ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
суббота, 29 февраля 2020 г.
„ანდრომედა“ (ინგლ. Gene Roddenberry’s Andromeda)
„ანდრომედა“ (ინგლ. Gene Roddenberry’s Andromeda) — კანადურ-ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი. შექმნილია ჯინ როდენბერის იდეის მიხედვით, მისი გარდაცვალების შემდეგ.
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს შორეულ მომავალში, თანამეგობრობის სისტემის გარშემო. თანამეგობრობა მოიცავს სამ გალაქტიკას და ითვლება უტოპიურ საზოგადოებად, თუმცა რელურად იმყოფება ომის მდგომარეობაში მაგოგებთან (აგრესიული ჰუმანოიდური რასა ღამურის მსგავსი სახით). სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად თანამეგობრობამ მაგოგებს დაუთმო პლანეტა რომელიც დასახლებული იყო ნიცშეანელებით (თანამეგობრობის წევრი, გენეტიკურად შეცვლილი რასა). ნიცშეანელები უკმაყოფილო დარჩნენ ამ შეთანხმებით და თავს დაესხნენ თანამეგობრობას.
სერიალის მთავარი გმირი დილან ჰანტი არის თანამეგობრობის კრეისერ „ანდრომედას თანავარსკვლავედის“ კაპიტანი. ხომალდი აღჭურვილია მძლავრი ხელოვნული ინტელექტით, რომელიც ასევე სერიალის მთავარ გმირს წარმოადგენს.
კონფლიქტი და აღორძინება
9766 CY: ბრანდერბურგ ტორი [სადაც არის შერეული მოსახლეობა - ადამიანები, პერსეიდები და ნიცშეანელები] ხდება უცნობი სახეობის თავდასხმის ობიექტი. მცირე რაოდენობით ცოცხლად გადარჩენილთა გარდა პლანეტის მოსახლეობა - თითქმის სამი მილიარდი მოსახლე, განადგურებულია იდუმალი თავდამსხმელების მიერ, რომლებიც გადარჩენილებმა მონათლეს მაგოგებად. შემდგომი თხუთმეტი წლის მანძილზე ხდება მაგოგების სტიქიური თავდასხმები, თუმცა არცერთი არაა ისეთი ძლიერი და საზარელი, როგორც ბრანდერბურგ ტორზე თავდასხმა. ამასთან დაკავშირებით ვარსკვლავური გვარდიის გაუქმებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი გადაიდო განუსაზღვრელი ვადით.
9781 CY: სისტემათა თანამეგობრობის დიპლომატები დებენ შეთანხმებას ანტარესზე და ოფიციალურად წყვეტს სამხედრო მოქმედებებს მაგოგების წინააღმდეგ. სამშვიდობო ხელშეკრულება დადგენილ იქნა, ნიცშეანელი წარმომადგენლების ენერგიული პროტესტის მიუხედავად, რომლებიც გამოდიოდნენ მაგოგების სრული განადგურების მოთხოვნით. ნიცშეანელთა თხუთმეტი პლანეტა სისტემათა თანამეგობრობას ემუქრება გახლეჩვით, მაგრამ სიტუაცია დროებით სტაბილიზდება მას მერე, რაც ვარსკვლავური გვარდია აძლევს მათ უსაფრთხოების გარანტიას. ეს გახდა დასასრულის დასაწყისი.
10083 CY: რძიანი გზის გალაქტიკის კოსმიურ გზებზე გადაიარა კოსმიურ ხომალდებზე და დრეიფში მყოფ კოლონიებზე თავდასხმის ტალღამ. თავდამსხმელი უცნობია. თავდასხმები ძლიერდება და ძლიერდება.
10087 CY: მაშველთა ჯგუფმა ჰეფესტოს სისტემაში მდებარე შავი ხვრელიდან ბუქსირით ამოიყვანა ვარსკვლავური გვარდიის კრეისერი „ანდრომედა“. შავი ხვრელის გრავიტაციული ველის და ხომალდის ანტიგრავიტაციული ველის ურთიერთქმედების შედეგად კრეისერის კაპიტანი დილან ჰანტი დროში გაიყინა მთელი 300 წლით. მაგრამ ცოცხალია და ახლა განზრახული აქვს თანამეგობრობის აღდგენა. თუმცა ეს უკვე უახლესი ისტორიაა...
მიდენი - რედუტა ენგასთვის სოფლის პროდუქტების ძირითადი მიმწოდებელი.
მობიუსი - მსოფლიო, სადაც რამდენიმე საუკუნე მეფობდა დიადი კომპასი ვენეტრი; ამჟამად ვენეტრის ადგილმდებარეობა უცნობია.
ახალი კრრენდარი - კრრენდარის სისტემაში მეშვიდე პლანეტის მესამე მთვარე [მაგელანის მცირე ღრუბელში], სადაც შეიქმნა ხელოვნური კლიმატი და გაყვანილ იქნა გვირაბების და გამოქვაბულთა რთული ქსელი. თავდაპირველად გეგმავდნენ, რომ პლანეტა გახდებოდა კრრენდარ ოთხიდან ღამის ქმნილებების დროებითი სავანე, თუმცა საბოლოოდ ის გახდა მათი უდმივი ადგილსამყოფელი [პლანეტის მოსახლეობის 99,8%-ი არიან ღამის ქმნილებები].
პითია - ტანების ჰეგემონიის მიერ იზოლირებული და ტრანსფორმირებულ-დასახლებული პლანეტა.
რედუტ ენგი - დრაგო-კაზების ნიცშეანური კლანის სამშობლო.
სან-სკა-რე - ტანების სამშობლო
სინტი - პერსეიდების მიერ კოლონიზებული პლანეტა; მათი სახლი და სამეცნიერო ცენტრი.
ჰეფესტოს სისტემა - პირველი ბრძოლის ადგილი, საიდანაც დაიწყო კიდეც ნიცშეანელთა ბუნტი.
ჰეროდოტეს სისტემა - თითქმის მივიწყებული და დაუსახლებელი სისტემა
ტარნ-ვედრა - ყოფილი სისტემათა თანამეგობრობის ყოფილი დედაქალაქი; გაქრა გაურკვეველი მიმართულებით თანამეგობრობის დაცემის შემდეგ.
უგროტი - პერსეიდების სამშობლო - მათ მიერ მიტოვებული პლანეტა
ფაუნტინჰედი [პირველწყარო] - ადამიანთა რასის ნიცშეანური განშტოების სამშობლო.
შოპენჰაუერი - ერთ-ერთი სისტემა, რომლისთვისაც ერთმანეთს ებრძოდნენ ნიცშეანური კლანები საბრა და იაგუარი.
ენკიდუ - მეორე სისტემა, რომლისთვისაც იბრძოდნენ კლანები საბრა და იაგუარი.
• თანამეგობრობის დაცემის შემდეგ ცნობილ მსოფლიოებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფორმირება გახდა ტანების ჰეგემონია, რომლის დედაქალაქი გახდა სან-სკა-რე. სამასი წლის მანძილზე ტანების ჰეგემონია ამტკიცებდა საკმაოდ მყარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ტრიანგულუმის გალაქტიკის დიდ ნაწილში. ამასთან ტანებმა შეძლეს ძველი თანამეგობრობის ყველა მთავარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური კომპონენტების შენარჩუნება. თუმცა ჰეგემონია ყველა მხრიდან მტრებით იყო გარშემორტყმული. დიდი ფლოტის მიუხედავად ტანების იმპერია თანდათან სუსტდებოდა, იმიტომ რომ მათ უხდებოდათ ერთდროულად მრავალ ფრონტზე ბრძოლა, იგერიებდნენ დრაგო-კაზების, კალდერანების, მაგოგების, მეკობრეების და რესტავრატორების თავდასხმებს. ტანების ჰეგემონია შეიცავს იმ პლანეტბს, რომლებიც დასახლებულია არა მხოლოდ ტანებით, არამედ სხვა სახეობებითაც, მათ შორის ადამიანებითაც. ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ ჰეგემონიაში, თანდათან ეჩვევიან ტანების ტრადიციებს, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ოჯახებით და მათ კასტურ წყობილებას. ბევრი ჰეგემონიაში მნიშვნელოვან პოსტსაც კი იკავებს. თუმცა ტანების ჰეგემონიაში ცხოვრება დაკავშირებულია გარე საფრთხისგან უსაფრთხოებასთან, მაგრამ ამისთვის მაინც უწევთ გარკვეული თავისუფლებების დათმობა იმრასებს, რომლებიც მიეჩვივნენ მას თანამეგობრობის არსებობის განმავლობაში. დილან ჰანტის „მკვდრეთით აღდგომის“ შემდეგ ტანები მალევე შეუერთდნენ ახალ თანამეგობრობას.
• პარადინები - ვედრანელების ზეგანვითარებული ფორმა, რომელიც ჰგავს უბრალო ადამიანებს. პარადინებს აშკარად ჰქონდათ სპეციალური როლი მზეების ავატარებთან და „საუკუნეთა გზასთან“ ერთად, მაგრამ ისინი თითქმის გადაშენდნენ. დილან ჰანტი უკანასკნელი პარადინია.
• მზეების ავატარები - მზეების ანუ ვარსკვლავების ჰუმანოიდური ავატარები უზარმაზარი ძალებით და შესაძლებლობებით. ისინი უკვდავები არიან, სანამ არ ჩაქრებიან მათი ვარსკვლავები და შეუძლიათ დროისა და სივრცის მიღმა არსებობა, აქვთ ადამიანებზე და მოვლენებზე ზეგავლენის მოხდენა, როგორც სურთ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий