вторник, 3 марта 2020 г.

ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 (ინგლ. Star Trek: Deep Space Nine, DS9)


ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 (ინგლ. Star Trek: Deep Space Nine, DS9) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს „ვარსკვლავური გზის“ სამყაროში. ფაქტობრივად წარმოადგენს „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობის“ (ინგლ. Star Trek: The Next Generation) გაგრძელებას. პრემიერა გაიმართა 1993 წლის 3 იანვარს, ბოლო სერია გამოვიდა 1999 წლის 2 ივნისს. სიუჟეტი სერიალის მოქმედება ვითარდება 2369—2375 წლებში, კოსმოსურ სადგურზე „ღრმა კოსმოსი 9“ რომელიც განლაგებულია კოსმოსური ანომალიის - სივრცითი დერეფნის ახლოს რომლითაც შესაძლებელია გალაქტიკის სხვა ნაწილში (გამა-კვადრანტში) მოხვედრა. ამ მიზეზით სადგურს გააჩნია უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა. გამა-ვადრანტის შესწავლისას ხდება შეტაკება „ვარსკვლავურ ფლოტსა“ და გამა კვადრანტში არსებულ იმპერიას - დომინიონს შორის. „ღრმა კოსმოსი 9“ აღმოჩნდება საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე და ფედერაციისა და მისი მოკავშირეების მთავარი დასაყრდენი ხდება. სერიალში მონაწილეობენ პერსონაჟები „შემდეგი თაობიდან“ - ვორფი და მაილზ ო'ბრაიენი. წინა სერიალებისგან განსხვავებით, „ღრმა კოსმოსში“ პერსონაჟების ნაწილი არ არის დაკავშირებული „ვარსკვლავურ ფლოტთან“. ახალ პერსონაჟებს შორის არიან კირა ნერისი (ბაჯორის შეიარაღებული ძალების ოფიცერი), ოდო (სადგურის დაცვის უფროსი) და კვარკი (პოპულარული გასართობი დაწესებულების „კვარკთან“ მფლობელი).

Комментариев нет:

Отправить комментарий