понедельник, 22 февраля 2016 г.

ანარქიზმის ანატომია ნაწ. 9



ბუკჩინის კომუნალიზმის მიღწევის სტრატეგია დაფუძნებული იყო მის ანალიზებზე, რომ კაპიტალისტური საზოგადოების ფუნდამენტური კონფლიქტი მიმდინარეობდა არა კაპიტალსა და მუშათა კლასს შორის, არამედ ადგილობრივ გაერთიანებებსა და ცენტრალიზებულ, მჩაგვრელ სახელმწიფოს შორის. ის არ იყო ისეთი აჯანყებების მომხრე, რომლის დროსაც რევოლუციური საკრებულოები იქმნებოდა. ნაცვლად ამისა, ამბობდა, რომ მოქალაქეებს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში უნდა შეექმნათ მასობრივი გაერთიანებები, სოფლების ქალაქების და გარეუბნების დონეზე. იმ მიზნით, რომ ეს გაერთიანებები ოფიციალური გამხდარიყო, “ბუკჩინისტებიკენჭს იყრიდნენ ადგილობრივ არჩევნებში. ისინი დაიკავებდნენ ქალაქის საბჭოებს და მსგავს დაწესებულებებს. ისინი ეცდებოდნენ, რომ შეეცვალათ ქალაქის გამგებლობის ქარტიები და მმართველი ორგანოები ჩაენაცვლებინათ სახალხო თვითმმართველობებით. რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა ისინი ეცდებოდნენ ხელში ჩაეგდოთ ადგილობრივი ბიზნესები და ინდუსტრიები, რათა ეკონომიკისმუნიციპალიზებამოეხდინათ. და ეს იქნებოდა ბაზისი ლიბერტარიანული კომუნიზმისა.
შემდეგ ლოკალური გაერთიანებები დაიწყებდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას კონფედერაციის ჩამოსაყალიბებლად. (მათ არ უნდა ეცადათ ქვეყნის მთავრობა არჩევნების ძალით დაემარცხებინათ; ბუკჩინი ამას სახელმწიფო რეფორმად მიიჩნევდა). მოვლენების განვითარების რაღაც ეტაპზე, სახელმწიფო და მმართველი კლასი ეცდებოდა პროცესის შეჩერებას. იქნებოდა დაპირისპირება, ძალადობრივი ან არაძალადობრივი, გარემოებებიდან გამომდინარე. თუ კონფედერაცია გაიმარჯვებდა მივიღებდით რევოლუციას!
ბუკჩინის მიღწევების ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ეს არის გიჟური ფანტაზია. ლოკალური თვითმმართველობების შექმნა საზოგადოებრივი ორგანიზების მაგალითია. მაგრამ მუნიციპალური მთავრობა სახელმწიფოს ნაწილია და მცდელობა, რომ არჩევნებში გაიმარჯვო იგივე პრობლემებს წარმოქმნის, რაზეც ანარქისტები ყოველთვის მიუთითებდნენ მარქსისტებსა და სხვებს, როცა ისინი მთავრობის ნებისმიერ საფეხურზე მოხვედრას ცდილობდნენ.
მართალია ადვილი ჩანს ამბოხებულთა მიერ ადგილობრივი მთავრობების დაკავება, მაგრამ მათ თითქმის არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ სახელმწიფოს მთავრობასთან შედარებით. თუ ქალაქი ანტი-კაპიტალისტური პროგრამით დაიწყებს მუშაობას, ცენტრალურ მთავრობას და ბიზნესს არ გაუჭირდება მათ ეკონომიკას საბოტაჟი მოუწყოს. ქალაქების და სოფლების ადგილობრივი თვითმმართველობებიც სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის. თუ ლოკალური რეჟიმი გახდება საკმარისად რადიკალური, სახელმწიფო მთავრობა მას არალეგიტიმურად ცნობს და ძალის გამოყენებით ეცდება დამხობას. იყო შემთხვევები, როცა ნიუ იორკ სითის ბიუჯეტი გადავიდა სახელმწიფოს სპეციალური სამსახურის კონტროლის ქვეშ ფინანსური პრობლემების გამო. იდეა, რომ ხალხს შეუძლია არჩევნებში ხმა მისცეს ლიბერტარიანულ მუნიციპალიზმს ლოკალურ დონეზე, ისეთივე რეფორმისტული და უაზროა, როგორც ეროვნულ დონეზე სოციალიზმისთვის ხმის მიცემა(შეგვიძლია ავიღოთ სირიზას მაგალითი საბერძნეთში).
ბუკჩინისა და მისი მიმდევრების მიერ ამ სტრატეგიის გამოყენების მცდელობები კრახით დასრულდა. არც ანარქისტულმა გარემომ აითვისა რაიმე ლიბერტარიანული მუნიციპალიზმისგან. შეიძლება ეს გახდა მიზეზი, რატომაც ბუკჩინმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ანარქისტი აღარ იყო. სიმართლეს თუ ვიტყვით, ანარქიზმის რევოლუციურ კლასობრივ ბრძოლასაც არ ჰქონია წარმატება უკანასკნელ პერიოდებში. თუმცა კი უდიდესი ისტორია აქვს.
შეჯამება
მურეი ბუკჩინი იყო ნაყოფიერი და გავლენიანი თეორეტიკოსი. მან მოახდინა ანარქიზმისა და ეკოლოგიის მნიშვნელოვანი ინტეგრაცია. მან გვაჩვენა, რომ კაპიტალიზმის სწრაფვა აკუმულაციისკენ არის საფუძველი ეკოლოგიური კრიზისისა. შექმნა მოდელი პოსტ კაპიტალისტური საზოგადოებისა, რომელიც უნდა იქნეს კარგად შესწავლილი და გაანალიზებული.
ბუკჩინმა დაუშვა ფუნდამენტური შეცდომა მუშათა კლასის, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი ძალის უარყოფით. მას არ ესმოდა მშრომელთა მნიშვნელობა კაპიტალიზმში, შესაბამისად არც მათი ინტერესი კაპიტალიზმის დასრულების. ვერ აცნობიერებდა მათ ძალაუფლებას ამის გასაკეთებლად. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდს ხედავდა, როგორც კაპიტალისტური განვითარების ახალ ეტაპად, და არა როგორც ღრმად კრიზისული სისტემის დროებით სტაბილურობად, რაც ეკოლოგიური კრიზისის მისსავე ანალიზებში უნდა დაენახა. პროლეტარიატის უარყოფით დაიწყო ალტერნატივების ძიება უკლასო, მულტიკლასობრივ ძალებშიწარმოსახვითმოქალაქეებში”, რომლებიც მხოლოდ აბსტრაქტული და მორალური საზრუნავით იყვნენ მოტივირებულნი. თავიანთი სტრატეგიით, ისინი შეცვლიდნენ კაპიტალიზმს ლოკალურ არჩევნებში გამარჯვებით.
ასეთ ხედვას არ შეუძლია მოძრაობის წამოწყება, არათუ რევოლუციის.
გამოყენებული მასალები

Biehl, Janet, with Bookchin, Murray (1998).  The Politics of Social Ecology: Libertarian Municipalism.  Montreal/NY:  Black Rose Books.
Bookchin, Murray (1986).  Post-Scarcity Anarchism (2nd rev. ed. ).  Montreal/Buffalo:  Black Rose Books.
Bookchin, Murray (1996). The Third Revolution; Vol. 1: Popular Movements in the Revolutionary Era. London/NY: Cassell.
Bookchin, Murray (2015).  The Next Revolution: Popular Assemblies and the Promise of Direct Democracy; Essays by Murray Bookchin (Ed. : Debbie Bookchin & Blair Taylor).  London/NY:  Verso Books.
Brinton, Maurice (2004). “The Bolsheviks and Workers’ Control, 1917—1921: The State and Counter-Revolution. ” In For Workers’ Power; The Selected Writings of Maurice Brinton (ed. : David Goodway). Oakland CA/Edinburgh UK: AK Press. Pp. 293—378.
Draper, Hal (1978). Karl Marx’s Theory of Revolution; Vol. II: The Politics of Social Classes. NY/London: Monthly Review Press.
Enzinna, Wes (12/29/2015). “The Rojava Experiment. ” The New York Times Magazine. Pp. 38—45.
Kropotkin, Peter (2002). Anarchism: A Collection of Revolutionary Writings (ed. Roger Baldwin). Mineola NY: Dover Publications.
Price, Wayne (2013). The Value of Radical Theory; An Anarchist Introduction to Marx’s Critique of Political Economy. Oakland CA: AK Press.
Schmidt, Michael & van der Walt, Lucien (2009).  Black Flame:  The Revolutionary Class Politics of Anarchism and Syndicalism; Vol. 1.  Oakland:  AK Press.
White, Damien F. (2008). Bookchin: A Critical Appraisal. London: Pluto Press.
Wood, Ellen Meiksins (1998). The Retreat from Class; A New ‘True’ Socialism. London/NY: Verso.
Zweig, Michael (2000). The Working Class Majority: America’s Best Kept Secret. Ithaca NY/London UK: Cornell University Press/ILR Press.

Комментариев нет:

Отправить комментарий