ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
среда, 26 февраля 2020 г.
Калача́кра (санскр. कालचक्र, «Колесо времени») и Бхавачакра
ბჰავაჩაკრა (სანსკ., დევანაგარი: भवचक्र ბჰავაჩაკრა, პალი: भभचक्क ბჰავაჩაკკა; ტიბ: སྲིད་པའི་འཁོར་ལོ་ ვაილი: 'srid pa'i 'khor lo რიპე ქორლო) ან ბჰავას ბორბალი — წრის ფორმის სამსარის სიმბოლური წარმოდგენის ნაკრებია; ძირითადად, გვხვდება ტიბეტურ ბუდისტურ ხელოვნებაში. სამსარა დაბადების (ჯატი), სიცოცხლისა (ბჰავა) და სიკვდილის (ჯარამარანა) უწყვეტი ციკლია, რომლისგანაც გასხივოსნებით (ბოდჰი) თავისუფლდებიან.
ლეგენდის თანახმად, ბჰავაჩაკრას პირველი ნახატი შექმნა თავად ბუდდჰა შაკიამუნიმ.
ბუდისტურ ნახატზე, შესაბამისი კარმული ქმედებით ვხვდებით შესაბამის „სამეფოში“/სამყაროში. ბორბლის გარეთ ასახულია ბუდისტური გზა.
ბჰავაჩაკრა, ზოგჯერ, ხუთსექციიანია, მაგრამ უფრო გავრცელებულია ექვსსექციიანი ფორმა.
ექვსი სამყაროს წრის გარეთ არის 12 სფეროიანი წრე. მის მიხედვით 12 ნიდანას მიზეზი და შედეგია: (წრეზე გამოსახულია სიმბოლოთა სახით, რომლების ფრჩხილებში წერია)
„ავიდჲა“ - უმეცრება (ბრმა, ხშირად მოსიარულე, ან კოჭლი)
„სანქჰარა“ - ნებაყოფლობითი ქმედება (ჭურჭლის მკეთებელი მეთუნე)
„ვიჯნანა“ - გონება (ხილის მკრეფავი მაიმუნი ან კაცი)
„ნამარუპა“ - სახელი და ფორმა (ორი კაცი მცურავ ნავზე)
„სადაჲატანა“ - გრძნობის 6 ორგანო: თვალი, ყური, ცხვირი, ენა, სხეული და გონება (ექვსფანჯრიანი სახლი)
„სპარშა“ - კონტაქტი ან შეხება (შეუღლებული შეყვარებულები)
„ვედანა“ - გრძნობა (ისარი თვალში)
„ტანჰა“ - გადაწყვეტა, სურვილი, წყურვილი (მწყურვალე სვამს)
„უპადანა“ - გაუმაძღრობა (მაიმუნი ან კაცი წყვეტს ხილს)
„ბჰავა“ - არსებობა (წყვილის ნიშნობა)
„ჯატი“ - დაბადება (მშობიარე ქალი)
„ჯარამარანა“ - დაცემა და სიკვდილი (ცხედრის ზიდვა)
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий