суббота, 22 февраля 2020 г.

სუფიებს მიაჩნიათ რომ


სუფიებს მიაჩნიათ რომ თავჰიდი არის რამდენიმე საფეხუროვანი. მაგალითად თავჰიდ ალ–'ამმა (არაბ. توحيد العامة; საერთო თავჰიდი) იყო მიურიდებისა და ჩვეულებრივი ხალხისთვის და ნიშნავდა მრავალღმერთიანობისა და სხვა რელიგიების უარყოფას. მურშიდი კი ღმერთთან ურთიერთობისა და საკუთარი თავის სრულყოფის საფუძველზე აღწევდა თავჰიდ ალ–ირადის (არაბ. توحيد الإرادي; ნების თავჰიდი), ანუ მისი ნება–სურვილის აბსოლუტურ თანხვედრას ღმერთის ნება–სურვილთან, ხოლო შემდეგი საფეხური იყო თავჰიდ აშ–შუჰუდი (არაბ. توحيد الشهود; გარეგნული თავჰიდი), ანუ მისი სხეულიც ღმერთისა ხდებოდა და ამით იგი აღწევდა ფანა ფი ლ–ლაჰის (არაბ. فناء في الله; ღმერთში გაუჩინარებული) საფეხურს, ანუ იგი წყვეტდა არსებობას და არსებობდა მხოლოდ ღმერთი. ამგვარი საფეხურის მიღწევა პირველად დაიჩემა მანსურ ალ–ჰალლაჯმა, ბაღდადელმა სუფიამ, რომელიც სინდის მხარეში მოგზაურობისას გაეცნო დარმულ რელიგიებს, რომლებშიც არსებულმა ნირვანის, მედიტაციის, განკაცებისა და გასხივოსნების სწავლებებმა დიდი გავლენა იქონია მასზე და ერთ–ერთი მედიტაციის დროს მან წამოიძახა – მე ვარ ჭეშმარიტება! ამ გამოთქმის გამო მას ბრალი დასდეს მკრეხელობაში და სიკვდილით დასაჯეს 922 წლის 26 მარტს.[8] ეს კონცეფცია შემდგომ დაამუშავა და განავითარა იბნ 'არაბიმ, რომელმაც შექმნა ვაჰდათ ალ–ვუჯუდის (არაბ. وحدة الوجود; არსებობის ერთიანობა) პანთეისტური კონცეფცია, სადაც პირველად წამოყენებული იქნა თავჰიდ ალ–ვუჯუდი (არაბ. توحيد الوجود; არსებობის თავჰიდი). ამ კონცეფციის თანახმად, არსებობდა მხოლოდ ღმერთი და ნებისმიერი ქმნილება მისი არსებობის გამოვლინება იყო. ამგვარად ადამიანი რასაც არ უნდა სცემდეს თაყვანს, იგი მაინც ღმერთს სცემს თაყვანს და მრავალღმერთიანობა (შირქი) სწორედ იმის უარყოფაა, რომ ღმერთი ყველაფერში ვლინდება. კლასიკურ ისლამურ მსოფლმხედველობაში იბნ 'არაბის კონცეფცია მკრეხელურად არის მიჩნეული, თუმცა მან ფართო მხარდაჭერა და გავრცელება ჰპოვა სუფიურ წრეებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий