четверг, 20 февраля 2020 г.

Sufism, or Taṣawwuf - Суфи́зм или тасаввуф - სუფიზმი (არაბ.: تصوف “თასავუფ”)

სუფიზმი (არაბ.: تصوف “თასავუფ”) — ისლამის შინაგანი, მისტიკურ, ფსიქო-სულიერი განზომილება. სუფიზმის მიმდევარს სუფი ეწოდება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს. სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა „იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა“, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე „ტარიკა“, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს („მიურიდი“) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი („შაიხი“ ან „მუშრიდი“), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წვრთნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში „ალ-ჯიჰად ალ-აკბარ“-ის ტერმინით აღინიშნება („დიდი ბრძოლა“ – „პატარა ბრძოლასთან“, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით). სუფიებმა, თავიანთი სწავლების, ფილოსოფიისა და სიბრძნის თაობიდან თაობამდე გადასაცემად, ხელი მიჰყვეს აქტიურ ლიტერატურულ-მთარგმნელობით საქმიანობას. შედეგად მისტიკოსებმა და ფილოსოფოსებმა, უწევდათ რა უცხო ხალხისთვის მათთვის მშობლიურ ენაზე ღვთის სიტყვის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი სხვადასხვა რეგიონებში (მაგალითად, სპარსეთში, XIII საუკუნის ინდოეთში, სამხრეთ აზიაში, თურქეთში) ლიტერატურის და საღვთისმეტყველო აზრის განვითარებას. მუსლიმური მისტიციზმის განვითარების ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. სუფიზმის თავდაპირველი მიმდევრები, ჯერ კიდევ VII საუკუნიდან, ომაიანთა დინასტიის ზეობის ხანაში, მისტიკოსები იყვნენ ცნობილი იყვნენ ამქვეყნიური ცხოვრების აღსასრულის, უზენაესი სამსჯავროს წინაშე წარდგომის დღეზე მუდმივი მედიტაციითა და ქადაგებით, ამქვეყნიერების, როგორც „ბოროტების ჭის“ უარყოფით. მოგვიანებით სუფიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის შინაარსმა სხვა ფორმები მიიღო – მასში ღვთის სიყვარული აბსოლუტურ ღირებულებად იქცა, ამავე დროს, მისკენ სწრაფვა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ადამიანის განცდებთან, მგრძნობელობასთან, სიყვარულის ნიჭთან, გამოხატვის ფორმებთან. ეს უკანასკნელი გაცილებით მოქნილი და შეუბოჭავი იყო - კლასიკური, ორთოდოქსული ისლამისგან განსხვავებით, რაც ხშირად სუფიებისადმი ეჭვის თვალით ყურების საფუძველს წარმოადგენდა. მაშასადამე, სუფიური ასკეტიმზმი მისტიკურ ფილოსოფიაში გადაიზარდა, რომელმაც მოგვიანებით ჰუმანიზმის იდეებიც შეითვისა. ამის გამო სუფიებს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ სუნიტურ განხარასთან, ხშირად რელიგიური ძალადობის, დევნის მსხვერპლნიც გამხდარან, თუმცა ეს უფრო მეტი შთაგონების წყაროდ იქცეოდა მათი გზის გამგრძელებლებისათვის. სუფიზმის განვითარების ისტორიის მესამე ეტაპად მიიჩნევა მისი განტოტვა საძმოებად და სამისიონერო საქმიანობის გააქტიურება. ეს სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც მუსლიმურ სამყაროს შეჭირვების ჟამი ედგა – ერთი მხრივ, ქრისტიანების, ხოლო მეორე მხრივ, მომთაბარე, „უკულტურო“ ტომების შემოტევის მოგერიება უხდებოდა. ამ დროს მწვავედ დადგა სუფიური და საერთოდ, ისლამური სწავლების, სიბრძნის, მემკვიდრეობის მოფრთხილებისა და გადარჩენის საკითხი, რაც სუფიზმმა იტვირთა. XII საუკუნისთვის 12 ძირითადი სუფიური ტარიკატი (საძმო, ორდენი) იყო ცნობილი , რომელთაც მუჰამედის სიტყვა მანამდე სრულიად უცნობ, შორეულ საზოგადოებებამდე (მათ შორის, კავკასიამდე) მიჰქონდათ. ურთიერთობა ისლამთან სუფიზმის გაჩენის პირველივე წლებიდან მწვავე საკითხად იდგა მისი ლეგიტიმურობის, ისლამის (დოგმატურ) ფარგლებში მოქცევის პრობლემა. ულემის მხრიდან სუფიების მუდმივმა დევნამ და კრიტიკამ მუსლიმ მისტიკოსებს ხელში საპოლემოკო კალამი ააღებინა. პოლემიკა კი ამ საკითხის ირგვლივ დღემდე გრძელდება . ერთი მხრივ, ძნელია სუფიზმის ისტორიასა და თანამედროვეობაში „თავისუფალი ფორმების“ შარიათის წესებთან წინააღმდეგობრიობის უგულებელყოფა, მეორე მხრივ კი – მისი მემკვიდრეობის, მუსლიმური აზრისა და სიტყვის განვითარებაში შეტანილი წვლილის, უდიდესი კულტურულ-ფილოსოფიური წარსულისა და მნიშვნელობის უარყოფა. სუფიურ ტრადიციაში დაშვებული მრავალი ელემენტი ყურანსა და წმინდა გადმოცემებში ნაკლებ „გამართლებას“ ჰპოვებს. ორთოდოქსი მუსლიმები, დოგმატური თვალსაზრისით, სამართლიანად აკრიტიკებდნენ შეიხებისა და პირების, მათი საფლავებისა და აკლდამების გაკულტების და სარიტუალო მონახულებას („ზიარათ“) ტრადიციას, მუსიკალური ელემენტის შეტანას ლოცვასა და ღვთისმსახურებაში (ზოგჯერ ყავის და მათრობელი საშუალებების გამოყენებას). კლასიკური სუნიტური სწავლებისათვის სრულიად მოუთმენელი იყო ასევე ზოგიერთი სუფის მხრიდან სასწაულების მოხდენის უნარის მტკიცება („კარამათ“) – „კარდიოგნოზია“ („გულისთქმის ცოდნა“), არაფრისგან საკვების მოპოვება, ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა და ა.შ. სუფიზმის კრიტიკის დროს ორთოდოქსული ისლამის მომხრეები ხაზს უსვამენ ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის (მუშრიდის) ფენომენის ნეგატიურ მხარეს, მის მეტისმეტად დიდი ავტორიტეტულობასა და სიძლიერეს, ძლიერ გავლენას მოწაფეზე, რომელმაც, მათი აზრით, შეიძლება მახინჯი ფორმები მიიღოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში აქტიურობის შემთხვევაში. თუმცა, მეორე მხრივ, ნათელია, რომ ეს კლასიკური ისლამის კლასიკური პრობლემატიკაცაა. ტრადიციულად, სუფიზმის უარყოფა და მისი მიმდევრების სექტანტებად გამოცხადება დამახასიათებელი იყო მუსლიმურ სამყაროში არსებული იმ ჯგუფებისათვის, რომლებიც რელიგიური ყოფისა და ტრადიციების განწმენდისა და გაჯანსაღების იდეით იყვნენ გამსჭვალულნი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სალაფიტები (ზოგჯერ მოიხსენიებიან „ვაჰაბიტების“ სახელით). საინტერესოა, რომ თავად ალ-სალაფიიაც ბევრი მუსლიმისათვის მეორე უკიდურესობად არის აღირებული. სუფიზმი ყველაზე უფრო ”მოქნილი” ფორმა იყო მუჰამედის სწავლების გავრცელებისა, ტარიკატები ყველაზე უფრო შემწყნარებელი იყვნენ წინაისლამური და არაისლამური ელემენტებისადმი, რომლებიც საბოლოო სახით უხვად დაილექა სხვადასხვა რეგიონების (მათ შორის კავკასიის) მუსლიმურ რწმენასა და ყოფაში. Суфи́зм или тасаввуф (араб. التصوف‎) — мистическое течение в исламе, проповедующее аскетизм и повышенную духовность, одно из основных направлений классической мусульманской философии. Последователей суфизма называют су́фиями. Согласно общепринятой точке зрения, слово суфизм происходит от арабского суф («шерсть»)Перейти к разделу «#Этимология». Мусульманские исследователи и историки условно разделяют историю суфизма на три периода: период аскетизма (зухд)Перейти к разделу «#Возникновение», период суфизма (тасаввуф)Перейти к разделу «#Формирование» и период суфийских братств (тарикат)Перейти к разделу «#Становление». В связи с широким распространением идей суфизма среди различных слоёв мусульманского общества в XII—XIII веках развитие получила спекулятивно-эзотерическая сторона суфийского учения, которая представляла интерес в первую очередь для образованных мусульманПерейти к разделу «#Интеллектуализация». В настоящее время суфизм продолжает играть важную политическую и религиозную роль в жизни исламских государствПерейти к разделу «#Современный суфизм». Гибкость суфизма и «открытость» посторонним влияниям сделали его крайне неоднороднымПерейти к разделу «#Многоликость». Суфизм вдохновлял своих последователей, раскрывал в них глубинные качества души и сыграл большую роль в развитии эстетики, этики, литературы и искусстваПерейти к разделу «#Учение». Путь духовного совершенства суфия лежит только через полное подчинение учителю (муршид) и выполнение всех его указанийПерейти к разделу «#Суфийская наука». Ва́хдат ал-вуджу́д (араб. وحدة الوجود‎ — единство бытия‎) — философская категория, характеризующая учение Ибн Араби. Термин самим Ибн Араби не употреблялся. Словосочетание состоит из слов вахид и вуджуд (бытие, араб. وجود‎) Основой вахдат аль-вуджуд послужила суфийская метафизика и теософия с элементами таких учений, как неоплатоновская эманационная доктрина и гностицизм, а также калам и фальсафа. В соответствии с концепцией вахдат аль-вуджуд, причина творения — в стремлении Абсолюта к самолицезрению и самопознанию. Абсолют реализуется в предметах и сущностях вселенной, но атрибуты божественного совершенства оказываются разделены в ней. Собираются же они воедино лишь в человеке, а в совершенном человеке (аль-инсан аль-кямиль) Абсолют познаёт себя во всей полноте. Относительно свободы воли и предопределения создатель учения вахдат аль-вуджуд и его последователи полагали, что Бог создаёт людей и их поступки, но действует при этом в соответствии со своим «знанием», которое заключено в прообразах. Учение вахдат аль-вуджуд характеризуется недосказанностью и двусмысленностью. Комментаторы учения вахдат аль-вуджуд по-разному толковали его и в какой-то мере изменили сущность учения. Причиной этого стало разнообразие оценок учения как в трудах средневековых авторов, так и в дальнейшем — в работах современных исследователей. Учение оказало значительное влияние на развитие мусульманского богословия и «философского» суфизма. Оно было воспринято и развито рядом суннитских и шиитских мыслителей. Противниками учения были ибн Таймийа, ибн Хальдун, ибн Хаджар аль-Аскаляни, факихи Сирии, Египта и Магриба. Суфий Ала ад-дауля Симнани выдвинул в качестве альтернативы учению Ибн Араби доктрину, получившую название вахдат аш-шухуд. Сторонники этих двух доктрин вели друг с другом активную борьбу, которая не вполне утихла и поныне. Многие исследователи и критики видят в учении вахдат аль-вуджуд разновидность пантеизма. Sufism, or Taṣawwuf (Arabic: التَّصَوُّف‎), variously defined as "Islamic mysticism", "the inward dimension of Islam" or "the phenomenon of mysticism within Islam", is mysticism in Islam, "characterized ... [by particular] values, ritual practices, doctrines and institutions" which began very early in Islamic history and represents "the main manifestation and the most important and central crystallization of" mystical practice in Islam. Practitioners of Sufism have been referred to as "Sufis" (from صُوفِيّ‎ ṣūfiyy / ṣūfī). Historically, Sufis have often belonged to different ṭuruq or "orders" – congregations formed around a grand master referred to as a wali who traces a direct chain of successive teachers back to the Islamic prophet, Muhammad. These orders meet for spiritual sessions (majalis) in meeting places known as zawiyas, khanqahs or tekke. They strive for ihsan (perfection of worship), as detailed in a hadith: "Ihsan is to worship Allah as if you see Him; if you can't see Him, surely He sees you." Sufis regard Muhammad as al-Insān al-Kāmil, the primary perfect man who exemplifies the morality of God, and see him as their leader and prime spiritual guide. All Sufi orders trace most of their original precepts from Muhammad through his cousin and son-in-law Ali, with the notable exception of the Naqshbandi order, who trace their original precepts to Muhammad through his companion and father-in-law, Abu Bakr. It has historically been mistaken as a sect of Islam, when it is in fact a religious order for any Islamic denomination. Although the overwhelming majority of Sufis, both pre-modern and modern, were and are adherents of Sunni Islam, there also developed certain strands of Sufi practice within the ambit of Shia Islam during the late medieval period, particularly after the forced conversion of Iran from majority Sunni to Shia. Traditional Sufi orders during the first five centuries of Islam were all based in Sunni Islam. Although Sufis were opposed to dry legalism, they strictly observed Islamic law and belonged to various schools of Islamic jurisprudence and theology. Sufis have been characterized by their asceticism, especially by their attachment to dhikr, the practice of remembrance of God, often performed after prayers. They gained adherents among a number of Muslims as a reaction against the worldliness of the early Umayyad Caliphate (661–750) and have spanned several continents and cultures over a millennium, initially expressing their beliefs in Arabic and later expanding into Persian, Turkish, and Urdu, among others. Sufis played an important role in the formation of Muslim societies through their missionary and educational activities. According to William Chittick, "In a broad sense, Sufism can be described as the interiorization, and intensification of Islamic faith and practice." Despite a relative decline of Sufi orders in the modern era and criticism of some aspects of Sufism by modernist thinkers and conservative Salafists, Sufism has continued to play an important role in the Islamic world, and has also influenced various forms of spirituality in the West.

Комментариев нет:

Отправить комментарий