воскресенье, 22 марта 2020 г.

Антарктида - ანტარქტიდა (ბერძ. ἀνταρκτικός — არქტიკის საპირისპირო)


სამხრეთ პოლარული კონტინენტი. უკავია სამხრეთ პოლარული მხარის — ანტარქტიკის ცენტრალური ნაწილი. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და ყინულით თითქმის სრულად დაფარული, რომლის სისქეც 1,6 კილომეტრს (1 მილი) აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს აკრავს სამხრეთის ოკეანის წყლები (აგრეთვე ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანეების სამხრეთი ნაწილები). კონტინენტის ფართობი შეადგენს 13,975 ათ. კმ²-ს (ასევე 1,6 მლნ. კმ²-ს შეადგენს შელფური ყინულები, 75 500 კმ²-ს კუნძულები). ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, თუმცა ზოგი მეცნიერი აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობს და კვლევებს ატარებს.

პირველი გემი, რომელმაც გადაკვეთა სამხრეთის პოლარული წრე, ეკუთვნოდათ ჰოლანდიელებს; მას მეთაურობდა იაკობ მაგიუს ესკადრაში მცურავი დირკ გეერიტცი. 1559 წელს მაგელანის სრუტეში გეერიტცის გემმა შტორმის შემდეგ მხედველობიდან დაკარგა ესკადრა და გაემართა სამხრეთისაკენ. როდესაც ის მიცურდა 64° ს. გ.-ში, იქ მათ დაინახეს მაღალი მიწა. 1675 წელს ანტონი დე ლა როშემ აღმოაჩინა სამხრეთი გეორგიის კუნძული; 1739 წელს აღმოჩენილი იქნა კუნძული ბუვე; 1772 წელს ინდოეთის ოკეანეში ფრანგმა საზღვაო ოფიცერმა ივ-ჟოზეფ ტრემარეკ კერგელენმა აღმოაჩინა ამჟამად მისივე სახელობის კერგელენის არქიპელაგი.

კერგელენის მოგზაურობის პარალელურად ინგლისიდან სამხრეთ ნახევარსფეროსკენ თავის პირველ მოგზაურობაში გაემართა ჯეიმზ კუკი და უკვე 1773 წლის იანვარში მისმა გემებმა «Adventure»-მა და «Resolution»-მა გადაკვეთეს სამხრეთის პოლარული წრე 37°33′ ა. გ-ის მერიდიანზე. ყინულებთან მძიმე ბრძოლების შემდეგ მან მიაღწია 67°15′ ს. გ.-ს, სადაც იძულებული იყო მობრუნებულიყო ჩრდილოეთისაკენ. 1773 წლის დეკემბერში კუკი ხელახლა გაემგზავრა სამხრეთ ოკეანეში, 8 დეკემბერს იგი გადაკვეთა და 67°5′ ს. გ.-ის პარალელზე გაიჭედა ყინულებში. განთავისუფლების შემდეგ, კუკი გაემართა ისევ სამხრეთისაკენ და 1774 წლის იანვრის ბოლოს მიაღწია 71°15′ ს. გ.-ს, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგიდან სამხრეთ-დასავლეთით. აქ ყინულების გაუვალმა კედელმა მას ხელი შეუშალა გეზის გაგრძელებაში. კუკმა ერთ-ერთმა პირველმა მიაღწია სამხრეთპოლარეთის ზღვებს და რამდენიმე ადგილას გაუვალი ყინულის მასებთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ ცურვის ამ მიმართულებით გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მას დაუჯერეს და 45 წლის განმავლობაში პოლარული ექსპედიციები არ განხორციელებულა.

მიწის პირველი გეოგრაფიული აღმოჩენა 60° ს. გ.-ის სამხრეთით (თანამედროვე «პოლიტიკური ანტარქტიდა», რომელსაც მართავს ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების სისტემა) მოახდინა ინგლისელმა ვაჭარმა უილიამ სმიტმა, რომელიც 1819 წლის 19 თებერვალს მიადგა კუნძულ ლივინგსტონს და სამხრეთ შეტლანდის კუნძულებს.

1819 წელს რუსი მეზღვაურები ფადეი ბელინსგაუზენი და მიხეილ ლაზარევი სამხედრო აფრიანი გემებით «ვოსტოკი» და «მირნი», მიცურდნენ სამხრეთ გეორგიის კუნძულზე და სცადეს შეეღწიათ სამხრეთ ყინულოვანი ოკეანის შიგნით. პირველად, 1820 წლის 28 იანვარს, თითქმის გრინვიჩის მერიდიანზე, მათ მიაღწიეს 69°21′ ს. გ. 2°14′ დ. გ. და აღმოაჩინეს თანამედროვე ანტარქტიდა; შემდეგ ისინი გავიდნენ პოლარული წრის ფარგლებს გარეთ, გაცურეს მის გასწვრივ აღმოსავლეთისკენ 19° ა. გ.-მდე, სადაც პოლარული წრე ხელახლა გადაკვეთეს და 1820 წლის თებერვალში ისევ თითქმის იგივე გრძედს მიაღწიეს (69°6′). შემდეგ აღმოსავლეთისკენ ისინი აცურდნენ მხოლოდ 62° პარალელამდე და თავისი გზა გააგრძელეს მცურავი ყინულების გასწვრივ. შემდგომში, ბალენის კუნძულის მერიდიანზე, ისინი მიცურდნენ 64°55′-მდე, 1820 წლის დეკემბერში მიაღწიეს 161° დ. გ.-მდე, გაცურეს სამხრეთი პოლარული წრე და მიაღწიეს 67°15′ ს. გ.-მდე, ხოლო 1821 წლის იანვარში მიაღწიეს 69°53′ ს. გ.-მდე. თითქმის 81° მერიდიანზე მან აღმოაჩინა პეტრე I-ის კუნძულის მაღალი ნაპირი, ხოლო უფრო აღმოსავლეთისკენ გაცურვისას, სამხრეთის პოლარული წრის შიგნით — ალექსანდრე I-ის მიწის ნაპირი. ასე რომ, მათ პირველებმა მოახდინეს ანტარქტიდის გარშემო მთლიანი გაცურვა 60°-დან 70°-მდე განედებზე.

XX საუკუნის შუიდან დაიწყო ანტარქტიდის შესწავლა სამრეწველო დანიშნულებით. სხვადასხვა ქვეყნები კონტინენტზე ქმნიან მრავალრიცხოვან მუდმივ ბაზებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ასრულებენ მეტეოროლოგიურ, გლაციოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს. მხოლოდ საერთაშორისო გეოფიზიკური წლის ჩატარების პერიოდში 11 ქვეყნის წარმომადგენლებმა ააშენეს 60 ბაზაზე და სადგურზე მეტი.

მესამე საბჭოთა ანტარქტიკულმა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევგენი ტოლსტიკოვი, 1958 წლის 14 დეკემბერს მიაღწია სამხრეთის შეუღწევლობის პოლუსს და იქ დააარსა დროებითი სადგური «შეუღწევლობის პოლუსი». ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრე განხორციელდა ციგა-ტრაქტორებით ლაშქრობა გეომაგნიტური პოლუსისკენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ საბჭოთა მეცნიერებმა მიაღწიეს სამხრეთ პოლუსამდეც. ანტარქტიდა 1957—1958 წლებში გამწევებით პირველად გადაკვეთეს (სამხრეთი პოლუსის გავლით უედელის ზღვიდან როსის ზღვამდე) ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და ინგლისელმა ვივიან ერნესტ ფუქსმა.

ანტარქტიდის მკაცრი კლიმატი ხელს უშლის ამ კონტინენტზე დასახლებას, მაგრამ მომავალში, დათბობის შემთხვევაში, მისი ათვისება შესაძლებელია. ანტარქტიდაში და მის შემოგარენ კუნძულებზე არსებობს ბევრი მიტოვებული დასახლებები. XIX საუკუნეში ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე და მის მიმდებარე კუნძულებზე არსებობდა რამდენიმე ვეშაპდამჭერი ბაზა. შემდგომში ყველა ისინი იქნა მიტოვებული. მეორე მსოფლიო ომის წლებში ანტარქტიდაში გაჩნდა არგენტინის და ჩილეს სამხედრო ბაზები. დღეისათვის ანტარქტიდაში არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა, აქ მდებარეობს რამდენიმე ათეული სამეცნიერო სადგური, რომლებშიც სეზონის მიხედვით ცხოვრობს 4000 ადამიანიდან ზაფხულში 1000 ადამიანამდე ზამთარში.

1978 წელს არგენტინის სადგურ ესპერანსაში დაიბადა ანტარქტიდის პირველი ადამიანი — ემილიო მარკოს პალმა.

ანტარქტიდას მინიჭებული აქვს ინტერნეტის პირველადი დომენი .aq და სატელეფონო პრეფიქსი +672.

Первое судно, пересёкшее южный полярный круг, принадлежало голландцам; им командовал Дирк Герритц, плававший в эскадре Якова Магю. В 1599 году в Магеллановом проливе судно Герритца после шторма потеряло из виду эскадру и пошло на юг. Когда оно спустилось до 64° ю. ш., там была обнаружена высокая земля. В 1675 году Ла Роше́ открыл Южную Георгию; в 1739 году был открыт остров Буве; в 1772 году в Индийском океане Ив-Жозеф Кергелен, французский морской офицер, открыл остров, названный его именем.

Комментариев нет:

Отправить комментарий