაართვეს მათ კუთვნილი ტერიოტორიები, გადაასახლეს და დღემდე ცხოვრობენ რეზერვაციებში, რომლებიც უმეტესად ხრიოკ, უდაბურ ადგილებშია, ხოლო ბუნებრივი რესურსები, მიწა, მდინარეები თუ ტყეები, რაც ამ ხალხის საკუთრება იყო საუკუნეების მანძილზე ჩამოართვეს, ჩამოართვეს ყველაფერი რაც მათ წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს, დამპყრობლებმა, ევროპელმა კოლონიალისტებმა და ეს ყველაფერი ცივილიზაციის და ჰუმანიზმის სახელით ჩაიდინესდღეს ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფლების სიმბოლოა როცა რეალურად ის წარმოადგენს ბოროტების იმპერიას რომელიც აშენებულია აფრიკელი მონების სისხლზე და ჩაგვრაზე, მათ ექსპლუატაციაზე, მკვიდრი ამერიკელი ინდიელების გენოციდზე,  გადასახლებაზე და მათი კუთვნილის მიტაცებაზე.
თუ კაპიტალისტური სისტემის უარყოფითი მხარეები იქნება ყველასათვის ცნობილი და კარგად გააზრებული, გაცვლითი თეორიების, მონეტარული სისტემის და საკუთრების პრინციპის, ასევე კაპიტალიზმის და მისი დამცველი სახელმწიფოს არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადეგება, ეს კი ასე ბუნებრივად და თავისით არასოდეს არ მოხდება, გაბატონებული კლასი, მმართველი ელიტა თავისით არ იტყვის უარს იმ პრივილეგიებზე რაც აქვს, იმ უშრომელ სარგებელზე რასაც იღებს და ასე უბრალოდ არ დათმობს პოზიციებს. უფრო მეტიცმმართველი კლასი აკეთებს ყველაფერს რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ჩაახშოს ნებისმიერი კრიტიკა და ამბოხი ექსპლუატირებული კლასებისა, გათიშოს ისინი ერთმანეთსიგან, ბავშვობიდან ჩაუნერგოს იდეები და შეხედულებები რომლებიც ორიენტირებული იქნება კაპიტალიზმის და სახელმწიფოს დაცვაზე, და ასევე გამორიცხავს ნებისმიერ ალტერნატივას.

იმისათვის რომ დავინახოთ როგორ შიმშილობენ ადამიანები, აღარ არის აუცილებელი მოვინახულოთ მესამე მსოფლიოს ქვეყნები. „მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში“, მაგალითად გერმანიაში, უამრავი ადამიანია რომელიც ძლივს ახერხებს თავის გამოკვებას და სათანადოდ, სრულფასოვად ვერ იკვებება. მაგალითად, ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლეა რომელსაც არ აქვს საჭმელი სახლში და იღებენ მას სკოლაში ან საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ეს სოციალური პირობები არ არის შეუმჩნეველი, ყველამ იცის ამის შესახებ. მაგრამ ეს მართლაც შეურაცხმყოფელი პირობები არ აშფოთებს არავის იმიტომ რომ ყველა ვინც კითხულობს ამის შესახებ ან იგებს ტელევიზიის საშუალებით, დარწმუნებულია რომ გაცვლითი სისტემის და კერძო საკუთრების არსებობა აუცილებელია, და სჯერათ რომ არავინ არ აწარმოებს პროდუქციას თუ სანაცვლოდ ისინი არ მიიღებენ ამის ეკვივალენტს. ის ვინც სარგებელს იღებს ამ მსგავსი უსამართლობის, ადამიანების ექსპლუატაციის და შიმშილის ხარჯზე (მმართველი კლასი), დარწმუნებული არიან რომ არავინ დაიწყებს არსებული ეკონომიკური და სოციალური სისტემის კრიტიკასრაც შეარყევს მათ გაბატონებულ მდგომარეობას და საფრთხეს შეუქმნის მათ ინტერესებს, ამის საფუძველს მათ აძლევთ დახვეწილი და მმართველი კლასის ინტერესებზე მორგებული განათლების სისტემა, რომლის საშუალებით მრავალი წლის მანძილზე ბავშვობიდან აჩვევენ ადამიანებს უსიტყვო მორჩილებას, დიქტატურასთან, უსამართლობასთან და ტერორთან შეგუებას, ზრდიან მათ სოლიდარული უნარის არ მქონე, დაქსაქსულ, მიზანთროპ ინდივიდებად, სწორედ ამის გათვალისწინებთ, რომ საფრთხე არ ემუქრება მათ ინტერესებს, იშვიათ შემთხვევებში მედია აშუქებს და აჩვენებს იმას რაც რეალურად ხდება, ეს თავის მხრივ იძლევა გარანტიებს რომ მოვლენები გახადონ სტაბილური, ადვილად სამართავი და დაბალი სოციალური ფენიდან წამოსული აგრესია ჩაახშონ მოჩვენებითი მზრუნველობით, ინტერესის გამოჩენით, თითქოს აწუხებთ ან მართლა მოუგვარებენ მათ იმ პრობლემებს რომელიც თავად შეუქმნეს, ისინი კი რწმუნდებიან, ენდობიან ძალაუფლების მქონე მმართველ კლასს და იჯერებენ რომ მათი მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ მონეტარულ სისტემას გარკვეულწილად შეექმნა ცუდი რეპუტაცია, არსებული სოციალური სისტემის ბევრი კრიტიკა ხედავს გამოსავალს ამ ყველა პრობლემიდან ბარტერულ ეკონომიკაში(ეკონომიკის ფორმა რომლის დროსაც ხდება საქონლის ან მომსახურების პირდაპირი გაცვლა, მონეტარული სისტემის გამოყენების გარეშე) დაბრუნებით, ან ფულის, მონეტარული სისტემის ამოღებით და მისი რაიმე სხვა გაცვლითი საშუალების ჩანავლებით, რომელიც არის გამოყენებადი და გააჩნია რეალური ღირებულება ფულისგან განსხვავებით.
კოლონიალიზმამდე არსებობდა ბევრი საზოგადოება და ეკონომიკური ფორმა, რომელმაც არ იცოდა არაფერი გაცვლით თეორიებზე, სადაც ადამიანები როგორღაც ახერხებდნენ შემოსილიყვნენ და გამოეკვებათ თავი, ასეთი საზოგადოები ახლაც გვხვდება სამხრეთ ამერიკაში და აფრიკაში. ლათინურ ამერიკაში მკვიდრი მცხოვრებებისგან შემდგარ ადგილობრივ მოძრაობებს დღეს აქვს დასახული მიზანი რომ დაიბრუნოს ის მიწა რომელიც წაართვეს მათ წინაპრებს საუკუნეების წინ კოლონიზატორებმა და უნდათ რომ მოაწყონ ის კომუნალურად. მათ კი ამის გამო მასიურად, უმოწყალოდ ხოცავენ საკუთარი მთავრობებიმაგალითად ვენესუალაში. მათი საფუძვლიანი კრიტიკა კაპიტალისტური სახელმწიფო სისტემის შესახებ, უქმნის რეალურ საფრთხეს არსებულ ეკონომიკურ წესრიგს და გაბატონებული კლასის ინტერესებს, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო აპარატის და კაპიტალიზმის არსებობას, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს მმართველებისთვის, მმართველი კლასისთვის.
თუმცა, არსებული სოციალური წესრიგის დამცველებს არასოდეს მობეზრდებათ იმის თქმა რომ გაცვლითი პრინციპი მონეტარულ სისტემასთან ერთად არის სასარგებლო და საუკეთესო საშუალება. ამ გზით ისინი ეწევიან მონეტარული სისტემის პროპაგანდას. ისინი სუბიექტურად და დამახინჯებულად აღწერენ მონეტარული სისტემის შესაძლო ალტერნატივებს, მოყავთ პრიმიტიული და სასაცილო არგუმენტები და მაგალითები, მაგალითად ასეთი: „საშილენებაა მაღაზიაში წახვიდე კარტოფილით და გინდოდეს გაცვალო ის ფეხსაცმელებში. ეს ხომ არაპრაქტიკულია, რატომ მოუნდება კარტოფილის გაცვლა ფეხსაცმელებში, ფეხსაცმელების პატრონს ?“. ეს კი საოცრად ჰგავს კაპიტალიზმის და სახელმწიფოს კლასიკურ გამართლებას, როცა არგუმენტებად მოყავთ მსგავსი პრიმიტიული, უადგილო და შეუსაბამო მაგალითები.

  1. უნივერსალული ეკვივალენტი: ფული
მონეტარული სისტემის ასე ვთქვათფანატიკოსი დამცველებიამბობენ: ეს არის შესანიშნავი რაღაც რომ უნივერსალური გაცვლითი საშუალება არსებობს, ერთი, რომელიც ყველას უნდა რომ ჰქონდეს. უნივერსალური ეკვივალენტი რომლის არსებობის მიზანი არის მოსახერხებელი და მარტივი გახადოს გაცვლის პროცესი, უნივერსალური ღირებულება რომელსაც ყველა აღაირებს და ეთანხმება.
რას ნიშნავს ეს გაცვლა ? ეს ნიშნავს რომ ყველას ვისაც უნდა რაიმეს გაცვლა უნდა ჰქონდეს გადახდის უნივერსალური საშუალება, ღირებულება, რომ გაყიდონ რაღაც ბაზარზე ის რაც უნდათ და სანაცვლოდ მიიღონ ეს უნივერსალური საშუალება,. ასე რომ შემდეგ ისინი შესთავაზებენ ამ უნივერსალურ საშუალებას იმაში რაც სურთ რომ ჰქონდეთ და დარწმუნებული იქნებიან რომ ეს უნივერსალური ღირებულება ყოველთვის და ყველასთვის სასურველი და მოთხოვნადი იქნება. ყველა ვინც სარგებლობს ბაზრით, თუ მათ უნდათ რომ გაცვალონ საკუთარი საქონელი ეკვივალენტურ ღირებულებაში, ისინი აღიარებენ და უნდათ ეს უნივერსალური ეკვივალენტი იმიტომ რომ დარწმუნებული არიან გაცემული პროდუქტის სანაცვლოდ მიღებული უნივერსალური ეკვივალენტით იყიდიან შემდგომში იმას რაც უნდათ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ბაზარში ყველა მიდის მხოლოდ თავისი საქონლით იმიტომ რომ მას უნდა მოიშოროს კუთვნილი პროდუქტი თავდაპირველად, და შემდეგ მიიღოს ის რაც მას არ აქვს და არ შეუძლია აწარმოოს თვითონ. არ აქვს მნიშვნელობა ეს საკვებია რომელიც საჭმელად სჭირდება, თუ ის ნედლეული რაც მას სჭირდება საკუთარი საქონლის შესაქმენლად, გაცემულის სანაცვლოდ კი ყველას უნდა ეს უნივერსალური, მიღებული გასაცვლელი მედიუმი.
ადრეულ საზოგადოებებში სადაც იყენებდნენ უფრო მარტივ გაცვლით სისტემას, მაგალითად შუა საუკუნეების ევროპაში, ეს უნივერსალური ეკვივალენტი იყო ძვირფასი მეტალი: ოქრო ან ვერცხლი, და სპილენძი როგორც მონეტა. ეს ყველაფერი, მონეტარული სისტემა, უნივერსალური ეკვივალენტი სრულყო და გააუმჯობესა სახელმწიფო ინსტიტუტმა. ოქროს და ვერცხლის მოპოვება, მაშინაც კი თუ ეს ხდებოდა ინდივიდუალურად, აიყვანა სახელმწიფო კონტროლზე და სახელმწიფო გახდა მონოპოლისტი, მხოლოდ მას ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ძვირფასი წიაღისეული ან მოეჭრა მონეტა.
თუ ვინმეს აქვს კონტროლი ამ უნივერსალურ გაცვლით საშუალებაზე, მას აქვს ძალაუფლება აკონტროლოს საზოგადოება: ამ ძალაუფლების მქონეს შეუძლია განსაზღვროს როგორც გაცვლის პირობები ასევე ძალის საშუალებით გაავრცელოს და დაამკვიდროს ისინი. ძალაუფლების მქონეს აქვს შესაძლებლობა რომ განსაზღვროს რა არის ღირებული და რა არა. თუმცა ფეოდალური მმართველებიმეფეები, იმპერატორებიიცავდნენ მონოპოლიას ეწარმოებინათ ძვირფასი მეტალები და ჰქონოდათ უფლება მოეჭრათ მონეტა. ანალოგიურად ხდება თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა დღეს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა გადასულია დემოკრატიული მმართველობის ფორმაზე და ფეოდალური სტრუქტურები იშვიათი გამონაკლისის გარდა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს ან საერთოდ აღარ არსებობს, ფეოდალების, მეფის როლში გვევლინება თანამედროვე სახელმწიფო რომელიც მტაცებლურად ისაკუთრებს ძვირფას ლითონებს, საბადოებს ან გადასცემს მას კერძო საკუთრებაში კაპიტალის მფლობელს, ორივე მათგანი, სახელმწიფო თუ კაპიტალისტი საკუთარი სურვილის მიხედვით იყენებს ამ რესურსებს, რესურსებს რომელიც წესით უნდა იყოს საერთო და ყველას შეეძლოს მისი მოპოვება(ანალოგიურად ხდება სხვა ბუნებრივი რესურსების თუ წიაღისეულის მიტაცება) მონოპოლიზებული უფლების მქონე სახელმწიფო აპარატის ან კაპიტალისტის საკუთრებას წარმოადგენს და ის ნახულობს სარგებელს საერთო რესურსის მიტაცებით, სახელმწიფო კი იგივენაირად აკონტროლებს მონეტარული სისტემის საშუალებით ადამიანებს როგორც ფეოდალურ ეპოქაში, უბრალოდ მეთოდები და საშუალებები გახდა უფრო მოქნილი და დახვეწილი რაც ორიენტირებულია ექსპლუატირებული კლასის წინააღმდეგობის ჩანასახშივე ჩასაკლავად და გასანეიტრალებლად.
ყველა ვინც მიდის ბაზარში რომ გასცეს რაღაც, რაც უნდა რომ გაცვალოს უნივერსალურ ღირებულებაში, ფულში. და ამგვარად ისინი ბუნებრივია ეთანხმებიან რომ მათი საქონელი შეფასდეს არსებული უნივერსალური ღირებულებით, მონეტარული სისტემით. ეს ნიშნავს რომ ისინი აცნობიერებენ უნივერსალურ ღირებულების საზომს, რომელსაც მათი პროდუქტი, საქონელი უნდა დაექვემდებაროს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მიიღონ უნივერსალური ეკვივალენტური ღირებულება. და მათი პროდუქტი, მათი საქონელი შესაძლოა კონვერტირდეს ნაღდ ფულში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია ღირებულება, ამ ღირებულებასაც არეგულირებს მონეტარული სისტემა რომელზეც მონოპოლისტური უფლება აქვს სახელმწიფო აპარატს. რამდენადაც ესღირებულების საზომიარის დამკვიდრებული და ყველა მიისწრაფვის რომ მიიღოს ის, ძვირფასი მეტალის არსებობას როგორც უნივერსალური ეკვივალენტი აქვს თავისი ნაკლი: ის შეიძლება იყოს შეზღუდული, მისი წარმოება არის რთული, ძვირი და ის გამოყენების დროს განიცდის ცვეთას, ეროზიას. ამის გამო კი დადგა დრო რომ ის ჩანაცვლებულიყო სხვა უფრო მოსახერხებელი სუბსტანციით.

Комментариев нет:

Отправить комментарий