ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
воскресенье, 23 февраля 2020 г.
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი - Гай Юлий Цезарь Октавиан Август
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი (ლათ. IMPERATOR CAESAR DIVI FILIVS AVGVSTVS; დ. 23 სექტემბერი, ძვ. წ. 63 ― გ. 19 აგვისტო, 14) — რომის იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი. იმპერიას მართავდა ძვ. წ. 27 წლიდან ახ. წ. 14 წელს გარდაცვალებამდე.
დაიბადა, როგორც გაიუს ოქტავიანე პლებეური ოქტავიების ოჯახის ძველ და მდიდარ შტოში. მისი ბებიის ძმა დედის მხრიდან, იულიუს კეისარი, ძვ. წ. 44 წელს მოკლეს და ოქტავიანე კეისრის ნებით მის შვილობილად და მემკვიდრედ გამოცხადდა. მან, მარკუს ანტონიუსმა და მარკუს ლეპიდუსმა კეისრის მკვლელების გასანადგურებლად მეორე ტრიუმვირატი ჩამოაყალიბეს. ფილიპის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრიუმვირატის წევრებმა ერთმანეთში გაინაწილეს რომის რესპუბლიკა და მართავდნენ, როგორც სამხედრო დიქტატორები. ტრიუმვირატი, საბოლოოდ, მისი წევრების კონკურენტული ამბიციების გამო დაიშალა. ლეპიდუსი გააძევეს და მან თავისი სტატუსი დაკარგა, ხოლო ანტონიუსმა ძვ. წ. 31 წელს ოქტავიანესთან აქციუმის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი მოიკლა.
მეორე ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, ავგუსტუსმა აღადგინა თავისუფალი რესპუბლიკის გარეგანი ფასადი, როდესაც აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო კრების ძალაუფლება სენატს გადასცა, თუმცა, რეალურად, თავად შეინარჩუნა ავტორიტარული ძალაუფლება რესპუბლიკაზე, როგორც სამხედრო დიქტატორმა. კანონის თანახმად, ავგუსტუსი ფლობდა სენატის მიერ მისთვის სამუდამოდ მინიჭებულ მთელ რიგ უფლებამოსილებებს, რაც მოიცავდა უმაღლესი მთავარსარდლის, ტრიბუნისა და ცენზორის თანამდებობებს. ავგუსტუსს რამდენიმე წელი დასჭირდა, რათა ფორმალურად რესპუბლიკური სახელმწიფოს სისტემა იმგვარად გარდაექმნა, რომ შეესაბამებინა საკუთარი ერთპიროვნული მმართველობისათვის. მან უარი თქვა მონარქიულ ტიტულებზე და სანაცვლოდ საკუთარ თავს პრინცეფს ცივიტატისი („სახელმწიფოს პირველი მოქალაქე“) უწოდა, შედეგად, სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც რომის იმპერიის პირველ ფაზას მოიცავს, პრინციპატის სახელით გახდა ცნობილი.
ავგუსტუსის მმართველობამ დასაბამი მისცა შედარებით მშვიდობიან ერას, რომელიც პაქს რომანას (რომაული მშვიდობა) სახელითაა ცნობილი. რომაული სამყარო ძირითადად, თავისუფალი იყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისაგან ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმპერიის ექსპანსიისათვის საზღვრებთან წარმოებული გამუდმებული ომებისა და საიმპერატორო მემკვიდრეობისათვის ატეხილი ერთწლიანი სამოქალაქო ომისა. ავგუსტუსმა მკვეთრად გააფართოვა იმპერიის საზღვრები: შეიერთა ეგვიპტე, დალმაცია, პანონია, ნორიკუმი და რეცია; გააფართოვა აფრიკული და გერმანული სამფლობელოები და დაასრულა ესპანეთის დაპყრობა.
საზღვრებს მიღმა, მან უზრუნველყო იმპერიის უსაფრთხოება ვასალი სახელმწიფოების ბუფერული რეგიონით და დიპლომატიის მეშვეობით პართიასთან მშვიდობას მიაღწია. მან გაატარა რომაული საგადასახადო სისტემის რეფორმა, განავითარა გზების ქსელი ოფიციალური საშიკრიკო სისტემითურთ, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, დააფუძნა პრეტორიანელთა გვარდია, შექმნა ოფიციალური პოლიცია და სახანძრო სამსახური რომისათვის და ხელახლა ააშენა ქალაქის დიდი ნაწილი საკუთარი მმართველობის პერიოდში.
ავგუსტუსი გარდაიცვალა ახ. წ. 14 წელს 75 წლის ასაკში. იგი ბუნებრივი სიკვდილით უნდა გარდაცვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დაუდასტურებელი ჭორები, თითქოს მისმა ცოლმა, ლივიამ მოწამლა იმპერატორი. ავგუსტუსი ტახტზე შეცვალა მისმა შვილობილმა (ასევე, გერმა და ყოფილმა სიძემ) ტიბერიუსმა.
Гай Ю́лий Це́зарь Октавиа́н А́вгуст (лат. Octavianus Augustus [ɔktaːwiˈaːnʊs au̯ˈgʊstʊs], при рождении — Гай Окта́вий Фури́н, Gaius Octavius Thurinus; 23 сентября 63 года до н. э., Рим — 19 августа 14 года н. э., Нола) — древнеримский политический деятель, основатель Римской империи. 13 раз занимал должность консула (43 год до н. э., 33 до н. э., ежегодно с 31 до 23 до н. э., 5 до н. э., 2 до н. э.), с 12 года до н. э. — великий понтифик, с 23 года до н. э. обладал полномочиями трибуна (tribunicia potestas), во 2 году до н. э. получил почётный титул «отец отечества» (pater patriae).
Происходил из незнатной богатой семьи, приходился внучатым племянником Цезарю. В 44 году до н. э. был усыновлён им по завещанию и оказался в центре политической жизни Римской республики, пользуясь поддержкой многих сторонников Цезаря. В 43 году до н. э. вместе с цезарианцами Марком Антонием и Марком Эмилием Лепидом создал второй триумвират для борьбы с общими противниками. После побед над Марком Брутом и Секстом Помпеем между триумвирами началась борьба за власть, завершившаяся войной между Антонием и Октавианом.
В 27—23 годах до н. э. Октавиан сконцентрировал в своих руках ряд обычных и чрезвычайных должностей, позволивших ему управлять Римским государством, избегая установления открытой монархии. Для характеристики нового строя используется термин «принципат», а Октавиан считается первым императором в современном смысле этого слова. За время своего правления Октавиан значительно расширил границы Римского государства, включив в его состав большие территории на Рейне и Дунае, в Испании, а также Египет, Иудею и Галатию. Проведение активной внешней политики стало возможным благодаря развитию экономики, освоению провинций и военной реформе. Правление Октавиана ознаменовалось уменьшением влияния сената на римскую политику и зарождением культа императора (среди проявлений последнего — переименование одного из месяцев в август). Поскольку у императора не было сыновей, в течение своего правления он рассматривал различных возможных наследников. В конце концов, он оставил власть своему пасынку Тиберию, а основанная Августом династия Юлиев-Клавдиев правила Римской империей до 68 года.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий