понедельник, 24 февраля 2020 г.

ნეოპლატონიზმი - Неоплатонизм


ნეოპლატონიზმს საფუძველი ალექსანდრიაში, ეგვიპტეში ჩვ. წ–ით მესამე საუკუნეში ჩაეყარა. მისი დამაარსებელი ამონიუსია, ალექსანდრიელი ფილოსოფოსი, მისი მეტსახელი საკასი იყო, რაც მის ყოფილ საქმიანობას უკავშირდება, „ტომრების გადამტანი“ იგივე მებარგული. მაგრამ სწავლების განვითარების მთავარ ფიგურად პლოტინუსი (205–270) ითვლება. იგი ეგვიპტეში დაიბადა, ამონიუსისგან შეისწავლა ნეოპლატონიზმი და განავითარა იგი. რომში დასახლების შემდეგ მისი მთავარი ნაშრომები "ენეადები" იყო, რომელიც ნეოპლატონური მეტაფიზიკის გასაღებია. სხვა მნიშვნელოვანი მოაზროვნეები იყვნენ სირიელ–ბერძენი სწავლული და ფილოსოფოსი პორფირიუსი (232–304), სირიელ–ბერძენი ფილოსოფოსი იამბლიკუსი (უცნობია–333) და ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პროკლუსი. გამომდინარე იქიდან, რომ ნეოპლატონიზმი ასკეტიზმისა და ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის ელემენტებს შეიცავდა, მან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ქრისტიანული ეკლესიის თავდაპირველ მამებს შორის. ავგუსტინე ნეტარი, თავის „აღსარებანში“, ცნობს იმ დიდ წვლილს, რომელიც ნეოპლატონიზმმა ქრისტიანობის განვითარებაში შეიტანა და აღიარებს მის დიდ გავლენას საკუთარ რელიგიურ აზროვნებაზე. თუმცა, დოქტრინას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან ტურბულენტური ურთიერთობა ჰქონდა. 529 წელს იუსტინიანე I–მა იგი აკრძალა. დოგმატისტებმა დაგმეს მისი არაორთოდოქსალური სკეპტიციზმის გამო. მიუხედავად ყველაფრისა, მე–15 საუკუნისთვის ნეოპლატონიზმი მიღებული დოქტრინა იყო. ნეოპლატონიზმს სული რომაელმა კათოლიკე თეორეტიკოსმა ფილოსოფოსმა ნიკოლოზ კუზანელი და სხვა მისტიკოსებმა ჩაბერეს, რომლებსაც სურდათ გადაელახათ ცოდნის საზღვრები, რასაც იმ ხანად ადამიანის მიერ ღმერთის პირდაპირი ინტუიციური გააზრების თეორია ქმნიდა. ნეოპლატონიზმი ასეთ თეორიას არსობრივად უპირისპირდება, მიიჩნევს რა სულს შეუძლია ექსტაზის მდგომარეობაში გადალახოს ყველა საზღვარი. ნეოპლატონიზმის შემდგომი მკვდრედით აღდგომა იტალიური რენესანსის ჰუმანისტებს უკვაშირდება. ისინი გაბატონებულ რაციონალისტურ არისტოტელიანურ ფილოსოფიას პლატონის იდეალისტური მეტაფიზიკით, შემდეგ კი ნეოპლატონიზმით დაუპირისპირდნენ. შემდგომი განვითარება იტალიერი სწავლულის მარსილიო ფიჩინოს (1433–1499) დამსახურებაა, კოსიმო დი მედიჩის პატრონაჟის ქვეშ, მან პლატონის, პორფირიუსის და იამბლიკუსის ნაშრომები თარგმნა და ანოტაცია გაუკეთა. მე–17 საუკუნეში, ინგლისში კემბრიჯელმა პლატონისტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ნეოპლატონიზმისადმი. ასევე დიდი იყო ინტერესის ტალღა მე–19 და მე–20 საუკუნეშიც მწერლების და ინტელექტუალების მხრიდან, როგორებიც არიან ინგლისელი პოეტები უილიამ უორსვორდი, ჯონ კიტსი და პერსი ბისი შელი. Я́мвлих (др.-греч. Ἰάμβλιχος, 245/280 — 325/330) — античный философ-неоплатоник, ученик Порфирия, глава Сирийской школы неоплатонизма в Апамее. Особенностью учения Ямвлиха является сочетание платонизма с элементами пифагореизма, мистикой халдейских оракулов и языческими культами. Также Ямвлих занимался астрологией, магией, гаданием и практиками экстатического восхождения в «сверхчувственные сферы». Ямвлих комментировал труды Платона в эзотерическом духе, чем оказал большое влияние на развитие оккультизма; повлиял на Пико делла Мирандола, христианских каббалистов и др. При этом Ямвлих отмечал разницу не только между эзотеризмом и религией, но и между эзотеризмом и философией: «об эзотеризме надо мыслить эзотерически, о философии — по-философски». Большое историко-философское значение имеет у Ямвлиха метод комментирования диалогов Платона (трактовка во всех аспектах — этическом, логическом, космологическом, физическом и др.), определивший все позднейшие неоплатонические комментарии и последовательность изучения диалогов, вплоть до флорентийской платоновской Академии. Т. н. «канон Ямвлиха» включает двенадцать диалогов, составляющих два цикла.

Комментариев нет:

Отправить комментарий