ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
суббота, 22 февраля 2020 г.
იეზდიგერდ III — სასანიანების დინასტიის უკანასკნელი შაჰინშაჰი
იეზდიგერდ III — სასანიანების დინასტიის უკანასკნელი შაჰინშაჰი, ხოსრო II ფარვიზის შვილიშვილი, შაჰრიარის ძე. 632 წელს მხედართმთავარმა რუსტემმა იგი სასანიანების შაჰად გამოაცხადა. არეულობისაგან დასუსტებული სპარსეთი გაერთიანდა. თუმცა ახალი შაჰი მცირე ხანს ცხოვრობდა მშვიდობიან პერიოდში. მმართველობის დასაწყისში არაბებმა სამხრეთში ერაყზე თავდასხმა დაიწყეს. იბნ ჰარისი უდაბნოდან თავს ესხმოდა სპარსეთის ქალაქებს და კვლავ უდაბნოში უჩინარდებოდა. 633 წელს ერაყზე თავდასხმით არაბებმა სასანიანებთან ბრძოლა დაიწყეს. 636 წელს კადისის ბრძოლაში სპარსელები სასტიკად დამარცხდნენ არაბებთან. 651 წელს იეზდიგერდი მერვში გაიქცა, სადაც მოკლეს.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий