пятница, 6 марта 2020 г.

ახალი დროის ევროპული "კულტურა" და კალი-იუგა

"მეჩვიდმეტე საუკუნიდან ევროპულ კულტურაში იწყება ახალი ეტაპი, რომელიც ახალი დროის კულტურის სახელით არის ცნობილი. ამ ეპოქის სულისკვეთება სამყაროს იერარქიული გაგების წინააღმდეგაა მიმართული.

როდესაც შუა საუკუნეობრივი ღვთის წყალობაზე დამყარებული ყოფიერების გაგება იცვლება, ადამიანის არსებობის საკუთარ ძალებზე დაფუძნების და უზრუნველყოფის პრინციპით. საიდანაც მომდინარეობს იდეა, რომ ადამიანი აქტიურად უნდა ერეოდეს საგანთა ბუნებაში, რისთვისაც მან ტექნოლოგიურ მანიპულირებას უნდა მიმართოს. ასეთი მიდგომის რეზულტატია აზროვნების მექანისტური წესის გაბატონება.

რაციონალური მიდგომა მსჭვალავს საზოგადოებისა და ინდივიდის გაგებასაც. ამ ეპოქაში სუბიექტი აღარ განიხილება, როგორც თავის თავში სუბსტანციური ბუნების შემცველი. ინდივიდი თავის ღირებულებას სხვა ინდივიდებთან და საზოგადოებასთან მიმართებისას იძენს. ადამიანი საკუთარ ადამიანურობას სხვა ადამიანებთან მიმართებაში იძენს.

ახალი დროის ადამიანის მიმართება ბუნებასთან ემყარება დროის მოთხოვნას, ბუნება განიხილება როგორც ნედლი მასალა, რომლის გადამუშავებამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნილებები. ადამიანის მიზანია გაბატონდეს ბუნებაზე, მისადმი მას აქვს მტაცებლური დამოკიდებულება."

წყარო: კულტურის თეორია. აკაკი ყულიჯანაშვილი. 2009 წ. გამომცემლობა "უნივერსალი". გვ. 293-299.

Комментариев нет:

Отправить комментарий