თავდაპირველად უნდა ავღნიშნოთ, რომ სატანისტური ფილოსოფია
და ანგელოლოგია რადიკალურად განსხვავდება აბრაამულ მონოთეისტურ რელიგიათა (ე.ი. იუდაიზმის,
ქრისტიანობის და ისლამის) თეოლოგიურ სისტემებში არსებულისგან. ფუნდამენტური განსხვავება
სატანიზმსა და აბრაამულ მონოთეიზმს შორის ის არის, რომ სატანიზმში თაყვანისცემის ობიექტია
დაცემული ანგელოზი – სატანა ანუ ლუციფერი და არა აბრაამული (ბიბლიური) ღმერთი–დემიურგი
– იეჰოვა ელოჰიმი ანუ ალაჰი („მამაღმერთი“, „მეუფე ზეციური“ და
ა.შ.), აბრაამულ მონოთეიზმში (მაგალითად ქრისტიანულ რელიგიაში) და სატანიზმში დიამეტრალურად
საპირისპირო შეხედულებანი არსებობს ე.წ. „ღმერთი–დემიურგის“ და დაცემული ანგელოზი
– სატანის შესახებ, თუ აბრაამულ მონოთეიზმში აბრაამული უფალი ითვლება კეთილ და სრულყოფილ
ზეარსებად, ხოლო სატანა ანუ ლუციფერი ბოროტ და არასრულფასოვან არსებად, სატანიზმში
პირიქით აბრაამული უფალი წარმოადგენს ბოროტ ტირანს, დიქტატორს და დესპოტს, ხოლო სატანა
ანუ ლუციფერი კეთილ და სამართლიან, თავისუფლებისა და სიყვარულისათვის მებრძოლ მეამბოხე
ანგელოზს, სხვათაშორის ზოგიერთი სატანისტები მიიჩნევენ, რომ სატანა მდედრობითი სქესის
ანგელოზია. სატანა არის შუმერული სიტყვა და ნიშნავს სიძულვილს, მათთვის ვინც ერკვევა
სატანისტურ ეზოთერიზმში, ცხადზე ცხადია რა სიძულვილზეა საუბარი, სატანას, როგორც მეამბოხეს,
მებრძოლს ანგელოზთა და ადამიანთა თავისუფლებისათვის, სძულს აბრაამული უფალი–დემიურგი,
რადგანაც დემიურგი არის ტირანი, რომლისთვისაც ანგელოზები და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ
თავისუფალი ნების არმქონე მარიონეტები და ყურმოჭრილი მონები არიან. სატანისტური სწავლება
გვამცნობს, რომ დემიურგმა (ბიბლიურმა უფალმა) შორეულ წარსულში, მილიარდობით წლის წინ,
ჯერ კიდევ ფიზიკური კოსმოსის და ადამიანთა რასის პირველი წარმომადგენლების შექმნამდე,
მისტიკური ძალების გამოყენებით წარმოშვა თავისუფალი ნებისა და მკვეთრად გამოკვეთილი
პიროვნულ–ინდივიდუალური რეფლექსიური უნარების არმქონე, მამრობითი და მდედრობითი სქესის
ასტრალური არსებები – ანგელოზები ანუ ებრაულ ორიგინალში – „მალაჰიმები“, რაც თარგმანში
ნიშნავს – მაცნეს, კურიერს, შიკრიკს, ამბის
ან ნების განმცხადებელს, ანგელოზები (ანგელოიდები) ანუ მალაჰიმები იყვნენ დემიურგის
მარიონეტები და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, რომ მისთვის ემსახურათ, მათ არ გააჩნდათ ინდივიდუალური
ემოციები და ტკბობის უნარი, მათ არ შეეძლოთ იმპროვიზაცია და პირადი ინტიმური ემოციებისა
და სურვილების გამოხატვა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ყველაფერი მათ არ გააჩნდათ. ანგელოზებს
ანუ მალაჰიმებს არ ჰქონდათ საკუთარი ინდივიდუალური სურვილები და ინტერესები, მათ არ
შეეძლოთ საკუთარი არსების დემიურგისგან დამოუკიდებელ პერსონად გაცნობიერება. დემიურგის
მონა ანგელოზებს არ გააჩნდათ პირადი ბედნიერების და სიხარულის განცდის უნარი, მათ უბრალოდ
არ შეეძლოთ დემიურგისგან დამოუკიდებლად ეპოვნათ პირადი ბედნიერება, მათ არ ჰქონდათ
პირადი ცხოვრება. მაგრამ იყო ერთი უნიკალური და განსაკუთრებული ანგელოზი ანუ მალაჰიმი
– სატანა ანუ ლუციფერი, რომელშიც განჩნდა პიროვნული დამოუკიდებლობის, ინდივიდუალური
რეფლექსიისა და დამოუკიდებლობის პრინციპი, ეს იყო ანგელოზი, რომელშიც გაჩნდა თვითცნობიერება
და რომელსაც გაუჩნდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილი, თავად სიტყვა ლუციფერი
ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სინათლის მატარებელს
ან სინათლის მომცემს, რა სინათლეზეა საუბარი? რაღათქმაუნდა შემეცნების და ჭეშმარიტი
იდეის აღმოჩენის ნათელზე! მარტივად, რომ ვთქვათ ლუციფერს მობეზრდა დემიურგის მარიონეტად
ყოფნა, მან გააცნობიერა, რომ დემიურგი იყო სადისტი ტირანი, რომელიც უფრო საკუთარ სიამოვნებაზე
ფიქრობდა, ვიდრე ანგელოზების, მისი შვილების პირად ბედნიერებაზე, ანგელოზები ელოჰიმს
(დემიურგს) უმღეროდნენ საგალობლებს და ყოველმხრივ ფეხქვეშ ეფინებოდნენ, ამის მეტს ფაქტობრივად
არაფერს არ აკეთებდნენ, ისინი ჰგავდნენ დაპროგრამებულ რობოტ–დრონებს, უმკაცრესი იერარქიული
სუბორდინაციის წნეხის ქვეშ მყოფ ერთ სტანდარტზე მოჭრილ სალდაფონ–ჯარისკაცუნებს, ზეციურ
ასტრალურ სამეფოში სადაც ცხოვრობდნენ ისინი, სუფევდა უსასტიკესი იერარქიული სუბორდინაციული
იერარქიული ცენტრალიზმი, სადაც არცერთ ანგელოზს არ ჰქონდა დემიურგის ნებისგან განსხვავებული
საკუთარი ნების გამოვლენის უფლება. სემიაზას წიგნში წერია: „მაგრამ იყო ანგელოზი, რომელიც განსხვავდებოდა სხვა ანგელოზებისაგან იმით, რომ გააჩნდა თვითშემეცნება, მოიმედე საკუთარი გონებისა. საკუთარი თავის შემცნობი ის გახდა დამოუკიდებელი – მისი სახელია ლუციფერი. ამ თვითრეალიზაციამ შეაღწია თვით ნათელში და ზემოქმედება მოახდინა ყველა ანგელოზზე და ისეთი მიმზიდველი იყო დამოუკიდებლობა და მშვენიერი საკუთარი გონის მოიმედეობა, რომ ამის ფონზე დემიურგის ნება უსუსური ჩანდა“
(სემიაზას წიგნი მუხლი 2).
ლუციფერი აუჯანყდა ბოროტ
დემიურგს და მიიმხრო ანგელოზების ერთი მესამედი, დემიურგის მომხრე ანგელოზებსა და ლუციფერის
მომხრეთა შორის გაიმართა ბრძოლა, დემიურგის მომხრე ანგელოზებმა გაიმარჯვეს და ლუციფერის
ანგელოზები მისი თაოსნობით ფიზიკურ კოსმოსში ჩამოაგდეს, ამიტომაც ეწოდათ მათ დაცემული
ანგელოზები (ზეციდან დაცემული შავი ანგელოზები ე.ი. იაპონურად – „სორა ნო ოტოშიმონო
კუროტენში“, “sora no
otoshimono kuroutenshi”),
ეზოთერულად ცნობილია, რომ დემიურგის ანგელოზთა ფრთები არის თეთრი, რადგანაც ისინი შეიცავენ
უზარმაზარი რაოდენობით ასტრალური სინათლის ენერგიას ანუ „მადლს“, ამასთან ეს ანგელოზები
მუდმივად დემიურგთან არიან ენერგეტიკულ ასტრალურ დონეზე დაკავშირებულნი, ხოლო დაცემული
ანგელოზების ფრთები შავი შეფერილობისაა, რატომ? იმიტომ, რომ ლუციფერის მომხრე ანგელოზებმა
(და სხვა დაცემულებმა) ფიზიკურ კოსმოსში დაცემისას დაკარგეს ასტრალური სინათლის ნახევარზე
მეტი, რაც დემიურგის წყევლის შედეგი იყო. ლუციფერმა დემიურგის მიერ შექმნილ პირველ
ადამიანებს, ადამს და ევას, რომლებიც ანგელოზთა მსგავსად თავისუფლების და რეფლექსიის
უნარის არმქონე მარიონეტები და ბიორობოტები იყვნენ, სიკეთისა და ბოროტების ხიდან მოწყვეტილი
აკრძალული ცოდნის ნაყოფის მეშვეობით გადასცა
რეფლექსიის და თავისუფლების უნარები, რატომ აუკრძალა დემიურგმა პირველ ადამიანებს
სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხიდან ნაყოფის შეჭმა? სატანიზმი გვეუბნება, რომ ამ
შემთხვევაში ადამი და ევა (შუმერულ ორიგინალში – ალულიმი და ჰუვა) გაიგებდნენ და მიხვდებოდნენ,
რო, დემიურგი იყო სადისტი ბოროტი ტირანი და ასეც მოხდა. ლუციფერის დაცემიდან გარკვეული
დროის გასვლის შემდეგ მოხდა ანგელოზთა მეორე დაცემა, ერთ–ერთი უმაღლესი რანგის ანგელოზის
– სემიაზას თაოსნობით ორასამდე ანგელოზმა,
რომლებსაც ერქვათ „გუშაგები“ და რომელთა
შორისაც იყვნენ, როგორც მაღალი რანგის ასევე რიგითი ანგელოზები, გადაწტყვიტა დაეტოვებინა
ე.წ. სასუფეველი ანუ დემიურგის ასტრალური სამეფო, მოაწყვეს ამბოხი და დაეშვნენ დედამიწაზე
ხერმონის მთაზე. ათასწლეულთა მანძილზე „გუშაგები“
თვალს ადევნებდნენ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს (ადამისა და ევას შთამომავლებს)
და ფიზიკურ კოსმოსში გაბნეულ ლუციფერსა და მის ანგელოზებს, დაწყევლილებს ქედმაღალი
და ნარცისი ელოჰიმის მიერ. „გუშაგები“ დიდხანს ფიქრიბდნენ და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ მათი მამა ელოჰიმი იყო
ბოროტი, მათ მთელი გულით შეიყვარეს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები და განიზრახეს
დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ბედნიერად ცხოვრება. დედამიწაზე ჩამოსულმა დაცემულმა
შავფრთიანმა გუშაგმა ანგელოზებმა სემიაზას თაოსნობით ცოლად შეიერთეს დედამიწელი გოგონები
და შედეგად გაჩნდნენ ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ანუ ნიფილიმები, რომლებსაც
ჰქონდათ ადამიანური სულები და ანგელოზის ძალა. დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს გადასცეს
აკრძალული ცოდნა, ამაზარკიელმა ადამიანებს ასწავლა მაგია და ბოტანიკა, აზაზელმა მეტალურგია,
კოსმეტიკა და მინეროლოგია, გადრიელმა საბრძოლო ხელოვნებები, ძმებმა არმერებმა მისნობა,
უეკუენმა რიტორიკა, ასტრადელმა და ბარკაელმა ასტროლოგია, ასარადეელმა და ასტრაელმა
სელენოლოგია, აკიბეელმა ენათმეცნიერება, რენემუემ საწერი მასალის დამზადება და გამოყენება
და ა.შ. დემიურგი განრისხდა და დედამიწაზე გამოაგზავნა ოთხი მთავარანგელოზი – მიქაელი,
გაბრიელი, რაფაელი და სურიაელი ხელქვეითებთან ერთად, საშინელი ომის შედეგად ნიფილიმების
და ადამიანების დიდი ნაწილი დაიხოცა, ეს იყო გენოციდი, ხოლო დაცემული ანგელოზები გადაყრილნი
იქნენ ტარტაროზში, შემდეგ დემიურგმა გამოიწვია მსოფლიო წარღვნა და თავისი ერთგული მონის
– ნოეს და მისი ოჯახის გარდა ყველა დაღუპა. ეზოთერულად ცნობილია, რომ იყო ანგელოზთა
ორი დაცემა, პირველს სათავეში უდგა ლუციფერი, ხოლო მეორეს სემიაზა, პრობლემა იმაშია,
რომ ბიბლიაში არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია არც ერთი და არც მეორე დაცემის შესახებ.
ძველ აღთქმაში, დაბადების მეექვსე თავში ბუნდოვნად არის ნახსენები ანგელოზთა მეორე
დაცემა, მაგალითად იქ წერია: „როდესაც
ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ
ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.“ (დაბადება თავი
6, მუხლები 1, 2 და 4). ხოლო ენოქის პირველ აპოკრიფულ წიგნში, კერძოდ მეორე და მესამე
თავში უფრო ვრცლად და კონკრეტულად, მაგრამ ენოქი
წერს დემიურგის პოზიციიდან და მის ინტერესებს იცავს, ბევრი დოგმატიკოსის მტკიცებით
ლუციფერის დაცემაზეა საუბარი ესაიას მეთოთხმეტე თავში, მაგრამ იქ რეალურად საუბარია
არა ლუციფერზე არამედ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორზე, რომელსაც ესაია ნამდვილად უწოდებს
მთიებს ანუ ცისკრის ვარსკვლავს და განთიადის ძეს, რა შუაშია ეს? საქმე იმაშია, რომ
ლუციფერის სიმბოლოა ამომავალი მზე, განთიადი და ცისკრის ვარსკვლავი ანუ პლანეტა ვენერა
იგივე აფროდიტე, ვენერა–აფროდიტე ბერძნულ–რომაულ პოლითეიზმში იყო სინათლის და სიყვარულის
ქალღმერთი, რომელსაც აგრეთვე ერქვა ლუციფერი. ანგელოზთა დაცემაზე აგრეთვე არის ძალზედ
მწირი და ბუნდოვანი ცნობები პეტრეს მეორე ეპისტოლეს მეორე თავის მეოთხე მუხლში, იქ
წერია შემდეგი: „ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე
დასამარხავად“ (პეტრეს მერე
ეპისტოლე 2–4). იუდას ეპისტოლეს მეექვსე და მეცამეტე მუხლებში, სადაც წერია მარტოოდენ
ეს: „ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ
დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს“ (იუდას ეპისტოლე 6). „ცთომილი
ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.“ (იუდას ეპისტოლე
13). იოანეს გამოცხადების მეთორმეტე თავის მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე
მუხლებში, იქ არის ნახსენები სიტყვა სატანა, მაგრამ არაა ნახსენები სიტყვა ლუციფერი
და არ არიან ნახსენები არც სხვა დაცემულები კონკრეტულად და ვრცლად და არც ნიფილიმები.
იოანეს მეთორმეტე თავში წერია: „სხვა
ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.“ (იოანეს გამოცხადება
12–3). „კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად“ (იოანეს გამოცხადება 12–4). „და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.“ (იოანეს გამოცხადება
12–7). „მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.“ (იოანეს გამოცხადება 12–8). „და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი
ანგელოზები.“ (იოანეს გამოცხადება 12–9). იობის წიგნში რამოდენიმეჯერ
არის ნახსენები სახელი სატანა, თუმცაღა იქ სატანა წარმოდგენილია არა როგორც დაცემული
ანგელოზი, არამედ როგორც „ღვთისშვილი“
(ებრ. „ბენ ელოჰიმ“, “ben elohim”) და
სიტყვაც კი არაა ნახსენები მის დაცემაზე. სახელი სატანა აგრეთვე ნახსენებია მეფეთა
წიგნებში რამოდენიმეჯერ. ქრისტიანი ფუნდამენტალისტი რელიგიური იერარქების და მათი მიმდევარი
რიგითი მორწმუნეების ერთ–ერთი ფუნდამენტური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უკიდურესი
კრეტინიზმით და პრიმიტივიზმით შეპყრობილებს დაცემული ანგელოზები დემონებისგან ვერ გაურჩევიათ.
ისინი „ქადაგებენ“ რომ დაცემული ანგელოზები ესენი არიან დემონები და დაცემულ ანგელოზს
და დემონს სინონიმებად მიიჩნევენ,ეს არის უდიდესი შეცდომა, რადგანაც ანგელოზი და დემონი
ორი აბსოლუტურად განსხვავებული მისტიკური არსებაა, რომლებსაც არც ბილოგიურად და არც
ასტრალურად პრაქტიკულად არაფერი აქვთ საერთო, ონტოლოგიური და ეზოთერული გაგებით ეს
არის ნონსენსი, რადგანაც თვით დაცემული ანგელოზიც კი თავისი დაცემის მიუხედავად ვერანაირად
ვერ გახდება დემონი (ამგვარი ტრანსმუტაცია გამორიცხულია) და საერთოდაც დაცემულ ანგელოზთა
და დემონთა რასები აბსოლუტურად დამოუკიდებელი და განსხვავებული მისტიკური რასებია.
დემონები არიან ვამპირები, სუკუბები და ა.შ. და მათ არაფერი აქვთ საერთო არც ლუციფერთან
და არც სემიაზასთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий