понедельник, 22 февраля 2016 г.

ანარქიზმის ანატომია ნაწ. 2



  1. სახელმწიფო ქაღალდის ვალუტა
სახელმწიფოებმა, ამ სუვერენულმა ორგანიზაციებმა, როგორც უნივერსალური ეკვივალენტის გარანტებმა,   გადაწყვიტეს რომ მთლიანად საკუთარ თავზე მოერგოთ მთელი ეკონომიკა და შეექმნათ ახალი უნივერსალური ეკვივალენტი და ეწარმორბინათ იგი, ამისათვის კი გამოიყენეს საკუთარიკანონიერიძალაუფლება და უფლებები რომ განეხორციელებინათ ახალი იდეა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის შემდეგაც
ქაღალდი გახდა მონეტარული სისტემის ევოლუციის ახალი საფეხური და მისი შემცვლელი. ვაჭრებმა გვერდით გადადეს თამასუქები და ბანკებმა დაიწყეს ბანკნოტების ბეჭდვა. ეს კერძო ღირებულების შემცვლელი ქაღალდები გახდა საქონლის ანდა მონეტის კანონიერი წარმომადგენელი. ისინი იყო საიმედო და პრაქტიკული ყიდვა/გაყიდვის დროს საქონელთან მიმართებაში. სახელმწიფომ გამონახა ახალი, მარტივი გზა, რომ შეექმნა არაფრისგან ღირებულება, და შეემცირებინა რეალური ღირებულების მოთხოვნა ბაზარზე გაცვლის პროცესის დროს. ამან მთლიანად შეცვალა მონეტარული სისტემა და თუ ადრე იგი წარმოადგენდა ძვირფას მეტალს რომელსაც ნამდვილად გააჩნდა ღირებულება, ახლა ის უკვე მხოლოდ ქაღალდს წარმოადგენდა რომელსაც ღირებულებას ანიჭებდა სახელმწიფო აპარატი საკუთარი სურვილის შესაბამისად. ყველა ვინც სარგებლობდა ახალი უნივერსალური ეკვივალენტით სახელმწიფოს უზრუნველყოფდა მას გარანტიით, საკუთარი ძალაუფლების საშუალებით. სახელმწიფო ქაღალდის ფული, რომელსაც თავისით, არ გააჩნია არანაირი ღირებულებამას არ გააჩნია იმდენი ღირებულებაც კი რამდენიც სხვა ქაღალდის პროდუქტებს, მაგალითად ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდსიღებს თავის სპეციალურ ღირებულებას როგორც უნივერსალური ეკვივალენტი, გამომდინარე იქიდან რომ სახელმწიფო ანიჭებს მას განსაზღვრულ ღირებულებას და ამბობს: ეს ქაღალდი არის 50, ეს 100 მარკა, ან დღეს უკვეევრო. ეს ორი ბანკნოტი არის რა თქმა უნდა ერთი და იგივე მათი სუბსტაციის გათვალისწინებით. განსხვავება მათ ღირებულებას შორის არის მხოლოდ გარედან დადგენილი, სახელმწიფოსგან, რომელიც ბეჭდავს სხვადასხვა ღირებულებებს მასზე.
დღეს საქონლის, ნებისმიერი პროდუქტის თუ დოვლათის ღირებულება, არის გაზომილი და შეფასებული მხოლოდ სახელმწიფოს ქაღალდის ფულით, და ეს არ ხდება სხვანაირად. ფულის, როგორც ძვირფასი მეტალის ცირკულირება შეუძლებელია. გაცვლითი ეკონომიკა და თანამედროვე მონეტარული სისტემა უფრო ხშირად ხდება დაყენებული კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს უნდობლობა კი სრულიად სამართლიანი და მოსალოდნელია, როგორც ღირებულების თეორიის მონეტარული სისტემის მიმართ: თუ მე გამაქვს რაღაც პროდუქტი ბაზარზე და მივიღე უნივერსალური ღირებულება მის სანაცვლოდმაქვს მე ნამდვილად ჩემი საქონლის პროპორციული ღირებულება ? შემიძლია მე ვიყიდო რაღაც  ჩემი საქონლის პროპოციული ღირებულების სანაცვლოდ ? ამგვარად გაცვლითი სისტემა ძირითადად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც მას არ გააჩნია რეალური ღირებულების მქონე უნივერსალური ეკვივალენტი და ის უბრალოდ წარმოადგენს არარსებულ, წარმოსახვით საშუალებას რომელსაც სახელმწიფოს მიერ აქვს მინიჭებული განსაზღვრული ნომინალური ღირებულება.

  1. მონეტარული თეორიის გეზელისეული კრიტიკა, კერძო საკუთრება და ინტერესი
4.1. ვალუტის უზრუნველყოფა
კრიტიკა ნათლად აჩვენებს რომ თანამედეროვე მონეტარული სისტემის გამოყენება დაუცველია, შესაძლოა დაკარგოთ ქაღალდის ბანკნოტები, მოგპარონ ან საერთოდაც დაეცეს მისი ღირებულება უეცრად. მონეტარული სისტემა და ღირებულების თეორია თავისთავად იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას, უნდობლობას რაც თავის მხრივ უკვე ნიშნავს მის ნაწილობრივ უგულვებელყოფას და მისი საჭიროების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
) მონეტარული სისტემა უნდა იყოს გამყარებული საქონლით
როგორ უნდა მოხდეს ეს  ? თუ ნომინალური ღირებულება არის დაბეჭდილი ბანკნოტზე და ქაღალდების  დასტას გააჩნია იგივე ღირებულება რაც საქონელს, რანაირად იქნება გამყარებული საქონლის ღირებულება თუ მისი გაცემის სანაცვლოდ გამცემი მიიღების ქაღალდების დასტას, რომელსაც უბრალოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული პირობითი ნომინალური ღირებულება გააჩნია და არ აქვს არანაირი რეალური ღირებულება. პროდუქტს ღირებულება ენიჭება სხვა პროდუქტების ღირებულების შესაბამისად, როცა რაღაც პროდუქტი პირველად ჩნდება ბაზარზე, როგორც წესი მას ენიჭება ღირებულება სხვა პროდუქტების ღირებულიების გათვალისწინების შედეგად, ანუ მარტივად რომ ვთვათ იმისათვის რომ განვსაზღვროთ პროდუქტის ღირებულება უნდა ვიცოდეთ სხვა პროდუქტების ღირებულება, ანუ ერთი პროდქტის ღირებულება განსაზღვრავს სხვა პროდუქტების ღირებულებებს. ასევე პროდუქტს ღირებულებას ანიჭებენ არა იმის მიხედვით თუ  რა ჯდება მისი წარმოება, ტრანსპორტირება, ან რა არის მისი რეალური ღირებულება, არამედ იმის მიხედვით თუ რამდენად დეფიციტური ან მოთხოვნადია ეს პროდუქტი ბაზარზე. შესაბამისად ბაზარზე არსებული ნებისმიერი პროდუქტის ღირებულება უბრალოდ პირობითია. მაშინაც კი თუ არ არსებობს კაპიტალისტური ბაზარი და ჩვენ ვართ რეალურ სოციალიზმში, გაცვლითი სისტემის არსებობის შემთხვევაში ლოგიკურად გაჩნდება უნივერსალური ექვივალნტის არსებობის  მოთხოვნილება და ეს ბოლოს მიგვიყვანს ისევ მონეტარულ სისტემამდე და  კერძო საკუთრებამდე, იმ შემთხვევაში თუ არ შევქმნით ახალ, არსობრივად სხვა პრინციპებზე აგებულ საზოგადოებას რომელიც არ იქნება დაფუძნებული კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე.
მონეტარული სისტემა უნდა იყოს გამყარებული ძვირფასი მეტალებით.
ოქრო და ვერცხლი რომელიც ინახება ეროვნულ საცავებში, უზრუნველყოფს ქაღალდის ფულის ღირებულებას რომელიც ჩაშვებულია მიმოქცევაში. მაგრამ რეალურად კი თუ მოქალაქეებს უნდათ რომ ჩააბარონ  და გადაცვალონ ქაღალდის ბანკნოტი მისივე ღირებულების ძვირფას მეტალში, ანუ სანაცვლოდ მიიღონ შესაბამისი ღირებულების ძვირფასი მეტალები რომლითაც ვითომ მათი ბანკნოტებია გამყარებული, ეს არ ხდება და არც მოხდება, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მცირე რაოდენობის ძვირფასი მეტალი არსებობს რომელიც ინახება საცავებში და სიცრუეა ის რომ იგი ამყარებს ვალუტას, ისინი არაა მიმოქცევაში ჩაშვებული ფულის ადეკვატური და შესაბამისი, გამომდინარე აქედან, რომ გაცვალონ ქაღალდის ბანკნოტი ძვირფას მეტალში ის ვერ აანაზღაურებს მიმოქცევაში ჩაშვებულ ყველა ბანკნოტზე გამოსახულ ღირებულებას. მთელი რაოდენობა ძვირფასი მეტალებისა, რომელიც ინახება ბანკში, არის მკვდარი კაპიტალის გროვა, ის არის ყოველთვის მიტაცებული და მისაკუთრებული სახელმწიფოს თუ კაპიტალისტის მიერ კანონის ძალით და წარმოადგენს მხოლოდ ნაწილს მიმოქცევაში არსებული ფულისა.
ამ ტიპის გამყარება მხოლოდ მანამდე მუშაობს სანამ სჯერათ მისი და მას აქვს ნდობა საზოგადოების მხრიდან. რეალურად სახელმწიფოს არ შეუძლია უზრუნველყოს ფულის ღირებულების გამყარება. როგორც სახელმწიფოს მმართველი კლასების წარმომადგენლები ამბობენ: ქაღალდების დასტას რომელსაც თვითონ მიანიჭებენ ნომინალურ ღირებულებას არის იმდენივე რამდენიც ერთი უნცია ოქროვის სჯერა ეს ? მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში საცავებში არსებული ოქრო რომ გადაცვალონ ნებისმიერი რაოდენობის ქაღალდის ფულში, ამდენი ოქრო არ გააჩნია სახელმწიფოს, უფრო მეტიც, იმდენი ოქრო რამდენიცაა მიმოქცევაში ჩაშვებული ფულის ჯამური ღირებულება, არა რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში, არამედ  საერთოდ ერთად აღებულ მთელს  მსოფლიოში არ არის.
4.2. მიწის იჯარის წინააღმდეგ, უშრომელი სარგებელი და შემოსავალი
თანამედროვე კაპიტალისტური სახელმწიფოები აგებულია პრინციპზევინც არ მუშაობს ის არ იღებს საჭმელს, ეს კი ძალიან ჰგავს XX საუკუნის პირველი ნახევრის ნაცისტურ გერმანიას, სადაც ევთანაზია ხორციელდებოდა მასობრივი მასშტაბით იმათ წინააღმდეგ, ვინც იმ დროისთვისეკონომიკურ ტვირთსწარმოადგენდა, ფაშისტებმა გამოსცეს ბრძანება იმ ბავშვების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ ჰიდროცეფალიით, ცერებრალური დამბლით და სხვა დაავადებებით. ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი დოზის შეყვანით. ევთანაზია იყო საშულებასაზოგადოებისათვის ზედმეტი ტვირთის მოსაცილებლად”. შესაბამისად მსგავსი დამოკიდებულება, ლოგიკურად მიგვიყვანს ისეთ საზოგადეობამდე რომელშიც შრომის უნარის არ მქონე ადამიანები, კაპიტალიზმისთვის გამოუსადეგარი ადამიანები შიმშილით მოკვდებიან, კაპიტალიზმს სჭირდება მხოლოდ ისეთი საზოგადოება რომელშიც არსებობენ მარტო ისინი ვინც არიან ჯანრმთელები და შრომისუნაირიანები, და ყველა სხვა უბრალოდზედმეტი ტვირთიაკაპიტალისტური წესრიგისათვის.
გეზელის თავისუფალი ეკონომიკა ეწინააღმდეგება განვითარებულ კაპიტალიზმს კაპიტალიზმამდელი იდეალით: მწარმოებლების საწარმოო საშუალებებისგან მოწყვეტის თავიდან ასაცილებად ის გვევლინება იდეის დამცველად რომელიც წარმოადგენს უკან დაბრუნებას ისეთ სახელმწიფო სისტემაში, სადაც მწარმოებლები არიან ფერმერები და ხელოსნები და ამავე დროს საკუთარ საქონელს თვითონვე ყიდიან ბაზარზე. ეს იდეა ასევე პოპულარულია მათ შორის ვინც მხარს უჭერს თანამედროვე კაპიტალისტური სისტემისგან დამოუკიდებლად, მის გარეთ არსებობას, გარკვეულწილად, რადგან სრული მოწყვეტა არსებული სისტემიდან შეუძლებელია, მასში არსებული სერვისების და პროდუქტების გამო რომლის მისაღებადაც ადამიანებს უწევთ ურთიერთობა არსებულ კაპიტალისტურ სისტემასთან, ისინი გამოსავალს ხედავენ სასოფლო სამეურნეო ტიპის კომუნების არსებობაში.
რაც ყველაზე აშკარად და ადვილი შესამჩნევია, არის ის რომ თანამედროვე ეკონომიკის პირობებში გარემო, საზოგადოება მტრული და ძალადობრივია, ის მთლიანად მშრომელთა შორის კონკურენციაზეა აგებული და არა ურთიერთდახმარებაზე. ეს მოდელი, აგებულია იმ იდეაზე რომელიც მიიჩნევს რომ თითქოს ჩვენ, არ შეგვიძლია ამ ეკონომიკური სისტემის გარეშე არსებობა, და რომ კონკურენცია განაპირობებს პროგრესს, რეალურად კი ეს კონკურენცია წარმოადგენს კაპიტალის და გავლენებს შორის დაპირისპირებას, და არა ნიჭსა თუ გამომგონებლობის უნარს შორის, ისტორიიდან ნიკოლა ტესლას და თომას ედისონისკონკურენციისმაგალითის მოტანაც საკმარისია რომ მივხვდეთ რას ნიშნავს რეალურად კაპიტალიზმის პირობებში კონკურენცია, თომას ედისონი, მდიდარი კაპიტალისტი საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე მუდმივად ხელს უშლიდა მეცნიერს საკუთრი იდეების გავრცელებაში და მანამდე კი მის ექსპლუატაციას ეწეოდა, როცა ამუშავებდა თავისთან, შესაბამისი ანაზღაურების გარეშე, თანამედროვე კაპიტალისტური ეკონომიკა ისევ ამ პრინციპებზე დგას. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ თუნდაც აშშს 2013 წლის სამხედრო ბიუჯეტი, მან შეადგინა 682 მილიარდი აშშ დოლარი, განათლების კუთხით კი ბიუჯეტი 71 მილიარდი აშშ დოლარი, ესენი მთელი ბიუჯეტის 2 და 18 პროცენტია, მეცნიერებისთვის კი გამოყოფილი იყო 7.5 მილიარდი, რაც მხოლოდ 0.2 პროცენტია, რაც ნიშნავს იმას რომ კაპიტალისტური სახელმწიფოები ორიენტირებულია კონფლიქტებზე, ომებზე, და შესაბამისია მათი ბიუჯეტიც. არსებული სიმდიდრის, დოვლათის უდიდესი ნაწილი უაზროდ და უმისამართოდ ნადგურდება, კონფლიქტებში, ომებში და მსოფლიოში გავლენის სფეროების გადანაწილებს პროცესში, მილიტარიზაცია სახელმწიფოს არსებობისთვის ბუნებრივი და დამახასიათებელი პროცესია, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს თუ არ შეეძლება კაპიტალიზმის და ბიუროკრატიის დაცვა, ან არ გადაიტანს მოსახლეობის ყურადღებას სოციალური პრობლემებიდან გარე კონფლიქტებსა თუ ხელოვნურად, თავისივე შექმნილ ძალადობაზე, მისი ლეგიტიმაცია და საჭიროება ეჭვის ქვეშ დადგება, რაც ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს კაპიტალიზმს რომელიც დღეს, სახელმწიფოს არსებობის პირობებში საუკეთესოდაა დაცული, შესაბამისად სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანაც ამ კუთხით მუშაობს. ამ ყველაფრის შესანიღნად და შესალამაზებლად კი განათლების სისტემა სკოლიდანვე მუშაობს, ასევე მედიაც აქტიურადაა ჩაბმული ამ პროცესში, და სახელმწიფო ამ პროპაგანდისტული მანქანის საშუალებით ქმნის შეფერადებულ რეალობას რომელიც ნიღბავს შიმშილს, ძალადობას, ექსპლუატაციას, და ჩაგვრას.
თანამედროვე ეკონომიკაში შექმნილ, არსებულ მოდელებს და ამ მოდელებით აზროვნებას ახასიათებს შემდეგი: ისინი ყოველთვის მათთვისაა სასარგებლო და მათ ინტერესებზეა მორგებული ვინც შექმნა იგი. მას კი ყველა ჩვენგანი იყენებს, მიუხედავად იმისა რომ სარგებელს მხოლოდ მცირე ნაწილიმმართველი კლასი ნახულობს, სწორედ ამიტომ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსგავსი მოდელების არსებობა და თუ ვინმე ცდილობს შემოიტანოს ალტერნატივა, რომელიმე ინდივიდი ან ადამიანთა ჯგუფი, ცდილობს შექმნას უფრო მოქნილი, დახვეწილი მოდელი, თუ საერთოდ რევოლუციური, ახალი ტიპის სქემაეს ყველაფერი ან იგნორირებულია, ან იბლოკება ან სულაც ხდება თავდასხმის ობიექტი მმართველი კლასის მხრიდან. ის რაც არ არის სასარგებლო მმართველი კლასისთვის ავტომატურად იქცევა სამიზნედ, თავდასხმის ობიექტად და იწყებს მუშაობას პროპაგანდისტული მანქანა რომელიც არწმუნებს ყველას არსებული მოდელის უალტერნატივობაში და შეუცვლეობაში, ასევე ამახვილებს ყურადღებას მის დადებით მხარეებზე, რაც სრული სიცრუეა და ვერ უძლებს კრიტიკას. უკიდურეასდ გამოუვალი სიტუაციის დროს კი, როცა უკან დასახევი გზა აღარ რჩება მმართველ კლაას, ისინი მიდიან კომპრომისზე და ამით ანეიტრალებენ იმ მუხტს, იმ პროტესტს, რომელიც მოდის ჩაგრული, ექსპლუატირებული უმრავლესობისგან, აძლევენ მცირედს მათდა ინარჩუნებენ მართვის სადავეებს, სიტუაცია არის იგივე, უბრალოდ შელამაზებული და დაფარული იმ კომპრომისით რაზეც მიდის მმართველი კლასი. მაგალითად პროგრესული საშემოსავლო გადასახადი, რაც გულისხმობს განსხვავებულ, შესაბამის საშემოსავლო ტარიფების დაწესებას მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.
თავისუფალი ეკონომიკის პირობებში კერძო საკუთრების იჯარა არის ძალიან ჭკვიანური გზა მისმა  მფლობელმა მიიღოს უშრომელი შემოსავალი: მთავარი საკითხია ის თუ როგორ ჩნდება ეს კერძო საკუთრებები, თუ რატომ ხდება მისი მისაკუთრება და გამოყენება მათ მიერ ვინც მის სანაცვლოდ გასცა რეალური ღირებულების არ მქონე, პირობითად მინიჭებული ღირებულების მქონე უნივერსალური ეკვივალენტი. ეს არის ერთ ერთი ფუნდამენტური ელემენტი კაპიტალისტური სისტემის კონსტრუქციის ერთობლიობაში რომელიც უბრალოდ მორგებულიამმართველი კლასის ინტერესებზე და ჩაგრული ფენის ექსპლუატაციაზე.
4.3. წარმოება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება
შრომა, იმ პირობით თუ ის არის პატიოსანი და მშრომელის საკუთრებაუნდა იყოს კარგად ანაზღაურებადი და დაფასებული. დღეს კი ვინც მუშაობს მხოლოდ იმდენი ანაზღაურება აქვს რომ შიმშილით არ მოკვდეს და საკვები მიიღოს, ამ მიზერულ ანაზღაურებასაც კი მხოლოდ იმის გამო იღებს მშრომელი რომ კაპიტალისტებმა მუშახელი არ  დაკარგონ.
თუ ვინმე აწარმოებს იმას რაც მას შეუძლია ან უნდა რომ აწარმოოს, მან უნდა იპოვოს მყიდველი მის მიერ შექმნილი პროდუქტისათვის, რომ შემდეგ იყიდოს ბაზარზე ის რაც სჭირდება არსებობისათვის, მაგრამ თუკი მან ვერ გაყიდა მის მიერ წარმოებული პროდუქტი, მას არ შეუძლია ყიდვის შემთხვევაში შესთავაზოს სანაცვლოდ რაიმე ეკვივალენტური, შესაბამისად მისი მოთხოვნილებები იქნება უარყოფილი და დაუკმაყოფილებელი. კაპიტალიზმის პირობებში ყველას მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ არის, ბაზარზე შესაძლოა არსებობდეს ყველა სახის პროდუქტი, მაგრამ მისი მიღება შეუძლია მას ვინც ფლობს უნივერსალურ ეკვივალენტს, კაპიტალს, შეიძლება სულაც გადაყარონ პროდუქტი, ან გაანადგურონ, მაგრამ მას უფასოდ არ მოგცემენ, ეს ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომელზეც კაპიტალიზმია აგებული. თანამედროვე მსოფლიოში ჩვენს მიერ წარმოებული საკვები 12 მილიარდ ადამიანის გამოსაკვებადაა საკმარისი, მაგრამ ყოველ დღე 100 000 ადამიანი კვდება შიმშილისგან, იმ დროს როცა ტონობით საკვები იყრება ყოველდღიურად ნაგავსაყრელებზე, ტონობით პური რომელიც ორი დღის შემდეგ არ იყიდება, როცა ის ჩვეულებრივად ვარგისია საკვებად იყრება ნაგავში და ნადგურდება, იგივენაირად ხდება სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით იმ ფონზე როცა ჩვენს გარშემოც კი ამდენი ადამიანი შიმშილობ ან ვერ იკვებება სრულფასოვნად.
დაგეგმილი ეკონომიკა უპირისპირებს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკას: დაგეგმილი ეკონომიკა ნიშნავს უპირველესად მხოლოდ იმას რომ საჭირობა, მოთხოვნილების შესაბამისად უნდა მოხდეს პროდუქციის წარმოება, ჯერ უნდა განისაზღვროს მოთხოვნილებები და შემდეგ მოხდეს საჭირო რაოდენობის პროდუქტის წარმოება. გეგმა უზრუნველყოფს რომ რაც არის წარმოებული არის ზუსტად იმდენი, რამდენის მოთხოვნილებაც არსებობს. დღეს, ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ეს სულაც არ არის რთული წარმოსადგენი და არ იქნება პრობლემა რომ ყველამ, თვითონვე ჩამოაყალიბოს საკუთრი სურვილები და მოთხოვნილებები და ასევე განისაზღვროს წარმოების შესაძლებლობები და შეგროვებული ინფრომაციის გაანალიზების და დახარისხების შედეგად განისაზღვროს წარმოებისათვის საჭირო გეგმა.
დაგეგმილი ეკონომიკის საწინააღმდეგოდ, ყოველთვის არის წამოყენებული მოსაზრება რომ მსგავსი ეკონომიკა აუცილებლად წარმოშობს კონკრეტული პროდუქტის დეფიციტებს, და არ იქნება მოთხოვნილების და საჭიროების შესაბამისი. ასევე ხშირად ჩნდება კითხვა თუ ვინ იქნება ის ვინც განსაზღვრავს საჭიროებებს, მოთხოვნილებებს, დააგეგმარებს მათ, გაუწევს კოორდინაციას და .. ამის საპასუხოდ კი დაგეგმილი ეკონომიკის მოდელი გვთავაზობს რომ ყველა ადამიანი თავად იყოს ჩართული მოთხოვნილების, საჭიროების განსაზღვრის თუ საწარმოო გეგმის შედგენის საკითხებში ჩართული, ის რომ ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებები, როგორიცაა საკვები, წყალი, ტანსაცმელი და თავშესაფარი უპირობოდ უნდა იქნას დაკმაყოფილებული, ეს ბუნებრივია ასეც იქნება, სხვა დანარჩენი საწარმოო გეგმის განსაზღვრა თუ დადგენა იმისი რა პროდუქტი უნდა შეიქმნას ან რა რაოდენობით წარმოადგენს განხილვის და მსჯელობის საგანანს რომელიც ზემოთხსენებული პრინციპებით უნდა მოხდეს. კერძო ინიციატივას უნდა გამოიჩინოს ყველამ რათა განისაზღვროს თუ რა ან რამდენი უნდა იწარმოოს. და ამგვარად ის აბსურდები და ანომალიები რაც ახასიათებს კაპიტალისტურ ეკონომიკას ძალადობრივი და სულელურიც ჩანს ამ ფონზე: ვიღაცამ უნდა აწარმოოს პროდუქტი რომელიც არავინ იცის სჭირდება თუ არა საზოგადოებას, და შემდეგ იფიქროს მის გასაღებაზეისე რომ არ გაიგოს ყველას აზრი მოთხოვნილების თუ  საჭიროების შესახებ, უბრალოდ მიაწოდოს მათ პროდუქტი და დააჯეროს ისინი რომ მათ სჭირდებათ ეს, რეკლამების თუ სხვა კონსუმერული ტვინის რეცხვის საშუალებებით. მას კი ვისაც არ შუძლია საკუთარი წარმოებული პროდუქტის რეკლამირებაში ფული ჩადოს ან უბრალოდ მის მიერ შექმნილი პროდუქტი არ არის მოთხოვნადი, ან ზედმეტად დაბალანაზღაურებადია კონსუმერულ კაპიტალისტურ საზოგადოებაში უწევს აწარმოოს სხვა პროდუქტი, შექმნას ის რაც არ უნდა, აკეთოს ის რაც არ სურს, რომ არ მოკვდეს შიმშილით და იარსებოს, ინდივიდუალური წარმოება კაპიტალისტურ ბაზარზე, დიდი კაპიტალის და გავლენიანი მფარველების გარეშე იმდენად რთული და უშედეგოა რომ მწარმოებელს მოგება თითქმის არ რჩება, მან ჯერ უნდა შექმნას პროდუქტი და შემდეგ მოძებნოს ვინმე მყიდველი, იპოვოს ვინმე ვინც გადაიხდის ფულს მისი პროდუქტისთვის, ან ელოდოს როდის გამოჩნდება შესაბამისი მყიდველი და მერე შექმნას პროდუქცია. აქედან გამომდინარე კაპიტალისტური ეკონომიკა კრახისთვისაა განწირული და ხშირად ეფლობა ეკონომიკურ კრიზისებში. მთელი ეს პროცესი ყველაზე მეტად საზიანო კაპიტალის არ მქონე, დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი ადამიანებისთვის არის და ხშირად ეს ზიანი არამარტო შიმშილს არ მატერიალური სიდუხჭირის, არამედ ზოგჯერ სიკვდილის მიზეზიც ხდება ხოლმე. ეს სოციალური უთანასწორობა ამ ყველაფერთან ერთად წარმოშობს კლასობრივ დაყოფას, და უფსკრულს კლასებს შორის, ერთ მხარეს დგანან ადამიანები რომლებსაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის, და საკვების მოპოვებისთვის ყოველდღიური მძიმე ბრძოლის გადატანა უწევთ, ხოლო მეორე მხარეს კი დგანან ადამიანები რომლებიც სწორედ სხვების შიმშილის და სიღარიბის ხარჯზე მდიდრდებიან და აგროვებენ კაპიტალს. ამ ყველაფერს კაპიტალისტური სისტემის დამცველები ბუნებრივი გარდაუვალობით ხსინიან და ასევე ამბობენ რომ ადამიანების ბუნება ასეთია. თვითონ ზემოდან ქმნიან პრობლემას ხელოვნურად და შემდეგ დამნაშავეებად გამოყავთ ისევ დაზარალებული, ექსპლუატირებული ადამიანები.

Комментариев нет:

Отправить комментарий