ნაწილობრივ შემეცნებითი და ნაწილობრივ გასართობი მულტითემატური ბლოგი. ბლოგში მოცემულია; ეროტიზმი, კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, პოლიტიკა, ხელოვნება, ეზოთერიზმი, კონსპიროლოგია, ანიმე, დოკუმენტალისტიკა, კინემატოგრაფი, ლექციები, სემინარები და აუდიოწიგნები, სტატიები, ნარკვევები და ა.შ. ბლოგის ავტორის მსოფლმხედველობაა - პანენთეიზმი, შაკტიზმი, ტანტრიზმი, პოლითეიზმი. Lokaha Samasta Sukhino Bhavantu!
воскресенье, 23 февраля 2020 г.
მარკუს ულპიუს ტრაიანე - Ма́рк У́льпий Не́рва Трая́н (лат. Marcus Ulpius Nerva Traianus)
მარკუს ულპიუს ტრაიანე (ლათ. Imperator Caesar Nerva Traianus Divi Nervae filius Augustus; დ. 18 სექტემბერი, 53 — გ. 8 აგვისტო, 117) — რომის იმპერატორი 98-117 წლებში. რომის სენატის მიერ ოფიციალურად optimus princeps-ად („საუკეთესო მმართველი“) გამოცხადებული ტრაიანე ისტორიაში შევიდა, როგორც წარმატებული ჯარისკაცი-იმპერატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა უდიდეს ექსპანსიას რომის ისტორიაში, რის შედეგადაც მისი გარდაცვალებისათვის იმპერიამ თავისი ტერიტორიული გაფართოების მაქსიმუმს მიაღწია. იგი, აგრეთვე, ცნობილია საქველმოქმედო მოღვაწეობითაც. ტრაიანემ განახორციელა ინტენსიური საზოგადოებრივი სამშენებლო პროექტები და დანერგა სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა, რამაც მტკიცე და პატივსაცემი რეპუტაცია მოუპოვა და მეორე ადგილი მიაკუთვნა ხუთი კარგი იმპერატორის რიგში, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროს მშვიდობისა და აყვავების ხანაში განაგებდნენ.
ბეტიკის ესპანეთის პროვინციაში, ქალაქ იტალიკაში (დღევანდელი სევილიის მახლობლად) დაბადებული ტრაიანეს ოჯახი იტალიურ-იბერიული წარმოშობისა იყო და არც პატრიციებს განეკუთვნებოდა. ტრაიანე იმპერატორ დომიციანეს მმართველობის პერიოდში დაწინაურდა. 89 წელს იგი, როგორც ტარაკონის ესპანეთის ლეგატი, იმპერატორს ლუციუს ანტონიუს სატურნინუსის მიერ რაინზე წამოწყებული ამბოხების ჩახშობაში დაეხმარა. 96 წელს დომიციანე ტახტზე ნერვამ, მოხუცმა და უშვილო სენატორმა შეცვალა, რომელიც არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი ხელისუფლებში ყოფნის ხანმოკლე და ხმაურიანმა წელმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც პრეტორიანელები აჯანყდნენ. ნერვა აიძულეს შვილად აეყვანა და მემკვიდრედ გამოეცხადებინა მასზე ბევრად პოპულარული ტრაიანე. ნერვა 98 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და შვილობილმა ტახტზე მისი ადგილი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა.
როგორც სამოქალაქო ხელმძღვანელი, ტრაიანე ყველაზე კარგად მისი ინტენსიური საჯარო სამშენებლო პროგრამითაა ცნობილი, რომელმაც ახალი სახე შესძინა რომს და ქალაქს უამრავი ისეთი უკვდავი ღირსშესანიშნაობა შესძინა, როგორებიცაა ტრაიანეს ფორუმი, ტრაიანეს ბაზარი და ტრაიანეს სვეტი. ზეობის დასაწყისში იმპერატორმა შემოიერთა ნაბატეველთა სამეფო და მის ადგილას ქვიანი არაბეთის პროვინცია შექმნა. დაკიის დაპყრობამ კი მნიშვნელოვნად გაამდიდრა იმპერია, რამდენადაც ახალ პროვინციაში ოქროს მრავალი ძვირფასი მაღარო მდებარეობდა.
ტრაიანეს მიერ წარმოებული ომი პართიის იმპერიის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის სატახტო ქალაქის, ქტესიფონის აღებითა და სომხეთისა და შუამდინარეთის ანექსიით დამთავრდა. მისმა სამხედრო კამპანიებმა რომის იმპერიის საზღვრები ისტორიულ მაქსიმუმამდე გააფართოვა. 117 წლის მიწურულს ტრაიანე გემით მიემართებოდა რომისაკენ, როდესაც ავად გახდა და ქალაქ სელინუსში ინსულტით გარდაიცვალა. სენატმა ტრაიანე გააღმერთა. მისი ფერფლი კი ტრაიანეს სვეტის ქვეშ დაკრძალეს. საიმპერატორო ტახტი ტრაიანეს შვილობილმა, ადრიანემ დაიკავა.
Ма́рк У́льпий Не́рва Трая́н (лат. Marcus Ulpius Nerva Traianus), больше известный как Траян — римский император из династии Антонинов, правивший в 98—117 годах. Известен своими обширными завоеваниями. При Траяне территория Римской империи достигла максимальных размеров. Второй из пяти хороших императоров.
Траян, родившийся в Италике (в 9 км на северо-запад от современной Севильи), происходил из испанского аристократического рода. В правление Нерона отец Траяна был включён в состав сената. Траян начал карьеру при Домициане, который в 96 году назначил его наместником Верхней Германии. Спустя год, в результате солдатского мятежа, преемник Домициана Нерва усыновил популярного в армии Траяна и назначил его своим соправителем и наследником. После смерти Нервы Траян стал первым выходцем из провинции, достигшим верховной власти в империи. Правление Траяна было отмечено масштабными завоеваниями. В результате двух кампаний в 101—102 и 105—106 годах была покорена Дакия. На Востоке аннексировано Набатейское царство, в 114—117 годах в ходе войны с Парфией император присоединил к Римскому государству Великую Армению и Месопотамию, в 116 году дошёл до Персидского залива и захватил столицу парфян Ктесифон. Однако из-за восстаний Траян был вынужден остановить кампанию и вернуться обратно. В августе 117 года в Киликии на пути в Рим Траян скончался. Его преемником стал его двоюродный племянник Адриан.
Траян носил следующие победные титулы: «Германский» с октября 97 года; «Дакийский» — с конца 102 года; «Парфянский» — со 116 года; полный титул к моменту смерти: «Император Цезарь, Сын Божественного Нервы, Нерва Траян Лучший Август Германский Дакийский Парфянский, Великий Понтифик, наделён властью народного трибуна 21 раз, Император 13 раз, Консул 6 раз, Отец Отечества» (лат. Imperator Caesar Divi Nervae Filius Nerva Traianus Optimus Augustus Germanicus Dacicus Parthicus, Pontifex Maximus, Tribuniciae potestatis XXI, Imperator XIII, Consul VI, Pater Patriae).
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий