понедельник, 22 февраля 2016 г.

ანარქიზმის ანატომია ნაწ. 3



4.4. ნაღდი ფული, შუამავალი სასაქონლო ბირჟაზე
ხშირად ამბობენ რომ სილვიო გეზელს სურდა მონეტარული სისტემის გაუქმება. მაგრამ მე რაც ვისწავლე და წავიკითხე მისი ნაშრომებიდან, აქიდან გამომდინარე შემიძლია განვაცხადო რომ გარკვეულწილად არ არის ასე. მას უნდოდა რომ ფული გამხდარიყო ფუნქციური სასაქონლო ბირჟაზე და არ იყო მონეტარული სისტემის სრული გაქრობის წინააღმდეგი. მას ჰქონდა თავისი თეორიები იმის შესახებ თუ ვინ მართავს და ვისი ინტერესები დგას მონეტარული სისტემის უკან. მას განსაკუთრებით უნდოდა რომ თავიდან აეცილებინა მონეტარული სისტემის გაქრობა მიმოქცევიდან. მას უნდოდა რომ ფული მოგროვებულიყო და გამხდარიყო  ცალკეული საქონელი, რომელსაც შემდეგ ისევ გამოიყენებდნენ სპეკულაციისთვის. მას უნდოდა დაეტოვებინათ ის მიმოქცევაში, ამიტომ მისი ფულის შეზღუდვის თეორია: ფულის დაგროვება უსარგებლოა და საჭიროა მისი შემცირება. იმიტომ რომ მას უნდოდა უარი ეთქვა უნივერსალურ ეკვივალენტზე, ფული ყოველთვის უნდა დარჩენილიყო მიმოქცევაში და უნდა მომსახურებოდა საქონლის გაცვლას, შეესრულებინა შუამავლის როლი. მისი იდეა ფულის შემცირების შესახებ გვაძლევს საფუძველს ვთქვათ რომ ის იყო სასაქონლო ბირჟის უპირობო დამცველი.
ხშირად ადგილობრივი ვალუტის შემოღება მიაჩნიათ არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად, გეზელის თეორია ეთანხმება ამ იდეას, მე მოვიყვან ორ მაგალითს რომ წარმოვაჩინო როგორი სარისკოა მონეტარული სისტემის არსებობა- იმიტომ რომ სხვადასხვა სავალუტო სისტემების შემოღების აუცილებლობა ბუნებრივად ხდება კრიტიკულ სიტუაციებში და ის გამოირჩევა არასტაბილურობით და დიდხანს ვერ ახერხებს არსებობას, მალევე ქრება ან გარე ჩარევის ანდაც ბუნებრივად, უსარგებლო ხდება.

  1. სიმბოლური ფულიადგილობრივი მონეტარული სისტემა როგორცალტერნატივა
. ვერგელი
1930 წელს, ავსტრიული ქალაქი ვერგელი გაკოტრდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო და ის ვეღარ უხდიდა  ანაზღაურებას საკუთარ დასაქმებულ მოქალაქეებს. 1932 წელს ქალაქის მერმა გადაწყვიტა შემოეღო ადგილობრივი ვალუტა, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო არსებულის ნაცვლად, დასაქმებულებს ანაზღაურებას უხდიდნენ ადგილობრივი ვალუტით, ფაქტობრივად ამ გზით მოხერხდა რეგიონალური გადახდის უნარიანობის შექმნა და სასაქონლო ბრუნვის აღდგენა ვერგელში და მის შემოგარენში. მალე მასს სამ სხვა რეგიონშიც მიბაძეს, მათაც ასევე უნდოდათ რომ შემოეღოთ ადგილობრივი ვალუტა. ვერგელის რეგიონულმა ვალუტამ აღადგინა ეკონომიკა იმ დროს როცა კრიზისის შედეგად იგი სრულიად განადგურებული იყო. ავსტრიის ეროვნული ბანკი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ვერგელის რეგიონალურ ვალუტასეს იყო გამოწვევა სახელმწიფო მონოპოლიისთვის და მონეტარული სისტემისთვისრაც ლოგიკურად დამთავრდა სახელმწიფო სისტემის სასარგებლოდ, 1933 წელს  ეს ყველაფერი აღიკვეთა სახელმწიფოს უხეში ჩარევის შედეგად, რომელმაც გამოიყენა პირდაპირი ზეწოლა რეგიონზე და განახორციელა შეიარაღებული ქმედება, სამხედრო ინტერვენციის გზით. ამან არსებულ თვითთმართველობას მოუსპო ამ იდეების გავრცელების შანსი და სახელმწიფომ დაიბრუნა მონოპოლია.
. არგენტინა
1991 წელს, არგენტინამ უარყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივა, რომლის თანახმად  ადგილობრივი ვალუტაპესო უნდა გათანაბრებოდა დოლარს რომ შეეჩერებინათ მიმდინარე ინფლაცია ქვეყანაში და დაესტაბილურებინათ ვალუტა. ერთ ერთი აუცილებელი პირობა იყო ის რომ არგენტინის სახელმწიფოს  უნდა შეეწყვიტა ვალუტის გამოცემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეკონტროლებინა მონეტარულ პოლიტიკა არგენტინაში.
იმის ერთ ერთი შედეგი რომ არგენტინამ არ შეასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, იყო ის რომ პროდუქციის ექსპორტირება უჯდებოდა უფრო ძვირი და დაკარგა საექსპორტო ბაზრები. პარალელურად შიდა ბაზარზე არგენტინული პროდუქტი აღარ იყო კონკურენტული იაფასიან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აიძულა არგენტინის მთავრობა რომ მოეხდინა წამგებიანი კომპანიების პრივატიზება. ამ პრივატიზაციის შემდეგ კი კომპანიებმა ვერ მიიღეს საჭირო სუბსიდიები, რომელსაც საჭიროებდნენ ისინი რომ არ განეცადათ სრული კრახი, რეალურად კი სახელმწიფოს, რომელიც იმ დროს ისედაც კრიზისში იმყოფებოდა არც შეეძლო ეს, პრივატიზაციას კი ხშირ შემთხვევაში აქვს იგივე ეფექტი რაც დახურვას.
ამ გზით, 1991 წლიდან 2000 წლამდე არგენტინამ მოახდინა საკუთრი ინდუსტრიის წამყვანი ნაწილის ლიკვიდაცია, რომელიც სათავეს იღებდა ხუან დომინგო პერონის მთავრობის დროიდანამ კომპანიებს შორის იყო სარკინიგზო ქსელი, საავიაციო, საავტომობი და სამხედრო ინდუსტრია, ასევე ენერგეტიკის და სამომხმარებლო ინდუსტრიის სფეროები. არგენტინა მთლიანად გახდა დამოკიდებული იმპორტზე. მას უწევდა უფრო და უფრო მეტი რაოდენობის იმპორტირება პროდუქტისა, რომელიც უკვე აღარ იწარმოებოდა ადგილობრივად. ამრიგად მისი სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა. არგენტინას ჰქონდა ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი ობლიგაციების მსოფლიო ბაზარზე გადაცვლისას, სახელმწიფოს დავალიანება კი იზრდებოდა ეკონომიკის ვარდნის პარალელურად. ამ ყველაფერმა გამოიწვია ეროვნული ეკონომიკის სრული კრახი და ჩამოშლა 2001-2002 წლებში.
უკვე 90_იან წლებში, ღირებულება დაკარგულ ვალუტას ჰქონდა თავისი შედეგი. ჩრდილო პროვინციებში, არ იყო ფულიყველა წარმოება რაც კი იყო განვითარებული მანამდე, აღარ არსებობდა. ერთადერთი იყო სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც ფუნქციონირებდა და ადამიანები იყვნენ დასაქმებულები: მასწავლებლები, მოსამსახურეები, ექიმები. თუმცა ისინიც ხშირად ვერ იღებდნენ ხელფასებს თვეების განმავლობაში, ასევე სასოფლო სამეურნეო წარმოება, როგორც დამხმარე საარსებო საშუალება.
იმისათვის რომ შეენარჩუნებინათ მონეტარული სისტემა, პროვინციებმა დაიწყეს საკუთარი ფულის გამოცემარომელიც მხოლოდ ლეგიტიმური იყო ადგილობრივად, საკუთარ პროვინციაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თვალი დახუჭა ამა ფაქტზე, რადგანაც ადგილობრივი ვალუტა მათთვის არ წარმოადგენდა პრობლემას, მათი მთავარი სამიზნე იყო ეროვნული ვალუტა. მსგავსი მოვლენების ფონზე 90_იანი წლებში შიმშილის გამო ხდებოდა აჯანყებები პროვინციებში, რომლებსაც არგენტინის მთავრობა ახშობდა პოლიციის და არმიის საშუალებით.
რისთვის არის საჭირო მონეტარული სისტემა ?
1.ზოგადად რომ  შენარჩუნდეს სახელმწიფოს ერთობლიობა. თუ ჩვენ ყველა არ მივიღებთ ხელფასებს, როგორც სახელმწიფო მოხელეები: მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, ექიმები, ან უბრალოდ ნებისმიერ სამსახურში დასაქმებული ადამიანებირისთვის უნდა ვიმუშავოთ ჩვენ ? ეს საფრთხეს უქმნის არსებულ კაპიტალისტურ წესრიგს რომელიც სწორედ მონეტარულ სისტემაზეა აგებული და კაპიტალისტური ეკონომიკის მხარდამჭერები ყველა გზას იყენებენ რომ ადამიანები დაარწმუნონ ფულის არსებობის აუცილებლობაში, კაპიტალიზმი იყენებს სახელმწიფო პროპაგანდისტულ მანქანას და ყველა საშუალებას რომ ეკონომიკის კაპიტალისტური პრინციპები იქნას გამოყენებული.
  1. რომ შეინარჩუნდეს ინფრასტრუქტურა, იფუნქციონიროს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, იარსებოს სახელმწიფო სამსახურებმა, პოლიციამ, რაც თავის მხრივ სისტემის დაცვის და მასების გაკონტროლების, დაშინების და დასჯის საუკეთესო და საუკუნეების მანძილზე დახვეწილი მეთოდია, ასევე იმისათვის რომ პროვინციულ ქალაქებსა და დედაქალაქს შორის იყოს კავშირი და ..
ახლა მე არ მინდა თავი შევაწყინო ვინმეს უფრო მეტი დეტალებით 30_იანი წლების ავსტრიის ან 90_იანი წლების არგენტინის შესახებ. მე მხოლოდ იმიტომ მოვიტანე ეს მაგალითები რომ ასეთი საშუალება ადგილობრივი ვალუტის  შესახებ არის გეზელის თეორიაში მოყვანილი. ადგილობრივი ვალუტა იქმნება რეგიონში მაშინ როცა გლობალური ვალუტა განიცდის ინფლაციას და პროდუქციის ღირებულება ქრება, კაპიტალისტური ეკონომიკის კრახის, კრიზისის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა წარმოებული პროდუქციის ღირებულების პრინციპი და სასაქონლო ბირჟა უნდა იყოს შენარჩუნებული. ისინი საჭიროა: რადგანაც მონეტარული სისტემა უბრალოდ არის უნივერსალური ეკვივალენტი რომელიც წარმაოდგენს ღირებულებას, და არსებული ეკონომიკის პრინციპები მოითხოვს ამ უნივერსალური ეკვივალენტის არსებობას.
თუ ვინმეს მიაჩნია რომ ადგილობრივი ვალუტის გამოცემა არის კრიზისისგან თავის დაღწევის საშუალება, მას ბოლომდე არ ესმის რა არის ფული: უპირველესად, უნივერსალური ეკვივალენტი რომელსაც აღაირებს ყველა, და ეთანხმება რომ ის წარმაოდგენს ღირებულებას. მეორე, უბრალოდ ღირებულების გამოხატვა არის საშუალება ბიზნესითვის: მონეტარული სისტემის  ადგილობრივი ვალუტის კონტექსტში განხილვის მცდელობა, და მისი შენარჩუნება როგორც მიმოქცევის საშუალება, არის მხოლოდ მცდელობისა რომ გადავარჩინოთ კაპიტალისტური ეკონომიკა, კაპიტალიზმის კრიზისის შედეგად გამოწვეული კრახისგან რომ მას შეეძლოს კვლავ აღდგმოა მოგვიანებით სრული ძალით კონტროლის აღება ხელში: რომ უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა და აღმატებული, გაბატონებული, პრივილეგირებული მდგომარეობა ვისაც აქვს კერძო საკუთრება და კაპიტალი ასევე მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, რომ კვლავ განაგრძოს ექსპლუატაცია მათი, ვისაც არ გააჩნია ეს ყოველივე და მიეკუთვნება მოსხლეობის ღარიბ, მშრომელ ნაწილს. რეგიონალური ვალუტის შექმნა, როგორც მონეტარული სისტემის ყველა სხვა მოდიფიკაცია, ლოგიკურად ისევ მიგვიყვანს ექსპლუატაციამდე, კლასობრივ დაყოფამდე, კაპიტალიზმამდე და სახელმწიფომდე, იმისათვის რომ თავიდან იქნას ეს ყველაფერი არიდებული უნდა რადიკალურად შევცვალოთ არსებული პრინციპები ანარქისტული პრინციპებით.
- See more at: http://a-library.org/monetaruli-sistemebi/#more-1167

 დევიდ გრებერიფული უბრალოდ ქაღალდია, რომელიც ბანკებს ამოძრავებს


       
Описание: http://a-library.org/wp-content/uploads/2014/10/david-graeber2-653x1024.jpg1930-იან წლებამდე, ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ კარგია, როცა ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის თუ რეალურად როგორ მუშაობენ ბანკები. მათ რომ ეს ცოდნოდათ, „რევოლუცია მოხდებოდა ხვალ დილამდე“.
გასულ კვირას აღსანიშნავი რამ მოხდა. ინგლისის ბანკმაკატა ჩანთიდან გამოუშვა“. თეორიას, რომლის სახელწოდებააფულის შექმნა თანამედროვე ეკონომიკაში“, სამი ეკონომისტი ავტორი ჰყავს ბანკის ფინანსური ანალიზის დირექტორატიდან. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ საერთო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბანკიმცდარია. ამ სახის პოპულიზმით კი ერეტიკული პოზიციები უფრო მეტად უკავშირდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა მაგალითადდაიკავე ვოლ სთრითი.
რომ იგრძნოთ თუ რამდენად რადიკალურია ბანკის ახალი პოზიცია, განიხილეთ საყოველთაოდ მიღებული ხედვა, რომელიც ბაზისია საჯარო პოლიტიკაში ყოველგვარი დებატისა. ხალხს შეაქვს თავისი ფული ბანკში. შემდეგ ბანკი ამ ფულს გაასესხებს პროცენტითან ჩვეულებრივ მომხმარებლებზე, ან მეწარმეებზე, რომლებიც მის ინვესტირებას მოახდენენ რამე მომგებიან საწარმოში. სინამდვილეში, ნაწილობრივი სარეზერვო სისტემა ნებას რთავს ბანკს გაასესხოს იმაზე გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ეს რეზერვშია, ხოლო თუ დანაზოგები არ კმარა, კერძო ბანკს შეუძლია ისესხოს მეტი ფული ცენტრალური ბანკიდან.
ცენტრალურ ბანკს შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მოუნდება. მაგრამ მაინც საფრთხილოა, რომ არ დაბეჭდოს ძალიან ბევრი. მართლაც, ჩვენ ხშირად გვეუბნებიან რომ სწორედ ამის გამო არიან დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკები პირველ ადგილზე. მთავრობებს თავად რომ შეეძლოთ ფულის ბეჭდვა, რასაკვირველია ისინი ძალიან ბევრს გამოუშვებდნენ, და საბოლოო ჯამში ინფლაცია ეკონომიკას ქაოსში გადაიყვანდა. ისეთი დაწესებულებები, როგორებიცაა ინგლისის ბანკი ან შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი, შეიქმნა იმისათვის, რომ ყურადღებით დაარეგულირონ ფულის მიწოდება, რათა თავიდან აიცილონ ინფლაცია. სწორედ ამიტომ, მათ ეკრძალებათ ხელისუფლების პირდაპირ დააფინანსება, ვთქვათ, სახაზინო ობლიგაციების ყიდვით, მაგრამ ამის ნაცვლად აფინანსებენ კერძო ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც ხელისუფლებას უხდის.
ეს არის მოცემულ საკითხზე ის წარმოდგენა, რაც საშუალებას გვაძლევს კვლავაც ვისაუბროთ ფულზე ისე, თითქოს ეს იყოს შეზღუდული რესურსი, ისევე როგორც მაგალითად ალუმინის მადანზე ან ნავთობზე, რომ ვთქვათ: „უბრალოდ არ არის საკმარისი თანხაიმისათვის, რომ დაფინანსდეს სოციალური პროგრამები, იმისათვის, რომ ისაუბრო სამთავრობო ვალის უზნეობაზე, ან სახელმწიფო ხარჯებზე, რომლებიც განდევნიან კერძო სექტორს. რაც ინგლისის ბანკმა აღიარა ამ კვირაში, ეს არის ის, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგანი არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ მოვიყვანთ ციტატას მათი პირველადი მიმოხილვიდან: „ოჯახების მიერ ბანკში ფულის შენახვასა და შემდეგ სესხებაზე მეტად, ბანკში დეპოზიტსსაბანკო სესხი ქმნის.“ … „ჩვეულებრივ დროებში, ცენტრალური ბანკი არ უშვებს ჯამურ თანხას მიმოქცევაში, არცერთი ცენტრალური ბანკის ფული არმრავლდებასესხებითა და დეპოზიტებით.“
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც ვიცით არაა მცდარი, არამედ ჩამორჩენილია. როდესაც ბანკები აკეთებენ სესხებს, ისინი ქმნიან ფულს. ფული სინამდვილეში არის უბრალოდ IOU (IOU – „მე მმართებს შენი“, აღიარებითი ვალის არაფორმალური დოკუმენტი). ცეტრალური ბანკის ფუნქციაა გაუძღვეს კანონიერ ბრძანებას, რომელიც ბანკებს მიანიჭებ ექსკლუზიურ უფლებას შექმნან რამდენიმე სახის IOU, მაგალითად ერთ-ერთი მათგანი ასეთია: მთავრობა ვაჭრობას აღიარებს კანონიერად, თუ ვაჭრობის მსურველები დათანხმდებიან მთავრობას გადასახადების გადახდაზე. მართლაც, უთვალავი ბანკი შეიძლება შეიქმნას იმ პირობით, თუ ისინი მოძებნიან სესხის აღების მსურველებს. ისინი არასოდეს დაკავდებიან მოკლე ვადით, მარტივი მიზეზისმსესხებლების გამო, ზოგადად რომ ვთქვათ, იღებენ ნაღდ ფულს და დებენ საკუთარი ლეიბების ქვეშ; საბოლოო ჯამში, ბანკის ნებისმიერი ფულადი სესხი ბოლოს ისევ და ისევ რომელიმე ბანკში დაბრუნდება. ასე რომ, ბანკის სისტემა როგორც მთლიანი არის ის, რომ ყოველი სესხი უბრალოდ ხდება მორიგი ანაბარი. გარდა ამისა, იმდენად რამდენადაც ბანკებმა უნდა მიიღონ დაფინანსება ცენტრალური ბანკისგან, მათ შეუძლიათ ისესხონ იმდენი, რამდენიც მოუნდებათ; ყველაფერი ეს უკანასკნელი კი ცვლის საპროცენტო განაკვეთს, ფულის ღირებულებას, და არა მის რაოდენობას. კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს ეს ღირებულება თითქმის არაფრამდე. მართლაც, „რაოდენობრივი გაადვილებითისინი ეფექტურად ტენიან ბანკებში იმდენ ფულს, რამდენიც შეუძლიათ, ყოველგვარი ინფლაციური ეფექტის გამოწვევის გარეშე.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რეალური ზღვარი ფულის ოდენობისა არის არა ის, თუ რა რაოდენობის თანხის გასესხებას მოინდომებს ცენტრალური ბანკი, არამედ რამდენი ხელისუფლება, ფირმები და ჩვეულებრივი მოქალაქეები მოინდომებენ, რომ ისესხონ ფული. სახელისუფლებო დანახარჯი ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელია (და ქაღალდი აღიარებს, თუ თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ მას, რომ ცენტრალური ბანკი აფინანსებს მთავრობას ამ ყველაფრის შემდეგ). ასე რომ, აღარ არის შეკითხვები სახელმწიფო დანახარჯების მიერ კერძო ინვესტიციების გაძევების შესახებ. ეს კი სწორედ საწინააღმდეგო რამაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий