ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
четверг, 27 февраля 2020 г.
აპოლონიოს როდოსელი
აპოლონიოს როდოსელი (დ. ძვ. წ. 295 — გ. ძვ. წ. 215) — გამოჩენილი ალექსანდრიელი ეპიკოსი, სწავლული, პოეტი.
დაიბადა ძვ.წ. 295 წელს ალექსანდრიაში. იყო კალიმაქეს მოწაფე და შემდეგ მეტოქე. მერე ლიტერატურულ მოქიშპეებს გაერიდა, როდოსზე გადასახლდა და დაამუშავა „არგონავტიკის“ პირველი ვარიანტი, რომელიც კალიმაქემ და სხვა მოღვაწეებმა სასტიკად გაუკრიტიკეს. ამიტომ შექმნა ახალი ვარიანტი, რამაც დიდად განუთქვა სახელი. ეს წიგნი მრავალგზის ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როდოსელ მგოსანს თვით ვალერიუს ფლაკუსი და ვერგილიუსი ბაძავდნენ, იყენებდნენ და სწავლობდნენ. მართალია, მან სრულყოფილი ოსტატობით ვერ განახორციელა გაბედული მიზანი, ჰომეროსის დიდი ეპოსი უნდა აღვადგინოო, მაგრამ მისმა ეპოსმაც ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და წყაროს მნიშვნელობა შეიძინა.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий