ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
суббота, 22 февраля 2020 г.
სასანიანთა დინასტია
III საუკუნის დასაწყისში ირანში გაბატონთა სასანიანთა დინასტია . სასანიანთა მპერია (226-650) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეი პერიოდია ირანის ისტორიაში. თავის ძალაუფლების ზენიტში იმპერია საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას ფლობდა - ცნტრაზლური აზიის , თანამედროვე პაკისტანის , კავკასიის და თურქეთის ნაწილს , სირია პალესტინას , არაბეთის ნახევარკუნძულს .
სასანიანთა იმერიას სამ ძრითად პერიოდად ყოფენ 1) III – IV საუკუნეები , იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი . 2) V – VI საუკუნეების დასაწყისი , სტაგნაცია და გარკვეული დაკნინება , რაც უპირველესად გამოწვეული იყო ცენტრალური აზიიდან წამოსული ჰუნების (ჰეფთალიტების) ტომებთან დაპირისპირებით . 3) VI – VII სს - პერიოდი იწყება ხოსრო II ანუშირვანის , ყველაზე მნიშვნელოვან სასანი შაჰის მეფობით და სახელმწიფოს არნახული გაძლიერებით , რაც დროებითი მოვლენა გამოდგა და დასრულდა იმპერიის დაცემით არაბთა დაპყრობის შედეგად .
სასანიდებმა ააღორძინეს და სრულქმნეს მაზდეანური რელიგია ზოროასტრიზმი , რომელიც ქვეყნის ცენტრალიზაციის პროცესში მათ ძლიერ იდეოლოგიურ იარაღად იქცა . გავრცელებული იყო ქრისტიანობაც მაგრამ შაჰები უპირველეს ყოვლისა მფარველობდნენ , ბიზანტიის მიერ მათი მთავარი პოლიტიკუროი მოწინააღმდეგის, დევნილ ქრისტიანულ მიმდინარეობებს (ნესტორიანელობას , მონოფიზიტობას ) .
სასანიანთა ირანის ფეოდლური საზოგადოება ოთხ კატეგორიისგან შედგება : ქურუმები , მეომრები , მიწათმოქმედნი და ხელოსნები . იმპერია დაყოფილი იყო 26 პროვინციად , თუმცა ამ პროვინციათაგან ზოგიერთი იმპერიის უშუალო ნაწილს არ წარმოადგენდა და მასთან ვასალურ დამოკიდებულება აკავშირებდა (ერთი პერიოდი ასეთი ვასლი იყო - იბერიაც) .
ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში ჰეგემონიისთვის გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობდა სასანიდებსა და რომს , ხოლო შემდეგ ბიზანტიის იმპერიებს შორის . ამასთან ერთად , დიდი იყო ამ ორი ცივილიზაციის ურთიერთზეგავლენაც
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий