понедельник, 22 февраля 2016 г.

რა არის დემონოლოგია და დემონოლატრია



დემონოლოგია არის ბუნების დემონების შემსწავლელი ეზოთერულ–მისტიკური მეცნიერება, ხოლო დემონოლატრია ესაა – ბუნების დემონების თაყვანისცემა (ერთგვარი კულტი ან რელიგია), მაგალითად ძველი ბერძნული, ირანული და ინდური პოლიდემონიზმი. დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა დემონი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან დეიმონ ან დაიმონ (დემოს), რაც ნიშნავს ბუნების სტიქიებში დავანებულ სულიერ (მისტიკურ) არსებას, თუმცაღა ძველი ბერძნები სიტყვით – „დაიმონ“ მოიხსენიებდნენ პრაქტიკულად ყველა მისტიკურ არსებას ანუ დაიმონები ეწოდებოდათ უკლებლივ ყველა მისტიკურ არსებას, მათ შორის ოლიმპოელ ღმერთებსაც და ურანოსისა და კრონოსის თაობის ტიტანებსა და ტიტანიდებს. არსებობდნენ აგრეთვე დაიმონების ყველაზე დაბალი სახეობა და ფორმა – ელემენტალები (ინდუიზმში – ბჰუტები). ელემენტალები არიან ბუნების ოთხი სტიქიის: ცეცხლის, ჰაერის, წყლისა და მიწის ასტრალური ფანტომები („სულები“). ძველ ბერძნულ ეზოთერიულ მითოსში და თანამედროვე ოკულტურ სკოლებში მოიაზრებიან შემდეგი ტიპის ელემენტალები: 1) ცეცხლის ელემენტალები – სალამანდრები, 2) ჰაერის ელემენტალები – სილფიდები, 3) წყლის ელემენტალები – უნდინები და 4) მიწის ელემენტალები – გნომები. არსებობენ მაგიური ძალების მქონე ზე–ადამიანები (მაგები, ძირითადად გოგონები), რომლებსაც ეწოდებათ ელემენტალისტები, შეუძლიათ ასტრალური სიბრტყიდან სტიქიური „სულების“ გამოხმობა და მათთან ასტრალური კავშირის დამყარების გზით ასტრალური კონტრაქტის გაფორმება და ამ ელემენტალთა ძალების გამოყენება, შედეგად ვიღებთ ელემენტალისტისა და ელემენტალის უცნაურ ასტრალურ სიმბიოზს (იხ. „სემიაზას წიგნი“, ე.პ. ბლავატსკაიას – „საიდუმლო დოქტრინა“, ე.პ ბლავატსკაიას – „ელემენტალები“, რ. შტაინერის – „ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება“).  
ბუნების დაიმონები (daimon) ანუ როგორც მათ იაპონურად ეწოდებათ იოკაი ან აიაკაში (yokai, ayakashi), არსებობენ როგორც კეთილები ანუ ჰუმანურები ასევე ბოროტები ანუ სადისტური მიდრეკილებების მქონეები. სრული აბსურდი და სისულელეა უკლებლივ ყველა დაიმონს და ელემენტალს ერთი ხელის მოსმით უწოდო ბოროტი სული და უფრთხოდე, იმდენად რამდენადაც, დაიმონები და ელემენტალები ეზოთერული თვალსაზრისით ადამიანებივით არიან პრაქტიკულად, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობენ სხვადასხვაგვარი ხასიათების და ინტერესების მქონე დაიმონები და ელემენტალები ანუ აიაკაში. აიაკაშისთან ანუ დაიმონებთან და ელემენტალებთან მშვიდობიანი თანაარსებობა და მეგობრობა სავსებით შესაძლებელია, თუ გვეცოდინება ეზოთერული საიდუმლოებანი.
ბერძნულში სიტყვა დაიმონი და აქედან უკვე ნაწარმოები სიტყვა დემონი არსებობდა და არსებობს, იაპონურში სიტყვა იოკაი და აიაკაში, ხოლო ქართულში სიტყვა ეშმაკი, რას ნიშნავს სიტყვა ეშმაკი? ეშმაკი არაა ქართული სიტყვა (ისევე როგორც სიტყვა დევი), ესაა ირანული სიტყვა აღებული მაზდეანობიდან, რამეთუ მაზდეანობაში არსებობდა სინათლის ღმერთი, რომელიც გადაიქცა წყვდიადის და სექსუალური ვნების დემონად და მას ერქვა – აშმა დევა ანუ ეშმა დეივა (!). სწორედ მაზდეანობიდან გადმოვიდა ქართულში სიტყვა ეშმა როგორც დემონ ეშმა დეივას სახელის პირველი ნაწილი და ჩამოყალიბდა როგორც ეშმა–კი ანუ ეშმაკი, რაც ქართულში აღნიშნავს პრაქტიკულად ყველა დემონურ არსებას და აგრეთვე დაცემულ ანგელოზებს, რადგანაც ქართველი ქრისტიანი სამღვდელო პირები და თეოლოგები და ზოგადად აბრაამული მონოთეიზმის მიმდევრები საკუთარი კრეტინიზმიდან და დილეტანტური არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ ვერ ერკვევიან ვერც ანგელოლოგიაში, ვერც დემონოლოგიაში და საერთოდ ვერცერთ ეზოთერული დისციპლინაში, არ გააჩნიათ არავითარი უნარი გაარჩიონ ერთმანეთისაგან დაცემული ანგელოზები (იაპ. „სორა ნო ოტოშიმონო კუროტენში“) და დემონები (იაპ. „აიაკაში“), ქართველი ქრისტიანი რელიგიური იერარქები და რიგითი მორწმუნეები საერთოდ არ ფლობენ სიტყვა ეშმაკის ეტიმოლოგიური და სემანტიკური ბუნების შესახებ ზუსტ ინფორმაციას. მაზდეანური სახელი აშმა დევა ანუ ეშმა დეივა ლათინურში გადავიდა როგორც ასმოდეუსი, დემონი ასმოდეუსი ნახსენებია ბიბლიაში, კერძოდ ძველ აღთქმაში, ტობითის წიგნში, მაგრამ არასწორად, დამახინჯებული ფორმით – ასმოდავსი.
არსებობს დემონების ათასობით რასა, მათი ნაწილი დედამიწაზე ცხოვრობს, ხოლო ნაწილი სხვა განზომილებებში.
ინდუიზმის მიხედვით დემონების წარმომავლობა შემდეგნაირია: დროთა დასაბამში, ჯერ კიდევ ფიზიკური, ასტრალური და სულიერი სამყაროების ფორმირებამდე, არსებობდა მხოლოდ უნივერსალური თვითცნობიერი ზესული – პარაბრაჰმანი, რომლის წიაღშიც იყო მდედრობითი დინამიკური ენერგია (პოტენციური ძალა) – შაკტი, ბრაჰმანის და შაკტის სულიერი ინტერაქციის შედეგად ბრაჰმანის წიაღიდან წარმოიშვა ექვსი მამრობითი და მდედრობითი ღვთაება, სამ დიადად დაჯგუფებული, უპიროვნო ბრაჰმანის პიროვნული, ინდივიდუალიზირებული ემანაციები: ბრაჰმა და მაჰასარასვატი (ჯნანაშაკტი), ვიშნუ და მაჰალაკშმი (იჩხაშაკტი) და ბოლოს შივა–რუდრა და მაჰაკალი (კრიაშაკტი). ბრაჰმამ და სარასვატიმ წარმოშვეს მაბაჰრაჰმები მდედრობით პარტნიორებთან ერთად: ბხრიგუ, პულასტია, პულაკა, კრატუ, ანგირასი, მარიჩი, დაკშა, ატრი და ვასიშტხა და აგრეთვე 7 რიში ანუ კოსმიური ბრძენი: კაშიაპა, ჯამადაგნი, გაუტამა, ბჰარადვაჯა, ვიშვამიტრა, ატრი და ვასიშტხა. დაკშამ წარმოშვა 41 ქალიშვილი, რომელთაგან 13 ცოლად მიათხოვა რიში კაშიაპას, ეს ასულები იყვნენ: ადიტი, დიტი, დანუ, კალა, ანაიუსი, სინხიკა, მუნი, კროდხა, პრავა, არიშტა, ვინატა, კაპილა და კადრუ. ადიტიმ შვა ღმერთები ანუ დაივები, ხოლო დიტიმ და დანუმ ასურები ანუ დემონები, კერძოდ – დაიტიები და დანავები. ქალღმერთმა კადრუმ აგრეთვე შვა დემონი სერპენტოიდები – ნაგები.
თეოსოფი ელენა ბლავატსკაია ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში თავის ნაშრომში – „საიდუმლო დოქტრინა“, წერდა, რომ ინდუისტური წმინდა ტექსტების თანახმად ლეგენდარული ატლანტიდის ანუ სანსკრიტულად – „რომაკა–პირას“ მიწა–წყალზე ადამიანებთან და ნახევარღმერთებთან ერთად ცხოვრობდნენ დემონებიც, კერძოდ დაიტიები და დანავები (ასურები), ბლავატსკაიას მიხედვით რომაკა–პურას არქიტექტორი იყო ვინმე – ასურამაია რაც თარგმანში სანსკრიტიდან ნიშნავს – „ილუზიის დემონს“.
ბუდიზმში ასურებს საკუთარი სამყარო აქვთ და ითვლებიან დაცემულ ღმერთებად, მეამბოხეებად, რომლებიც მერუს ღვთაებრივი მთიდან გამოძევებულნი იქნენ ლოთობის და დებოშის ატეხვის გამო.   
ჰომინუს ნოქტურნუსები (ლათ. „ღამის ადამიანი“) ანუ ვამპირები (იაპ. „კიუკეცკი“, სანსკრიტ. „რაკშასები“) არიან დემონები რომლებიც იკვევებიან ძირითადად ადამიანების და ზოგ შემთხვევაში ცხოველების სისხლით. ვამპირების ფიზიკური და ასტრალური ბუნების შესახებ არსებობს რამოდენიმე სხვადასხვაგვარი მოსაზრება, ერთი მოსაზრებით ვამპირებს არ შეუძლიათ მზის შუქზე სიარული, რადგანაც ულტრაიისფერი სხივები წვავს მათ ფიზიკურ სხეულს, მეორე მოსაზრების მიხედვით ეს ასე არაა და ვამპირებს აქვთ უნარი იარსებონ მზის შუქზე, აგრეთვე სხვა მოსაზრებით ვამპირები ფლობენ მაგიურ ძალებს, მაგალითად მათ ასტრალურ სხეულში ინტეგრირებულნი არიან დამანგრეველი მაგიური ძალის ნახევრადგონიერი ასტრალური ფანტომები, რომლებიც მათთან ასტრალური არხით არიან დაკავშირებულნი, აგრეთვე ისინი ფლობენ გარკვეულ სტიქიურ მისტიკურ ძალებს და გააჩნიათ ტელეპატიის და რემინესცენციის (ნათელხილვის)  უნარები, სხვა მოსაზრებით მათ ეს უნარები არ გააჩნიათ. რატომ იკვებებიან ვამპირები სისხლით? საქმე იმაშია, რომ უპირველეს ყოვლისა ვამპირები იკვებებიან მხოლოდ წითელი სისხლით ანუ სისხლით, რომელშიც არის რკინა და ჰემოგლობინი, მათ არ შეუძლიათ მიირთვან ცისფერი სისხლი, სადაც რკინის და ჰემოგლობინის მაგივრად არის სპილენძი და ჰემოციანინი ან მწვანე სისხლი რომელშიც არის რკინის ორჟანგი. ვამპირებს სისხლში თითქმის არ გააჩნიათ ჰემოგლობინი და რკინა, რაც მათი უნიკალური გენეტიკური მუტაციის შედეგია. ვამპირებს აგრეთვე ესაჭიროებათ არა მხოლოდ ჰემოგლობინი, არამედ ე.წ. „სიცოცხლის სუნთქვა“ ანუ ეთერული ენერგია იგივე „კი“ (ჩი, პრანა, კა), რომელიც არის ადამიანის სისხლში. ვამპირებს შეუძლიათ ბგერის სიჩქარით გადაადგილება, როგორც მიწაზე ასევე ჰაერში და წყალში (თუმცაღა ზოგის აზრით ვამპირები სუფთა წყალს ვერ იტანენ), მათი სხეულის ტემპერატურა მერყეობს ცელსიუსით 0 გრადუსიდან – 37 გრადუსამდე, აქედან გამომდინარე ვამპირის სხეული არის ცივი და ყინულოვანი, ვამპირების სხეულში თითქმის არ ხდება სისხლის ცირკულაცია, აგრეთვე ვამპირებს გააჩნიათ ქსოვილების ჰიპერრეგენერაციის უნარი. ვამპირები არ სუნთქავენ ანუ მათი ორგანიზმის რესპირატორული სისტემა ბლოკირებულია, მათ აქვთ ფილტვები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ ერთგვარ რუდიმენტულ ატავიზმს. ვამპირები ცოცხალი მკვდრები არიან, რადგანაც მათი სხეული სანახევროდ მკვდარია და სანახევროდ ცოცხალი, სხვაგვარად რომ ვთქვათ მათ არ გააჩნიათ ადამიანური ფიზიოლოგიური ფუნქციების 50%.  არსებობენ ორი სახის ვამპირები: ჰუმანური ბუნების და სადისტური ბუნების, პირველებთან მშვიდობიანი თანაარსებობა და კომუნიკაცია შესაძლებელია, მეორეებთან კი გამორიცხული. ვამპირთა ფსიქოლოგია არაა ჰომოგენური და იზოტროპული, თითოეულ მათგანს საკუთარი ინდივიდუალური ფსიქომენტალური ნიშანთვისებები აქვს. ვამპირების სისხლის წყურვილი პრობლემაა თავად ვამპირებისთვისაც და არა მარტო ადამიანთათვის, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, არსებობს ამის რამოდენიმე გზა: 1) კლონირებული (ადამიანური და ცხოველური, წითელი) სისხლის მასობრივი წარმოება, 2) ადამიანური და ცხოველური წითელი სისხლის რეპლიცირება სპეციალური მატერიალიზატორი აპარატების – რეპლიკატორების დახმარებით (იხ. სამეც. ფანტასტიკური საგა – „ვარსკვლავური გზა“) და 3) ადამიანებს აგრეთვე შეუძლიათ გაუზიარონ სისხლის ბანკში არსებული ადამიანური სისხლი ვამპირებს, შესაძლებელია აგრეთვე ვამპირისთვის სისხლის ინტროვენურად გაზიარება (თუმცაღა გააჩნია ვამპირს). მრავალ ვამპირს გააჩნია სხვადასხვა (მათ შორის უმძიმესი) დაავადებებისგან ადამიანთა განკურნების მაგიური უნარი. ქართულ მითოლოგიაში ვამპირებს ეწოდებათ ქაჯები. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება (ინდუიზმში სანსკრიტ. რაკშასალოკა). ქაჯებს შეუძლიათ დღის - ღამედ, ღამის კი - დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამაზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს. ეზოთერულად ქაჯები იგივენი არიან რაც ინდუისტური რაკშასები, რომლებიც ისეთივე ბუნების არიან, როგორისაც ქართული ქაჯები, მათი აღწერა გამაოგნებლად ემთხვევა ერთმანეთს. ანთროპოსოფი ზვიად გამსახურდია თავის წიგნში „ვეფხისტყაოსნის სახისმტყველება“ წერს: თავად ქაჯები კი ქტონური დემონებია, მათ შეესაბამება ინდური რაკშასები, არაბული ჯინები, გერმანული ელფები და ვალკირიები“. ინდუისტურ ეპოსში „რამაიანა“ რაკშასი ქალი შურპანაკხა რამას ეცხადება ლამაზი ქალის სახით და მის მოხიბლვას ცდილობს, მაგრამ რამა მის ცოლად მოყვანაზე უარს ამბობს, რადგან უკვე სიტაა მისი ცოლი, ხოლო მან დაიფიცა, რომ მხოლოდ ერთი ცოლი ეყოლებოდა, შურპანაკხა რამას სიტას მოკვლით ემუქრება, ხოლო რამას უმცროსი ძმა ლაკშმანა მას ცხვირსა და ყურებს აჭრის, რის შემდეგაც რაკშასი ქალი თავის ძმასთან კხარასთან საჩივლელად მიდის, განრისხებული კხარა თავის რაკშასების არმიასთან ერთად თავს ესხმის რამას, ლაკშმანას და სიტას, მაგრამ რამა და ლაკშმანა ამარცხებენ რაკშასების არმიას, ხოცავენ კაციჭამია ჯადოქარ დემონებს და იცავენ სიტას. რამაიანაში წერია რომ რამა და ლაკშმანა მოგზაურობდნენ მთელ დედამიწაზე და სხვადასხვა მიდამოებში ხოცავდნენ კაციჭამია რაკშასებს და ეხმარებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და იოგ ასკეტებს, რომლებსაც რაკშასები ყოველმხრივ ავიწროებდნენ და ხელს უშლიდნენ ცხოვრებაში. მაჰაბჰარატას პირველ წიგნში წერია, რომ ერთხელ, როდესაც მზაკვარი და ბოროტი კაურავების მიერ ტყეში განდევნილი დედოფალი კუნტი და მისი შვილები იუდხიშტხირა, არჯუნა, ნაკულა, სახადევა და ბჰიმა დაბანაკებულნი არიან ერთგან და სძინავთ, კაციჭამია რაკშასი მამაკაცი ხიდიმბა, თავის დას სახელად აგრეთვე ხიდიმბას აგზავნის მათ დასაღუპად, მაგრამ რაკშას ქალ ხიდიმბას უყვარდება ძმებიდან ერთ-ერთი, კერძოდ ბჰიმა ანუ ბჰიმასენა და სიყვარულს უხსნის მას, ბჰიმასენა გარკვეული ფიქრის და რაკშას ქალთან საუბრის შემდეგ თანხმდება ცოლად შეირთოს იგი, იგებს რა დის ღალატის შესახებ მისი ძმა რაკშასი მრისხანებისაგან ცოფებს ყრის და თავს ესხმის ძმებს, მაგრამ ბჰიმასენა ამარცხებს მას, რის შემდეგაც ის და რაკშასი ქალი ხიდიმბა ქორწინდებიან და ხიდიმბა შობს ნახევრად ადამიანს და ნახევრად რაკშასს, ყმაწვილს, სახელად გხატოტკაჩს, რომელიც ფლობს გასაოცარ მაგიურ ძალებს და ძალიან სათნო და კეთილი ბუნებისაა, ლეგენდის თანახმად გხატოტკაჩი ხდება სიყვარულის, ჰარმონიისა და ევოლუციის ღმერთის – ვიშნუს ერთ-ერთი ღვთაებრივი განსხეულების (ავატარას), ავატარა შრი კრიშნას ერთგული მეგობარი.  ქაჯების ანუ რაკშასების შესახებ მითებითა და ლეგენდებით სავსეა ინდუისტური წმინდა წიგნები.
ვამპირებს ადამიანთან შედარებით ბევრად მახვილი სმენა და მხედველობა აქვთ. ვამპირის მიერ ნაკბენი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი მაგიური ბუნების არბოვირუსით ინციფირების შემდეგ თავადაც ვამპირი ხდება. ბუნებით ყველა ჰომინუს ნოქტურნუსი არ არის კანიბალი.
სუკუბები არიან სექსუალური ვნების ენერგიის – კუნდალინი–შაკტის (მულადჰარა ჩაკრის ენერგიის) მდედრობითი დემონოიდები. იუდაიზმში ცნობილია ორი სუკუბი – უფროსი ლილიტი (ბიბლიური ადამის პირველი ცოლი, რომელიც შექმნილი იყო შავი სინათლისგან და ადამთან განშორების შემდეგ გახდა დემონი), რომელიც მიიჩნევა სამაელის ანუ დაცემული ანგელოზი – სატანის (ლუციფერის) ცოლად და უმცროსი ლილიტი – სექსუალური ვნების დემონის (სავარაუდოდ ინკუბის) ასმოდეუსის ანუ ეშმა დეივას ცოლი. სუკუბების პროფილია: რომანტიკა, ეროტიკა და პორნოგრაფია. სუკუბები ჰიპერსუქსუალური დემონები არიან. იუდაიზმში არსებობს რწმენა იმისა რომ ღამღამობით სუკუბებს უყვართ მარტოხელა მამაკაცებზე და ვაჟებზე ნადირობა და მათი შეცდენა. სუკუბებს ძირითადად უყვართ პოლიანდრია და ცდილობენ შექმნან რაც შეიძლება დიდი ჰარემი სხვადასხვა სახეობის და რასის მამრებისგან, თუმცაღა არიან ისეთებიც რომლებსაც ჰყავთ მხოლოდ ერთი პარტნიორი. ზოგ შემთხვევაში როდესაც სუკუბი ორსულდება ადამიანისგან, ის უჩინარდება, მამაკაცისგან მალულად აჩენს ბავშვს – ადამიანის და დემონის ჰიბრიდს და ზრდის როგორც დემონს ანდა პირიქით მიუგდებს მამას და ქრება თვალსა და ხელს შუა. სუკუბებს შეუძლიათ დიდი შთამომავლობის მოცემა, ძირითადად მდედრობითი სქესისა. სუკუბებს კარგად აქვთ დამუშავებული ორგაზმისა და ექსტაზის გამოწვევის სექსოლოგიური მეთოდიკა. კეთილი სუკუბები უშვილობით დაავადებულ, რეპროდუქციული პრობლემების მქონე ქალებს ეხმარებიან და შვილიერების უნარს ანიჭებენ. სუკუბების ფიზიკური ძალა აღემატება ადამიანისას მრავალ ათეულჯერ. სუკუბებს აქვთ ქერცლოვანი დრაკონისებრი ფრთები და სამკუთხა დაბოლოების კუდი.
ინკუბები არიან თითქმის იგივე რაც სუკუბები, ოღონდაც მამრები, ისინი მართავენ სექსუალურ ენერგიას და არიან ძირითადად პოლიგამები და ჰყავთ სხვადასხვა რასის მრავალი სექსუალური პარტნიორისგან შემდგარი ჰარემი. ინკუბების გარკვეული ფსიქოტიპი იქცევა შემდეგნაირად: ნადირობენ გოგონებზე (ძირითადად ქალწულებზე), ხიბლავენ მათ, ანაყოფიერებენ, აორსულებენ და ჰიბრიდულ ბავშვს დაბადებისთანავე იტაცებენ, ქრებიან ისე, რომ მათი კვალიც აღარ რჩება. კეთილი ინკუბები აგრეთვე ეხმარებიან უშვილობის და იმპოტენციის პრობლემების მქონე მამაკაცებს და ანაყოფიერებენ უშვილო ქალებს. ინკუბების ფიზიკური გამძლეობა და ძალა ბევრად აღმატებულია ვიდრე ადამიანისა. ინკუბებს აგრეთვე აქვთ დრაკონისებრი ფრთები და კუდი.
ბაკენეკო და ნეკომატე (იაპ. „ბაკენეკო“ – „ბაკემონო“ რაც ნიშნავს მონსტრს და „ნეკო“ რაც ნიშნავს კატას) არიან ტრანსფორმერი ნახევრადანთროპომორფული კატისებრი დემონოიდები, რომლებსაც აქვთ ტელეპორტაციის, ბგერის სიჩქარით მოძრაობის და სფერული ელვებით ბრძოლის უნარები. ზოგიერთი ბაკენეკოები და ნეკომატეები ვამპირების მსგავსად იკვებებიან ადამიანის სისხლით. ზოგიერთი მათგანი ფლობს რეგენერაციის უნარს. ბაკენეკოებსა და ნეკომატეებს აქვთ სანახევროდ ადამიანური და სანახევროდ კატისებრი ფსიქოლოგია (ფსიქოლოგიური ნიშანთვისებები და რეფლექსია). ევროპაში საუკუნეთა მანძილზე მიიჩნევდნენ რომ ჯადოქრებს ჰყავდათ ტრანსფორმერი ჯადოსნური კატები, რომლებსაც შეეძლოთ ადამიანის ფორმის მიღება პერიოდულად და მათ ერქვათ – ფამილიარები (თუმცაღა იყვნენ სხვა ფორმის ფამილიარებიც). ძველ ეგვიპტურ პოლითეისტურ მითოლოგიაში არსებობდა ორი დემონიკური ქალღმერთი: კატა–ქალღმერთი – ბასტეტი და ლომი–ქალღმერთი – სეხმეტი (დამსჯელი ქალღმერთი). ძველ ეგვიპტეში ძლიერი იყო კატების და კატისებრი დემონოიდების კულტი (თაყვანისცემა), როდესაც სახლში იყო ხანძარი, პირველად კატების გადარჩენას ცდილობდნენ და შემდეგ ადამიანის.
თოვლის დედოფლები (და თოვლის პრინცები) ანუ იუკი–ონო ესენია ყინულისა და თოვლის დემონესები და დემონები. ამ არსებებს აქვთ თოვლისა და ყინულის მართვის მაგიური ძალა და შეუძლიათ ნებისმიერი საგნის ან არსების მყისიერი გაყინვა. მათთვის ყველაზე კომფორტულია ცივი და ყინულოვანი გარემო ტემპერატურით ცელსიუსით 0 გრადუსიდან – 100 გრადუსამდე. მაქსიმალური ტემპერატურა რომლის გაძლებაც შეუძლიათ ესაა + 30–35 გრადუსი ცელსიუსით.
 ნაგები ანუ ლამიები ინდურ და ბერძნულ მითოლოგიაში და დემონოლოგიაში და აგრეთვე იგივე იაპონური – ჰები, ესენი არიან დემონი გველები, ნახევრად გველები და ნახევრად ადამიანები. ნაგებს აქვთ წელს ქვემოთ გველის ვეებერთელა კუდი და წელს ზემოთ კი ადამიანური სხეული. ნაგებს შეუძლიათ სრული ადამიანური ფორმის მიღება და კუდის შეცვლა ადამიანის ფეხებით. ნაგებს მრავალი მაგიური უნარი აქვთ.
ოკამი (იაპ. „მგელი“ ან „მგლისებრი დემონი–სული“) ანუ ლიკანთროპები (ლათ. „ლიკანუს“ – მგელი, „ანთროპოს“ – ადამიანი), ესენი არიან ნახევრად მგლები და ნახევრად ადამიანები, ტრანსფორმერი დემონები და დემონესები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანურო ფორმის მიღება და აგრეთვე ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მგლის სახის მიღება, ძირითადად ადამიანისა ფორმაშიც აქვთ მგლის კუდი და ყურები. მათ გააჩნიათ უზარმაზარი სიჩქარით მოძრაობის უნარი და რეგენერაციის უნარი (მთვარის ფაზებთან მიმართებაში). აქვთ ადამიანთან შედარებით ბევრად მახვილი სმენა და მხედველობა. ოკამის ანუ ლიკანთროპის მიერ ნაკბენი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი მაგიური ბუნების არბოვირუსით ინციფირების შემდეგ თავადაც ლიკანთროპი ხდება. ბუნებით ყველა ლიკანთროპი არ არის კანიბალი.
კიცუნე (იაპ. „მელია“ ან „მელია დემონესა“) ესენი არიან მელიის ფორმის დემონები და დემონესები, რომლებიც ხან მელიის ფორმას იღებენ და ხან ადამიანის ფორმას, ფლობენ სტიქიურ მაგიას და მათი სმენა, სიჩქარე და მხედველობა მრავალჯერ აღემატება ადამიანისას.
ბუნებაში კიდევ მრავალი დემონური რასა არსებობს, მაგრამ ახლა არ დავიწყებ ყველა მათგანის აღწერას, მთავარი ისაა, რომ ისინი არსებობენ და მათ უმეტესობასთან ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია. პოლიდემონიზმი და დემონოლატრია რთულია ფენომენებია და მათ გასაგებად მახვილი გონება და ეზოთერული დოქტრინების ცოდნა არის საჭირო. მაზდეანური პოზიციიდან პოლიდემონიზმი და დემონოლატრია არის ინდუიზმი, ხოლო ინდუიზმის პოზიციიდან პირიქით – მაზდეანობა, რადგანაც მაზდეანობაში დეივა არის დემონი და ასურა ღმერთი, ხოლო ინდუიზმში პირიქით. 

Комментариев нет:

Отправить комментарий