понедельник, 22 февраля 2016 г.

ანარქიზმის ანატომია ნაწ. 4

რატომ აღიარა მოულოდნელად ეს ყველაფერი ინგლისის ბანკმა? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს აშკარა სიმართლეა. ბანკის საქმეა რეალურად აწარმოოს სისტემა, ხოლო ბოლო დროს სისტემა არცისე განსაკუთრებულად კარგად დარბის. შესაძლოა მათ გადაწყვიტეს რომ ეკონომიკისწარმოსახვითი-მიწისვარიანტის შენარჩუნება, რომელმაც დაამტკიცა რომ ძალიან ხელსაყრელია მდიდრებისათვის, იმდენად დიდი ფუფუნებაა, რომ უფრო მეტ ხანს ვეღარ მოახერხებდა არსებობას.
მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ხდება დიდი რისკის ფასად. უბრალოდ განსაჯეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუკი იპოთეკარები გააცნობიერებენ, რომ ფული რომელიც მათ ბანკმა ასესხა უბრალოდ არ არსებობს, მართლაც, ზოგიერთი ხელმომჭირნე პენსიონერის ცხოვრების დანაზოგი, მაგრამ როგორღაც ბანკმა მოახერხა და რეალობა შესძინა მას ჯადოსნური ჯოხის საშუალებით, რომელიც ჩვენ, საზოგადოებამ გადავეცით ხელში.
ისტორიულად, ინგლისის ბანკს ყოველთვის ჰქონდა ტენდენცია ყოფილიყო ლიდერი, გარეგნული მოჩვენებითი პოზიციებით, რომლებიც საბოლოოდ ახალი აქსიომები გახდნენ. თუ ეს მართლაც ის არის, რაც აქ ხდება, მაშინ ჩვენ შესაძლოა მალე იმ პოზიციაზე დავდგეთ და გავიაზროთ, რომ ჰენრი ფორდი მართალი იყო.
- See more at: http://a-library.org/devid-greberi-fuli-bankebi/#more-1111
კრისტოფერ ჰიტჩენსიუფალი არ სუფევს. როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს

       
Описание: cn_image.size.hitchens_2004_contributor_image
თავი 1. მსუბუქად რომ ვთქვათ
თუ ამ წიგნის რომელიმე მკითხველი, არ დაკმაყოფილდება უბრალო უთანხმოებით ავტორთან და გადაწყვეტს გამოიკვლიოს რა ცოდვებმა მაიძულა კალმის აღება (ჩემი გამოცდილება კი მიჩვენებს, რომ გულმოწყალების და მიმტევებლობის მქადაგებელნი, ხშირად, სწორედ ასე იქცევიან.), ის გამოიწვევს არა მარტო მიუწვდომელ და სრულყოფილ შემოქმედს, რომელმაც სავარაუდოდ, თავადვე შემქმნა ასეთად, არამედ შებღალავს კეთილი და უანგარო რწმენის მქონე ქალბატონის, ჯინ უოტსის ხსოვნას.
9 წლის ასაკში, როდესაც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სკოლადარტმურშიდავდიოდი, ჯინ უოტსის მოვალეობა გახლდათ, ვეზიარებინე ბუნების საიდუმლოებებისა და წმინდა წერილისთვის. მას დავყავდით ექსკურსიებზე, ჩემი სამშობლოს განსაკუთრებულ მხარეებში და გვასწავლიდა ფრინველების, ცხოველების და მცენარეების სახელებს. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საოცარი სილამაზე, რომელსაც ბუნება მალავდა: ბუდეში მჭიდროდ ჩაწყობილი ფრინველის კვერცხები; ხელის გაწვდენაზე ამოსული მხსნელი მრავალძარღვა, ფეხების დასუსხვის შემთხვევაში.- ეს ყველაფერი ისევე ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ისმონადირეთა მუზეუმი”, სადაც ადგილობრივ გლეხებს გამოფენაზე გამოჰქონდათ ნანადირევ ცხოველთა ფიტულები. მარტივად მიხვდებით რის გადმოცემას ვცდილობ, თუ წაგიკითხავთ ჯონ კლერის უკვდავი პროვინციული ლირიკა.
გაკვეთილებზე გვაძლევდნენ ფურცლებს, რელიგიის სწავლებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს ოფიციალური ბეჭდით დამოწმებულს, რომელსაც ერქვაგამოვიკვლიოთ წმინდა წერილი”. (ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, ის სახელმწიფოს მიერ იყო მხარდაჭერილი.) ფურცელზე ეწერა ნაწყვეტი, ძველი ან ახალი აღთქმიდან. ჩვენ უნდა წაგვეკითხა ის და წერილობით ან ზეპირად გადმოგვეცა თუ რას მოგვითხრობდა ნაწყვეტი და რა იყო მისი მორალი. მე ძალიან მომწონდა ეს დავალება და ხშირად საუკეთესოდ ვასრულებდი. ჩემთვის, ეს აღმოჩნდა შესავალი კრიტიკულ აზროვნებაში. მე ვკითხულობდი ტექსტებს, რომლებიც წინ უძღოდა და მოსდევდა მოცემულ ნაწყვეტს, რათა სწორად გამეგო მისიაზრი”. ჩემს მოწინააღმდეგეთა სამწუხაროდ, მე ახლაც შემიძლია ამის კეთება და ახლაც განვიცდი პატივისცემას მათ მიმართ, რომელთა სტილსაც ზოგჯერმხოლოდ და მხოლოდთალმუდისტურად დაფუნდამენტალისტურადმოიხსენიებენ. ასეთი სავარჯიშოები სასარგებლოა ინტელექტის და ლიტერატურული გამოცდილების დონის ასამაღლდებლად.
თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, საბრალო მისის უოტსმა გადააჭარბა. ბუნებისმეტყველებისა და წმინდა წერილის მასწავლებლის როლის შეთავსების მცდელობისას, მან თქვა:
შეხედეთ ბავშვებო, რამდენად დიადი და გულუხვია ღმერთი. მან ყველა ბალახი და ხე მწვანე ფერის შექმნა, რადგან სწორედ მწვანე ფერია ყველაზე სასიამოვნო ჩვენი თვალებისთვის. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა, მცენარეებს წითელი ფერი რომ ჰქონოდათ.”
და აი, წარმოიდგინეთ რა ჩაიდინა ამ ღვთისმოშიშმა ქალმა. მე მომწონდა მისის უოტსი: ის იყო უშვილო, ბავშვების მოყვარული მოხუცი, ცხოვრობდა ბებერ, მოსიყვარულე ავჩარკასთან ერთად, რომელსაც როვერს ეძახდნენ, და გაკვეთილების შემდეგ ხშირად გვეპატიჟებოდა ტკბილეულზე, თავის რკინიგზასთან ახლოს მდგომ სახლში. სატანა-თუ მისის უოტსი მან შეარჩია ჩემი ჭეშმარიტი გზიდან გადასაცდენად- ამ შემთხვევაში ბევრად უფრო შემოქმედებითი იყო, ვიდრე გველი ედემის ბაღიდან. მისის უოტსი არასოდეს უწევდა ხმას და არასოდეს მიმართავდა ხელმძღვანელობას-ზოგიერთი სხვა მასწავლებლისგან განსხვავებით-და საერთოდ, ის ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომლებზეც ჯორჯ ელიოტი წერდა: “თუ თქვენი საქმეები არც ისე ცუდადაა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ნაწილობრივ იმ ადამიანთა დამსახურებაა, რომლებმაც ღირსეულად განვლეს თავიანთი უმნიშვნელო ცხოვრება და ახლა მივიწყებულ საფლავებში განისვენებენ.”
ამგვარად, მისის უოტსის სიტყვებმა შემძრა. თითქოს მის მაგივრად მრცხვენოდა. 9 წლის ასაკში, მე არ მქონდა არანაირი წარმოდგენა თეოლოგიურ თვალსაზრისზე ღმერთის შესახებ, დარვინის თეორიაზე ან ფოტოსინთეზსა და ქლოროფილს შორის კავშირზე. გენეტიკის საიდუმლოებანი, ჩემთვის ისევე უცნობი იყო, როგორც ყველასთვის იმ პერიოდში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვაკვირდებოდი ბუნებას, მის ჰარმონიულ ელემენტებს, არ ვფიქრობდი ადამიანის ან საერთოდ სიცოცხლის საწყისზე. მე უბრალოდ ვიცოდი-თითქოს უმაღლეს ავტორიტეტთან მქონოდა წვდომა,-რომ ჩემმა მასწავლებელმა მოახერხა ორი წინადადებით თავდაყირა დაეყენებინა ყველაფერი. მე ვიცოდი, რომ თვალები იყო მორგებული ბუნებას და არა პირიქით.
თავს არ მოგაჩვენებთ, თითქოს ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვს, მაგრამ ამ სიტყვებიდან მალევე, დავიწყე სხვა წინააღმდეგობების შემჩნევა. თუ ღმერთი ყველაფრის შემოქმედია, რატომ ვართ ვალდებულნი გამუდმებით ვემადლიეროთ იმისათვის, რაც მისთვის სირთულეს არ წარმოადგენადა? ეს ძალიან წააგავს მონურსიყვარულს”.თუ იესოს შეეძლო განეკურნა ნებისმიერი ბრმა, რომელსაც შეხვდებოდა, რატომ არ ჰკურნავდა ყველას ერთად? რით იყო ასეთი გასაოცარი მის მიერ დემონების განდევნა, თუ ისინი ღორებს ჩაუსახლდნენ? არის ამაში რაღაც ამაზრზენი, შავი მაგიის მსგავსი. რისთვისაა ეს მუდმივი, უშედეგო ლოცვები? რატომ ვარ ვალდებული, გაუთავებლად, საჯაროდ განვაცხადო, რომ უსუსური ცოდვილი ვარ?რატომ არის სექსის თემა ასეთი ტოქსიკური? ეს პირველი, ბავშვური ეჭვები, საკმაოდ გავრცელებულია, დიდწილად იმიტომ რომ არც-ერთი რელიგია არ გვაძლევს მათზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს.
ამავე პერიოდში, სკოლის დირექტორმა-რომელიც ყოველდღიურ ლოცვებს და ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობდა და სადისტი და ფარული ჰომოსექსუალი იყო(თუმცა მას დიდი ხნის წინ ვაპატიე, რადგან სწორედ მან გააღვიძა ჩემში ისტორიისადმი ინტერესი)-დიდაქტიკური განცხადება გააკეთა:”შეიძლება ახლა თქვენთვის გაუგებარია, თუ რაში გვჭირდება მთელი ეს რელიგია,მაგრამ როდესაც თქვენი ახლობლები დაიღუპებიან,მიხვდებით.”
აი აქ მე ისევ ვიგრძენი აღშფოთება ამ წარმოუდგენელი უაზრობის მიმართ. ასეთივე წარმატებით, დირექტორს შეეძლო ეთქვა, რომ რელიგიათა სწავლებები შეიძლება ტყუილია, თუმცა არავის ესაქმება, რადგან ის გვამშვიდებს. რა სიმდაბლეა. მაშინ, ცამეტი წლის ასაკში, ჯერ არაფერი ვიცოდი ფროიდზე(ეს კი დამეხმარებოდა დირექტორის ქმედების ახსნაში), მაგრამ იმ მომენტში, თითქოს ცხადად წარმომიდგა მისი ესეერთი ილუზიის მომავალი”.
ამ გაწელილი შესავლით, მინდა დაგარწმუნოთ რომ მე არ ვარ მათი მსგავსი, ვინცჯანსაღი რელიგიური რწმენისშანსი ფსიქოლოგიური ტრავმის ან ძალადობის გამო დაკარგა. მე ვიცი, რომ მილიონობით ადამიანს მოუხდა მსგავსის გადატანა და ვთვლი, რომ რელიგიას შეუძლია და ვალდებულია პასუხი აგოს მიყენებულ ტკივილზე. (სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა თუ როგორ ძალადობდა კათოლიკური ეკლესია ბავშვებზე.)
არსებობს ოთხი ფუნდამენტური უარყოფითი ასპექტი რელიგიისა. პირველი, ის არასწორად აღწერს სამყაროსა და ადამიანის შექმნის პროცესებს. მეორე, საწყისი შეცდომის წყალობით ის ახერხებს ნარცისიზმისა და ფარისევლობის შეთავსებას. მესამე, ის ერთდროულად წარმოადგენს ადამიანის სექსუალობაზე ზეწოლის შედეგსა და მიზეზს. და ბოლოს, მის საფუძველშივე დევს მისწრაფება მიიღოს სასურველი, რეალურად არსებულის ნაცვლად.
ვფიქრობ, ქედმაღლურად არ გამომივა, თუ ვიტყვი რომ ეს ოთხივე ფაქტი ჯერ კიდევ ხმის დაბოხებამდე გავაანალიზე (ასევე შევამჩნიე ერთი უფრო ვულგარული და ნათელი მდგომარეობა:ხელისუფლებაში მოხვედრილი ადამიანები, ყოველთვის ცდილობენ ძალაუფლების გაძლიერებას რელიგიის საშუალებით). დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მილიონობით ადამიანი, ამავე გზით, ამავე დასკვნებამდე მივიდა. მე შევხვედრივარ ამ ადამიანებს, ასობით ქალაქში, ათობით ქვეყანაში. ბევრ მათგანს თავიდანვე არ სწამდა ღმერთის, ბევრმა კი ეს მხოლოდ რთული შინაგანი ბრძოლის შემდეგ შეძლო. ბევრ მათგანს ეს ეჭვები ისევე უეცრად დაატყდა თავს, როგორც მოციქული პავლე მოექცა დამასკოში, თუმცა ეს ნაკლებად ჰგავდა ეპილეფსიას და არ შეიცავდა აპოკალიპტურ აზრებს(საბოლოოდ კი ბევრად უფრო საფუძვლიანი და რაციონალურიც აღმოჩნდა). მთავარა განმასხვავებელი ჩემი და ჩემი თანამოაზრეებისა, არის ის, რომ ჩვენი რწმენა- არ არის რწმენა. ჩვენი პრინციპები- არ არის რელიგია. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ მეცნიერებასა და გონებას,ეს შეუცვლელი მაგრამ არა საკმარისი პირობებია, თუმცა ეჭვით ვუყურებთ ყველაფერს რაც ეწინააღმდეგება მეცნიერებას ან შეურაცხყოფს გონებას. შესაძლოა ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, თუმცა, გვაერთიანებს პატივისცემა თავისუფალი და მიუკერძოებელი აზროვნების მიმართ. ჩვენ არ ვართ დოგმატურები: აზრთასხვადასხვაობა პროსფესორ სტივენ გოლდსა და პროფესორ რიჩარდ დოკინსს შორის და პოსტ-დარვინისტული თეორიის ხარვეზები შეიძლება საკმაოდ რთული და ღრმაა, მაგრამ ჩვენ მათ ფაქტებითა და ლოგიკით გადავჭრით და არა ფანატიკური დაპირისპირებით. ( ჩემი პირადი პრეტენზიები რიჩარდ დოკინსისა და დენიელ დენეტის მიმართ გამოწვეული მათი გულისამრევი იდეით, რომ ათეისტმა თვითნებურად უნდა მიიკეროს სახელწოდებანათელი გონება”.-ასევე ზემოთხსენებული კამათის ნაწილია.) ჩვენთვისაც ნაცნობიასასწაულების აღქმა”, საიდუმლოებები დათაყვანისცემა”:ჩვენ გვაქვს მუსიკა, ფერწერა და ლიტერატურა და ვთვლით, რომ შექსპირი, ტოლსტოი, შილერი, დოსტოევსკი, ჯორჯ ელიოტი და სხვანი, ბევრად უფრო კარგად ართმევენ თავს მნიშვნელოვანი მორალური საკითხების გადაწყვეტას, ვიდრე მქადაგებლური მითები წმინდა წიგნებიდან. გონებასა დასულსკვებავს ლიტერატურა და არა წმინდა წერილები. ჩვენ არ გვწამს ჯოჯოხეთის ან სამოთხის, თუმცა არცერთი სტატისტიკა არ აჩვენებს, რომ ამ მუქარებისა და დაპირებების გარეშე, ჩავდივართ უფრო მეტ დანაშაულს სიხარბის გამო ან ვახორციელებთ ძალადობის უფრო მეტ აქტს ვიდრე მორწმუნეები. (მეტიც, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ზუსტი სტატისტიკის შედგენის შემთხვევაში, ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებენ.) ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი სიცოცხლე სასრულია, უკვდავების ერთადერთი გამოვლინება კი ჩვენი შვილებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები სიცოცხლის სასრულობის გაანალიზების შემდეგ, შესაძლოა უფრო კეთილები გახდნენ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თანასწორი და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია რელიგიის გარეშე. ჩვენ რელიგიის გარეშე ვიცით რა არის კარგი და ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძალიან ხშირად, რელიგიის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, არამარტო იქცეოდნენ სხვებზე უარესად, არამედ ჩადიოდნენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ბორდელის მეპატრონეშიც კი უარყოფით ემოციებს გამოიწვევს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ, ურწმუნოებს არ გვჭირდება ჩვენი ურწმუნოების მუდმივი ხაზგასმა. სწორედ ჩვენ გვგულისხმობდა ბლეზ პასკალი, როდესაც მიმართავდა მათ, ვინც აცხადებდა: “მე ისე ვარ მოწყობილი, რომ არ შემიძლია ღმერთის მწამდეს”. სოფელ მონტელში, ინკვიზიციის თარეშის პერიოდში, ერთ-ერთ ბრალდებულს ჰკითხეს თუ ვინ შთააგონა ერეტიკული აზრები ჯოჯოხეთისა და აღდგომის შესახებ. ქალმა სავარაუდოდ იცოდა, რომ ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილი ელოდა, თუმცა უპასუხა რომ ეჭვები თავისით გაუჩნდა. (ხშირად გვესმის როგორ ადიდებენ მორწმუნენი თავიანთ თანამოძმეებს სრულიად უბრალო და უაზრო მიზეზებით, თუმცა ამ ქალის მსგავს ნამდვილ მოაზროვნეებზე არასოდეს საუბრობენ. ასეთივე მიზეზებით ჩაქოლილ და ცოცხლად დამწვარ ადამიანთა სახელების ჩამოსათვლელადაც კი, მთელი სიცოცხლე არ კმარა.)
ჩვენ არ გვჭირდება შეკრება ყოელდღე, ყოველ მეშვიდე დღეს, ან რომელიმე ღირშესანიშნავ დღეს ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ ან საკუთარი უღირსი არსებობის მოსანანიებლად. ჩვენ, ათეისტებს, არ გვჭირდება მღვდლები და საეკლესიო იერარქია, რომელიც დოგმების სიწმინდეს დაიცავს. ჩვენთვის ამაზრზენია მშვერპლშეწირვა და სხვა რიტუალები, ისევე როგორც რაიმე საგნისა და გამოსახულების გაღმერთება, თაყვაყვანისცემა (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგანი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასასრგებლო ნივთს-წიგნს წარმოადგენს). დედამიწის არცერთი ნაწილი ჩვენთვის არ არის უფროწმინდა”, ვიდრე სხვა. მომლოცველთა ჯიუტ პატივმოყვარეობასა და რომელიმე წმინდა კედლის, გამოქვაბულისა თუ ქვის გამო სისხლისღვრას ჩვენ ვუპირისპირებთ აუჩქარებელ, მოუთმენელ ნაბიჯებს ბიბლიოთეკის დარბაზებსა თუ გალერეებში, ან სადილს კარგ მეგობართან- ყოველთვის სილამაზისა და ჭეშმარიტების ძიებაში. რომელიმე გასეირნება წიგნების თაროებსა და ნახატებს შორის თუ, რომელიმე საუბარი სადილისას, აუცილებლად მიგვიყვანს რწმენასა და მორწმუნეებამდე: დაწყებული დიდი კომპოზიტორებით და მხატვრებით, რომელთაც შთაგონება რელიგიურ თემატიკაში იპოვეს, დამთავრებული წმინდა ავგუსტინეთი, თომა აკვინელით, მაიმონდითა და ჯონ ნიუმანით. ამ ძლიერი გონების მქონე ადამიანებს, შეეძლოთ ეწერათ ამაზრზენი და აფსურდული ტექსტები და ყოფილიყვნენ წარმოუდგენლად უმეცარნი, დაავადებების წარმოშობის მიზეზებსა თუ მზის სისტემაში დედამიწის ადგილზე საუბრისას (რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთოდ სამყაროს მოწყობაზე), მაგრამ სწორედ ამ მიზეზით, მათნაირი ხალხი ახლა აღარ არის და არც არასოდეს იქნება. ბოლო სიტყვა, რომელშიც ჯერ კიდევ იყო აზრი, კეთილშობილება და შთაგონება, რელიგიამ დიდი ხნის წინათ წარმოთქვა. უკეთეს შემთხვევაში, მისი ბოლო გამონათება ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ, პატივსაცემ, მაგრამ ბუნდოვან ჰუმანიზმში, ისეთი ადამიანებისა, როგორიც იყო მამაცი ლუთერანი მღვდელი, დიტრიხ ბონჰეფერი, რომელიც ნაცისტებმა მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო მოკლეს. ჩვენ აღარასოდეს ვნახავთ არავის, ძველ წინასწარმეტყველთა დაბრძენთამსგავსს. ჩვენი დღევანდელი კერპები, მხოლოდ ჩავლილი დღეების გამოძახილია, რომელიც ზოგჯერ ყვირილად იქცევა, რწმენის საშინელი სიცარიელის ჩახშობის მცდელობისას.

Комментариев нет:

Отправить комментарий