ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
пятница, 28 февраля 2020 г.
ბაბილონ 5 (ინგლ. Babylon 5)
ბაბილონ 5 (ინგლ. Babylon 5) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, შექმნილი პროდიუსერ მაიკლ სტრაჟინსკის მიერ.
სერიალმა მიიღო რამდენიმე პრემია, მათ შორის ჰიუგო საუკეთესო დრამატული დადგმისთვის.
სერიალი შედგება 5 სეზონისგან, რომელთაგან თითოეული მოიცავს 22 სერიას.
სიუჟეტის ცენტრში იმყოფება კოსმოსური სადგური ბაბილონ 5, რომელიც აგებულია დიპლომატიული მიზნებისთვის. მისი დანიშნულებაა სხვადასხვა რასებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების ხელშეწყობა. მიუხედავად ამისა ბაბილონ 5 ხშირად ხვდება პოლიტიკური ინტრიგებისა და კონფლიქტების ცენტრში და საბოლოოოდ ჩათრეული აღმოჩნდება ფართომასშტაბიან კონფლიქტში.
სტრაჟინსკის სურდა შეექმნა სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალი უფროსებისთვის. ეს არ იყო უტოპიური მომავალი, აქ არიან მდიდრები და ღარიბები. ეს არ არის ადგილი სადაც ყოველი დღე ერთნაირად იწყება: გმირები იზრდებიან, ვითარდებიან, ცხოვრობენ და იღუპებიან.
სერიალების უმრავლესობისგან განსხვავებით ბაბილონ 5 ჩაფიქრებული იყო როგორც რომანი გამოკვეთილი დასაწყისით და დასასრულით. სერიალთან დაკავშირებული წიგნები, კომიქსები და მოთხრობები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიუჟეტში.
სერიალის მთელი სიუჟეტი მოფიქრებული იყო გადაღების დაწყებამდე, რამაც შემქმნელებს საშუალება მისცა შეემცირებინათ ხარჯები კოსტუმებსა და დეკორაციებზე.
სერიალის დასაწყისში წარმოდგენილია 5 ძირითადი ცივილიზაცია: დედამიწის ალიანსი, მინბარი, ნარნი, ცენტავრი და ვარლონი. ჩრდილები და მათი მოკავშირეები გამოჩნდნენ მოგვიანებით.
პირველი სამი სადგური (ბაბილონი, ბაბილონ 2 და ბაბილონ 3) განადგურდნენ მშენებლობის დამთავრებამდე საბოტაჟის შედეგად. ბაბილონ 4 გაუჩინარდა ამუშავებიდან 24 საათში
სერიალის სახელწოდება მომდინარეობს სადგურიდან ბაბილონ 5, რომელიც მდებარეობს ეფსილონ ერიდანის სისტემაში. იგი 5 მილის (8.04672 კმ.) სიგრძისაა. სადგურის საცხოვრებელ რაიონებში შექმნილია სხვადასხვა რასებისთის შესაფერისი პირობები.
სერიალი გრძელდება ხუთი სეზონის მანძილზე, მოქმედება მიმდენარეობს 2258–2262 წლებში.
10 წლით ადრე დედამიწასა და მინბარს შორი მიმდინარეობდა ომი. მიუხედავად იმისა რომ მინბარმა უფრო განვითარებული ტექნილოგიების წყალობით მოიპოვა უპირატესობა ბრძოლაში, მოულოდნელად მათ შეწყვიტეს ბრძოლა და გამოაცხადეს კაპიტულაცია.
2258 წელს ჯეფრი სინკლერი დაინიშნა ბაბილონ 5-ის მეთაურად. სეზონის მანძილზე იგი ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა ბრძოლის ველზე, როდესაც იგი ტყვედ აღმოჩნდა მინბარელებთან. როგორც მოგვიანებით ირკვევა მისი დაკითხვისას მინბარებმა მივიდნენ იმ აზრამდე რომ დედამიწელებში გადმოსულია მათი წინაპრების სულები. სწორედ ამის გამო შეწყვიტეს მათ ომი.
სინკლერი თანდათან არკვევს რომ მინბარის სელჩი დელენი სინამდვილეში ნაცრისფერი საბჭოს წევრია, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს მინბარზე. 2258 წლის მიწურულს იგი იწყებს ტრანსფორმაციას ადამიანისა და მინბარელის ჰიბრიდში, მისი განცხადებით იმისთვის რათა დააკავშიროს ორი რასა ერთმანეთთან.
იმავდროულად დედამიწის ალიანსის პრეზიდენტი ლუის სანტიაგო გაურკვეველ ვითარებაში იღუპება.
ასევე იძაბება ურთიერთობა ნრნსა და ცენტავრს შორის მას შემდეგ რაც ნარნი თავს ესხმის ცენტავრის კოლონიას. მოგვიანებით ნარნის ბაზას ანადგურებს უცნობი ძალა.
2259 წლის დასაწყისში ჯეფრი სინკლერი შეცვალა კაპიტანმა ჯონ შერიდანმა სადგურის მეთაურის პოსტზე. იგი იძიებს პრეზიდენტ სანტიაგოს დაღუპვას. იქმნება კონფლიქტური სიტუაცია ბაბილონ 5-ს გუნდსა და ფსი კორპუსს შორის, რომელიც აკონტროლებს ტელეპათებს. ირკვევა რომ კომანდერი ივანოვა ფარული ტელეპათია, რომელიც თავს არიდებს ფსი კორპუსში რეგისტრაციას.
როგორც ირკვევა ბოლო დროის უცნაური მოვლენების უკან (მათ შორის ნარნის ბაზის განადგურება) დგანან ჩრდილები, ძალიან ძველი და ძლიერი რასა. ცენტავის ელჩი ლონდო მოლარი იღებს მათგან დახმარებას ნარნთან ბრძოლაში ვინმე მორდონის შუამავლობით. ცენტავრის იმპერატორი რომელიც ნარნთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარების მომხრე იყო იღუპება ბაბილონ 5-ზე სტუმრობისას. შეთქმულები, მათ შორის ლონდო მოლარი და რეფა თავის ხელში იღებენ ხელისუფლებას. ისინი თავს ესხმიან ნარნს, რის შედეგადაც მათ შორის იწყება ომი. წლის ბილოს პრეზიდენტი კლარკი სულ უფრო ტოტალიტარულ ქმედებებზე გადადის და ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. ასევე ირკვევა რომ ვარლონები და ჩრდილები ერთმანეთის უძველესი მტრები არიან. ბაბილონ 5 აღმოჩნდება ჩართული ბრძოლაში ჩრდილების წინააღმდეგ.
ფსი კორპუსი და პრაზიდენტ კლარკის მთავრობა პოულობს ჩრდილების ხომალდს და იწყებენ მათი ტექნოლოგიების გამოყენებას. კლარკის ადმინისტრაცია ხდება კიდევ უფრო ტოტალიტარული, იგი იყენებს ინციდენტს და აცხადებს საომარ მდგომარეობას. ეს იწვევს აჯანყებას მარსზე. ბაბილონ 5 ასევე აცხადებს დამოუკიდებლობას რამდენიმე კოლონიასთან ერთად. დედამიწის ალიანსი ცდილობს ძალით დაიბრუნოს ბაბილონ 5, მაგრამ მინბარის ჩარევის გამო ვერ ახერხებს.
ცენტავრის ელჩი ლონდო მოლარი უკმაყოფილოა იმით რომ მის სამშობლოში იზრდება ჩრდილების გავლენა. იგი ცდილობს გაწყვიტოს მათთან კავშირი.მორდონი მოტყუებით ახერხებს თანამშრომლობის გაგრძელებას.
როგორც ცნობილი ხდება ადამიანთა ტელეპათიის წყარო ვარლონთა გენეტიკური მანიპულაციებია. ასევე ირკვევა რონ ჩრდილების ხომალდები დაუცველია ტელეპათიური შეტევის წინააღმდეგ. ელში კოშ ნარანეკი მოკლულ იქნა ჩრდილების მიერ.
კომანდერი ჯეფრი სინკლერი ბრუნდება ბაბილონ 5-ზე რათა დაეხმაროს შერიდანს, დელენს, ივანოვას და მარკუსს. ისინი აგზავნიან ბაბილონ 4-ს 1000 წლით უკან რათა იგი გამოყენებულ იქნას ბაზად წინა ომში ჩრდილების წინააღმდეგ. განიცდის რა ისეთივე ტრანსფირმაციას როგოც დელენი პირველი სეზონის ბოლოს, სინკლერი გარდაიქმნება მინბარელად.
შერიდანის ცოლი რომელიც დაღუპულად ითვლებიდა გამოჩნდა და ემსახურება ჩრდილებს. შერიდანი მიდის პლანეტაზე ზაჰადუმ, რომელიც ჩრდილების მშობლიური პლანეტაა. ჩრდილები აპირებენ მის გადაბირება მაგრამ იგი ახდენს აფეთქებას როგორც კამიკაძე და ანადგურებს მათ უდიდეს ქალაქს. გარიბალდი ბრძოლაში უგზო-უკვლოდ იკარგება.
2261 წელს ვარლონი ჩაერთო ომში ჩრდილების წინააღმდეგ ომში, მაგრამ მათ ჰქონდათ საკუთარი ტაქტიკა. ისინი ანადგურებდნენ მთელ პლანეტებს თუ ფიქრობდნენ რომ ისინი ჩრდილების გავლენის ქვეშ იყვნენ. ამ მოქმედებით შეშფოთებული ბაბილონ 5 და სხვა რასები გაერთიანდნენ მათ (ჩრდილების და ვარლონების) წინააღმდეგ. ჯონ შერიდანი დაბრუნდა სადგურზე პლანეტა ზაჰადუმიდან გაქცევის შემდეგ. მას ახლავს უცნაური არსება სახელად ლორიენი რომელიც ამტკიცებს რომ პირველი ცოცხალი არსებაა გალაქტიკაში. შერიდანის დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე მაიკლ გარიბალდი გათავისუფლებულ იქნა და დაბრუნდა სადგურზე, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში.
ცენტავრის იმპერატორმა კარტაგიამ დაამყარა კავშირი ჩრდილებთან. ლონდო მოლარიმ მოაწყო იმპერატორის მკვლელობა და გაწყვიტა ურთიერთობა ჩრდილებთან. ლონდომ მოკლა მორდონი და გაანადგურა ჩრდილების ბაზა ცენტავრზე რათა თავიდან აეცილებინა ვარლონის მიერ ცენტავრის განადგურება. სხვა ძველი და ახალი რასების დახმარებით შერიდანი ითრევს ვარლონაბს და ჩრდილებს მასშტაბურ ბრძოლაში. სადაც ირკვევა რომ ისინი იყვნენ დატოვებული როგორც დამცველები ახალგაზრდა რასებისთვის, მაგრამ განსხვავებული ფილოსოფიის გამო მათ შორის დაიწყო გაუთავებელი ომები. ახალგაზრდა რასები უარს ამბობენ მათ ჩარევაზე და ვარლონები და ჩრილები, პირველებთან ერთად თანხმდებიან დატოვონ გალაქტიკა და მისცენ ახალგაზრდა რასებს საშუალება თავად იპოვონ საკუთარი გზა.
გარიბალდი ტოვებს თანამდებობას და იწყებს მუშაობას როგორც „ინფორმაციის მიმწოდებელი“. ის მუშაობს უილიამ ედგარსთან, რომელიც დაქორწინებულია გარიბალდის ყოფილ შეყვარებულზე. ამავდროულად მას ურთიერთობა ეძაბება შერიდანთან და იგი ტოვებს სადგურს.
მინბარზე ხდება სამოქალაქო ომი მეომარ და რელიგიურ კასტებს შორის. დელენი ხვდება ნერონს მეომართა კასტიდან და ეუბნება რომ არც ერთმა მხარემ არ შეიძლება გაიმარჯვოს. დელენი ეუბნება მას რომ აპირებს ჩაატაროს რიტუალი და საკუთარი თავი მსხვერპლად შესწიროს, თუმცა იგი არ მიიყვანს რიტუალს ბოლომდე. როდესაც ნერონი ხვდება რომ დელენი აპირებს ბოლომდე დაასრულოს რიტუალი, იგი გადაარჩენს მას და თავის თავს შესწირავს მის მაგივრად. იგი ამბობს რომ მართალია დაიბადა მეომართა კასტაში მაგრამ სულიერად ეკუთვნის რელიგიურ კასტას.
დედამიწასა და ბაბილონ 5-ს შორის გრძელდება კონფლიქტი. გარიბალდი ეხმარება შერიდანის შეპყრობაში რათა მოიპოვოს ერგარსის ნდობა და გაიგოს მისი გეგმები. ის იგებს რომ ერგარსმა შექმნა ვირუსი რომელიც სახიფათოა მხოლოდ ტელეპათებისთვის. ასევე ირკვევა რომ გარიბალდი გაიტაცა ფსი კორპუსმა ჯერ კიდევ მესამე სეზონში და გადაპროგრამებული ბესტერის მიერ რათა მას მიეწოდებინა ინფორმაცია საჭირო დროს. ბესტერი ხსნის პროგრამირებას და გარიბალდი იხსენებს ყველაფერს რაც გააკეთა გატაცების მერე. ედგარსი მოკლულია, მისი ცოლი კი ქრება, თუმცა ომის დამთავრების შემდეგ ხვდება გარიბალდის. გარიბალდი ეხმარება შერიდანს გათავისუფლებაში და უბრუნდება დედამიწის გათავისუფლების კამპანიას. ალიანსი ბაბილონ 5-ს მეთაურობით ათავისუფლებს დედამიწას პრეზიდენტ კლარკისგან. მარსი იღებს დამოუკიდებლობას. შემოუერთებელ მსოფლიოთა ლიგა გარდაიქმნება ვარსკვლავთშორის ალიანსად და შერიდანს ირჩევენ მის პირველ პრეზიდენტად. ბრძოლისას სიუზან ივანონა მძიმედ იჭრება და რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. მარკუსი პოულობს უცხოპლანეტურ აპარატს რომელიც მეორე სეზონის დასაწყისში გამოყენებულ იქნა გარიბალდის გადა სარჩენად და იყენებს მას რათა გადასცეს თავისი სასიცოცხლო ენერგია ივანოვას.
სეზონის ფინალში ნაჩვენებია ისტორია 100, 500, 1000 და მილიონი წლის შემდეგ. წარმოჩენილია ბაბილონ 5-ის მოქმედება ისტორიაზე.
2262 წელს დედამიწის შეიარაღებული ძალების მეთაური ელიზაბეთ ლოქლი დაინიშნა ბაბილონ 5-ის მეთაურად. სადგური ხდევა თავშესაფარი ფსი კორპუსიდან გამოქცეული ტელეპათებისთვის. ყოფილი ელჩი გ'კარი თავისდაუნებურად იქცევა რელიგიურ ფიგურად მისი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც დაწერა ტყვეობაში ყოფნისას.
ცენტავრი დაცარიელებულია ნარნის და დრაზის ხომალდების მიერ. ლონდო მოლარი ხდება იმპერატორი და იღებს დრაკხების მფარველობას პლანეტის განადგურების მუქარის ქვეშ. მოლარი ხდება დრახების მონა. გ'კარი კლავს მას. მოლარის მემკვიდრე ხდება ვირ კოტო რომელიც თავისუფალია მათი გავლენისგან.
შერიდანი და დელენი ქორწინდებიან და გადადიან მინბარზე. გ'კარი რჩება ბაბილონ 5-ზე. მაიკლ გარიბალდი ქორწინდება და გადადის მარსზე. მთავარი გმირების უმრავლესობა ტოვებს ბაბილონ 5-ს.
19 წლის შემდეგ სიკვდილის პირზე მყოფი შერიდანი მიდის ბაბილონ 5-ზე რთა უკანასკნელად მოინახულოს იგი ექსპლუატაციიდან გასვლამდე.
დაპირისპირება წესრიგსა და ქაოსს შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სერიალში. კონფლიქტი ორ ძველ რასას შორის წარმოდგენილია როგორც ორი იდეოლოგიის დაპირისპირება. ვარლონი წარმოადგენს ავტორიტარულ ფილოსოფიას: თქვენ გააკეთებთ იმას რასაც ჩვენ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ასე გეუბნებით. მათი მთავარი კითხვაა: ვინ ხარ შენ? . ჩრდილები წარმოადგენენ ფილოსოფიას ცეცხლით ევოლუციის შესახებ. კონფლიქტის დათესვა პროგრესის ხელშეწყობისთვის. მათი მთავარი კითხვაა: რა გინდა შენ? ვარლონისგან განსხვავებით ისინი წინა პლანზე აყენებენ პირად ამბიციებს ეს კონფლიქტი დამთავრდა იმით რომ ახალგაზრდა რასებმა გამოავლინეს მათი „ჭეშმარიტი სახე“ და უარყვეს ორივე ფილოსოფია, რითაც დაიწყო ახალი ერა მათი ჩარევის გარეშე.
სერიალში ასევე ნაჩვენებია დაპირისპირება დედამიწასა და მის კილონიებს შორის დედამიწის ალიანსი ხდება სულ უფრო ავტორიტარული და თანდათან გადადის დიქტატურაში. სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა გარე საფრთხეებისგან დაცვის საბაბით. საზოგადოება დარწმუნებულია რომ მისი მორალური დონე არ მისცემს საშუალება დამყარდეს დიქტატურა, სანამ უკვე გვიანი არ არის. აჯანყება ბაბილონ 5-ის მეთაურობით აღადგენს დემოკრატიულ მმართველობას და აძლევს რეალურ ავტონომიას კოლონიებს.
ბაბილონ 5-ის ისტორია მოიცავს არაერთ შეიარაღებულ კონფლიქტს:
• მესამე მსოფლიო ომი, 2076-2084 წლებში. დედამიწის ალიანსი დაარსდა ამ ომის შემდეგ რათა მსგავსი რამ აღარ გამეორებულიყო.
• პირველი ომი ნარნსა და ცენტავრს შორის. დამთავრდა 40 წლით ადრე სერიალში აღწერილ მოვლენებამდე.
• დილგარის ომი — კონფლიქტი დილგარსა და შემოურთებელი მსოფლიოების ლიგას შორის, 2230 წელი.
• ომი დედამიწასა და მინბარს შორის. 10 წლით ადრე სერიალში აღწერილ მოვლენებამდე.
• მეორე ომი ნარნსა და ცენტავრს შორის, გაგრძელდა რამდენიმე სერიის მანძილზე.
• ძველი კონფლიქტი ვარლონსა და ჩრდილებს შორის.
• სამოქალაქო ომი მინბარზე, რეიგიურ და მეომართა კასტებს შორის.
• სამოქალაქო ომი პრეზოდენტ კლარკის ტოტალიტარულ რეჟიმსა და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის, ბაბილონ 5-ის წინამძღოლობით.
• ომი ვარსკვლავთშორის ალიანსსა და ცენტავრს შორის.
• ომი დედამიწის ალიანსსა და დრას შორის.
• ტელეპათების ომი.
• ომი ცენტავრის გათავისუფლებისთვის დრაისგან.
მთელი ამ კონფლიქტების შემდეგ აღმოჩნდა რომ ყოფილი მოწინააღმდეგეები შრომობენ ერთად ახალი მომავლისთვის. (მაგალითად: რეინჯერები, დელენი და ნერუნი, დელენი და შერიდანი, ლონდო და გ'კარი, გარიბალდი და ლოქლი)
რელიგია არის კაცობრიობის ისტორიის ყოველ მომენტში. იგი ასევე არის სამეცნიერო ფანტასტიკაში რომელიც აღწერს კაცობრიობის განვითარებას. სერიალის პერსონაჟებს აქვთ საკუთარი რელიგიური წარმოდგენები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიუჟეტზე. ბევრი თანამედროვე რელიგია კვლავ არსებობს. ქრისტიანობა, იუდაიზმი და სხვა, მათ შორის სერიალის ავტორთა მიერ გამოგონილი ფუნდამენტალიზმი.
დედამიწის რელიგიები უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის შემდეგ იძულებული იყვნენ შეწინააღმდეგებოდნენ ან ადაპტირებულიყვნენ.
უცხოპლანეტელ რასებს გააჩნიათ განსხვავებული რელიგიები. დაწყებული ცენტავრიანთა მრავალღმერთიანი სისტემიდან, დასრულებული ნარნთა და მინბართა რელიგიებით..
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий